Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს აშშ-ში კახი კავსაძის შვილიშვილი, რომელმაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პირველივე დღეს ფურორი მოახდინა
როგორ ცხოვრობს აშშ-ში კახი კავსაძის შვილიშვილი, რომელმაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პირველივე დღეს ფურორი მოახდინა

ირინ­კა კავ­სა­ძე 15 წე­ლია აშშ-ში, ვა­შინგტონ­ში ცხოვ­რობს, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია. 10 წლის იყო, როცა სა­ქარ­თვე­ლო მშობ­ლებ­თან ერ­თად და­ტო­ვა... უცხო­ეთ­ში გაზ­რდი­ლი არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი მი­ნა­ხავს, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლად გა­მარ­თუ­ლად ვე­ღარ სა­უბ­რო­ბენ, ირინ­კას კი ეს საფრ­თხე არ და­მუქ­რე­ბია - ქარ­თუ­ლად ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­რე­შე ლა­პა­რა­კობს, რა­შიც მშობ­ლებს ემად­ლი­ე­რე­ბა:

"ამე­რი­კა­ში სკო­ლა­ში რომ შე­ვე­დი, ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლით ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ამი­ტომ, სახ­ლშიც ამ ენა­ზე ვსა­უბ­რობ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც ჩემი მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ ქარ­თუ­ლი მა­ვი­წყდე­ბო­და, შინ ინ­გლი­სუ­რად ლა­პა­რა­კი ამიკ­რძა­ლეს" - გვე­უბ­ნე­ბა ირინ­კა.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის წევ­რია - მსა­ხი­ობ კახი კავ­სა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლია, რი­თაც ძა­ლი­ან ამა­ყობს. ბა­ბუა უზო­მოდ უყ­ვარს და ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას მუდ­მი­ვად ენატ­რე­ბა. ირინ­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბით, რამ­დე­ნი­მე თვით ჩა­მო­ვი­და, რად­გან მე­გა­შოუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მისი პარტნი­ო­რი მო­ცეკ­ვა­ვე ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლია. წყვი­ლი ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ერ­თად და პირ­ვე­ლი­ვე შო­უ­ზე უკვე და­იმ­სა­ხუ­რეს მა­ყუ­რებ­ლის დიდი სიმ­პა­თია.

აი, რას გვიყ­ვე­ბო­და ირინ­კა ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უ­ში:

"თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, რად­გა­ნაც აქ დავ­ტო­ვე ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი, სკო­ლა და უეც­რად ამე­რი­კა­ში აღ­მოვ­ჩნდი, რად­გა­ნაც ასე გა­და­წყდა, მა­მას იქ სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზეს. ოჯა­ხი ჩავ­ლაგ­დით და წა­ვე­დით. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ქარ­თვე­ლი კლა­სე­ლი მყავ­და, რო­მე­ლიც მივ­ლი­და, რა­ღაც ისე მოხ­და, რომ თით­ქოს მას­ზე ვი­ყა­ვი მი­ბა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, ახალ ცხოვ­რე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და...

მერე ნელ-ნელა ენა ავით­ვი­სე, რი­თაც რა­ღაც ბა­რი­ე­რე­ბი დავძლიე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნატ­რე­ბას იმით ვიკ­ლავ­დი, რომ წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მოვ­დი­ო­დი, სა­დაც მხვდე­ბოდ­ნენ მე­გობ­რე­ბი და რაც მთა­ვა­რია, მხვდე­ბო­და ბაბუ. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, რო­დე­საც აქე­დან მივ­დი­ვარ და მას აქ ვტო­ვებ. ეს ურ­თუ­ლე­სი რამ არის. ამი­ტომ, ვცდი­ლობ, ხში­რად მქონ­დეს კონ­ტაქ­ტი, მაგ­რამ იქი­დან კავ­ში­რი, მას­თან ახ­ლოს ყოფ­ნას არ ცვლის", - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

"16 წლის ვი­ყა­ვი, თან - ვსწავ­ლობ­დი და თან - სპექ­ტაკ­ლებ­ში ვთა­მა­შობ­დი, მქონ­და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მერე კო­ლე­ჯში და­ვი­წყე სწავ­ლა. ისე მოხ­და, რომ 2012 წელს გას­ტრო­ლებ­ზე ჩა­მო­ვე­დით და კო­ლე­ჯი­დან წა­მოს­ვლამ ადრე მო­მი­წია. რომ დავ­ბრუნ­დით, სამ­წუ­ხა­როდ, იქ სწავ­ლა აღარ გა­ვაგ­რძე­ლე და ვი­ყა­ვი თე­ატ­რში, რო­ლებს ვთა­მა­შობ­დი. წელს კი ნიუ-იორკში, სტე­ლა ად­ლე­რის სამ­სა­ხი­ო­ბო სტუ­დი­ა­ში მი­მი­ღეს, სა­დაც ერ­თთვი­ა­ნი სა­ზა­ფხუ­ლო პროგ­რა­მა გა­ვი­ა­რე. მარ­თლა სას­წა­უ­ლი იყო," - ამ­ბობს გო­გო­ნა, რომ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მთა­ვა­რი პრო­ფე­სია მსა­ხი­ო­ბო­ბაა და გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის, რომ თა­ვი­თო­ნაც ეს გზა აირ­ჩია.

ორი წლის წინ ირინ­კას ოჯახ­მა ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ მი­აჩ­ნია, რომ მა­ინც ძა­ლი­ან რთუ­ლია იქ ყოფ­ნა, რად­გა­ნაც ცხოვ­რე­ბის ტემ­პი "რო­ბო­ტუ­ლია":

"იქა­უ­რე­ბი სხვა რიტ­მით მოძ­რა­ო­ბენ, სულ რა­ღა­ცას აკე­თე­ბენ, საქ­მი­ა­ნო­ბენ და ამ ყვე­ლა­ფერს თუ არ აჰ­ყე­ვი, ვერ იცხოვ­რებ, ვერ გა­დარ­ჩე­ბი. ცხა­დია, რთუ­ლია, მაგ­რამ მერე ეგუ­ე­ბი. ერთი თვე აქ რომ ჩა­მოვ­დი­ვარ ხოლ­მე, ცხა­დია, არ მყოფ­ნის, მაგ­რამ ბო­ლოს მზად ვარ, უკან დავ­ბრუნ­დე, მუ­შა­ო­ბა მინ­დე­ბა. ხომ გე­უბ­ნე­ბით, უკვე მიჩ­ვე­უ­ლი ვარ ასეთ ცხოვ­რე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, ამე­რი­კას ალღო ავუ­ღე", - აღ­ნიშ­ნავს ირინ­კა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ავტორი:

როგორ ცხოვრობს აშშ-ში კახი კავსაძის შვილიშვილი, რომელმაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პირველივე დღეს ფურორი მოახდინა

როგორ ცხოვრობს აშშ-ში კახი კავსაძის შვილიშვილი, რომელმაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პირველივე დღეს ფურორი მოახდინა

ირინკა კავსაძე 15 წელია აშშ-ში, ვაშინგტონში ცხოვრობს, პროფესიით მსახიობია. 10 წლის იყო, როცა საქართველო მშობლებთან ერთად დატოვა... უცხოეთში გაზრდილი არაერთი ქართველი მინახავს, რომლებიც ქართულად გამართულად ვეღარ საუბრობენ, ირინკას კი ეს საფრთხე არ დამუქრებია - ქართულად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ლაპარაკობს, რაშიც მშობლებს ემადლიერება:

"ამერიკაში სკოლაში რომ შევედი, ინგლისურის სწავლით ბედნიერი ვიყავი, ამიტომ, სახლშიც ამ ენაზე ვსაუბრობდი, მაგრამ როდესაც ჩემი მშობლები მიხვდნენ, რომ ქართული მავიწყდებოდა, შინ ინგლისურად ლაპარაკი ამიკრძალეს" - გვეუბნება ირინკა.

ჩვენი რესპონდენტი ცნობილი ოჯახის წევრია - მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილია, რითაც ძალიან ამაყობს. ბაბუა უზომოდ უყვარს და ამერიკაში ყოფნისას მუდმივად ენატრება. ირინკა საქართველოში დროებით, რამდენიმე თვით ჩამოვიდა, რადგან მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებს მონაწილეობას. მისი პარტნიორი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილია. წყვილი ძალიან კარგად გამოიყურება ერთად და პირველივე შოუზე უკვე დაიმსახურეს მაყურებლის დიდი სიმპათია.

აი, რას გვიყვებოდა ირინკა ამერიკული ცხოვრების შესახებ ცოტა ხნის წინ ჩაწერილ ინტერვიუში:

"თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგანაც აქ დავტოვე ბევრი ახლობელი, მეგობარი, სკოლა და უეცრად ამერიკაში აღმოვჩნდი, რადგანაც ასე გადაწყდა, მამას იქ სამსახური შესთავაზეს. ოჯახი ჩავლაგდით და წავედით. ძალიან გამიმართლა, რომ ქართველი კლასელი მყავდა, რომელიც მივლიდა, რაღაც ისე მოხდა, რომ თითქოს მასზე ვიყავი მიბარებული, თუმცა, ვიმეორებ, ახალ ცხოვრებასთან შეგუება ძალიან მიჭირდა...

მერე ნელ-ნელა ენა ავითვისე, რითაც რაღაც ბარიერები დავძლიე, საქართველოს მონატრებას იმით ვიკლავდი, რომ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი, სადაც მხვდებოდნენ მეგობრები და რაც მთავარია, მხვდებოდა ბაბუ. ჩემთვის ყველაზე რთულია, როდესაც აქედან მივდივარ და მას აქ ვტოვებ. ეს ურთულესი რამ არის. ამიტომ, ვცდილობ, ხშირად მქონდეს კონტაქტი, მაგრამ იქიდან კავშირი, მასთან ახლოს ყოფნას არ ცვლის", - გვეუბნება რესპონდენტი.

"16 წლის ვიყავი, თან - ვსწავლობდი და თან - სპექტაკლებში ვთამაშობდი, მქონდა რეპეტიციები. სკოლა რომ დავამთავრე, მერე კოლეჯში დავიწყე სწავლა. ისე მოხდა, რომ 2012 წელს გასტროლებზე ჩამოვედით და კოლეჯიდან წამოსვლამ ადრე მომიწია. რომ დავბრუნდით, სამწუხაროდ, იქ სწავლა აღარ გავაგრძელე და ვიყავი თეატრში, როლებს ვთამაშობდი. წელს კი ნიუ-იორკში, სტელა ადლერის სამსახიობო სტუდიაში მიმიღეს, სადაც ერთთვიანი საზაფხულო პროგრამა გავიარე. მართლა სასწაული იყო," - ამბობს გოგონა, რომლის ოჯახის წევრების მთავარი პროფესია მსახიობობაა და გასაკვირი სულაც არ არის, რომ თავითონაც ეს გზა აირჩია.

ორი წლის წინ ირინკას ოჯახმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ მიაჩნია, რომ მაინც ძალიან რთულია იქ ყოფნა, რადგანაც ცხოვრების ტემპი "რობოტულია":

"იქაურები სხვა რიტმით მოძრაობენ, სულ რაღაცას აკეთებენ, საქმიანობენ და ამ ყველაფერს თუ არ აჰყევი, ვერ იცხოვრებ, ვერ გადარჩები. ცხადია, რთულია, მაგრამ მერე ეგუები. ერთი თვე აქ რომ ჩამოვდივარ ხოლმე, ცხადია, არ მყოფნის, მაგრამ ბოლოს მზად ვარ, უკან დავბრუნდე, მუშაობა მინდება. ხომ გეუბნებით, უკვე მიჩვეული ვარ ასეთ ცხოვრებას. მიუხედავად სირთულეებისა, ამერიკას ალღო ავუღე", - აღნიშნავს ირინკა წაიკითხეთ ვრცლად

ირაკლი მაქაცარიამ აღდგომის დღესასწაული შეყვარებულთან ერთად გაატარა - წყვილი გულშემატკივრებს ახალ ფოტოებს უზიარებს

"ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავი" - როგორ ხვდება აღდგომას შორენა ბეგაშვილი და რას იხსენებს წარსულიდან?

"ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა...მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა" - რა სირთულეები მოჰყვა თიკა მახალდიანის ცხოვრებაში "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"