ავტორი:

გაიცანით ქართველი ავტოდიზაინერი, რომელიც ცნობილი ბრენდების ორიგინალურ დიზაინს ქმნის

გაიცანით ქართველი ავტოდიზაინერი, რომელიც ცნობილი ბრენდების ორიგინალურ დიზაინს ქმნის

ქართველი ავტოდიზაინერის გიორგი თედორაძის მიერ შექმნილი Mercedes-Benz S-Class-ის აქამდე არარსებული ვარიაცია - "ოთხკარიანი კუპე" ცნობილ დასავლურ გამოცემა carscoops-ის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

autobild.ge გვთავაზობს ინტერვიუს გიორგი თედორაძესთან:

- როდიდან დაიწყე პროფესიონალურ დონეზე ავტოდიზაინზე მუშაობა?

- ჩემი ძირითადი სამუშაო მიმართულება ინდუსტრიული დიზაინია. საქართველოში ძირითადად შეფუთვის და ავეჯის დიზაინზე ვმუშაობ. რაც შეეხება ტრანსპორტის დიზაინს კონკრეტულად ამ კუთხით პროფესიული განათლება არ მიმიღია, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, სწავლის სურვილი და ინტერნეტთან წვდომა საკმარისია. მთავარია იცოდე რა სად ეძებო.

რთულია იმის თქმა, რამდენად პროფესიონალურ დონეზე მუშაობ ტრანპორტის დიზაინის მიმართულებით, რადგან პროფესიონალიზმს განსაზღვრავს იდეის მასშტაბურობა და ორიგინალურობა, ხოლო იდეის შეფასება ძალიან ცოტას შეუძლია. მაღალ დონეზე სამუშაოდ საჭიროა უნარების დახვეწა და საკუთარი ნამუშევრების გამუდმებული სრულყოფა. არასდროს უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულით და უნდა შეგეძლოს შენივე ესკიზების კრიტიკულად შეფასება. ეს არის ყველაზე სწორი გზა განვითარებისთვის.

- რომელ ბრენდებზე მუშაობ ძირითადად და რა არის შენი ისნპირაციის წყარო?

- არ მაქვს ესე გამოკვეთილი რომელიმე ბრენდი, რომელზეც გამუდმებით ვმუშაობ. ვცდილობ მრავალფეროვანი იყოს არჩევანი, ასე უფრო საინტერესოა, მაგრამ რა თქმა უნდა, მყავს ფავორიტი ავტომწარმოებლები. მაგალითად, ჩემთვის ძალიან საინტერესოა Aston Martin, McLaren, Land Rover და BMW, ასევე ბოლო პერიოდში ძალიან მომწონს Volvo-ს განახლებული სამოდელო რიგი.

ჩემი ინსპირაციის წყარო არის კოსმოსი და კოსმოსური ხომალდები, კარგი მუსიკა და საინტერესო ადამიანები. ზოგადად დიზაინერისათვის ყველაფერი, რაც მის გარშემოა, ინსპირაციის წყაროა. სხვადასხვა მოვლენები გავსებს ემოციებით, რომელებიც შემდეგ გარკვეული სახით ვლინდება ნამუშევრებში. დიდი მნიშვნელობა აქვს მოგზაურობას, რაც უფრო მეტს ნახულობ და რაც უფრო მეტი გესმის, მით უფრო მეტად ფართოა შენი თვალსაწიერი წაიკითხეთ ვრცლად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ