10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11-27 ოქტომბერს მოძრაობის თეატრში  სპექტაკლი „პარადისო“  გაიმართება,  რომელიც  Guardian  50 საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა
11-27 ოქტომბერს მოძრაობის თეატრში  სპექტაკლი „პარადისო“  გაიმართება,  რომელიც  Guardian   50 საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა

11 და 27 ოქ­ტომ­ბერს მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რში რე­ჟი­სორ ირაკ­ლი ხოშ­ტა­რი­ას სპექ­ტაკ­ლი „პა­რა­დი­სო“ გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მებ­მა The Guardian და Independent 50 სა­უ­კე­თე­სო სპექ­ტაკლს შო­რის და­ა­სა­ხე­ლეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის მიერ რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი 50 სპექ­ტაკ­ლი ედინ­ბურ­გში, fringe ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­დგე­ნი­ლი 3548 სპექ­ტაკ­ლი­დან შე­ირ­ჩა.

სულ ცოტა ხნის წინ, „ჩვე­ნი თე­ატ­რის“ ერ­თმოქ­მე­დე­ბი­ა­ნი თო­ჯი­ნუ­რი სპექ­ტაკ­ლი „პა­რა­დი­სო“ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე ედინ­ბურ­გის Fringe-ზე იყო წარ­დგე­ნი­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბიც მო­ი­პო­ვა.

სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რის ირაკ­ლი ხოშ­ტა­რი­ას ცნო­ბით, „პა­რა­დი­სო“ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის მიერ რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი, ედინ­ბურ­გის ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­დგე­ნი­ლი 3000 სპექ­ტაკ­ლი­დან შე­ირ­ჩა.

„ედინ­ბურ­გში ათი დღე ვი­თა­მა­შეთ „პა­რა­დი­სო“ და რო­გორც ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სამ საკ­მოდ კარ­გი რე­ცენ­ზი­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჩვენ­ზე. რე­კო­მენ­დი­რე­ბულ 50 სპექ­ტაკ­ლის სი­ა­ში შეგ­ვიყ­ვა­ნეს Independent-მა და Guardian-მა. პო­ლო­ნეთ­ში კრა­კო­ვის ქუ­ჩის ფეს­ტი­ვალ­შიც მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სულ ახ­ლა­ხან მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღეთ ჩი­ნე­თის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი­დან. ჯერ ად­რეა თქმა, მაგ­რამ სა­უ­ბა­რია ამე­რი­კა­ზეც. ვა­პი­რებ ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის დად­გმას. პრე­მი­ე­რას წელს ვგეგ­მავ და ჩი­ნეთ­შიც ორი სპექ­ტაკ­ლით წარვსდგე­ბით. მა­ყუ­რე­ბელს შე­უძ­ლია 11 და 27 ოქ­ტომ­ბერს „პა­რა­დი­სო“ მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რში ნა­ხოს. მოძ­რა­ო­ბის თე­ატრთან უკვე ხუთი წე­ლია ვთა­ნამ­შრომ­ლობ. „პა­რა­დი­სო“ მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რში და­იდ­გა, პრე­მი­ე­რაც აქ შედ­გა და ვფიქ­რობ ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­მა­ვალ­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს რე­ჟი­სო­რი ირაკ­ლი ხოშ­ტა­რია.

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის იო­სებ ბა­კუ­რა­ძის თქმით, მათი თე­ატ­რი ხში­რად უთ­მობს სცე­ნას ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს.

„ორი წლის წინ სპექ­ტაკლ ”პა­რა­დი­სო”-ს პრე­მი­ე­რა მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რში შედ­გა და მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი რე­პერ­ტუ­ა­რის ნა­წი­ლია. ბედ­ნი­ე­რი ვარ და მი­ხა­რია ამ სპექ­ტაკ­ლის დიდი წარ­მა­ტე­ბა ედინ­ბურ­გის ფეს­ტი­ვალ­ზე. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ”ჩვე­ნი თე­ატ­რის” არა­ერთ პრე­მი­ე­რას ვნა­ხავ მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე“, -აღ­ნიშ­ნავს ბა­კუ­რა­ძე.

„პა­რა­დი­სო“ თო­ჯი­ნე­ბის სპექ­ტაკ­ლია ერთ მოქ­მე­დე­ბად. მოქ­მე­დი პი­რე­ბი ხან­დაზ­მულ­თა თავ­შე­საფ­რის სამი ბი­ნა­და­რი - პიპო, იშაი, სერ რო­ბერ­ტი და მომ­ვლე­ლი ქალი ბო­ნი­ტა არი­ან. მო­ხუ­ცე­ბი სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მუ­სი­კის აწყო­ბას ცდი­ლო­ბენ. ისი­ნი გარ­კვე­ულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს აწყდე­ბი­ან. ინ­სცე­ნი­რე­ბა­ში, მხი­ა­რუ­ლი და სევ­დი­ა­ნი სცე­ნე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბით, გა­თა­მა­შე­ბუ­ლია მო­ხუ­ცე­ბის ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი, მათი ხა­სი­ა­თე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

11-27 ოქტომბერს მოძრაობის თეატრში  სპექტაკლი „პარადისო“  გაიმართება,  რომელიც  Guardian  50 საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა

11-27 ოქტომბერს მოძრაობის თეატრში  სპექტაკლი „პარადისო“  გაიმართება,  რომელიც  Guardian   50 საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა

11 და 27 ოქტომბერს მოძრაობის თეატრში რეჟისორ ირაკლი ხოშტარიას სპექტაკლი „პარადისო“ გაიმართება, რომელიც საერთაშორისო გამოცემებმა The Guardian და Independent 50 საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელეს.

აღნიშნული გამოცემების მიერ რეკომენდირებული 50 სპექტაკლი ედინბურგში, fringe ფესტივალზე წარდგენილი 3548 სპექტაკლიდან შეირჩა.

სულ ცოტა ხნის წინ, „ჩვენი თეატრის“ ერთმოქმედებიანი თოჯინური სპექტაკლი „პარადისო“ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალზე ედინბურგის Fringe-ზე იყო წარდგენილი და მნიშვნელოვანი წარმატებებიც მოიპოვა.

სპექტაკლის რეჟისორის ირაკლი ხოშტარიას ცნობით, „პარადისო“ აღნიშნული გამოცემების მიერ რეკომენდირებული სპექტაკლები, ედინბურგის ფესტივალზე წარდგენილი 3000 სპექტაკლიდან შეირჩა.

„ედინბურგში ათი დღე ვითამაშეთ „პარადისო“ და როგორც ადგილობრივმა მედიამ, ისე საერთაშორისო პრესამ საკმოდ კარგი რეცენზიები გამოაქვეყნა ჩვენზე. რეკომენდირებულ 50 სპექტაკლის სიაში შეგვიყვანეს Independent-მა და Guardian-მა. პოლონეთში კრაკოვის ქუჩის ფესტივალშიც მივიღეთ მონაწილეობა. სულ ახლახან მოწვევა მივიღეთ ჩინეთის თეატრალური ფესტივალიდან. ჯერ ადრეა თქმა, მაგრამ საუბარია ამერიკაზეც. ვაპირებ ახალი სპექტაკლის დადგმას. პრემიერას წელს ვგეგმავ და ჩინეთშიც ორი სპექტაკლით წარვსდგებით. მაყურებელს შეუძლია 11 და 27 ოქტომბერს „პარადისო“ მოძრაობის თეატრში ნახოს. მოძრაობის თეატრთან უკვე ხუთი წელია ვთანამშრომლობ. „პარადისო“ მოძრაობის თეატრში დაიდგა, პრემიერაც აქ შედგა და ვფიქრობ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებულად გაგრძელდება“, - აღნიშნავს რეჟისორი ირაკლი ხოშტარია.

მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის იოსებ ბაკურაძის თქმით, მათი თეატრი ხშირად უთმობს სცენას ნიჭიერ ადამიანებს.

„ორი წლის წინ სპექტაკლ ”პარადისო”-ს პრემიერა მოძრაობის თეატრში შედგა და მთელი ეს პერიოდი რეპერტუარის ნაწილია. ბედნიერი ვარ და მიხარია ამ სპექტაკლის დიდი წარმატება ედინბურგის ფესტივალზე. იმედს ვიტოვებ, რომ ”ჩვენი თეატრის” არაერთ პრემიერას ვნახავ მოძრაობის თეატრის სცენაზე“, -აღნიშნავს ბაკურაძე.

„პარადისო“ თოჯინების სპექტაკლია ერთ მოქმედებად. მოქმედი პირები ხანდაზმულთა თავშესაფრის სამი ბინადარი - პიპო, იშაი, სერ რობერტი და მომვლელი ქალი ბონიტა არიან. მოხუცები სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მუსიკის აწყობას ცდილობენ. ისინი გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ინსცენირებაში, მხიარული და სევდიანი სცენების მონაცვლეობით, გათამაშებულია მოხუცების ცხოვრების უკანასკნელი დღეები, მათი ხასიათების თავისებურებები.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება