Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები და რა ჯდება "ჰოლივუდის" ღიმილი საქართველოში
როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები და რა ჯდება "ჰოლივუდის" ღიმილი საქართველოში

ჯან­სა­ღი კბი­ლე­ბი რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას გან­სა­ზღვრავს, ახა­ლი არ არის. ზო­გი­ერ­თი ჯან­საღ კბი­ლებს ხან­დაზ­მუ­ლო­ბამ­დე ინარ­ჩუ­ნებს, ზოგი კი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში­ვე კარ­გავს მათ.

რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ჯან­სა­ღი კბი­ლე­ბი დიდ­ხანს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ და­ზი­ა­ნე­ბულ კბი­ლებს და რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რომ გვქო­დეს "ჰო­ლი­ვუ­დის ღი­მი­ლი" - ამ სა­კი­თხებ­ზე კლი­ნი­კა "დენ­ტექ­სი 95"-ის ორ­თო­პე­დი, ინპ­ლან­ტო­ლო­გი ავ­თან­დილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ჯან­მრთე­ლო­ბის ერთ-ერთი სა­წინ­და­რი ჯან­სა­ღი კბი­ლე­ბია. გვყავს 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, მხო­ლოდ ერთი-ორი კბი­ლი რომ აკ­ლი­ათ. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა პირ­ვე­ლი კბი­ლი რომ ამო­ი­ღო, სა­ოც­რად გა­ნი­ცა­და და ჩას­მას ჩქა­რობ­და, რად­გა­ნაც მის­თვის ეს ტრა­გე­დია იყო. თუმ­ცა გვყავს პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც 30-35 წლის ასაკ­ში არც ერთი კბი­ლი არ აქვთ.

- რა­ზეა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- რო­გორც ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა­ში აქაც ასეა, ამას ბევ­რი რამ გან­სა­ზღვრავს, მათ შო­რის, გე­ნე­ტი­კაც, თუმ­ცა, ყუ­რა­დღე­ბას მა­ინც მოვ­ლა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ­დი. მოვ­ლა სჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ფერს და მათ შო­რის, პი­რის ღრუ­საც. თუმ­ცა ასეც ხდე­ბა, ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა არ მო­უ­ა­როს სა­თა­ნა­დოდ და მა­ინც კარ­გი კბი­ლე­ბი ჰქონ­დეს, ასე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ უყუ­რა­დღე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ცე­სი სწრა­ფად მი­დის. ასეა - ჯან­მრთე­ლი კბი­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ზოგს დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა, ზოგს სა­ერ­თოდ არა. ამი­ტომ, აქ­ცენ­ტი ჰი­გი­ე­ნურ წმენ­და­ზე წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მა­ინც უნდა გა­ვა­კე­თოთ. არი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, ვი­საც რა­ღაც ზო­გა­დი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვთ, მა­გა­ლი­თად, პრობ­ლე­მუ­რი ღრძი­ლე­ბი და მათ 4 თვე­ში ერთხელ უნდა გა­იწ­მინ­დონ, შე­იძ­ლე­ბა წე­ლი­წად­ში სამ­ჯე­რაც დას­ჭირ­დეთ.

- მკი­თხვე­ლის­თვის გა­სა­გე­ბი რომ იყოს - რა არის ჰი­გი­ე­ნუ­რი წმენ­და?

- ეს არის ღრმა წმენ­და, იმ ად­გი­ლე­ბის, სა­დაც რთუ­ლია მიდ­გო­მა. რა თქმა უნდა, აქ დილა-სა­ღა­მოს კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვა არ იგუ­ლის­ხმე­ბა. თუმ­ცა, კბი­ლე­ბის ხეხ­ვა­ზე სა­უბ­რი­სას იმას ვი­ტყო­დი, რომ ჯაგ­რი­სი ხში­რად უნდა ვცვა­ლოთ, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ უნდა იყოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვა ფუჭი აღ­მოჩ­ნდეს. კბი­ლე­ბის ხეხ­ვის პრო­ცე­სი 2 წუთი უნდა გაგ­რძელ­დეს. მერ­წმუ­ნეთ, კბი­ლებს ვე­რა­ნა­ი­რი ჰი­გი­ე­ნუ­რი წმენ­და ვერ უშ­ვე­ლის, თუ ხეხ­ვის პრო­ცე­დუ­რას პა­ცი­ენ­ტი სრულ­ყო­ფი­ლად არ იცავს. სრულ­ყო­ფი­ლი ხეხ­ვის შემ­დეგ მი­უდ­გო­მე­ლი ად­გი­ლე­ბი რჩე­ბა, რაც უკვე სტო­მა­ტო­ლოგ­მა, პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა უნდა გაწ­მინ­დოს.

მთა­ვა­რი ის არის, რომ არ უნდა გაგ­ვექ­ცეს პრო­ცე­სი, შე­იძ­ლე­ბა თვე­ში ერთხელ პა­ტა­რა კა­რი­ე­სიც კი გაჩ­ნდეს, რო­მელ­საც პა­ცი­ენ­ტი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და­იბ­ჟენს. ეს პა­ცი­ენ­ტის­თვის არა­ნა­ირ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს. ასეთ დროს მას ნემ­სიც არ სჭირ­დე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი ჰი­გი­ე­ნურ წმენ­და­ზე არ და­დის, აქვს ქვე­ბი, ნა­დე­ბი, ღრძილ­ქვე­შა ქვე­ბი, იწყე­ბა ღრძი­ლე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, ან­თე­ბაც და კა­რი­ე­სიც ისე გა­მოგ­ვე­პა­რე­ბა, ვერ გა­ვი­გებთ, რად­გა­ნაც კბი­ლებს შო­რის, სა­კონ­ტაქ­ტო ნა­პი­რებ­ზე მიდ­გო­მა არ არის ად­ვი­ლი.

თუმ­ცა, სა­ნამ არ ჩა­ტყდე­ბა, არ მო­ტყდე­ბა, ან ტკი­ვი­ლი არ და­ი­წყე­ბა, ექიმ­თან არ მი­დი­ან, პრო­ცე­სი კი სამ­წუ­ხა­როდ, უკვე შორს არის წა­სუ­ლი. თუ დრო­ზე მივ­ხე­დავთ, ნაკ­ლებს ვიწ­ვა­ლებთ, დრო­საც დავ­ზო­გავთ და ფი­ნან­სებ­საც.

- იმის­თვის, რომ კბი­ლე­ბი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მო­ზარ­დო­ბი­დან გარ­კვე­ულ ასა­კამ­დე, ე.ი. ყუ­რა­დღე­ბა ჰი­გი­ე­ნურ წმენ­დას მე­ტად უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ?

- კი, ასეა. არ ვიცი, რამ­დე­ნად სწო­რია, მაგ­რამ ევ­რო­პის კლი­ნი­კებ­ში სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი ადა­მი­ა­ნებს ავალ­დე­ბუ­ლე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა და­ზღვე­ვა მო­უხ­სნან კი­დეც, თუ პა­ცი­ენ­ტი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ არ მივა და არ გა­იწ­მენ­დს კბი­ლებს. ის სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ადა­მი­ანს პრო­ცე­სი არ გა­ურ­თულ­დეს. ასე­თი რამ ჩვენ­თა­აც რომ იყოს, არ იქ­ნე­ბო­და ური­გო, მაგ­რამ ასე არ არის.

- რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ე.წ "ჰო­ლი­ვუ­დის ღი­მი­ლი" ანუ ჯან­მრთე­ლი კბი­ლე­ბი?

- უპირ­ვე­ლე­სად ჯერ უნდა გქონ­დეს, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ისევ და ისევ პირ­ვე­ლი მტე­რი ამო­ღე­ბუ­ლი კბი­ლე­ბია. რო­დე­საც კბი­ლის ექ­სტრაქ­ცია ხდე­ბა, მა­შინ­ვე იწყე­ბა თან­კბილ­ვის დარ­ღვე­ვა. ქვე­და კბილს რომ ვი­ღებთ, ზედა ჩა­მო­დის ქვე­მოთ, გვერ­დი­თას შემ­თხვე­ვა­ში, გვერ­დი­თა გა­და­ი­წევს. თუ რამ­დე­ნი­მე კბილს ვი­ღებთ, მთლად უა­რე­სი. ყო­ვე­ლი ამო­ღე­ბუ­ლი კბი­ლი დრო­უ­ლად უნდა ჩა­ის­ვას და დღე­ის­თვის ეს არა­ნა­ირ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს.

დენ­ტა­ლუ­რი იმტპ­ლან­ტა­ცია პრობ­ლე­მა მარ­თლაც აღარ არის. ისე­თი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გვაქვს, რო­მე­ლიც ყო­ველ ამო­ღე­ბულ კბილ­ში დენ­ტა­ლურ ინპ­ლანტს ანაც­ვლებს. თუ რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი არ გვაქვს, ეს ერთ დღე­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ინპ­ლან­ტი ჩა­ის­მე­ბა და ზე­მო­დან გვირ­გვი­ნი გა­კეთ­დე­ბა. თუ ფი­ნან­სებს არ მი­ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას, შე­უძ­ლე­ბე­ლი რო­გორც ვთქვი, სტო­მა­ტო­ლო­გი­ა­ში უკვე არა­ფე­რი აღარ არის. სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას ცოტა მეტი დრო უნდა და­ვუთ­მოთ.

- სტო­მა­ტო­ლოგ­თან არ­მის­ვლის მი­ზე­ზი უპირ­ვე­ლე­სად ში­შია და მი­უს­ვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი - ფი­ნან­სე­ბიც... რა ჯდე­ბა "ჰო­ლი­ვუ­დის ღი­მი­ლი" თქვენ­თან?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად გე­თან­ხმე­ბით, შიში და ფი­ნან­სუ­რი მხა­რე ამ ყვე­ლა­ფერ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც ექიმ­თან მის­ვლას აბ­რკო­ლებს. თუმ­ცა ჯო­ბია, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით და­ვი­წყოთ: მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­დუ­რაა ჰი­გი­ე­ნუ­რი წმენ­და, შემ­დეგ ზე­და­პი­რუ­ლი კა­რი­ე­სის დაბ­ჟე­ნა, რა­საც ნემ­სიც კი არ სჭირ­დე­ბა, ამას­თან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა. როცა უკვე წინ წა­სუ­ლი პრო­ცე­სე­ბია - და­ჩირ­ქე­ბა, ან­თე­ბა, კის­ტა, აქ უკვე ოპე­რა­ცია და ინპ­ლან­ტის გა­და­ნერგვაა სა­ჭი­რო. ხოლო თუ ინპ­ლან­ტის გა­და­ნერგვა დაგ­ვი­ან­და, შემ­დეგ ხე­ლოვ­ნუ­რი ძვა­ლია გა­და­სა­ნერ­გი (და­მა­ტე­ბი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბია გა­სა­კე­თე­ბე­ლი). ამი­ტომ, მერ­წმუ­ნეთ კი­დევ უფრო სა­შიშ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით.

ჰი­გი­ე­ნურ წმენ­და­ზე უარი არ უნდა ვთქვათ, რად­გა­ნაც გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია, ვიდ­რე რთუ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი. ეს პრო­ცე­დუ­რა ჩვენს კლი­ნი­კა­ში "დენ­ტექ­სი 95"-ში 55 ლა­რი­დან 140 ლა­რამ­დე ჯდე­ბა. არის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა აპა­რა­ტი, საკ­მა­ოდ თა­ნა­მედ­რო­ვე. ასე­ვეა, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. თუ დრო­უ­ლად არ მი­ვე­დით, უა­რეს დღე­ში ჩავ­ვარ­დე­ბით. ხან­და­ხან შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბიც არის და სამ­წუ­ხა­როდ, ისიც ძა­ლი­ან ხში­რია, რომ სა­ვა­ლა­ლო და­ა­ვა­დე­ბებს გვი­ან ვი­გებთ.

სტო­მა­ტო­ლო­გია, ნაკ­ლე­ბად სა­ში­შია, მაგ­რამ და­უ­დევ­რო­ბით შე­იძ­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­დეს. გაწ­მენ­და, გა­სუფ­თა­ვე­ბა, ქვი­შის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც ზე­და­პი­რუ­ლი კა­რი­ე­სის წმენ­დის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე თან­ხე­ბი ჯდე­ბა - 50-დან 100 ლა­რამ­დე.

- ზედა და ქვე­და კბი­ლე­ბის ჩას­მა რა ჯდე­ბა?

- წმენ­და­ზე იმი­ტომ ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, რომ ეს პრო­ცე­დუ­რა იშ­ვი­ა­თად მიგ­ვიყ­ვანს დენ­ტა­ლურ ინპ­ლან­ტამ­დე. თუ ლო­გი­კუ­რად მივ­ყვე­ბით ამ ყვე­ლა­ფერს, სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს არ უნდა ვე­ლო­დეთ. მაგ­რამ თუ მა­ინც არ მი­ვაქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბას, ფი­ნან­სე­ბი უფრო და უფრო ძვირ­დე­ბა.

დღეს­დღე­ო­ბით დიდი არ­ჩე­ვა­ნია დენ­ტა­ლუ­რი ინპ­ლან­ტე­ბის, სა­შუ­ა­ლოდ, 500-ლა­რი­დან 2-3 000 ლა­რამ­დე ჯდე­ბა. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გორ დიდ თან­ხებ­ზე ავ­დი­ვართ? ამი­ტომ ჩემი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია ისევ და ისევ იქ­ნე­ბა - გულ­თან მი­ვი­ტა­ნონ ეს სა­კი­თხი, რათა ერთ მშვე­ნი­ერ დღეს უა­რე­სი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე არ აღ­მოვ­ჩნდეთ.

ასე რომ, რო­გორც ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა მოვ­ლა, ასე­ვე სა­კუ­თარ პი­რის ღრუს. უცხო­ეთ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რო­ბენ, აქ კი მან­ქა­ნა­ში რა ზეთი უნდა ჩა­ას­ხან, ამა­ზე ფიქ­რს მეტი დრო ეთ­მო­ბა. მივ­ხე­დოთ კბი­ლებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები და რა ჯდება "ჰოლივუდის" ღიმილი საქართველოში

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები და რა ჯდება "ჰოლივუდის" ღიმილი საქართველოში

ჯანსაღი კბილები რომ ადამიანის ჯანმრთელობას განსაზღვრავს, ახალი არ არის. ზოგიერთი ჯანსაღ კბილებს ხანდაზმულობამდე ინარჩუნებს, ზოგი კი ახალგაზრდობაშივე კარგავს მათ.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანსაღი კბილები დიდხანს შევინარჩუნოთ, როგორ ვუმკურნალოთ დაზიანებულ კბილებს და როგორ მივაღწიოთ იმას, რომ გვქოდეს "ჰოლივუდის ღიმილი" - ამ საკითხებზე კლინიკა "დენტექსი 95"-ის ორთოპედი, ინპლანტოლოგი ავთანდილ მაჭავარიანი გვესაუბრება:

- ჯანმრთელობის ერთ-ერთი საწინდარი ჯანსაღი კბილებია. გვყავს 80 წელს გადაცილებული პაციენტები, მხოლოდ ერთი-ორი კბილი რომ აკლიათ. ერთ-ერთმა მათგანმა პირველი კბილი რომ ამოიღო, საოცრად განიცადა და ჩასმას ჩქარობდა, რადგანაც მისთვის ეს ტრაგედია იყო. თუმცა გვყავს პაციენტები, რომლებსაც 30-35 წლის ასაკში არც ერთი კბილი არ აქვთ.

- რაზეა ეს დამოკიდებული?

- როგორც ყველა დაავადებაში აქაც ასეა, ამას ბევრი რამ განსაზღვრავს, მათ შორის, გენეტიკაც, თუმცა, ყურადღებას მაინც მოვლაზე გავამახვილებდი. მოვლა სჭირდება ყველაფერს და მათ შორის, პირის ღრუსაც. თუმცა ასეც ხდება, ვიღაცამ შეიძლება არ მოუაროს სათანადოდ და მაინც კარგი კბილები ჰქონდეს, ასეთი გამონაკლისები არსებობს, მაგრამ უყურადღებობის შემთხვევაში, პროცესი სწრაფად მიდის. ასეა - ჯანმრთელი კბილების შესანარჩუნებლად ზოგს დიდი ძალისხმევა სჭირდება, ზოგს საერთოდ არა. ამიტომ, აქცენტი ჰიგიენურ წმენდაზე წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გავაკეთოთ. არიან პაციენტები, ვისაც რაღაც ზოგადი დაავადებები აქვთ, მაგალითად, პრობლემური ღრძილები და მათ 4 თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდონ, შეიძლება წელიწადში სამჯერაც დასჭირდეთ.

- მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს - რა არის ჰიგიენური წმენდა?

- ეს არის ღრმა წმენდა, იმ ადგილების, სადაც რთულია მიდგომა. რა თქმა უნდა, აქ დილა-საღამოს კბილების გახეხვა არ იგულისხმება. თუმცა, კბილების ხეხვაზე საუბრისას იმას ვიტყოდი, რომ ჯაგრისი ხშირად უნდა ვცვალოთ, მოძველებული და დაზიანებული არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კბილების გახეხვა ფუჭი აღმოჩნდეს. კბილების ხეხვის პროცესი 2 წუთი უნდა გაგრძელდეს. მერწმუნეთ, კბილებს ვერანაირი ჰიგიენური წმენდა ვერ უშველის, თუ ხეხვის პროცედურას პაციენტი სრულყოფილად არ იცავს. სრულყოფილი ხეხვის შემდეგ მიუდგომელი ადგილები რჩება, რაც უკვე სტომატოლოგმა, პროფესიონალმა უნდა გაწმინდოს.

მთავარი ის არის, რომ არ უნდა გაგვექცეს პროცესი, შეიძლება თვეში ერთხელ პატარა კარიესიც კი გაჩნდეს, რომელსაც პაციენტი ძალიან მარტივად დაიბჟენს. ეს პაციენტისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ასეთ დროს მას ნემსიც არ სჭირდება. თუ ადამიანი ჰიგიენურ წმენდაზე არ დადის, აქვს ქვები, ნადები, ღრძილქვეშა ქვები, იწყება ღრძილების გაღიზიანება, ანთებაც და კარიესიც ისე გამოგვეპარება, ვერ გავიგებთ, რადგანაც კბილებს შორის, საკონტაქტო ნაპირებზე მიდგომა არ არის ადვილი.

თუმცა, სანამ არ ჩატყდება, არ მოტყდება, ან ტკივილი არ დაიწყება, ექიმთან არ მიდიან, პროცესი კი სამწუხაროდ, უკვე შორს არის წასული. თუ დროზე მივხედავთ, ნაკლებს ვიწვალებთ, დროსაც დავზოგავთ და ფინანსებსაც.

- იმისთვის, რომ კბილები შევინარჩუნოთ მოზარდობიდან გარკვეულ ასაკამდე, ე.ი. ყურადღება ჰიგიენურ წმენდას მეტად უნდა მივაქციოთ?

- კი, ასეა. არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ ევროპის კლინიკებში სადაზღვევო კომპანიები ადამიანებს ავალდებულებენ, შეიძლება დაზღვევა მოუხსნან კიდეც, თუ პაციენტი წელიწადში ორჯერ არ მივა და არ გაიწმენდს კბილებს. ის სადაზღვევო კომპანიები ფიქრობენ, რომ ადამიანს პროცესი არ გაურთულდეს. ასეთი რამ ჩვენთააც რომ იყოს, არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ასე არ არის.

- როგორ შევინარჩუნოთ ე.წ "ჰოლივუდის ღიმილი" ანუ ჯანმრთელი კბილები?

- უპირველესად ჯერ უნდა გქონდეს, რომ შეინარჩუნოთ. ამ ყველაფრისთვის ისევ და ისევ პირველი მტერი ამოღებული კბილებია. როდესაც კბილის ექსტრაქცია ხდება, მაშინვე იწყება თანკბილვის დარღვევა. ქვედა კბილს რომ ვიღებთ, ზედა ჩამოდის ქვემოთ, გვერდითას შემთხვევაში, გვერდითა გადაიწევს. თუ რამდენიმე კბილს ვიღებთ, მთლად უარესი. ყოველი ამოღებული კბილი დროულად უნდა ჩაისვას და დღეისთვის ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.

დენტალური იმტპლანტაცია პრობლემა მართლაც აღარ არის. ისეთი ტექნიკური საშუალებები გვაქვს, რომელიც ყოველ ამოღებულ კბილში დენტალურ ინპლანტს ანაცვლებს. თუ რაიმე სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი არ გვაქვს, ეს ერთ დღეშია შესაძლებელი. ინპლანტი ჩაისმება და ზემოდან გვირგვინი გაკეთდება. თუ ფინანსებს არ მივაქცევთ ყურადღებას, შეუძლებელი როგორც ვთქვი, სტომატოლოგიაში უკვე არაფერი აღარ არის. საკუთარ ჯანმრთელობას ცოტა მეტი დრო უნდა დავუთმოთ.

- სტომატოლოგთან არმისვლის მიზეზი უპირველესად შიშია და მიუსვლელობის მიზეზი - ფინანსებიც... რა ჯდება "ჰოლივუდის ღიმილი" თქვენთან?

- აბსოლუტურად გეთანხმებით, შიში და ფინანსური მხარე ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია, რაც ექიმთან მისვლას აბრკოლებს. თუმცა ჯობია, შენარჩუნებით დავიწყოთ: მნიშვნელოვანი პროცედურაა ჰიგიენური წმენდა, შემდეგ ზედაპირული კარიესის დაბჟენა, რასაც ნემსიც კი არ სჭირდება, ამასთან, აბსოლუტურად უმტკივნეულოა. როცა უკვე წინ წასული პროცესებია - დაჩირქება, ანთება, კისტა, აქ უკვე ოპერაცია და ინპლანტის გადანერგვაა საჭირო. ხოლო თუ ინპლანტის გადანერგვა დაგვიანდა, შემდეგ ხელოვნური ძვალია გადასანერგი (დამატებითი ოპერაციებია გასაკეთებელი). ამიტომ, მერწმუნეთ კიდევ უფრო საშიშ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

ჰიგიენურ წმენდაზე უარი არ უნდა ვთქვათ, რადგანაც გაცილებით მარტივია, ვიდრე რთული მანიპულაციები. ეს პროცედურა ჩვენს კლინიკაში "დენტექსი 95"-ში 55 ლარიდან 140 ლარამდე ჯდება. არის კომბინირებული, სხვადასხვა აპარატი, საკმაოდ თანამედროვე. ასევეა, სხვადასხვა დაავადების შემთხვევაშიც. თუ დროულად არ მივედით, უარეს დღეში ჩავვარდებით. ხანდახან შეუქცევადი პროცესებიც არის და სამწუხაროდ, ისიც ძალიან ხშირია, რომ სავალალო დაავადებებს გვიან ვიგებთ.

სტომატოლოგია, ნაკლებად საშიშია, მაგრამ დაუდევრობით შეიძლება სიტუაცია გართულდეს. გაწმენდა, გასუფთავება, ქვიშისგან გათავისუფლება, რაც ზედაპირული კარიესის წმენდის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, დაახლოებით იგივე თანხები ჯდება - 50-დან 100 ლარამდე.

- ზედა და ქვედა კბილების ჩასმა რა ჯდება?

- წმენდაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ეს პროცედურა იშვიათად მიგვიყვანს დენტალურ ინპლანტამდე. თუ ლოგიკურად მივყვებით ამ ყველაფერს, სავალალო შედეგებს არ უნდა ველოდეთ. მაგრამ თუ მაინც არ მივაქციეთ ყურადღებას, ფინანსები უფრო და უფრო ძვირდება.

დღესდღეობით დიდი არჩევანია დენტალური ინპლანტების, საშუალოდ, 500-ლარიდან 2-3 000 ლარამდე ჯდება. წარმოგიდგენიათ, როგორ დიდ თანხებზე ავდივართ? ამიტომ ჩემი მთავარი რეკომენდაცია ისევ და ისევ იქნება - გულთან მივიტანონ ეს საკითხი, რათა ერთ მშვენიერ დღეს უარესი პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდეთ.

ასე რომ, როგორც ყველაფერს სჭირდება მოვლა, ასევე საკუთარ პირის ღრუს. უცხოეთში ამ მიმართულებით სერიოზულად ფიქრობენ, აქ კი მანქანაში რა ზეთი უნდა ჩაასხან, ამაზე ფიქრს მეტი დრო ეთმობა. მივხედოთ კბილებს!

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ