პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გინეკოლოგი, რომელიც ბავშვებს იპარავდა და უშვილო წყვილებს აძლევდა, მადრიდის სასამართლომ არ დააპატიმრა
გინეკოლოგი, რომელიც ბავშვებს იპარავდა და უშვილო წყვილებს აძლევდა, მადრიდის სასამართლომ არ დააპატიმრა

ყო­ფი­ლი ექი­მი, რო­მე­ლიც მშობ­ლებს ახალ­შო­ბი­ლებს ჰპა­რავ­და და უშ­ვი­ლო წყვი­ლებს აძ­ლევ­და, არ და­ა­პა­ტიმ­რეს. მად­რი­დის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი.

სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ 85 წლის გი­ნე­კო­ლოგ­მა ედუ­არ­დო ვე­ლამ არა­ერ­თი ბავ­შვი გა­აშ­ვი­ლა უკა­ნო­ნოდ, თუმ­ცა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტე­ბის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო მას არ და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ.

ის პირ­ვე­ლი ექი­მია, რო­მე­ლიც ფა­შის­ტი დიქ­ტა­ტო­რის, ფრან­ცის­კო ფრან­კოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს ბავ­შვე­ბის გაშ­ვი­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ასო­ბით სხვა საქ­მის გან­ხილ­ვა და­ი­წყე­ბა.

გე­ნე­რა­ლი ფრან­კოს მმარ­თვე­ლო­ბის წლებ­ში ეს­პა­ნეთ­ში მე­მარ­ცხე­ნე პო­ლი­ტი­კის მომ­ხრე ოჯა­ხე­ბის ახალ­შო­ბი­ლებს სხვა წყვი­ლებს აძ­ლევ­დნენ, რომ­ლე­ბიც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აზ­რით, „მეტს იმ­სა­ხუ­რებ­დნენ“.

ინეს მად­რი­გა­ლი 1969 წელს გა­აშ­ვი­ლეს. ვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი მან 2012 წელს შე­ი­ტა­ნა. ინეს პე­რეზ­მა, რო­მელ­მაც ინეზ მად­რი­გა­ლი იშ­ვი­ლა, სიკ­ვდი­ლის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ ვე­ლამ ბავ­შვი აჩუ­ქა, მას და მის ქმარს შვი­ლის გა­ჩე­ნა არ შე­ეძ­ლოთ. გე­ნე­ტი­კურ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მად­რი­გა­ლი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი წყვი­ლის შვი­ლი არ იყო. პრო­კუ­რო­რე­ბი გი­ნე­კო­ლო­გის­თვის 11 წლი­ან პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. მათი მტკი­ცე­ბით, ვე­ლამ სამი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა - ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბა, ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და სა­ბუ­თე­ბის გა­ყალ­ბე­ბა.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მად­რი­გალ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, რომ „შე­რე­უ­ლი გრძნო­ბე­ბი“ ჰქონ­და:

„ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან და­ვამ­ტკი­ცე, რომ მო­მი­პა­რეს, ექიმ­მა ვე­ლამ მო­მი­პა­რა,“ - გა­ნა­ცხა­და ინეს­მა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია. მად­რი­გა­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ველა თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს.

ეს­პა­ნეთ­ში გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის გარ­შე­მო სკან­და­ლი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვის და­წყე­ბას კი დიდი დრო დას­ჭირ­და, რად­გან კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია და ექი­მე­ბი ქვე­ყა­ნა­ში დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლო­ბენ. ეს­პა­ნუ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით კი და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის სა­ხელს არ უთი­თე­ბენ.

სკან­და­ლი უკავ­შირ­დე­ბა ეკ­ლე­სი­ა­საც, რო­მე­ლიც ფრან­კოს მმარ­თვე­ლო­ბის დროს ეს­პა­ნე­თის სო­ცი­ა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებ­და - მათ შო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, სკო­ლებ­სა და ბავ­შვთა სახ­ლებ­ში.

მო­ნაზვნე­ბი და მღვდლე­ბი ად­გენ­დნენ ოჯა­ხე­ბის სი­ებს, ვი­საც ბავ­შვის აყ­ვა­ნა სურ­და, ექი­მე­ბი კი მშობ­ლებს არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდიდ­ნენ, რა ბედი ეწი­ათ მათ შვი­ლებს.

ავტორი:

გინეკოლოგი, რომელიც ბავშვებს იპარავდა და უშვილო წყვილებს აძლევდა, მადრიდის სასამართლომ არ დააპატიმრა

გინეკოლოგი, რომელიც ბავშვებს იპარავდა და უშვილო წყვილებს აძლევდა, მადრიდის სასამართლომ არ დააპატიმრა

ყოფილი ექიმი, რომელიც მშობლებს ახალშობილებს ჰპარავდა და უშვილო წყვილებს აძლევდა, არ დააპატიმრეს. მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი.

სასამართლომ დაადგინა, რომ 85 წლის გინეკოლოგმა ედუარდო ველამ არაერთი ბავშვი გააშვილა უკანონოდ, თუმცა დანაშაულებრივი ფაქტების ხანდაზმულობის გამო მას არ დააპატიმრებენ.

ის პირველი ექიმია, რომელიც ფაშისტი დიქტატორის, ფრანცისკო ფრანკოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბავშვების გაშვილების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგა. უახლოეს მომავალში ასობით სხვა საქმის განხილვა დაიწყება.

გენერალი ფრანკოს მმართველობის წლებში ესპანეთში მემარცხენე პოლიტიკის მომხრე ოჯახების ახალშობილებს სხვა წყვილებს აძლევდნენ, რომლებიც, ხელისუფლების აზრით, „მეტს იმსახურებდნენ“.

ინეს მადრიგალი 1969 წელს გააშვილეს. ველას წინააღმდეგ სარჩელი მან 2012 წელს შეიტანა. ინეს პერეზმა, რომელმაც ინეზ მადრიგალი იშვილა, სიკვდილის წინ განაცხადა, რომ ველამ ბავშვი აჩუქა, მას და მის ქმარს შვილის გაჩენა არ შეეძლოთ. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მადრიგალი უკვე გარდაცვლილი წყვილის შვილი არ იყო. პროკურორები გინეკოლოგისთვის 11 წლიან პატიმრობას მოითხოვდნენ. მათი მტკიცებით, ველამ სამი დანაშაული ჩაიდინა - ბავშვის გაშვილება, ორსულობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება და საბუთების გაყალბება.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მადრიგალმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ „შერეული გრძნობები“ ჰქონდა:

„ბედნიერი ვარ, რადგან დავამტკიცე, რომ მომიპარეს, ექიმმა ველამ მომიპარა,“ - განაცხადა ინესმა, თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. მადრიგალი მიიჩნევს, რომ ველა თავისუფლებას არ იმსახურებს.

ესპანეთში გაშვილებული ბავშვების გარშემო სკანდალი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. კონკრეტული საქმეების განხილვის დაწყებას კი დიდი დრო დასჭირდა, რადგან კათოლიკური ეკლესია და ექიმები ქვეყანაში დიდი პატივისცემით სარგებლობენ. ესპანური კანონმდებლობის მიხედვით კი დაბადების მოწმობაში ბიოლოგიური დედის სახელს არ უთითებენ.

სკანდალი უკავშირდება ეკლესიასაც, რომელიც ფრანკოს მმართველობის დროს ესპანეთის სოციალურ მომსახურებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა - მათ შორის საავადმყოფოებში, სკოლებსა და ბავშვთა სახლებში.

მონაზვნები და მღვდლები ადგენდნენ ოჯახების სიებს, ვისაც ბავშვის აყვანა სურდა, ექიმები კი მშობლებს არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ, რა ბედი ეწიათ მათ შვილებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე