სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისარგებლეთ ყველაზე სწრაფი და "ადვილი" კურიერის მომსახურებით
ისარგებლეთ ყველაზე სწრაფი და "ადვილი" კურიერის მომსახურებით

თბი­ლი­სის სა­ცო­ბე­ბი უკვე ისეთ პრობ­ლე­მად იქცა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბაც ბევ­რის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კია. სწო­რედ ამი­ტომ, მე­ტად და­ფას­და სწრა­ფად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა მო­პე­დი. სწრა­ფად მი­წო­დე­ბის სერ­ვის­მა კი საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის გა­დატ­ვირ­თულ რე­ჟიმ­ში მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა.

ად­ვი­ლი“ სტარ­ტა­პია, რო­მე­ლიც სწრა­ფი მი­წო­დე­ბი­სა და სხვა არა­ერ­თი სა­ჭი­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მომ­ხმა­რე­ბელს დრო­ნით მი­წო­დე­ბის სერ­ვის­საც სთა­ვა­ზობს. კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის, მისი სერ­ვი­სე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ „ად­ვი­ლის" მე­ნე­ჯერს ლო­ლი­ტა მი­მი­ნოშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

მოგ­ვი­ყე­ვით კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, რა მიზ­ნით შე­იქ­მნა და კონ­კრე­ტუ­ლად რა მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობთ მომ­ხმა­რე­ბელს?

"ად­ვი­ლი" არის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შეძ­ლებთ ისარ­გებ­ლოთ: სწრა­ფი მი­წო­დე­ბის, დიდი, სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ზო­მის ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის სერ­ვი­სით, ევა­კუ­ა­ტო­რის, ფხი­ზე­ლი მძღო­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბით და დრო­ნით მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სით. ჩვე­ნი სერ­ვი­სე­ბი მოქ­მე­დია მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლობს მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან. მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის­თვის სა­ჭი­როა მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის გად­მო­წე­რა და რე­გის­ტრა­ცია, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც „ან­დრო­იდ“, ისე iOS პლატ­ფორ­მა­ზე.

მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა მხო­ლოდ მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი? რა პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლაა სა­ჭი­რო, რომ სწრა­ფი მი­წო­დე­ბის ან სხვა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ვი­ღოთ?

მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია არის ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი გზა შეკ­ვე­თის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია, ჩვენს ცხელ ხაზ­ზე და­რეკ­ვი­თაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს შეკ­ვე­თა ან ჯავ­შნის მიზ­ნით გა­მო­აგ­ზავ­ნოს შე­ტყო­ბი­ნე­ბა კომ­პა­ნი­ის ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თზე.

მომ­ხმა­რებ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ ხდე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის ტი­პის შერ­ჩე­ვა, მო­თხოვ­ნის გაგ­ზავ­ნა-და­დას­ტუ­რე­ბა. კომ­პა­ნია გა­ნი­ხი­ლავს მი­ღე­ბულ შეკ­ვე­თას და კომ­პე­ტენ­ტურ გან­ყო­ფი­ლე­ბას გა­დას­ცემს. კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბის კონ­ტრო­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით.

რა არის თქვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით? რა­ტომ უნდა ისარ­გებ­ლონ თქვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბით?

მომ­სა­ხუ­რე­ბის შექ­მნის პროცს­ში, ვფიქ­რობ­დით შეგ­ვექ­მნა ისე­თი სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­სა და რე­ჟი­მის მო­თხოვ­ნებს მაქ­სი­მა­ლუ­რად უპა­სუ­ხებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი აპ­ლი­კა­ცია ზო­გავს მომ­ხმა­რებ­ლის დროს, ენერ­გია და თან­ხას, რაც დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ფა­სობს. კომ­პა­ნია მუ­შა­ობს შე­უ­ფერ­ხებ­ლად 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და რაც მთა­ვა­რია, ჩვენ­თან ყვე­ლა­ფე­რი და­ზღვე­უ­ლია.

რო­გო­რია თქვე­ნი სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კა?

რაც შე­ე­ხე­ბა ტა­რიფს, ის და­მო­კი­დე­ბუ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის ტიპ­სა და მან­ძილ­ზე. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ღი­რე­ბუ­ლე­ბა მორ­გე­ბუ­ლია ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის მომ­ხმა­რე­ბელ­ზე. ტა­რიფს ით­ვლის სის­ტე­მა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ის მი­ნი­მა­ლუ­რია.

ვის­ზე არის გათ­ვლი­ლი თქვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა?

ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა გათ­ვლი­ლია ყვე­ლა ტი­პის ადა­მი­ან­ზე - ეს იქ­ნე­ბა და­საქ­მე­ბუ­ლი, უმუ­შე­ვა­რი, დი­ა­სახ­ლი­სი თუ სხვა, ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­ზე ვი­საც დრო­ი­სა და ფუ­ლის და­ზოგ­ვა სურს. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ტა­რი­ფი საკ­მა­ოდ და­ბა­ლია და შე­სა­ბა­მი­სად ნე­ბის­მი­ე­რი კა­ტე­გო­რი­ის­თვის მი­სა­ღე­ბია.

რო­გორ ფიქ­რობთ საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და გა­ფარ­თო­ე­ბას?

ამ ეტაპ­ზე სწრა­ფი მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ თბი­ლი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­მო­მავ­ლოდ, ვგეგ­მავთ, მო­ვიც­ვათ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ხა­რის­ხი და და­ვიც­ვათ მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი გზე­ბით. კომ­პა­ნია ახლა იწყებს ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რე­ბას და ამ დრო­ის­თვის 7 კუ­რი­ე­რი გვყავს. ეს რი­ცხვი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­იზ­რდე­ბა, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­პორ­ტუ­ლი იყოს ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ისარგებლეთ ყველაზე სწრაფი და "ადვილი" კურიერის მომსახურებით

ისარგებლეთ ყველაზე სწრაფი და "ადვილი" კურიერის მომსახურებით

თბილისის საცობები უკვე ისეთ პრობლემად იქცა, რომლის მოგვარებაც ბევრისთვის წარმოუდგენელიც კია. სწორედ ამიტომ, მეტად დაფასდა სწრაფად გადაადგილების საშუალებები, როგორიცაა მოპედი. სწრაფად მიწოდების სერვისმა კი საქმიანი ადამიანის გადატვირთულ რეჟიმში მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

ადვილი“ სტარტაპია, რომელიც სწრაფი მიწოდებისა და სხვა არაერთი საჭირო მომსახურების პარალელურად, მომხმარებელს დრონით მიწოდების სერვისსაც სთავაზობს. კომპანიის საქმიანობის, მისი სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „ადვილის" მენეჯერს ლოლიტა მიმინოშვილს ვესაუბრეთ:

მოგვიყევით კომპანიის შესახებ, რა მიზნით შეიქმნა და კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

"ადვილი" არის მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ისარგებლოთ: სწრაფი მიწოდების, დიდი, საშუალო და მცირე ზომის ტვირთის გადაზიდვის სერვისით, ევაკუატორის, ფხიზელი მძღოლის მომსახურებით და დრონით მიწოდების სერვისით. ჩვენი სერვისები მოქმედია მთელ საქართველოში და კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ პროფესიონალებთან. მომსახურების მიღებისთვის საჭიროა მობილური აპლიკაციის გადმოწერა და რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც „ანდროიდ“, ისე iOS პლატფორმაზე.

მომსახურების მიღება მხოლოდ მობილური აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი? რა პროცედურების გავლაა საჭირო, რომ სწრაფი მიწოდების ან სხვა სახის მომსახურება მივიღოთ?

მობილური აპლიკაცია არის ყველაზე კომფორტული გზა შეკვეთის განსახორციელებლად. თუმცა მომხმარებელს შეუძლია, ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკვითაც განახორციელოს შეკვეთა ან ჯავშნის მიზნით გამოაგზავნოს შეტყობინება კომპანიის ელექტრონულ მისამართზე.

მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ ხდება მომსახურების ტიპის შერჩევა, მოთხოვნის გაგზავნა-დადასტურება. კომპანია განიხილავს მიღებულ შეკვეთას და კომპეტენტურ განყოფილებას გადასცემს. კომპანიის ყველა მოქმედების კონტროლი შესაძლებელია აპლიკაციის საშუალებით.

რა არის თქვენი უპირატესობები კონკურენტებთან შედარებით? რატომ უნდა ისარგებლონ თქვენი მომსახურებით?

მომსახურების შექმნის პროცსში, ვფიქრობდით შეგვექმნა ისეთი სერვისი, რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტილისა და რეჟიმის მოთხოვნებს მაქსიმალურად უპასუხებდა. შესაბამისად, ჩვენი აპლიკაცია ზოგავს მომხმარებლის დროს, ენერგია და თანხას, რაც დღეს ყველაზე მეტად ფასობს. კომპანია მუშაობს შეუფერხებლად 24 საათის განმავლობაში და რაც მთავარია, ჩვენთან ყველაფერი დაზღვეულია.

როგორია თქვენი სატარიფო პოლიტიკა?

რაც შეეხება ტარიფს, ის დამოკიდებულია მომსახურების ტიპსა და მანძილზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ღირებულება მორგებულია ყველა კატეგორიის მომხმარებელზე. ტარიფს ითვლის სისტემა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ის მინიმალურია.

ვისზე არის გათვლილი თქვენი მომსახურება?

ჩვენი მომსახურეობა გათვლილია ყველა ტიპის ადამიანზე - ეს იქნება დასაქმებული, უმუშევარი, დიასახლისი თუ სხვა, ყველა იმ ადამიანზე ვისაც დროისა და ფულის დაზოგვა სურს. როგორც უკვე აღვნიშნე, ტარიფი საკმაოდ დაბალია და შესაბამისად ნებისმიერი კატეგორიისთვის მისაღებია.

როგორ ფიქრობთ საქმიანობის განვითარებას და გაფართოებას?

ამ ეტაპზე სწრაფი მიწოდების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამომავლოდ, ვგეგმავთ, მოვიცვათ მთელი საქართველო. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ და შევინარჩუნოთ ხარისხი და დავიცვათ მომსახურების მაღალი სტანდარტები პროფესიონალური და კომპეტენტური გზებით. კომპანია ახლა იწყებს ბაზარზე ოპერირებას და ამ დროისთვის 7 კურიერი გვყავს. ეს რიცხვი უახლოეს მომავალში გაიზრდება, რომ მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად კომპორტული იყოს ჩვენი მომსახურეობა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი