2018 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 5,895,914 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.2%-ია. წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ივნისის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამ ციფრებზე ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ დავინახოთ რამდენად მზარდი სექტორია ტურიზმი და რამხელა შემოსავალი მოაქვს მას ქვეყნის ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ უცხოელ მოგზაურს მაღალი დონის სერვისი შევთავაზოთ და კარგად გავაცნოთ ყველაფერი, რაც ქვეყანას ეამაყება.
საერთაშორისო ვიზიტორები სხვადასხვა მიზეზით სტუმრობენ ქვეყანას და შესაბამისად, განსხვავდება ისიც, თუ რა უნდა გავაცნოთ მათ, რითი დავაინტერესოთ.
მოგზაურები, რომლებიც ბიზნესში არიან ჩართული და საქართველოსაც საქმიანი ვიზიტით სტუმრობენ, ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არიან. ერთ კმაყოფილ უცხოელ ბიზნესმენს ქვეყანაში დიდი ინვესტიციის განხორციელება შეუძლია. ჩვენ გირჩევთ, თუ სად უნდა წაიყვანოთ და რა უნდა ანახოთ უცხოელ სტუმრებს, რომ ისინი საქართველოთი დააინტერესოთ.
როგორც წესი, საქმიან მოგზაურებს ბევრი თავისუფალი დრო არ აქვთ და ამიტომ მათთვის თბილისის მოკლე ტურის გაკეთება ოპტიმალური ვარიანტი იქნება. სტუმარი ძველ თბილისში გაატარეთ, აჩვენეთ თბილისის ძველი აივნიანი სახლები, საინტერესო სადარბაზოები, შენობები. ეს ყველაფერი მათთვის არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რადგან ასეთი სახასიათო არქიტექტურის, შენობების, აივნების ნახვა სხვაგან წარმოუდგენელია.
თუ საკმარისი დრო გექნებათ, გაასეირნეთ საბაგიროთი ნარიყალაზე. ნარიყალადან კი საფეხმავლო ბილიკით ჩამოყევით გოგირდის აბანოებთან. იქვე ნახეთ ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი. ანახეთ სინაგოგა და მეჩეთი.
ძველი თბილისიდან სტუმრები წაიყვანეთ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში, რომელიც წარმოგიდგენთ გამოფენას "არქეოლოგიური საგანძური" - ოქროს ფონდი. არქეოლოგიურ საგანძურში დაცულია საქართველოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი ნაწარმია. ოქროსა და ვერცხლის უძველესი ნივთები: სამკაული და ჭურჭელი, რომელიც სტუმრებს ქვეყნის ისტორიასა და შესაძლებლობებზეც წარმოდგენას უქმნის.
ეს ყველაფერი თქვენს სტუმრებზე აუცილებლად წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მთავარი ჯერ კიდევ წინ გაქვთ და მას ქართული კერძები და ღვინო უნდა დააგემოვნებინოთ. უცხოელ სტუმრებს აუცილებლად უნდა გავაცნოთ ქართული სამზარეულო. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ცოტა მძიმეა და ზომიერება უნდა დაიცვათ. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტი გათანამედროვებული ქართული კერძების შეთავაზებაა. The Biltmore Hotel Tbilisi-ის რესტორნები გთავაზობთ ქართულ “ფიუჟენ მენიუს”, რომელიც ტრადიციული ქართული კერძების სრულიად ახალი სიცოცხლეა. ასეთი ფორმით მირთმეული კერძი სტუმრისთვისაც უფრო მომხიბვლელი და მისაღებია. ის არის ტრადიციებისა და თანამედროვეობის კომბინაცია, რომელიც უცხოელებზე შთამბეჭდავ გავლენას მოახდენს. სადილის შემდეგ შეგიძლიათ თბილისი ცათამნჯენიდან ქალაქის 360 გრადუსიანი ხედები დაათვალიეროთ.
The Biltmore Hotel Tbilisi საუკეთესო ადგილია საქმიანი შეხვედრებისთვისაც. ასე რომ, საინტერესო დილისა და გემრიელი სადილის შემდეგ, შეგიძლიათ თქვენს ბიზნეს პარტნიორს იქვე ესაუბროთ საქმეზე და სამომავლო თანამშრომლობაც დაგეგმოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სასტუმრო მოიცავს ისტორიული „იმელის“ შენობასაც, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღეს. ამ შენობაში დაწყებული თანამშრომლობა კი თქვენთვისაც აუცილებლად წარმატებული აღმოჩნდება.