საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს დასაქმების ახალ პლატფორმას სთავაზობს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს დასაქმების ახალ პლატფორმას სთავაზობს

„სმარტსტუ­დენ­ტი“ - ეს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახა­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს და­საქ­მე­ბის უნი­კა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბას სთა­ვა­ზობს. პრო­ექ­ტი, სა­დაც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ავ­სე­ბენ გუნდს ახა­ლი, სხარ­ტი და ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბით, დღე­ი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. უამ­რა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია სმარტსტუ­დენ­ტებს კომ­პა­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ციფ­რულ ტრანსფორ­მა­ცი­ა­ში ჩარ­თა­ვენ.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის ნინო ენუ­ქი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეს არის სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი პლათ­ფორ­მა.

„ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ და­ვი­ვი­წყოთ ის ტრა­დი­ცი­უ­ლი და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მე­ბი, რო­მელ­საც უკვე ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტი ატა­რებს. „სმარტსტუ­დენ­ტის“ ფორ­მატს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს არა მხო­ლოდ და­საქ­მე­ბას, არა­მედ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის ონო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ხედ­ვის შე­ტა­ნას სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში. დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­საც აინ­ტე­რე­სებთ იმ ხედ­ვის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა, რაც ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა სტუ­დენტს ჰქონ­დეს. ჩვე­ნი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან ნა­წილს დღეს­ვე აქვს ვა­კან­სია, ნა­წი­ლი კი მათ სა­მო­მავ­ლოდ შეს­თა­ვა­ზებს. ამ პრო­ექ­ტით მო­ვუ­წო­დებთ სტუ­დენ­ტებს, რომ ნუ და­ე­ლო­დე­ბი­ან სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბას და და­საქ­მე­ბა­ზე ზრუნ­ვა დღეს­ვე და­ი­წყონ,“ - გან­მარ­ტავს ნინო ენუ­ქი­ძე.

პრო­ექტ „სმარტსტუ­დენ­ტის“ წარ­დგე­ნას 30-მდე კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბო­და. მათ პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით წა­რად­გი­ნეს მიმ­დი­ნა­რე ვა­კან­სი­ე­ბი. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როც. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყ­ვნენ რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, ისე სა­ფი­ნან­სო, სა­და­ზღვე­ვო, მე­დია კომ­პა­ნი­ე­ბი. MUK ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყო.

„ჩვენ დიდი ხა­ნია, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. MUK ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია, რომ­ლის­თვი­საც სტუ­დენ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი არის არის ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც ყვე­ლა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე ინერ­გე­ბა. აქ უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ხებ ყო­ველ­თვის ხელ­მი­საწ­ვოდ­მია. სწო­რედ ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იქ­ნე­ბა ნა­ყო­ფი­ე­რი და მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით, რომ თუ სტუ­დენ­ტე­ბი და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ჩვენ­თან და­საქმდე­ბი­ან. დღეს ვთა­ვა­ზობთ სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მას, რომ­ლის გავ­ლის შემ­დე­გაც და­საქ­მე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან, მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზაც ეხ­სნე­ბათ სტუ­დენ­ტებს,“ - გან­მარ­ტავს MUK-ის ტრე­ნინგ ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლი­ლია მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლი.

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და კო­მერ­ცი­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო სტარ­ტა­პე­ბის სიმ­რავ­ლით BTU-ს სტუ­დენ­ტე­ბი მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს იკა­ვე­ბენ და მათი და­საქ­მე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ინო­ვა­ცუ­რი პრო­ცე­სე­ბის და­ნერგვის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს დასაქმების ახალ პლატფორმას სთავაზობს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს დასაქმების ახალ პლატფორმას სთავაზობს

„სმარტსტუდენტი“ - ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი პროექტია, რომელიც სტუდენტებს დასაქმების უნიკალურ საშუალებას სთავაზობს. პროექტი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით შეავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე სტუდენტებით, დღეიდან ამოქმედდება. უამრავი ორგანიზაცია სმარტსტუდენტებს კომპანიაში მიმდინარე პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ჩართავენ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის ნინო ენუქიძის განმარტებით, ეს არის სტუდენტების დასაქმების ინოვაციური პლათფორმა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ დავივიწყოთ ის ტრადიციული დასაქმების ფორუმები, რომელსაც უკვე ყველა უნივერსიტეტი ატარებს. „სმარტსტუდენტის“ ფორმატს, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ დასაქმებას, არამედ ჩვენი სტუდენტების ონოვაციური ტექნოლოგიური ხედვის შეტანას სხვადასხვა კომპანიაში. დღეს წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებსაც აინტერესებთ იმ ხედვის და საერთაშორისო ცოდნის გაზიარება, რაც ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად შეიძლება სტუდენტს ჰქონდეს. ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან ნაწილს დღესვე აქვს ვაკანსია, ნაწილი კი მათ სამომავლოდ შესთავაზებს. ამ პროექტით მოვუწოდებთ სტუდენტებს, რომ ნუ დაელოდებიან სწავლის დამთავრებას და დასაქმებაზე ზრუნვა დღესვე დაიწყონ,“ - განმარტავს ნინო ენუქიძე.

პროექტ „სმარტსტუდენტის“ წარდგენას 30-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ პრეზენტაციის სახით წარადგინეს მიმდინარე ვაკანსიები. მრავალფეროვანია პარტნიორი კომპანიების საქმიანობის სფეროც. წარმოდგენილი იყვნენ როგორც ტექნოლოგიური, ისე საფინანსო, სადაზღვევო, მედია კომპანიები. MUK ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო.

„ჩვენ დიდი ხანია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ. MUK ეს არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია, რომლისთვისაც სტუდენტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის არის ის დაწესებულება, სადაც ყველა ტექნოლოგიური სიახლე ინერგება. აქ უახლესი ინფორმაცია ტექნოლოგიების შესახებ ყოველთვის ხელმისაწვოდმია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და მოხარული ვიქნებით, რომ თუ სტუდენტები და კურსდამთავრებულები ჩვენთან დასაქმდებიან. დღეს ვთავაზობთ სტაჟირების პროგრამას, რომლის გავლის შემდეგაც დასაქმებაზე ვისაუბრებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან თანამშრომლობი ჩვენს პარტნიორებთან, მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის გზაც ეხსნებათ სტუდენტებს,“ - განმარტავს MUK-ის ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი ლილია მენაღარიშვილი.

ტექნოლოგიური და კომერციულად საინტერესო სტარტაპების სიმრავლით BTU-ს სტუდენტები მოწინავე პოზიციებს იკავებენ და მათი დასაქმება, ორგანიზაციებში ინოვაცური პროცესების დანერგვისთვის საინტერესო გამოწვევაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი