საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი პარტნიორი ნამდვილი ცეცხლია..." - რა ართმევს მთელ ენერგიას რატი დურგლიშვილს და რატომ აქვს "გონებრივი რესურსი ნულზე"
"ჩემი პარტნიორი ნამდვილი ცეცხლია..." - რა ართმევს მთელ ენერგიას რატი დურგლიშვილს და რატომ აქვს "გონებრივი რესურსი ნულზე"

მომ­ღე­რა­ლი რატი დურ­გლიშ­ვი­ლი მე­გა­შოუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლეა და წელს პირ­ვე­ლად უწევს ცეკ­ვას­თან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი შე­ხე­ბა. შოუს არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ბევ­რჯერ თქვა უარი, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც და­თან­ხმდა და რო­გორც ამ­ბობს, პრო­ექ­ტის­თვის ისე გა­და­დო თავი, რომ არაფ­რის­თვის და არა­ვის­თვის აღარ სცა­ლია.

"ვხვდე­ბი, აქამ­დე სწო­რად ვიქ­ცე­ო­დი, რომ ამ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ბას არ ვთან­ხმდე­ბო­დი, რად­გა­ნაც გად­მო­ცე­მით ვი­ცო­დი, რომ ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი იყო. ახლა როცა უკვე თა­ვად მი­წევს რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, ვერც ავ­ხსნი, რამ­ხე­ლა ენერ­გია და დრო მი­აქვს. გო­ნებ­რი­ვი რე­სურ­სი ნულ­ზე მაქვს და­სუ­ლი, მე­გობ­რებს, მშობ­ლებს ვერ ვხდე­ბი, ვერ ვურ­თი­ერ­თობ მათ­თან, ყვე­ლაფ­რის­გან გა­მორ­თუ­ლი ვარ.

ფეხ­ზე ტრავ­მე­ბი "ავი­კი­დე", არ ვიცი, ამ ფე­ხით რას ვი­ზამ. მოკ­ლედ, კონ­კურ­სზე თავს ვრის­კავ, ხა­რის­ხის­თვის და შო­უს­თვის. ამ რის­კზე ალ­ბათ მა­ინც სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­დგე­ნის­თვის მივ­დი­ვარ. ცეკ­ვა ჩემი პრო­ფე­სია არ არის, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ცეკ­ვის კონ­კურ­სში ვო­ნა­წი­ლე­ობ და მა­ყუ­რე­ბე­ლიც მაქ­სი­მუმს ითხოვს. იმის­თვის, რომ კარ­გი შე­დე­გე­ბი გვქონ­დეს, ჩვენ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ამის შემ­დეგ კი დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ. არ გაქვს უფ­ლე­ბა, თქვა, ეს არ შე­მიძ­ლია, ისე­დაც ბევრ რა­ღა­ცა­ზე ვთქვი უკვე არ შე­მიძ­ლია და უარი" - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო სტრე­სია.

- გა­მო­დის, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გამო სა­კუ­თარ პო­ფე­სი­ა­ზეც დრო­ე­ბით უარი თქვი?

- კი, მაგ­რამ ესეც ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბაა, რად­გან ასე­თი პრო­ექ­ტი ყო­ველ­თვის არ არის, ვი­დე­ორ­გოლს კი ნე­ბის­მი­ერ დროს ჩავ­წერ და იმ და­ნარ­ჩენ საქ­მეს, რა­საც ვა­კე­თებ­დი. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა კი იყო ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი, ამე­რი­კა­ში ვა­პი­რებ­დი წას­ვლას, მაგ­რამ ეგეც შე­ვა­ჩე­რე. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ ეს ცეკ­ვე­ბი გე­ნი­ა­ლუ­რი სპორ­ტია. ის მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბა არ არის.

მოკ­ლედ, სპორ­ტულ-სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და­ვა­ფა­სე, თუმ­ცა მა­ნამ­დეც ვა­ფა­სებ­დი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს და მათ შრო­მას. არ­ნა­ხუ­ლი შრო­მაა, რა­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ საქ­მე­ში დე­ბენ. ისე სწრა­ფად გვაწ­ვდი­ან ყვე­ლა­ფერს, ისე გვას­წავ­ლი­ან და ისე და­ფარ­ფა­ტე­ბენ, დაფ­რი­ნა­ვენ, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ. მა­ყუ­რებ­ლის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ნა­ხა­ვად თით­ქოს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი აღ­საქ­მე­ლია, არა­და, ამის უკან უზარ­მა­ზა­რი შრო­მაა. მოკ­ლედ, სა­ნამ ამ პრო­ექ­ტში არ მოხ­ვდე­ბი, ვე­რა­ფერს მიხ­ვდე­ბი და სა­თა­ნა­დოდ ვერ და­ა­ფა­სებ. ვი­მე­ო­რებ, ნე­ბის­მი­ე­რი მო­ცეკ­ვა­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და­ვა­ფა­სე.

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცეკ­ვას რა დროს უთ­მობ?

- მთელ დროს, დი­ლის 12 სა­ა­თი­დან, სა­ღა­მომ­დე ამ პრო­ექ­ტში ვარ ჩაფ­ლუ­ლი - ამ სამ­ზა­დის­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი წა­ი­ღო. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ღირ­სე­უ­ლად წარვსდგე... იმ­დე­ნად მა­გა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მიდ­გა­ნან გვერ­დით, ვი­საც ვუყ­ვარ­ვარ და მიყ­ვარს, ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს მათი და მათ ჩემი. აქ მო­გე­ბა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი - ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ჩემი და­ნახ­ვა უხა­რია და მეც მი­ხა­რია მათი და­ნახ­ვა, მინ­და, ეკ­რა­ნი­დან სწო­რედ მათ მო­ვე­ფე­რო. მინ­და, მო­ე­წო­ნოთ ჩემი ცეკ­ვა და კი­დევ ერთხელ და­ვუმ­ტკი­ცო რა­ღაც! სხვა არა­ფე­რი მინ­და.

სა­ერ­თოდ, არას­დროს ვარ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, ყო­ველ­თვის მინ­და, სა­კუ­თარ თავ­თან გა­ვი­მარ­ჯვო, და­ნარ­ჩე­ნი, კონ­კურ­სე­ბი ჭრე­ლია, ვის ვინ მოს­წონს, ასე ვერ გა­ი­გებ. ჩემი პარტნი­ო­რი ნამ­დვი­ლი ცე­ცხლია, სა­ოც­რად ცეკ­ვავს, მხი­ა­რუ­ლი გო­გოა, ბედ­ნი­ე­რი ტი­პია, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, დავ­მე­გობ­რდით.

- ე.ი. არც ბავ­შვო­ბა­ში გივ­ლია ცეკ­ვა­ზე?

- მა­მა­ჩე­მის ან­სამ­ბლში 7-10 წლის ასაკ­ში ვმღე­რო­დი, სა­დღაც ქო­რე­ოგ­რა­ფიც გვყავ­და, რო­მე­ლიც ნომ­რებს გვიდ­გამ­და, მაგ­რამ მა­შინ­დე­ლი ჩემი ცეკ­ვა არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა - სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი.

- ახლა, ამ რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თარ თავ­ში რა აღ­მო­ა­ჩი­ნე?

- თუ ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ფეხი ხელს არ შე­მიშ­ლის, მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­ხავს, რომ ვარ პლას­ტი­კუ­რი. ეს მარ­თლაც აღ­მო­ვა­ჩი­ნე იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ. რე­პე­ტი­ცი­ე­ბის და­წყე­ბი­სას, თა­ვი­დან­ვე რე­ზი­ნა­სა­ვით ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა ფეხ­მა უკან ძა­ლი­ან დამ­ხია, ვნერ­ვი­უ­ლობ, სახ­სა­რი და­მი­ზი­ან­და, თან, ცუდი ად­გი­ლია. რო­გორც ჩანს, და­მე­ჭი­მა, ამ ფეხ­ზე დიდი დატ­ვირ­თვა მოხ­და. კი­დევ ერთხელ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ პრო­ექ­ტზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მათი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა, რის­თვი­საც და მად­ლო­ბე­ლი ვარ. თავი გა­და­დე­ბუ­ლი აქვთ აბ­სო­ლუტ­რუ­რად ჩვენ­თვის და პრო­ექ­ტზე, ესაა, პრო­ფე­სი­ლიზ­მი.

- მე­გო­ბარ კონ­კუ­რენ­ტებ­ზე რას გვე­ტყვი?

- არა­ნა­ი­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი, მე­გობ­რე­ბი ვართ, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი, უზო­მოდ ბევ­რს ვმუ­შა­ობთ, ერ­თმა­ნეთს ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ. მე არა­ვის კონ­კუ­რენ­ტო­ბას არ ვა­პი­რებ, არ ვარ ასე­თი ტიპი!

ავტორი:

"ჩემი პარტნიორი ნამდვილი ცეცხლია..." - რა ართმევს მთელ ენერგიას რატი დურგლიშვილს და რატომ აქვს "გონებრივი რესურსი ნულზე"

"ჩემი პარტნიორი ნამდვილი ცეცხლია..." - რა ართმევს მთელ ენერგიას რატი დურგლიშვილს და რატომ აქვს "გონებრივი რესურსი ნულზე"

მომღერალი რატი დურგლიშვილი მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი მონაწილეა და წელს პირველად უწევს ცეკვასთან პროფესიონალური შეხება. შოუს არსებობის მანძილზე ბევრჯერ თქვა უარი, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა და როგორც ამბობს, პროექტისთვის ისე გადადო თავი, რომ არაფრისთვის და არავისთვის აღარ სცალია.

"ვხვდები, აქამდე სწორად ვიქცეოდი, რომ ამ შოუში მონაწილებას არ ვთანხმდებოდი, რადგანაც გადმოცემით ვიცოდი, რომ ძალიან შრომატევადი იყო. ახლა როცა უკვე თავად მიწევს რეპეტიციები, ვერც ავხსნი, რამხელა ენერგია და დრო მიაქვს. გონებრივი რესურსი ნულზე მაქვს დასული, მეგობრებს, მშობლებს ვერ ვხდები, ვერ ვურთიერთობ მათთან, ყველაფრისგან გამორთული ვარ.

ფეხზე ტრავმები "ავიკიდე", არ ვიცი, ამ ფეხით რას ვიზამ. მოკლედ, კონკურსზე თავს ვრისკავ, ხარისხისთვის და შოუსთვის. ამ რისკზე ალბათ მაინც საკუთარი თავის წარდგენისთვის მივდივარ. ცეკვა ჩემი პროფესია არ არის, თუმცა პროფესიონალური ცეკვის კონკურსში ვონაწილეობ და მაყურებელიც მაქსიმუმს ითხოვს. იმისთვის, რომ კარგი შედეგები გვქონდეს, ჩვენთან შესანიშნავი პედაგოგები მუშაობენ. ამის შემდეგ კი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ. არ გაქვს უფლება, თქვა, ეს არ შემიძლია, ისედაც ბევრ რაღაცაზე ვთქვი უკვე არ შემიძლია და უარი" - ამბობს მომღერალი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა სასიამოვნო სტრესია.

- გამოდის, "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამო საკუთარ პოფესიაზეც დროებით უარი თქვი?

- კი, მაგრამ ესეც ჩემი საქმიანობაა, რადგან ასეთი პროექტი ყოველთვის არ არის, ვიდეორგოლს კი ნებისმიერ დროს ჩავწერ და იმ დანარჩენ საქმეს, რასაც ვაკეთებდი. სწავლის გაგრძელება კი იყო ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი, ამერიკაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ეგეც შევაჩერე. ამ პერიოდის მანძილზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ცეკვები გენიალური სპორტია. ის მხოლოდ ხელოვნება არ არის.

მოკლედ, სპორტულ-სამეჯლისო ცეკვები განსხვავებულად დავაფასე, თუმცა მანამდეც ვაფასებდი მოცეკვავეებს და მათ შრომას. არნახული შრომაა, რასაც ეს ადამიანები ამ საქმეში დებენ. ისე სწრაფად გვაწვდიან ყველაფერს, ისე გვასწავლიან და ისე დაფარფატებენ, დაფრინავენ, გაოცებული ვარ. მაყურებლისთვის ეს ყველაფერი სანახავად თითქოს ძალიან მარტივი აღსაქმელია, არადა, ამის უკან უზარმაზარი შრომაა. მოკლედ, სანამ ამ პროექტში არ მოხვდები, ვერაფერს მიხვდები და სათანადოდ ვერ დააფასებ. ვიმეორებ, ნებისმიერი მოცეკვავე განსხვავებულად დავაფასე.

- დღის განმავლობაში ცეკვას რა დროს უთმობ?

- მთელ დროს, დილის 12 საათიდან, საღამომდე ამ პროექტში ვარ ჩაფლული - ამ სამზადისმა ყველანაირი რესურსი წაიღო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარვსდგე... იმდენად მაგარი ადამიანები მიდგანან გვერდით, ვისაც ვუყვარვარ და მიყვარს, ძალიან დიდი იმედი მაქვს მათი და მათ ჩემი. აქ მოგებაზე არ არის ლაპარაკი - ადამიანებს, ვისაც ჩემი დანახვა უხარია და მეც მიხარია მათი დანახვა, მინდა, ეკრანიდან სწორედ მათ მოვეფერო. მინდა, მოეწონოთ ჩემი ცეკვა და კიდევ ერთხელ დავუმტკიცო რაღაც! სხვა არაფერი მინდა.

საერთოდ, არასდროს ვარ გამარჯვებაზე ორიენტირებული. პირველ რიგში, ყოველთვის მინდა, საკუთარ თავთან გავიმარჯვო, დანარჩენი, კონკურსები ჭრელია, ვის ვინ მოსწონს, ასე ვერ გაიგებ. ჩემი პარტნიორი ნამდვილი ცეცხლია, საოცრად ცეკვავს, მხიარული გოგოა, ბედნიერი ტიპია, კარგი ურთიერთობა გვაქვს, დავმეგობრდით.

- ე.ი. არც ბავშვობაში გივლია ცეკვაზე?

- მამაჩემის ანსამბლში 7-10 წლის ასაკში ვმღეროდი, სადღაც ქორეოგრაფიც გვყავდა, რომელიც ნომრებს გვიდგამდა, მაგრამ მაშინდელი ჩემი ცეკვა არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა - სერიოზული არაფერი.

- ახლა, ამ რეპეტიციების დროს, ამ მიმართულებით საკუთარ თავში რა აღმოაჩინე?

- თუ ტრავმირებული ფეხი ხელს არ შემიშლის, მაყურებელი ნახავს, რომ ვარ პლასტიკური. ეს მართლაც აღმოვაჩინე იმიტომ, რომ საკუთარი თავით გაკვირვებული ვარ. რეპეტიციების დაწყებისას, თავიდანვე რეზინასავით ვიყავი, მაგრამ ახლა ფეხმა უკან ძალიან დამხია, ვნერვიულობ, სახსარი დამიზიანდა, თან, ცუდი ადგილია. როგორც ჩანს, დამეჭიმა, ამ ფეხზე დიდი დატვირთვა მოხდა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პროექტზე პროფესიონალი ჯგუფი მუშაობს, მათთან ურთიერთობა და მათი გამოცდილების გაზიარება სასიამოვნოა, რისთვისაც და მადლობელი ვარ. თავი გადადებული აქვთ აბსოლუტრურად ჩვენთვის და პროექტზე, ესაა, პროფესილიზმი.

- მეგობარ კონკურენტებზე რას გვეტყვი?

- არანაირი კონკურენტები, მეგობრები ვართ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, უზომოდ ბევრს ვმუშაობთ, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. მე არავის კონკურენტობას არ ვაპირებ, არ ვარ ასეთი ტიპი!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს