პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიწას არ დავთმობთ, "ომონით" და "კადიროვცებით" ვერ შეგვაშინებენ!" - რა ხდება ჩეჩნეთ-ინგუშეთს შორის?
"მიწას არ დავთმობთ, "ომონით" და "კადიროვცებით" ვერ შეგვაშინებენ!" - რა ხდება ჩეჩნეთ-ინგუშეთს შორის?

ჩეჩ­ნეთ­სა და ინ­გუ­შეთს შო­რის ახალ სა­სა­ზღვრო შე­თან­ხმე­ბას (რო­მელ­საც კრემ­ლის მიერ და­ფინ­სა­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, ჩეჩ­ნე­ბის გუ­ლის­წყრო­მა უნდა მოჰ­ყო­ლო­და), რამ­დე­ნი­მე დღეა ინ­გუ­შეთ­ში ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ე­ბი­თა და მწვა­ვე მო­თხოვ­ნე­ბით პა­სუ­ხო­ბენ.

ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო და­ძა­ბა იმ ფაქ­ტმა, რომ 5 ოქ­ტომ­ბერს, ინ­გუ­შე­თის ომონ­მა გზა გა­და­კე­ტა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას მა­გა­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით წას­ვლის უფ­ლე­ბა არ მის­ცა. სა­უ­ბა­რია სო­ფელ ეკა­ჟე­ვოს გავ­ლით გზა­ზე, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის­კენ მი­დის. იმა­ვე დღეს, აქ­ტი­ვის­ტებ­მა გა­და­წყვი­ტეს არ შე­მო­უშ­ვან და გა­უშ­ვან ძა­ლოვ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩეჩ­ნე­თის მხრი­დან. ინ­გუშ აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად ლო­ცუ­ლო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლოვ­ნე­ბი.

ყვე­ლა­ფე­რი 26 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო, რო­დე­საც ჩეჩ­ნე­თი­სა და ინ­გუ­შე­თის მე­თა­უ­რებ­მა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა და იუ­ნუს-ბეკ ევ­კუ­როვ­მა გა­ა­ფორ­მეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ორ რეს­პუბ­ლი­კას - ჩეჩ­ნეთ­სა და ინ­გუ­შეთს შო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარს ად­გენს... მათ შო­რის სა­ზღვა­რი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ დად­გე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა.

რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის ფონ­ზე, ვიდ­რე სი­მარ­თლე ინ­გუ­შე­ბამ­დე მი­აღ­წევ­და, 4 ოქ­ტომ­ბე­რიც დად­გა. ამ დღეს ინ­გუ­შე­თის სა­ხალ­ხო ასამ­ბლე­ა­ში (ად­გი­ლობ­რი­ვი პარ­ლა­მენ­ტი) კა­დი­რო­ვის და ევ­კუ­რო­ვის შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცი­ი­სათ­ვის, ხმის მი­ცე­მის და­ხუ­რუ­ლი პრო­ცე­დუ­რა გა­ი­მარ­თა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­კა­ცი­ას 17-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, 3 წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, და­ნარ­ჩე­ნებ­მა თავი შე­ი­კა­ვეს. 32 დე­პუ­ტა­ტი­დან სხდო­მას სულ 25 პირი ეს­წრე­ბო­და. ერთი სი­ტყვით - ახა­ლი შე­თან­ხმე­ბით, ინ­გუ­შეთს ნა­დტე­რეჩ­ნის რა­ი­ო­ნის ნა­წი­ლი ერგო, ჩეჩ­ნეთ­მა სუნ­ჯის რა­ი­ო­ნის ნა­წი­ლი მი­ი­ღო...

ეს ინ­ფორ­მა­ცია ამა­ვე დღეს გავ­რცელ­და, თუმ­ცა, თავ­და­პირ­ვე­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად 20-მდე ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. მე­ო­რე დი­ლი­დან პრო­ტეს­ტის ტალ­ღამ იფეთ­ქა და მთე­ლი ქა­ლა­ქი მო­იც­ვა. აქ­ცი­ას მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ისი­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის მა­გო­მედ მუ­ცოლ­გო­ვის თა­ოს­ნო­ბით, ათი აქ­ტი­ვის­ტის­თვის სა­ხალ­ხო კრე­ბის სხდო­მა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ... სა­ხალ­ხო ასამ­ბლე­ა­ში მო­თხოვ­ნა ყუ­რად არ იღეს, რა­მაც პრო­ტეს­ტის ტალ­ღა ერთი-ორად გა­ზარ­და, მათ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ინ­გუ­შე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ, ინ­გუ­შე­თის დრო­შე­ბით.

ევ­კუ­როვ­მა, რო­მელ­მაც სი­ტუ­ა­ცია სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ა­ფა­სა, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სვლის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა და პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა, თუმ­ცა მას პლასტმა­სის ბოთ­ლი ეს­რო­ლეს. ამ ქმე­დე­ბას მისი დაც­ვის წევ­რე­ბის მხრი­დან ია­რა­ღის ჰა­ერ­ში გას­რო­ლა მოჰ­ყვა. მოხ­და შე­ტა­კე­ბე­ბი პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის, თუმ­ცა, ევ­კუ­რო­ვის მცდე­ლო­ბას შე­დე­გი მა­ინც ვერ მოჰ­ყვა... მე­ო­რე დი­ლას რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ინ­ტერ­ნე­ტი დაბ­ლო­კა, მაგ­რამ ამას ხალ­ხის ნა­კა­დი არ შე­უმ­ცი­რე­ბია, პი­რი­ქით...

იმა­ვე დღეს, ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა kavkaz-uzel.eu-მ გა­ავ­რცე­ლა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მი­მარ­თვა, სა­დაც ის ჩეჩ­ნებ­სა და ინ­გუ­შებს “ძმებს” უწო­დებ­და, თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად, ომ­ზეც ლა­პა­რა­კობ­და:

“ადა­მი­ა­ნე­ბი ასე­თე­ბი არი­ან, რო­დე­საც საფრ­თხეს ვერ ხე­და­ვენ, არ ეში­ნი­ათ, თუმ­ცა, რო­გორც კი საფრ­თხე გა­მოჩ­ნდე­ბა - მუხ­ლე­ბი აუ­კან­კალ­დე­ბათ... არ არის სა­ჭი­რო უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩე­ჩე­ნი ხალ­ხი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ, თო­რემ ყვე­ლას პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბა” - ამ­ბობ­და კა­დი­რო­ვი.

მის გან­ცხა­დე­ბას რუ­სულ­მა და ჩეჩ­ნურ­მა მე­დი­ამ “კონ­ტექ­სი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი” უწო­და, ინ­გუ­შებ­მა კი უფრო მეტი აქ­ტი­ვის­ტის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ით უპა­სუ­ხეს.

“ჩვენ ჯერ ჩეჩ­ნებ­ზე არა­ფერს ვამ­ბობთ - ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გვაქვს სი­მარ­თლე გა­სარ­კვე­ვი, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით დუმს. სამი მო­თხოვ­ნა გვაქვს: შე­თან­ხმე­ბის გა­და­ხედ­ვა, რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა და მე­სა­მე - რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­დად­გო­მა” - წე­რენ ინ­გუ­შე­ბი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, ამ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­ვის­ტებ­თან მხო­ლოდ ის დე­პუ­ტა­ტე­ბი გა­ვიდ­ნენ, ვინც შე­თან­ხმე­ბის წი­ნა­აღ­დეგ მის­ცეს ხმა, “სულ შვი­დი ადა­მი­ა­ნი - მათ თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია გვამ­ცნეს. სხვებ­მა კი შე­მოგ­ვით­ვა­ლეს, ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვის პრო­ვო­ცი­რე­ბას ნუ მო­ახ­დენ­თო, რა­ზეც ჩვენ ვპა­სუ­ხობთ: აქ ვიდ­გე­ბით და თქვენს რე­აქ­ცი­ას და­ვე­ლო­დე­ბით...”

"ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვე­კი­თხე­ბით: თუ ამ მი­წე­ბის გაც­ვლას არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მაშ რა­ტომ გა­დას­ცეს ეს მი­წე­ბი ჩეჩ­ნეთს? ცალ­კე რუ­სე­თი და ცალ­კე ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ინერ­ცი­ას მიჰ­ყვე­ბა და ზღაპ­რებს გვიყ­ვე­ბი­ან. ვი­ცით, რაც აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეგ არ მოხ­დე­ბა, ჩვენს ხალ­ხს ეყო­ფა გო­ნი­ე­რე­ბა, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ა­ნა­ხოს თა­ვი­სი ძალა ად­რე­სატს. ინ­გუ­შე­ბი ჩვენს მი­წას არ დავ­თმობთ, “ომო­ნი­თა” და “კა­დი­როვ­ცე­ბით” ვერ დაგ­ვა­ში­ნე­ბენ...” - ამ­ბობს ინ­გუ­ში აქ­ტი­ვის­ტი ზე­ლიმ­ხა­ნი, რომ­ლის თქმი­თაც, ხვალ და ზეგ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი აპი­რებს აქ­ცი­ა­ზე გას­ვლას.

კი­დევ ერთი ინ­გუ­შის, ნუ­ი­დარ ჩო­ბი­ე­ვის თქმით, - ბოლო დღე­ე­ბის პრო­ცე­სებ­მა ყვე­ლას და­ა­ნახ­ვა, რომ ყვე­ლა გოჯი უსაფრ­თხოდ უნდა იყოს და­ცუ­ლი.

"სა­ერ­თო არა­ფე­რი ვარ­გა, მით უფრო - მიწა. ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს და­ცუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ფე­დე­რა­ლუ­რი გზე­ბი და ყვე­ლა შე­მოს­ვლა და გას­ვლა უნდა და­რე­გის­ტრირ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი უნდა გა­ტარ­დეს რენტგენ­ში. თუ ჩვე­ნი მა­საზ­რდო­ე­ბე­ლი მი­წის წარ­თმე­ვას გვი­პი­რე­ბენ, ისევ ყა­ზა­ხეთ­ში გა­დაგ­ვა­სახ­ლონ, ისე, რო­გორც ეს 40-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მოხ­და და იმ სა­ში­ნელ პრო­ცესს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა” - ამ­ბობს BBC-სთან სა­უ­ბარ­ში კი­დევ ერთი ინ­გუ­ში და 1944 წლის პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც ჩეჩ­ნე­ბი და ინ­გუ­შე­ბი, კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხებ­თან ერ­თად ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში გა­და­ა­სახ­ლეს.

რო­დი­დან იღებს სა­თა­ვეს დავა?

kavkaz-uzel.eu-ს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­გუ­შებ­სა და ჩეჩ­ნებს შო­რის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი დავა წლე­ბის წინ და­ი­წყო. 1991 წელს ჩეჩ­ნეთ­მა თავი და­მო­უ­კი­დე­ბელ იჩ­ქე­რი­ად გა­მო­ა­ცხა­და. ინ­გუ­შე­თი კი რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დარ­ჩა. 1993 წელს ინ­გუ­შე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რუს­ლან აუ­შევ­მა და იჩ­ქე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო­ჰარ დუ­და­ევ­მა სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ებს შო­რის სა­ზღვა­რი და­ად­გი­ნეს, თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მიჯ­ნუ­ლი არ ყო­ფი­ლა, რაც შემ­დეგ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმნი­და და­ძა­ბუ­ლო­ბის კე­რებს.

2012 წელს რამ­ზან კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, სწო­რედ დღე­ვან­დე­ლი სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ე­ბი - სუ­ჟე­ნის და მალ­გო­ბე­კის ნა­წი­ლი ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის შე­მად­გენლ­ბა­ში იყო.

“ჩვენ ვი­ცით ის­ტო­რი­უ­ლი სი­მარ­თლე ჩვე­ნი კუთ­ვნი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის ფარ­გლე­ბის მიღ­მა არ უნდა დარ­ჩეს...” - აცხა­დებ­და კა­დი­რო­ვი და იგი­ვე პა­თო­სი 4 ოქ­ტომ­ბრის მი­მარ­თვა­შიც გა­ახ­მო­ვა­ნა.

ამა­ვე გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მოს­კო­ვის ჩა­რე­ვით ინ­გუ­შე­თის­თვის 17 ათას ჰექტრამ­დე მი­წე­ბის ჩა­მოჭ­რა მზად­დე­ბო­და, რაც პუ­ტინ­თან რამ­ზან კა­დი­რო­ვის გავ­ლე­ნე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ინ­გუ­შე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ის­ტო­რი­უ­ლი მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნე­ბის­მი­ე­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წას, ზო­გა­დად, ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან 1950-იანი წლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ინ­გუ­შე­ბი დე­პორ­ტა­ცი­ის შემ­დეგ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში და­აბ­რუ­ნეს, ის ტე­რი­ტო­რია უკვე ჩრდი­ლო­ეთ ოსეთს ეკუთ­ვნო­და. ამ ნი­ა­დაგ­ზე მათ შო­რის ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტი პე­რი­ო­დუ­ლად მწვავ­დე­ბო­და.

ასე რომ, რა გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა ჩე­ჩეთ-ინ­გუ­შე­თის სა­სა­ზღვრო კონ­ფლიქტს, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია.

nene
0

ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავეები რაც გვჭირს, თითოეული კავკასიელი. კავკასიის ფედერაცია უნდა შექმნილიყო და რუსეთი კი არა , ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვაკლებდა, ეხლა ისეთი ბომბები აქვს ჩადებული კავკასიაში ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ აქ სიმშვიდე არასოდეს ყოფილა და სავარაუდოდ არც იქნება, თუ რამ სასწაული არ მოხდა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"მიწას არ დავთმობთ, "ომონით" და "კადიროვცებით" ვერ შეგვაშინებენ!" - რა ხდება ჩეჩნეთ-ინგუშეთს შორის?

"მიწას არ დავთმობთ, "ომონით" და "კადიროვცებით" ვერ შეგვაშინებენ!" - რა ხდება ჩეჩნეთ-ინგუშეთს შორის?

ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ახალ სასაზღვრო შეთანხმებას (რომელსაც კრემლის მიერ დაფინსასებული რუსული გამოცემების ცნობით, ჩეჩნების გულისწყრომა უნდა მოჰყოლოდა), რამდენიმე დღეა ინგუშეთში ხალხმრავალი აქციებითა და მწვავე მოთხოვნებით პასუხობენ.

ვითარება კიდევ უფრო დაძაბა იმ ფაქტმა, რომ 5 ოქტომბერს, ინგუშეთის ომონმა გზა გადაკეტა და სამხედრო ტექნიკას მაგასის მიმართულებით წასვლის უფლება არ მისცა. საუბარია სოფელ ეკაჟევოს გავლით გზაზე, რომელიც ჩეჩნეთისკენ მიდის. იმავე დღეს, აქტივისტებმა გადაწყვიტეს არ შემოუშვან და გაუშვან ძალოვნები, განსაკუთრებით ჩეჩნეთის მხრიდან. ინგუშ აქტივისტებთან ერთად ლოცულობენ ადგილობრივი ძალოვნები.

ყველაფერი 26 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის ფედერაციის ორ რესპუბლიკას - ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ადმინისტრაციულ საზღვარს ადგენს... მათ შორის საზღვარი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დადგენილი არ ყოფილა.

რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის აქტიური მუშაობის ფონზე, ვიდრე სიმართლე ინგუშებამდე მიაღწევდა, 4 ოქტომბერიც დადგა. ამ დღეს ინგუშეთის სახალხო ასამბლეაში (ადგილობრივი პარლამენტი) კადიროვის და ევკუროვის შეთანხმების რატიფიკაციისათვის, ხმის მიცემის დახურული პროცედურა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, დოკუმენტის რატიფიკაციას 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღმდეგი იყო, დანარჩენებმა თავი შეიკავეს. 32 დეპუტატიდან სხდომას სულ 25 პირი ესწრებოდა. ერთი სიტყვით - ახალი შეთანხმებით, ინგუშეთს ნადტერეჩნის რაიონის ნაწილი ერგო, ჩეჩნეთმა სუნჯის რაიონის ნაწილი მიიღო...

ეს ინფორმაცია ამავე დღეს გავრცელდა, თუმცა, თავდაპირველად გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად 20-მდე ადამიანი შეიკრიბა. მეორე დილიდან პროტესტის ტალღამ იფეთქა და მთელი ქალაქი მოიცვა. აქციას მაღალჩინოსნებიც შეუერთდნენ. თავდაპირველად, ისინი სამოქალაქო აქტივისტის მაგომედ მუცოლგოვის თაოსნობით, ათი აქტივისტისთვის სახალხო კრების სხდომაზე დასწრების უფლებას ითხოვდნენ... სახალხო ასამბლეაში მოთხოვნა ყურად არ იღეს, რამაც პროტესტის ტალღა ერთი-ორად გაზარდა, მათ ცხენზე ამხედრებული ინგუშებიც შეუერთდნენ, ინგუშეთის დროშებით.

ევკუროვმა, რომელმაც სიტუაცია სათანადოდ ვერ შეაფასა, დიპლომატიური სვლის გაკეთება გადაწყვიტა და პროტესტის მონაწილეებს მიმართა, თუმცა მას პლასტმასის ბოთლი ესროლეს. ამ ქმედებას მისი დაცვის წევრების მხრიდან იარაღის ჰაერში გასროლა მოჰყვა. მოხდა შეტაკებები პოლიციასა და აქტივისტებს შორის, თუმცა, ევკუროვის მცდელობას შედეგი მაინც ვერ მოჰყვა... მეორე დილას რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ინტერნეტი დაბლოკა, მაგრამ ამას ხალხის ნაკადი არ შეუმცირებია, პირიქით...

იმავე დღეს, ინტერნეტგამოცემა kavkaz-uzel.eu-მ გაავრცელა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მუქარის შემცველი მიმართვა, სადაც ის ჩეჩნებსა და ინგუშებს “ძმებს” უწოდებდა, თუმცა, იმავდროულად, ომზეც ლაპარაკობდა:

“ადამიანები ასეთები არიან, როდესაც საფრთხეს ვერ ხედავენ, არ ეშინიათ, თუმცა, როგორც კი საფრთხე გამოჩნდება - მუხლები აუკანკალდებათ... არ არის საჭირო უპასუხისმგებლო განცხადებები ჩეჩენი ხალხისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ, თორემ ყველას პასუხი მოეთხოვება” - ამბობდა კადიროვი.

მის განცხადებას რუსულმა და ჩეჩნურმა მედიამ “კონტექსიდან ამოგლეჯილი” უწოდა, ინგუშებმა კი უფრო მეტი აქტივისტის მობილიზაციით უპასუხეს.

“ჩვენ ჯერ ჩეჩნებზე არაფერს ვამბობთ - ჩვენს ხელისუფლებასთან გვაქვს სიმართლე გასარკვევი, რომელიც ჯერჯერობით დუმს. სამი მოთხოვნა გვაქვს: შეთანხმების გადახედვა, რეფერენდუმის ჩატარება და მესამე - რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადადგომა” - წერენ ინგუშები ინტერნეტსივრცეში.

ადგილობრივების ცნობით, ამ ორი დღის განმავლობაში, აქტივისტებთან მხოლოდ ის დეპუტატები გავიდნენ, ვინც შეთანხმების წინააღდეგ მისცეს ხმა, “სულ შვიდი ადამიანი - მათ თავიანთი პოზიცია გვამცნეს. სხვებმა კი შემოგვითვალეს, ვითარების დაძაბვის პროვოცირებას ნუ მოახდენთო, რაზეც ჩვენ ვპასუხობთ: აქ ვიდგებით და თქვენს რეაქციას დაველოდებით...”

"ჩვენს ხელისუფლებას ვეკითხებით: თუ ამ მიწების გაცვლას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, მაშ რატომ გადასცეს ეს მიწები ჩეჩნეთს? ცალკე რუსეთი და ცალკე ჩეჩნეთის ხელისუფლება, საბჭოთა კავშირის ინერციას მიჰყვება და ზღაპრებს გვიყვებიან. ვიცით, რაც აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ეგ არ მოხდება, ჩვენს ხალხს ეყოფა გონიერება, რომ მშვიდობიანად დაანახოს თავისი ძალა ადრესატს. ინგუშები ჩვენს მიწას არ დავთმობთ, “ომონითა” და “კადიროვცებით” ვერ დაგვაშინებენ...” - ამბობს ინგუში აქტივისტი ზელიმხანი, რომლის თქმითაც, ხვალ და ზეგ უფრო მეტი ადამიანი აპირებს აქციაზე გასვლას.

კიდევ ერთი ინგუშის, ნუიდარ ჩობიევის თქმით, - ბოლო დღეების პროცესებმა ყველას დაანახვა, რომ ყველა გოჯი უსაფრთხოდ უნდა იყოს დაცული.

"საერთო არაფერი ვარგა, მით უფრო - მიწა. ყველაფერი უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ფედერალური გზები და ყველა შემოსვლა და გასვლა უნდა დარეგისტრირდეს, განსაკუთრებით სატვირთო მანქანები უნდა გატარდეს რენტგენში. თუ ჩვენი მასაზრდოებელი მიწის წართმევას გვიპირებენ, ისევ ყაზახეთში გადაგვასახლონ, ისე, როგორც ეს 40-იანი წლების დასაწყისში მოხდა და იმ საშინელ პროცესს ათასობით ადამიანი შეეწირა” - ამბობს BBC-სთან საუბარში კიდევ ერთი ინგუში და 1944 წლის პერიოდს იხსენებს, როდესაც ჩეჩნები და ინგუშები, კავკასიის სხვა ხალხებთან ერთად ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს.

როდიდან იღებს სათავეს დავა?

kavkaz-uzel.eu-ს მიერ მომზადებული მასალების მიხედვით, ინგუშებსა და ჩეჩნებს შორის ტერიტორიული დავა წლების წინ დაიწყო. 1991 წელს ჩეჩნეთმა თავი დამოუკიდებელ იჩქერიად გამოაცხადა. ინგუშეთი კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩა. 1993 წელს ინგუშეთის პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა და იჩქერიის პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა საკუთარ ტერიტორიებს შორის საზღვარი დაადგინეს, თუმცა, ოფიციალურად გამიჯნული არ ყოფილა, რაც შემდეგ, წლების განმავლობაში ქმნიდა დაძაბულობის კერებს.

2012 წელს რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, სწორედ დღევანდელი სადავო ტერიტორიები - სუჟენის და მალგობეკის ნაწილი ჩეჩნეთის რესპუბლიკის შემადგენლბაში იყო.

“ჩვენ ვიცით ისტორიული სიმართლე ჩვენი კუთვნილი ტერიტორიების შესახებ, რომელიც ჩვენი ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლების მიღმა არ უნდა დარჩეს...” - აცხადებდა კადიროვი და იგივე პათოსი 4 ოქტომბრის მიმართვაშიც გაახმოვანა.

ამავე გამოცემის ცნობით, მოსკოვის ჩარევით ინგუშეთისთვის 17 ათას ჰექტრამდე მიწების ჩამოჭრა მზადდებოდა, რაც პუტინთან რამზან კადიროვის გავლენებით იყო განპირობებული.

ინგუშეთის მოსახლეობისთვის, ისტორიული მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დანიშნულების მიწას, ზოგადად, ტერიტორიულ მთლიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან 1950-იანი წლების შემდეგ, როდესაც ინგუშები დეპორტაციის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში დააბრუნეს, ის ტერიტორია უკვე ჩრდილოეთ ოსეთს ეკუთვნოდა. ამ ნიადაგზე მათ შორის ეთნიკური კონფლიქტი პერიოდულად მწვავდებოდა.

ასე რომ, რა გაგრძელება ექნება ჩეჩეთ-ინგუშეთის სასაზღვრო კონფლიქტს, ჯერჯერობით გაურკვეველია.

"ასეთ პირობებში უწევთ გალელებს პენსიების ასაღებად და მედიკამენტების შესაძენად ზუგდიდში გადმოსვლა" - "ფეისბუქზე" უმძიმესი კადრები ვრცელდება

დათა ვანიშვილი საქართველოს ჰიმნის ფონზე დაკრძალეს - ემოციური ფოტორეპორტაჟი ხურვალეთიდან

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დათა ვანიშვილის რამდენიმე ნათესავს დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების ნება მისცეს