მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ “დაბოლებაზე” ნუ გადავლენ" - გია ხუხაშვილის რჩევა ხელისუფლებას
"პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ “დაბოლებაზე” ნუ გადავლენ" - გია ხუხაშვილის რჩევა ხელისუფლებას

კა­ნაფ­ზე ოქ­როს გო­რებს მა­ინც და მა­ინც ნუ აა­შე­ნე­ბენ და პო­ლი­ტი­კუ­რი “და­ბო­ლე­ბი­დან” პირ­და­პირ და­ბო­ლე­ბა­ზე ნუ გა­დავ­ლენ, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და. ამით ხუ­ხაშ­ვი­ლი "კა­ნა­ფის კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი­სა და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვის ორი თვით გა­და­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო დღის წეს­რიგ­ში ამ სა­კი­თხის გაპ­რობ­ლე­მე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, არა­ვინ არის იმის წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის სიღ­რმი­სე­უ­ლი გან­ხილ­ვა მოხ­დეს, თუმ­ცა მისი შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა მზად არ არის, რომ ამ­გვარ „სა­ეჭ­ვო ეკო­ნო­მი­კურ პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თოს“.

„ბუ­ნებ­რი­ვია, კა­ნა­ფის კულ­ტი­ვა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის გა­და­დე­ბა წმინ­და წყლის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სა­არ­ჩევ­ნო დღის წეს­რიგ­ში ამ სა­კი­თხის გაპ­რობ­ლე­მე­ბით. გან­ხილ­ვის გა­და­დე­ბა შე­საძ­ლოა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვა­დაც სწო­რი იყოს, რად­გან სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი გან­ხილ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ელ­ფე­რი დას­დევს ყვე­ლა­ფერს. მე გა­და­დე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი თა­ვის­თა­ვად არ ვარ, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, მსჯე­ლო­ბა იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი იწი­ლო-ბი­წი­ლოს სა­ხეს არ შე­ი­ძენს.

არა­ვინ არის იმის წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი გან­ხილ­ვა მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მაგ­რამ ერთ რჩე­ვას მივ­ცემ­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას: კა­ნაფ­ზე მა­ინც და მა­ინც ნუ აა­შე­ნე­ბენ ოქ­როს გო­რებს და პო­ლი­ტი­კუ­რი “და­ბო­ლე­ბი­დან” პირ­და­პირ “და­ბო­ლე­ბა­ზე” ნუ გა­დავ­ლენ. გა­სა­გე­ბია, რომ დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო ტრენ­დი კა­ნა­ფის ბიზ­ნე­სის სა­სარ­გებ­ლოდ მე­ტყვე­ლებს, მაგ­რამ მე ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მზად იყოს ასეთ სა­ეჭ­ვო ეკო­ნო­მი­კურ პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვის­თვის,“ - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლო­გის შე­ფა­სე­ბით, მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცი­ით მი­ღე­ბულ დიდ ეკო­ნო­მი­კურ სარ­გე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის წევრთა გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­სა­ცი­ლოა. მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას “გუ­გლ­ში” ნა­პოვ­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით სურს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მარ­თვა.

„ის, რომ ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის­თვის ეს იქ­ნე­ბა გარ­ღვე­ვის ტოლ­ფა­სი, ეს არის სა­სა­ცი­ლო. კალ­კუ­ლა­ტორ­ზე დათ­ვლას თავი და­ა­ნე­ბონ და პრო­ფე­სი­უ­ლად დათ­ვა­ლონ იმი­ტომ, რომ კონ­კუ­რენ­ტულ ბა­ზარ­ზე შეს­ვლა მე­ქა­ნი­კუ­რი ციფ­რე­ბით არ ით­ვლე­ბა. მე ვფიქ­რობ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბო­ლომ­დე არ აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ეს სა­კი­თხი. ინ­ტერ­ნეტ­ში “და­გუ­გ­ლეს” და ნა­ხეს, რომ თურ­მე სა­ინ­ტე­რე­სო ყო­ფი­ლა. “გუ­გლ­ში” ნა­პოვ­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით ეკო­ნო­მი­კუ­რი მარ­თვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე არ არის. ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ღრმა ანა­ლი­ზი უნდა მოხ­დეს და გა­ი­ზო­მოს, ამით მეტს ვკარ­გავთ თუ მეტს ვი­ძენთ. თქვან მათ თა­ვი­ან­თი არ­გუ­მენ­ტე­ბი და მო­ის­მი­ნონ კონ­ტრარ­გუ­მენ­ტე­ბიც, ოღონდ არა მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ის­გან, რად­გან ეკ­ლე­სი­ის არ­გუ­მენ­ტე­ბი უფრო მო­რა­ლის სფე­რო­ში ძევს. არ­სე­ბობს უფრო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კონ­ტრარ­გუ­მენ­ტე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ “დაბოლებაზე” ნუ გადავლენ" - გია ხუხაშვილის რჩევა ხელისუფლებას

"პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ “დაბოლებაზე” ნუ გადავლენ" - გია ხუხაშვილის რჩევა ხელისუფლებას

კანაფზე ოქროს გორებს მაინც და მაინც ნუ ააშენებენ და პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ დაბოლებაზე ნუ გადავლენ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით ხუხაშვილი "კანაფის კონტროლის შესახებ" კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვის ორი თვით გადადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საარჩევნო დღის წესრიგში ამ საკითხის გაპრობლემებით არის გამოწვეული.

ხუხაშვილის თქმით, არავინ არის იმის წინააღმდეგი, რომ საზოგადოების ჩართულობით ამ კანონპროექტის სიღრმისეული განხილვა მოხდეს, თუმცა მისი შეფასებით, ქვეყანა მზად არ არის, რომ ამგვარ „საეჭვო ეკონომიკურ პროექტებში ჩაერთოს“.

„ბუნებრივია, კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის გადადება წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და განპირობებულია საარჩევნო დღის წესრიგში ამ საკითხის გაპრობლემებით. განხილვის გადადება შესაძლოა, სახელმწიფოებრივადაც სწორი იყოს, რადგან საარჩევნო პროცესში ნებისმიერი საკითხის შინაარსობრივი განხილვა შეუძლებელი ხდება, პროპაგანდისტული ელფერი დასდევს ყველაფერს. მე გადადების წინააღმდეგი თავისთავად არ ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, მსჯელობა იქნება სერიოზული და პოლიტიკური იწილო-ბიწილოს სახეს არ შეიძენს.

არავინ არის იმის წინააღმდეგი, რომ ამ კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვა მოხდეს საზოგადოების ჩართულობით, მაგრამ ერთ რჩევას მივცემდი ხელისუფლებას: კანაფზე მაინც და მაინც ნუ ააშენებენ ოქროს გორებს და პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ “დაბოლებაზე” ნუ გადავლენ. გასაგებია, რომ დღევანდელი მსოფლიო ტრენდი კანაფის ბიზნესის სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი ქვეყანა მზად იყოს ასეთ საეჭვო ეკონომიკურ პროექტებში ჩართვისთვის,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის შეფასებით, მარიხუანას კულტივაციით მიღებულ დიდ ეკონომიკურ სარგებელთან დაკავშირებით მთავრობის წევრთა განცხადებები სასაცილოა. მისი თქმით, ხელისუფლებას “გუგლში” ნაპოვნი ინფორმაციით სურს ქვეყნის ეკონომიკური მართვა.

„ის, რომ ქართული ეკონომიკისთვის ეს იქნება გარღვევის ტოლფასი, ეს არის სასაცილო. კალკულატორზე დათვლას თავი დაანებონ და პროფესიულად დათვალონ იმიტომ, რომ კონკურენტულ ბაზარზე შესვლა მექანიკური ციფრებით არ ითვლება. მე ვფიქრობ, ხელისუფლებას ბოლომდე არ აქვს გააზრებული ეს საკითხი. ინტერნეტში “დაგუგლეს” და ნახეს, რომ თურმე საინტერესო ყოფილა. “გუგლში” ნაპოვნი ინფორმაციით ეკონომიკური მართვა ხელისუფლების საქმე არ არის. ამ კანონპროექტის ღრმა ანალიზი უნდა მოხდეს და გაიზომოს, ამით მეტს ვკარგავთ თუ მეტს ვიძენთ. თქვან მათ თავიანთი არგუმენტები და მოისმინონ კონტრარგუმენტებიც, ოღონდ არა მხოლოდ ეკლესიისგან, რადგან ეკლესიის არგუმენტები უფრო მორალის სფეროში ძევს. არსებობს უფრო პროფესიონალური კონტრარგუმენტები,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები