პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავარიას თითქმის მთელი ოჯახი ემსხვერპლა - ახალდაქორწინებულების წვეულება აშშ-ში ტრაგედიით დასრულდა
ავარიას თითქმის მთელი ოჯახი ემსხვერპლა - ახალდაქორწინებულების წვეულება აშშ-ში ტრაგედიით დასრულდა

ნიუ-იორკში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი ავა­რი­ის დროს ლი­მუ­ზინ­ში მჯდო­მი 18 ადა­მი­ა­ნი და ორი ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა. „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, რომ გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ოთხი და და მათი ქმრე­ბი არი­ან. ისი­ნი უმ­ცრო­სი დის 30-ე და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­დი­ოდ­ნენ, რო­დე­საც ლი­მუ­ზი­ნის მძღოლ­მა კონ­ტრო­ლი და­კარ­გა და სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნას და­ე­ჯა­ხა.

გარ­დაც­ვლი­ლი დები არი­ან აბი­გა­ილ ჯექ­სო­ნი, მერი და­ი­სო­ნი, ელი­სონ კინ­გი და ემი სტინ­ბერ­გი. ები ჯექ­სონ­სა და მის ქმარს, ადამსს 2 შვი­ლი დარ­ჩათ, ემი და ექ­სელ სტინ­ბერ­გი კი ივ­ნის­ში და­ქორ­წინ­დნენ. ავა­რი­ის დროს ექ­სე­ლის 34 წლის ძმა, რიჩ სტინ­ბერ­გიც გარ­და­იც­ვა­ლა. უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლნენ მერი და­ი­სო­ნი და მისი ქმა­რი, რო­ბერ­ტი.

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი - 34 წლის ერინ მა­კგო­უ­ე­ნი და 30 წლის შეინ მა­კგო­უ­ე­ნი. ისი­ნი ივ­ნის­ში და­ქორ­წინ­დნენ.

დე­ბის მა­მი­და, ბარ­ბა­რა დუ­გ­ლა­სი ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რის გამო მთე­ლი ოჯა­ხი შო­კი­რე­ბუ­ლია.

ნა­ხეთ ვი­დეო : ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის წვე­უ­ლე­ბა აშშ-ში ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და: ავა­რი­ას თით­ქმის მთე­ლი ოჯა­ხი ემსხვერ­პლა

„სულ ახ­ლა­ხან და­ქორ­წინ­დნენ, ქმარ­მა გა­და­წყვი­ტა, ცო­ლის­თვის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა მო­ე­წყო. მათ ლი­მუ­ზი­ნი იქი­რა­ვეს, რომ თა­ვად არ ემარ­თათ მან­ქა­ნა,“ - გა­ნა­ცხა­და მე­დი­ას­თან დუ­გ­ლას­მა.

მა­მი­და ამ­ბობს, რომ მისი დის­შვი­ლე­ბი „სი­ცო­ცხლით სავ­სე, ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი“ იყ­ვნენ. ორ მათ­განს კი შვი­ლე­ბი დარ­ჩა.

„ჩემი ძმა და მისი ცოლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, არც კი ვიცი, ეს რო­გორ აღვწე­რო... ძა­ლი­ან რთუ­ლია ასე­თი ტრა­გე­დი­ის გა­აზ­რე­ბა, რომ­ლის დრო­საც შენი ოთხი­ვე ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა...“ - ამ­ბობს გო­გო­ნე­ბის მა­მი­და.

ავა­რი­ის დროს ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო ვე­ტე­რა­ნი მე­თიუ კუნ­სი და მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, სა­ვა­ნა დე­ვო­ნიც გარ­და­იც­ვალ­ნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გზის მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და, დიდი ხა­ნია, ტრან­სპორ­ტის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ად­გი­ლია. ტრან­სპორ­ტის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა 7 წლის წინ მო­ნაკ­ვეთ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა, მაგ­რამ, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, ეს საკ­მა­რი­სი არ არის.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ში ეს ყვე­ლა­ზე დიდი სატ­რან­სპორ­ტო ინ­ცი­დენ­ტია 2009 წელს მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ, რო­დე­საც ბუ­ფა­ლო­ში 50 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ლი­მუ­ზი­ნი სა­ათ­ში 60 მი­ლის სიჩ­ქა­რით მო­დი­ო­და, რო­დე­საც შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და და ხმა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, აფეთ­ქე­ბას ჰგავ­და. ისი­ნი შე­ე­ცად­ნენ, მან­ქა­ნა­ში მყო­ფე­ბი გა­რეთ გად­მო­ეყ­ვა­ნათ, ლი­მუ­ზი­ნი შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 10 მეტ­რის სიღ­რმის ხევ­ში გა­და­ვარ­და.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი კონ­კრე­ტულ მი­ზე­ზებ­ზე, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ სა­უბ­რო­ბენ.

ავტორი:

ავარიას თითქმის მთელი ოჯახი ემსხვერპლა - ახალდაქორწინებულების წვეულება აშშ-ში ტრაგედიით დასრულდა

ავარიას თითქმის მთელი ოჯახი ემსხვერპლა - ახალდაქორწინებულების წვეულება აშშ-ში ტრაგედიით დასრულდა

ნიუ-იორკში მომხდარი საზარელი ავარიის დროს ლიმუზინში მჯდომი 18 ადამიანი და ორი ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა. „დეილი მეილი“ წერს, რომ გარდაცვლილებს შორის ოთხი და და მათი ქმრები არიან. ისინი უმცროსი დის 30-ე დაბადების დღის წვეულებაზე მიდიოდნენ, როდესაც ლიმუზინის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და საპირისპირო მხარეს გაჩერებულ მანქანას დაეჯახა.

გარდაცვლილი დები არიან აბიგაილ ჯექსონი, მერი დაისონი, ელისონ კინგი და ემი სტინბერგი. ები ჯექსონსა და მის ქმარს, ადამსს 2 შვილი დარჩათ, ემი და ექსელ სტინბერგი კი ივნისში დაქორწინდნენ. ავარიის დროს ექსელის 34 წლის ძმა, რიჩ სტინბერგიც გარდაიცვალა. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ მერი დაისონი და მისი ქმარი, რობერტი.

გარდაცვლილებს შორის არიან ახალდაქორწინებულები - 34 წლის ერინ მაკგოუენი და 30 წლის შეინ მაკგოუენი. ისინი ივნისში დაქორწინდნენ.

დების მამიდა, ბარბარა დუგლასი ამბობს, რომ მომხდარის გამო მთელი ოჯახი შოკირებულია.

ნახეთ ვიდეო : ახალდაქორწინებულების წვეულება აშშ-ში ტრაგედიით დასრულდა: ავარიას თითქმის მთელი ოჯახი ემსხვერპლა

„სულ ახლახან დაქორწინდნენ, ქმარმა გადაწყვიტა, ცოლისთვის დაბადების დღის წვეულება მოეწყო. მათ ლიმუზინი იქირავეს, რომ თავად არ ემართათ მანქანა,“ - განაცხადა მედიასთან დუგლასმა.

მამიდა ამბობს, რომ მისი დისშვილები „სიცოცხლით სავსე, ლამაზი გოგონები“ იყვნენ. ორ მათგანს კი შვილები დარჩა.

„ჩემი ძმა და მისი ცოლი მძიმე მდგომარეობაში არიან, არც კი ვიცი, ეს როგორ აღვწერო... ძალიან რთულია ასეთი ტრაგედიის გააზრება, რომლის დროსაც შენი ოთხივე ქალიშვილი გარდაიცვალა...“ - ამბობს გოგონების მამიდა.

ავარიის დროს ამერიკელი სამხედრო ვეტერანი მეთიუ კუნსი და მისი მეგობარი გოგონა, სავანა დევონიც გარდაიცვალნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გზის მონაკვეთი, სადაც ტრაგედია მოხდა, დიდი ხანია, ტრანსპორტისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიში ადგილია. ტრანსპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა 7 წლის წინ მონაკვეთზე უსაფრთხოებისთვის სამუშაოები ჩაატარა, მაგრამ, ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს საკმარისი არ არის.

ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ში ეს ყველაზე დიდი სატრანსპორტო ინციდენტია 2009 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, როდესაც ბუფალოში 50 ადამიანი გარდაიცვალა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ლიმუზინი საათში 60 მილის სიჩქარით მოდიოდა, როდესაც შეჯახება მოხდა და ხმა იმდენად ძლიერი იყო, აფეთქებას ჰგავდა. ისინი შეეცადნენ, მანქანაში მყოფები გარეთ გადმოეყვანათ, ლიმუზინი შეჯახების შემდეგ დაახლოებით 10 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, სამართალდამცველები კონკრეტულ მიზეზებზე, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე