პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფარცხალაძეს საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს" - ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
"ფარცხალაძეს საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს" - ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ ფარ­ცხა­ლა­ძეს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ბიზ­ნეს­მენ ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და მზად არის, ყვე­ლა კი­თხვას უპა­სუ­ხოს, მათ შო­რის - ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. გაგი მო­სი­აშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე თქმით, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე მზად არის ნე­ბის­მი­ერ დროს ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს მიერ სა­ა­მი­სო სა­ჭი­რო­ე­ბის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში. ამას­თან, რო­გორც მო­სი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აწ­ვდი­ან დე­ტა­ლურ და ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­სა­ბა­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით.

მო­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს ხში­რად ეს­ხმი­ან თავს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი და მის მი­მართ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ვრცელ­დე­ბა არა­ერ­თი აბ­სურ­დუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ეყ­რდნო­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ებს.

„ცრუ ინ­ფორ­მა­ცია კი სურთ წარ­მო­ა­ჩი­ნონ რო­გორც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ფაქ­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დონ არა­რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. რა თქმა უნდა ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზა­ნია ბა­ტო­ნი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის დის­კრე­დი­ტა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის მხრი­დან არ არ­სე­ბულ არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა. სიც­რუ­ე­ზე აგე­ბულ­მა პიარ კამ­პა­ნი­ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღო სის­ტე­მა­ტუ­რი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სახე. ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ბოლო პე­რი­ოდ­ში მო­ის­მი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ფარ­სი და დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი რომ გახ­ლავთ, ეს და­დას­ტურ­და კი­დე­ვაც, რო­გორც სა­ზღვარ­გა­რეთ, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვე­ბით, რომ­ლებ­მაც ნათ­ლად და მკა­ფი­ოდ გას­ცეს პა­სუ­ხი გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებს.

თუმ­ცა, წი­ნამ­დე­ბა­რე გან­ცხა­დე­ბით, ბა­ტონ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს სურს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და­ა­ფიქ­სი­როს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია, კერ­ძოდ, ის ემიჯ­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, მას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბის წერ­ტი­ლი არ ჰქო­ნია ბა­ტონ ოქუ­აშ­ვი­ლის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და შე­სა­ბა­მი­სად, ის მზად არის უპა­სუ­ხოს ყვე­ლა იმ კი­თხვას, რო­მე­ლიც მის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, მათ შო­რის მის ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც ლე­გა­ლუ­რად აწარ­მო­ებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის რა­ი­მე და­სა­მა­ლი არ აქვს“, - აცხა­დებს მო­სი­აშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ექ­ვსი ოქ­ტომ­ბრის გა­და­ცე­მა­ში გა­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა ფაქ­ტე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და გან­ზრახ და­მა­ხინ­ჯე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა.

„ცხა­დია, რომ ეს გა­და­ცე­მაც მათ შო­რის არის ერ­თი­ა­ნი, ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი პიარ-კამ­პა­ნი­ის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სიც­რუ­ის უტი­ფა­რი ტი­რა­ჟი­რე­ბით მიზ­ნად ისა­ხავს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის პი­როვ­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში დე­მო­ნი­რე­ბას. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი ე.წ. სი­უ­ჟე­ტის შემ­თხზვე­ლე­ბი ელე­მენ­ტა­რუ­ლად ბა­ტო­ნი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ქუ­ჩის მი­სა­მარ­თის გან­ზრახ შეც­ვლა­საც არ მო­ე­რიდ­ნენ. ასე­ვე სიც­რუ­ეა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მი­მარ­თე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს­და აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძემ შე­ი­ძი­ნა მო­ქა­ლა­ქე სოსო (იო­სებ) დო­ლი­ძი­სა­გან და ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე მოხ­და ამ სა­კი­თხის და­კავ­ში­რე­ბა ერთ - ერთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან, რა­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მტკნა­რი სიც­რუე, რაც დას­ტურ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ფაქ­ტე­ბით.

ხაზი უნდა გა­ეს­ვას რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნაკ­ვე­თი და მას­ზე არ­სე­ბუ­ლი თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი (ე.წ. თეთ­რი კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში) ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძემ 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში შე­ი­ძი­ნა მო­ქა­ლა­ქე და­ვით მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი­სა­გან, რო­მე­ლიც მი­წის ნაკ­ვე­თის რე­ა­ლუ­რი მე­სა­კუთ­რე გახ­ლდათ და არა სოსო დო­ლი­ძი­სა­გან. ეს ინ­ფორ­მა­ცია არ არის კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრის ამო­ნა­წე­რი ნე­ბის­მი­ე­რი პი­რი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა შე­სა­ბა­მის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გვაძ­ლევს მყარ სა­ფუძ­ველს იმის მტკი­ცე­ბი­სათ­ვის, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი, ამ რე­ა­ლო­ბის უტიფ­რად იგ­ნო­რი­რე­ბით ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. რა თქმა უნდა, ეს ყო­ვე­ლი­ვე გახ­ლავთ პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცია, რაც ამ ეტაპ­ზე გვსურს მი­ვა­წო­დოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"ფარცხალაძეს საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს" - ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

"ფარცხალაძეს საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს" - ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი ამბობს, რომ ფარცხალაძეს არაფერი აქვს საერთო ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან და მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს, მათ შორის - ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებითაც. გაგი მოსიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე მზად არის ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, საგამოძიებო ორგანოს მიერ საამისო საჭიროების მოთხოვნის შემთხვევაში. ამასთან, როგორც მოსიაშვილი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ და ობიექტურ ინფორმაციას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

მოსიაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ოთარ ფარცხალაძეს ხშირად ესხმიან თავს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და მის მიმართ მედიასაშუალებებში ვრცელდება არაერთი აბსურდული განცხადება, რომელიც ძირითადად ეყრდნობა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს.

„ცრუ ინფორმაცია კი სურთ წარმოაჩინონ როგორც დამტკიცებული ფაქტი და შესაბამისად, საზოგადოებას მიაწოდონ არარეალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის მიზანია ბატონი ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან არ არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე საზოგადოების დარწმუნება. სიცრუეზე აგებულმა პიარ კამპანიამ ბოლო პერიოდში მიიღო სისტემატური და ორგანიზებული სახე. ყველაფერი ის, რაც ბოლო პერიოდში მოისმინა საზოგადოებამ ფარსი და დადგმული სპექტაკლი რომ გახლავთ, ეს დადასტურდა კიდევაც, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ჩატარებული საექსპერტო კვლევებით, რომლებმაც ნათლად და მკაფიოდ გასცეს პასუხი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს.

თუმცა, წინამდებარე განცხადებით, ბატონ ოთარ ფარცხალაძეს სურს საზოგადოების წინაშე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, კერძოდ, ის ემიჯნება მიმდინარე მოვლენებს, მას არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ბატონ ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს“, - აცხადებს მოსიაშვილი.

მისივე განცხადებით, ყოველივე ზემოთქმულის ნათელი დადასტურებაა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ექვსი ოქტომბრის გადაცემაში გასული ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის შესახებ, რომელშიც აშკარად იკვეთება ფაქტების მიზანმიმართული და განზრახ დამახინჯებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

„ცხადია, რომ ეს გადაცემაც მათ შორის არის ერთიანი, ორკესტრირებული პიარ-კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სიცრუის უტიფარი ტირაჟირებით მიზნად ისახავს ოთარ ფარცხალაძის პიროვნების საზოგადოების თვალში დემონირებას. მაგალითისათვის, აღნიშნული ე.წ. სიუჟეტის შემთხზველები ელემენტარულად ბატონი ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის ქუჩის მისამართის განზრახ შეცვლასაც არ მოერიდნენ. ასევე სიცრუეა საცხოვრებელ სახლთან მიმართებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძემ შეიძინა მოქალაქე სოსო (იოსებ) დოლიძისაგან და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოხდა ამ საკითხის დაკავშირება ერთ - ერთ სისხლის სამართლის საქმესთან, რაზეც აუცილებლად უნდა ითქვას რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე, რაც დასტურდება შესაბამისი ფაქტებით.

ხაზი უნდა გაესვას რომ აღნიშნული ნაკვეთი და მასზე არსებული თითქმის დასრულებული საცხოვრებელი სახლი (ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში) ოთარ ფარცხალაძემ 2017 წლის დეკემბერში შეიძინა მოქალაქე დავით მამულაიშვილისაგან, რომელიც მიწის ნაკვეთის რეალური მესაკუთრე გახლდათ და არა სოსო დოლიძისაგან. ეს ინფორმაცია არ არის კომერციული საიდუმლოება, საჯარო რეესტრის ამონაწერი ნებისმიერი პირისათვის ხელმისაწვდომია და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. სწორედ აღნიშნული გვაძლევს მყარ საფუძველს იმის მტკიცებისათვის, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ამ რეალობის უტიფრად იგნორირებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაციას. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე გახლავთ პირველადი ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე გვსურს მივაწოდოთ საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები