საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს რამდენ მოქალაქეს დაასაქმებს ლეგალურად ისრაელი - "არ გვინდა, ბინა გაყიდონ აქ მუშაობისთვის“
საქართველოს რამდენ მოქალაქეს დაასაქმებს ლეგალურად ისრაელი - "არ გვინდა, ბინა გაყიდონ აქ მუშაობისთვის“

ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­მუ­შაო კვო­ტე­ბის სა­კი­თხი სა­ვა­რა­უ­დოდ, 2019 წელს გა­და­წყდე­ბა, მა­ნამ­დე მისი დე­ტა­ლე­ბი შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თა­ნაა გა­სარ­კვე­ვი. სა­კი­თხზე, თუ რა პრობ­ლე­მე­ბის გა­და­აჭ­რაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ის­რა­ელ­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეთ, Allnews.ge "ის­რა­ე­ლის სახ­ლის" ხელ­მძღვა­ნელს, იციკ მო­შეს ესა­უბ­რა.

"ჯერ კი­დევ 2 წლის წინ ვთქვი, რომ უნდა დამ­დგა­რი­ყო ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის სა­კი­თხი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა არა­კა­ნო­ნი­ე­რად და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მა ვერ აღ­მო­ი­ფხვრე­ბო­და. ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს ის­რა­ელ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის 30-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. ორი წლის წინ, არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­ვე­დი ინი­ცი­ა­ტი­ვით, 100 დღით შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო უვი­ზო მი­მოს­ვლა და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კი­თხზე ემუ­შა­ვა სპე­ცი­ა­ლურ კო­მი­სი­ას. ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რად და­საქ­მე­ბის სა­კი­თხზე ორ­ჯერ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცია ის­რა­ე­ლი­დან, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც იყ­ვნენ ქნე­სე­თის, მთავ­რო­ბი­სა და პროფ­კავ­სი­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ის­რა­ე­ლის მხრი­დან სა­კი­თხზე იყო თან­ხმო­ბა, თუმ­ცა მას მსვლე­ლო­ბა აღარ მი­ე­ცა. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ცხე­ნი წყალ­თან მი­ვიყ­ვა­ნოთ, და­ლევს თუ არა, ეს მისი საქ­მეა. რა თქმა უნდა, მთავ­რო­ბებს ვერ და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლებთ, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა საკ­მა­ოდ მწა­რეა და ამ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გორც ჩანს, გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მღვრიე წყალ­ში თევზს იო­ლად იჭე­რენ - მათ დიდი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ უკა­ნო­ნოდ შეჰ­ყავთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ასე­ვე უკა­ნო­ნოდ ასაქ­მე­ბენ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი მო­ქა­ლა­ქე იხ­დის უზარ­მა­ზარ თან­ხას და თან თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ხდე­ბა უკა­ნო­ნო­ბის. ამას­თან, ქვეყ­ნი­დან გა­ე­დი­ნე­ბა ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, რო­მე­ლიც არ შე­დის არც სა­ქარ­თვე­ლოს და არც ის­რა­ე­ლის ბი­უ­ჯეტ­ში.

სა­ვი­ზო მი­მოს­ვლის 100 დღით შე­ჩე­რე­ბით და სა­კი­თხზე სა­ფუძ­ვლი­ა­ნად მუ­შა­ო­ბით ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან ის­რა­ე­ლი მი­ი­ღებ­და სე­რი­ო­ზულ მე­სიჯს, მათ შო­რის იმ უკა­ნო­ნო მიგ­რან­ტე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, რა­საც ის­რა­ე­ლი ითხოვს. სა­კი­თხი­სად­მი ასე­თი მიდ­გო­მა გუ­ლის­ხმობ­და აგ­რეთ­ვე, სა­მუ­შაო კვო­ტე­ბის სა­კი­თხის დას­მა­საც, რა­ზეც ის­რა­ე­ლის მხრი­დან, ფაქ­ტობ­რი­ვად, არის თან­ხმო­ბა, ოღონდ არა­ლე­გალ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა რი­ცხვის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე. ჩვენ თავ­და­პირ­ვე­ლად რომ მიგ­ვე­ღო თუნ­დაც 50 ან 100 ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბის კვო­ტა, ეს უკვე იქ­ნე­ბო­და კარ­გი პრე­ცე­დენ­ტი, რომ შემ­დეგ­ში ის 1000-5000-მდე გაზ­რდი­ლი­ყო. ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბით ქვე­ყა­ნა მი­ი­ღებ­და მა­ღალ შე­მო­სავ­ლი­ან, ის­რა­ე­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას ნა­ზი­ა­რებ და ის­რა­ე­ლი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბილ მო­ქა­ლა­ქეს.

სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ­ჯერ სხვა­დას­ხვა ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბას არ უყ­ვარს ხოლ­მე რჩე­ვე­ბის მი­ღე­ბა და ამი­ტომ ჩვე­ნი ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა და­იბ­ლო­კა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა არ შეგ­ვი­წყვე­ტია და დღე­საც მზად ვართ, რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვუ­თი­თოთ სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბელ ნა­ბი­ჯებ­ზე. ჩვენ არ გვინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ გა­ყი­დოს ბინა იმი­სათ­ვის, რომ ის­რა­ელ­ში და­საქმდეს. პი­რი­ქით, ჩვე­ნი სურ­ვი­ლია ის ის­რა­ელ­ში კა­ნო­ნი­ე­რად ჩა­ვი­დეს, იმუ­შა­ოს ღირ­სე­უ­ლად და ქვე­ყა­ნას და­უბ­რუნ­დეს რო­გორც ის­რა­ე­ლის მე­გო­ბა­რი. ჩვენ არ ვე­მა­ლე­ბით პრობ­ლე­მას, პი­რი­ქით, ყო­ველ ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე ვთხოვთ მხა­რე­ებს, წა­მო­ი­წი­ოს ეს სა­კი­თხი. ვარ მომ­ხრე, პრობ­ლე­მას სა­ხე­ლი და­ერ­ქვას და მოგ­ვა­რე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ოთ გა­ბე­დუ­ლად. ვი­ნა­ი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად ით­ქვა, რომ ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­მუ­შაო კვო­ტე­ბის სა­კი­თხი სა­ვა­რა­უ­დოდ, 2019 წელს გა­და­წყდე­ბა, მისი დე­ტა­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბებ­თა­ნაა გა­სარ­კვე­ვი. ფაქ­ტია, მო­ქა­ლა­ქე­თა ერთი ნა­წი­ლი შე­დის ის­რა­ელ­ში, ნა­წი­ლი კი ამას ვერ ახერ­ხებს. მი­ზე­ზე­ბი ქარ­თულ­მა მხა­რემ უნდა შე­ის­წავ­ლოს", - გა­ნა­ცხა­და იციკ მო­შემ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

საქართველოს რამდენ მოქალაქეს დაასაქმებს ლეგალურად ისრაელი - "არ გვინდა, ბინა გაყიდონ აქ მუშაობისთვის“

საქართველოს რამდენ მოქალაქეს დაასაქმებს ლეგალურად ისრაელი - "არ გვინდა, ბინა გაყიდონ აქ მუშაობისთვის“

ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების საკითხი სავარაუდოდ, 2019 წელს გადაწყდება, მანამდე მისი დეტალები შესაბამის უწყებებთანაა გასარკვევი. საკითხზე, თუ რა პრობლემების გადააჭრაა აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ, Allnews.ge "ისრაელის სახლის" ხელმძღვანელს, იციკ მოშეს ესაუბრა.

"ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვთქვი, რომ უნდა დამდგარიყო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა არაკანონიერად დასაქმების პრობლემა ვერ აღმოიფხვრებოდა. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებზე მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. ორი წლის წინ, არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, გამოვედი ინიციატივით, 100 დღით შეჩერებულიყო უვიზო მიმოსვლა და ამ დროის განმავლობაში საკითხზე ემუშავა სპეციალურ კომისიას. ისრაელში საქართველოს მოქალაქეების კანონიერად დასაქმების საკითხზე ორჯერ ჩამოვიყვანე ოფიციალური დელეგაცია ისრაელიდან, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ქნესეთის, მთავრობისა და პროფკავსირების წარმომადგენლები. ისრაელის მხრიდან საკითხზე იყო თანხმობა, თუმცა მას მსვლელობა აღარ მიეცა. ჩვენ შეგვიძლია ცხენი წყალთან მივიყვანოთ, დალევს თუ არა, ეს მისი საქმეა. რა თქმა უნდა, მთავრობებს ვერ დავავალდებულებთ, თუმცა რეალობა საკმაოდ მწარეა და ამ ვითარებაში, როგორც ჩანს, გარკვეული პირები და ორგანიზაციები მღვრიე წყალში თევზს იოლად იჭერენ - მათ დიდი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ შეჰყავთ საქართველოს მოქალაქეები და ასევე უკანონოდ ასაქმებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ასეთი მოქალაქე იხდის უზარმაზარ თანხას და თან თანამონაწილე ხდება უკანონობის. ამასთან, ქვეყნიდან გაედინება ათეულობით მილიონი დოლარი, რომელიც არ შედის არც საქართველოს და არც ისრაელის ბიუჯეტში.

სავიზო მიმოსვლის 100 დღით შეჩერებით და საკითხზე საფუძვლიანად მუშაობით ქართული მხარისგან ისრაელი მიიღებდა სერიოზულ მესიჯს, მათ შორის იმ უკანონო მიგრანტების უკან დაბრუნებაზე, რასაც ისრაელი ითხოვს. საკითხისადმი ასეთი მიდგომა გულისხმობდა აგრეთვე, სამუშაო კვოტების საკითხის დასმასაც, რაზეც ისრაელის მხრიდან, ფაქტობრივად, არის თანხმობა, ოღონდ არალეგალ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვის შემცირების ხარჯზე. ჩვენ თავდაპირველად რომ მიგვეღო თუნდაც 50 ან 100 ადამიანის დასაქმების კვოტა, ეს უკვე იქნებოდა კარგი პრეცედენტი, რომ შემდეგში ის 1000-5000-მდე გაზრდილიყო. ისრაელში საქართველოს მოქალაქის ლეგალურად დასაქმებით ქვეყანა მიიღებდა მაღალ შემოსავლიან, ისრაელის გამოცდილებას ნაზიარებ და ისრაელისადმი კეთილგანწყობილ მოქალაქეს.

სამწუხაროდ, ზოგჯერ სხვადასხვა ოფიციალურ უწყებას არ უყვარს ხოლმე რჩევების მიღება და ამიტომ ჩვენი ეს ინიციატივა დაიბლოკა. ამის მიუხედავად, ჩვენ საკითხზე მუშაობა არ შეგვიწყვეტია და დღესაც მზად ვართ, რეალობიდან გამომდინარე მივუთითოთ საჭირო და აუცილებელ ნაბიჯებზე. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ გაყიდოს ბინა იმისათვის, რომ ისრაელში დასაქმდეს. პირიქით, ჩვენი სურვილია ის ისრაელში კანონიერად ჩავიდეს, იმუშაოს ღირსეულად და ქვეყანას დაუბრუნდეს როგორც ისრაელის მეგობარი. ჩვენ არ ვემალებით პრობლემას, პირიქით, ყოველ ოფიციალურ შეხვედრაზე ვთხოვთ მხარეებს, წამოიწიოს ეს საკითხი. ვარ მომხრე, პრობლემას სახელი დაერქვას და მოგვარებაზე ვიმუშაოთ გაბედულად. ვინაიდან ოფიციალურად ითქვა, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების საკითხი სავარაუდოდ, 2019 წელს გადაწყდება, მისი დეტალები ოფიციალურ უწყებებთანაა გასარკვევი. ფაქტია, მოქალაქეთა ერთი ნაწილი შედის ისრაელში, ნაწილი კი ამას ვერ ახერხებს. მიზეზები ქართულმა მხარემ უნდა შეისწავლოს", - განაცხადა იციკ მოშემ. განაგრძეთ კითხვა

თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ

"საქართველოს მოქალქეებს აღარ დაჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად" - რა სიახლეზე წერს ელჩი ლაშა ჟვანია

ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?