ავტორი:

ნუგზარ უბერის ოქროს რჩევები ჯანმრთელი შვილების გასაზრდელად - "ყველაფერი პედიატრიული ასაკიდან იწყება..."

ნუგზარ უბერის ოქროს რჩევები ჯანმრთელი შვილების გასაზრდელად - "ყველაფერი პედიატრიული ასაკიდან იწყება..."

ძალიან კარგია, როცა ბავშვს წარმატებით მკურნალობს ექიმი, მაგრამ უკეთესია, თუ საერთოდ არ გახდება ავად. მკურნალობა ექიმის საქმეა, მაგრამ დაავადებებისგან დაცვა ხშირად მშობელზეცაა დამოკიდებული. თსუ-ს პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის – ნუგზარ უბერი მშობლებს ჯანმრთელი შვილების გაზასრდელად რჩევებს აძლევს: რას უნდა მიაქციონ ყურადღება და როდის უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- წარმატებული სამედიცინო შედეგი ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაზე, სამედიცინო კომუნიკაციაზე დგას... ექიმს დამაჯერებელი სამედიცინო არგუმენტაცია უნდა ჰქონდეს და კომპეტენტური იყოს. აუცილებელია გულისხმიერებაც და ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს პაციენტის ინტერესები. დღეს მედიცინასხვა სიმაღლეზეა. გადახედეთ, როგორ "დაბერდა" მსოფლიოს მოსახლეობა, როგორ გაიზარდა სიცოცხლის ხანგძლივობა, როგორ ლამაზად გამოიყურებიან ჩვენი ბაბუები და ბებიები ვიზუალურად, მენტალურად... მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიური პირობები მკვეთრად შეიცვალა, მსოფლიო არარაციონალურად იკვებება და ბევრი ფაქტორია, რაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, სიცოცხლის ხანგძლივობა მკვეთრად იზრდება. მართვას და წარმატებულ კონტროლს ექვემდებარება ბევრი სერიოზული სამედიცინო პრობლემა, რომელიც ადრე ძალიან სწრაფად ფატალური გამოსავლით მთავრდებოდა. ეს თანამედროვე მედიცინის მიღწევაა! ბავშვობიდან უნდა მივხედოთ ყველა საკითხს, ბავშვობიდან მოდის ჯანმრთელობა... ბავშვობის ასაკში ხდება პრევენცია ენდოკრინოლოგიური, ალერგიული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიის. დღეს მშობლებს საგანგებო მომზადება სჭირდებათ, რათა მათ ჯანმრთელები და ბედნიერები გახადონთავიანთი შვილები.

- თქვენი ოქროს რჩევები რომ გაუზიაროთ დედებს, ჯანმრთელი შვილები გაზარდონ...

- ყველაფერი პედიატრიული ასაკიდან იწყება... პირველ რიგში მშობლების სანიტარული განათლება უნდა იყოს მაღალი! ამ დროისათვის ბებიების და წინაპრების გამოცდილება უკვე აღარ არის საკმარისი. დღეს ყველაფერი შეცვლილია და მედიცინა უფრო მტკიცებით ფაქტებზეა აგებული. დღეს სხვა რეალობაა! უცხოურ სამედიცინო ლიტერატურაში ხშირად ნახავთ ტერმინს, კომპლაენსი. ეს გახლავთ ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს, ან ექიმსა და პაციენტის მშობლებს შორის. რაც უფრო მჭიდროა ურთიერთობის ეს ფორმა, მით უფრო კარგი შედეგიაა!

მშობელი ზუსტად და სწორად უნდა ასრულებდეს ექიმის რეკომენდაციებს. კარგად უნდა იცოდეს, როდის მიმართოს განმეორებით სამედიცინო დაწესებულებას. შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებისაკენ არის მიმართული გადაუდებელი დახმარების სამსახური, როგორც ამბულატორიული, ასევე ჰოსპიტალური, რაც ჩემი ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად სამედიცინო მიღწევად უნდა ჩაითვალოს. როდესაც გადაუდებელი დახმარების ცენტრში მოჰყავთ მშობლებს ბავშვები, ჩვენ მათ ვაძლევთ რეკომენდაციებს, სადაც არის გაწერილი განმეორების შემთხვევაში და როდის მართებს მშობელს ექიმთან ისევ ბავშვის მიყვანა... მითითებულია ეგრეთწოდებული საგანგაშო ნიშნები, რასაც წითელ ნიშნებსაც ეძახიან და იმ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვის ექიმთან მიყვანა...განაგრძეთ კითხვა

ქუთაისის საავადმყოფოში დედამ ჩვილს სცემა - გავრცელებული ვიდეოს შემდეგ პოლიციამ საქმის შესწავლა დაიწყო

"ავარიაში დაეღუპა 20 წლის არაჩვეულებრივი შვილი..." - აქამდე უცნობი ფაქტები ამირან გამყრელიძის ცხოვრების შესახებ

"ბაბუამ 17 წლის წინ გადაიხადა ფული ამ ბინაში, მას შემდეგ დარდით არ სძინავს" - ქეთო თოფურიძე "ჩიკას" და იმედა კახიანის სკანდალურ ბინაზე