ავტორი:

ინტერპოლის პრეზიდენტი, რომელიც ჩინეთშია დაკავებული, თანამდებობიდან გადადგა

ინტერპოლის პრეზიდენტი, რომელიც ჩინეთშია დაკავებული, თანამდებობიდან გადადგა

ინტერპოლის გენერალური სამდივნოს განცხადებით, ორგანიზაციის გაუჩინარებული პრეზიდენტის, მენ ხუნვეისგან გადადგომის შესახებ განცხადება მიიღო.

ინტერპოლის ახალი პრეზიდენტის არჩევნები ნოემბრის ბოლოსთვის დაინიშნა, როდესაც დუბაიში ინტერპოლის კონფერენცია გაიმართება.

აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩინეთმა დააადასტურა მენ ხუნვეის დაკავება.

მენ ხუნვეი ინტერპოლის პრეზიდენტის პოსტს ორი წლის განმავლობაში იკავებდა. გარდა ამისა, ის ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე იყო. არსებული ინფორმაციით, ის ჩინეთის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს გამოძიების ერთ-ერთ საქმეში ფიგურირებდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"