პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ ბუცხრიკიძე ყვება, როგორ გაიტანეს "თიბისი ბანკიდან" 4 მილიონი ლარი
ვახტანგ ბუცხრიკიძე ყვება, როგორ გაიტანეს "თიბისი ბანკიდან" 4 მილიონი ლარი

"საქ­მე გვაქვს სიც­რუ­ე­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­თან. ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და სა­ბან­კო პრო­ცე­დუ­რე­ბის სრუ­ლი დაც­ვით", - ამის შე­სა­ხებ "თი­ბი­სი ბან­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძემ "ომე­გა ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თან­ხის ჩა­რი­ცხვა გან­ხორ­ცი­ელ­და შვე­ი­ცა­რი­ი­დან 20 აპ­რილს, ხოლო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის მიერ თან­ხის გა­ტა­ნა მოხ­და 22 აპ­რილს.

"ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უსა­მარ­თლო ბრალ­დე­ბე­ბი ხში­რად გა­ის­მის პი­რა­დად ჩემ მი­მართ, ასე­ვე "თი­ბი­სი ბან­კის" სა­ხე­ე­ბის მი­მართ, მაგ­რამ ჩვენ გვაქვს თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და არას­დროს ვრე­ა­გი­რებთ ამ ბრალ­დე­ბებ­ზე. მე­ო­რე მხრივ, ვი­ცავთ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბას. მაგ­რამ გუ­შინ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ბა­ტონ­მა ოქუ­აშ­ვილ­მა ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­იხ­სე­ნია.

მე მო­გიყ­ვე­ბით იმ ტრან­ზაქ­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ლა­პა­რა­კო თემა გახ­და. ეს კომ­პა­ნია არის ქარ­თუ­ლი და და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სა­ჯა­რო რე­ესტრში 2016 წლის 19 აპ­რილს ყვე­ლა წე­სის დაც­ვით. ამა­ვე დღეს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ფი­ლი­ალ­ში გა­იხ­სნა სა­ბან­კო ან­გა­რი­ში. წარ­მოდ­გე­ნილ დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით "თი­ბი­სი ბანკს" იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავს კომ­პა­ნი­ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მფლო­ბე­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტყუ­ი­ლებს სა­მუ­შაო სა­ა­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ფი­ლი­ა­ლი გახ­სნის დღი­დან მუ­შა­ობს დი­ლის 09:00 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 21:00 სა­ა­თამ­დე. ტყუ­ი­ლია, რომ ამ ტრან­ზაქ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მოხ­და ფი­ლი­ა­ლის გახ­სნა. კლი­ენ­ტმა თან­ხა ჩა­რი­ცხა 2016 წლის 20 აპ­რილს შვე­ი­ცა­რი­ი­დან. 21 აპ­რილს ტრან­ზაქ­ცია და­წყე­ბუ­ლია 19:22 სა­ათ­ზე, ხოლო დას­რუ­ლე­ბუ­ლია 19:43 სა­ათ­ზე. კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის მო­თხოვ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი თან­ხა მო­ვამ­ზა­დეთ და ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ კლი­ენტს, რომ თან­ხა მზად იყო გა­სა­ცე­მად. ეს იყო სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რის მი­ზე­ზი. რე­ა­ლუ­რად თან­ხა გა­ი­ცა 22 აპ­რილს 13:01 სა­ათ­ზე

ანუ ან­გა­რი­ში გახ­სნი­ლია და მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­წე­უ­ლია პრო­ცე­დუ­რე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. სამ­წუ­ხა­როდ, ტყუ­ილს აქვს ად­გი­ლი და ინ­ტერპრე­ტა­ცია მოხ­და სხვა­ნა­ი­რად," - გა­ნა­ცხა­და ბუ­ცხრი­კი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს არ იც­ნობს, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ოქუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, თან­ხის გა­ტა­ნამ­დე ლე­ვან ყი­ფი­ან­სა და ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძეს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რის შე­სა­ხებ, ბუ­ცხრი­კი­ძე აღ­ნიშ­ნულს სიც­რუ­ეს უწო­დებს.

"მე პი­რა­დად არ ვიც­ნობ ბა­ტონ ფარ­ცხა­ლა­ძეს. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, ის მე გა­ვი­ცა­ნი, რო­გორც ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნი. ხოლო ლე­ვან ყი­ფი­ანს ვიც­ნობ, მაგ­რამ მას­თან არ მაქვს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტო­ნი ოქუ­აშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბას სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე არას­დროს ვა­წარ­მო­ებ ჩემი ბიზ­ნეს­შეხ­ვედ­რე­ბის და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის ჩა­წე­რას. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ამ ტრან­ზაქ­ცი­ას წინ არ უძღო­და არა­ნა­ი­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია ჩემ­სა და ლე­ვან ყი­ფი­ანს შო­რის.

საქ­მე გვაქვს სიც­რუ­ე­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­თან. ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და სა­ბან­კო პრო­ცე­დუ­რე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. 2016 წელს ამ ტრან­ზაქ­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­რო­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რი", - გა­ნა­ცხა­და მან.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ "თი­ბი­სი ბან­კში" მოხ­და შემ­დე­გი დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნა: ან­გა­რი­შის გახ­სნის გა­ნა­ცხა­დი, ე.წ. "იც­ნობ­დე შენს კლი­ენტს" კი­თხვა­რი, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მე­სა­კუთ­რის შე­სა­ხებ ორი­ვე დი­რექ­ტო­რის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი თვით­დეკ­ლა­რა­ცია, კომ­პა­ნი­ის ამო­ნა­წე­რი სა­ჯა­რო რე­ესტრი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კომ­პა­ნი­ის წეს­დე­ბა, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის წეს­დე­ბა, და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ გა­ცე­მუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბა, და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­რე­გის­ტრა­ციი სერ­თი­ფი­კა­ტი, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თა კრე­ბის ოქმი, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ა­თა რე­ესტრი და მფლო­ბე­ლე­ბის სე­რა­ტი­ფი­კა­ტი, კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ა­თა ამო­ნა­წე­რი, აქ­ცი­ა­თა სერ­თი­ფი­კა­ტი, კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თა, ოფი­ცერ­თა და აქ­ცი­ო­ნერ­თა რე­ესტრით კერ­ძო რე­გის­ტრა­ტო­რის მიერ გა­ცე­მუ­ლი სტა­ტუ­სი სერ­თი­ფი­კა­ტი და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ას­ლე­ბი.

VIDEO: "მე ვარ ამ ბან­კის უმაღ­ლე­სი პირი და ვა­ცხა­დებ: ბან­კი მუ­შა­ობს სა­ღა­მოს 8 სა­ა­თამ­დე" - TBC-ის პა­სუ­ხი ოქუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­ზე

00:00 / 00:00
ავტორი:

ვახტანგ ბუცხრიკიძე ყვება, როგორ გაიტანეს "თიბისი ბანკიდან" 4 მილიონი ლარი

ვახტანგ ბუცხრიკიძე ყვება, როგორ გაიტანეს "თიბისი ბანკიდან" 4 მილიონი ლარი

"საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებთან. ტრანზაქციები შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო პროცედურების სრული დაცვით", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. მისი ინფორმაციით, თანხის ჩარიცხვა განხორციელდა შვეიცარიიდან 20 აპრილს, ხოლო კომპანიის დირექტორის მიერ თანხის გატანა მოხდა 22 აპრილს.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში უსამართლო ბრალდებები ხშირად გაისმის პირადად ჩემ მიმართ, ასევე "თიბისი ბანკის" სახეების მიმართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და არასდროს ვრეაგირებთ ამ ბრალდებებზე. მეორე მხრივ, ვიცავთ კონფიდენციალურობას. მაგრამ გუშინ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონმა ოქუაშვილმა ჩვენი თანამშრომლები მოიხსენია.

მე მოგიყვებით იმ ტრანზაქციის შესახებ, რომელიც 2 კვირის განმავლობაში სალაპარაკო თემა გახდა. ეს კომპანია არის ქართული და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2016 წლის 19 აპრილს ყველა წესის დაცვით. ამავე დღეს იუსტიციის სახლის ფილიალში გაიხსნა საბანკო ანგარიში. წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით "თიბისი ბანკს" იდენტიფიცირებული ჰყავს კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები.

რაც შეეხება ტყუილებს სამუშაო საათებთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის ფილიალი გახსნის დღიდან მუშაობს დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. ტყუილია, რომ ამ ტრანზაქციის განხორციელებისათვის სპეციალურად მოხდა ფილიალის გახსნა. კლიენტმა თანხა ჩარიცხა 2016 წლის 20 აპრილს შვეიცარიიდან. 21 აპრილს ტრანზაქცია დაწყებულია 19:22 საათზე, ხოლო დასრულებულია 19:43 საათზე. კომპანიის დირექტორის მოთხოვნით, შესაბამისი თანხა მოვამზადეთ და ჩვენი თანამშრომლები დაუკავშირდნენ კლიენტს, რომ თანხა მზად იყო გასაცემად. ეს იყო სატელეფონო კავშირის მიზეზი. რეალურად თანხა გაიცა 22 აპრილს 13:01 საათზე

ანუ ანგარიში გახსნილია და მომსახურება გაწეულია პროცედურების სრული დაცვით. სამწუხაროდ, ტყუილს აქვს ადგილი და ინტერპრეტაცია მოხდა სხვანაირად," - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, ის ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს, ხოლო რაც შეეხება ოქუაშვილის განცხადებას, თანხის გატანამდე ლევან ყიფიანსა და ვახტანგ ბუცხრიკიძეს შორის სატელეფონო კავშირის შესახებ, ბუცხრიკიძე აღნიშნულს სიცრუეს უწოდებს.

"მე პირადად არ ვიცნობ ბატონ ფარცხალაძეს. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის მე გავიცანი, როგორც ბიზნესომბუდსმენი. ხოლო ლევან ყიფიანს ვიცნობ, მაგრამ მასთან არ მაქვს მეგობრული ურთიერთობა. რაც შეეხება ბატონი ოქუაშვილის ბრალდებას სატელეფონო ზართან დაკავშირებით, მისგან განსხვავებით, მე არასდროს ვაწარმოებ ჩემი ბიზნესშეხვედრების და სატელეფონო საუბრების ჩაწერას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტრანზაქციას წინ არ უძღოდა არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია ჩემსა და ლევან ყიფიანს შორის.

საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებთან. ტრანზაქციები შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო პროცედურების სრული დაცვით. 2016 წელს ამ ტრანზაქციის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს ფინანსური მონიროტინგის სამსახური", - განაცხადა მან.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის მიერ "თიბისი ბანკში" მოხდა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: ანგარიშის გახსნის განაცხადი, ე.წ. "იცნობდე შენს კლიენტს" კითხვარი, ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ორივე დირექტორის მიერ ხელმოწერილი თვითდეკლარაცია, კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის დამფუძნებელი კომპანიის გადაწყვეტილება, კომპანიის წესდება, დამფუძნებელი კომპანიის წესდება, დაფუძნებული კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობა, დაფუძნებული კომპანიის სარეგისტრაციი სერთიფიკატი, დამფუძნებელი კომპანიის დირექტორთა კრების ოქმი, დამფუძნებელი კომპანიის აქციათა რეესტრი და მფლობელების სერატიფიკატი, კომპანიის აქციათა ამონაწერი, აქციათა სერთიფიკატი, კომპანიის დირექტორთა, ოფიცერთა და აქციონერთა რეესტრით კერძო რეგისტრატორის მიერ გაცემული სტატუსი სერთიფიკატი და პირადობის მოწმობის ასლები.

VIDEO: "მე ვარ ამ ბანკის უმაღლესი პირი და ვაცხადებ: ბანკი მუშაობს საღამოს 8 საათამდე" - TBC-ის პასუხი ოქუაშვილის განცხადებებზე

"გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, მაგრამ ასე არ ყოფილა"  - ამირან გამყრელიძე

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-მდე გაიზარდა

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთოს მძღოლია - მარინა ეზუგბაია