სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხეს შეუქმნიან საქართველოს ISIS-დან დაბრუნებული მებრძოლები?
რა საფრთხეს შეუქმნიან საქართველოს ISIS-დან დაბრუნებული მებრძოლები?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სი­რი­ის არა­ერთ პრო­ვინ­ცი­ა­სა და რა­ი­ონ­ში გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - ეს ეხე­ბა იდ­ლიბ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ქა­ლაქ ჯისრ-ელ-შუ­გურს, ასე­ვე ალ-სა­ფას კა­ნი­ონს, სა­დაც “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” დაჯ­გუ­ფე­ბებს საკ­მა­ოდ მყა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ იქამ­დე, ვიდ­რე მათ ლი­დერს მოკ­ლავ­დნენ. ამას­თან, მო­სას სამ­ხრე­თით, ატ-ტან­ფის რე­გი­ო­ნის დათ­მო­ბა-არ დათ­მო­ბა­ზე, სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­სა და ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა “ჯეიშ-მუ­გა­ვირ-ალ-ტა­უ­რას” შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე სი­რი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია (SOHR) ირ­წმუ­ნე­ბა, რომ იდ­ლი­ბის ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნი­დან თა­ვი­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნა და­ი­წყო კი­დევ ერ­თმა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ “ფა­ი­ლაკ-ალ-შამ­მა”, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მი­სი­ვე პრეს-სამ­სა­ხურ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო. ერთი სი­ტყვით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი უკვე აღარ და­ვო­ბენ იმა­ზე, რომ “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო” ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და პო­ზი­ცი­ებს კარ­გავს. მათი პო­ზი­ცი­ე­ბი სუს­ტია სი­რი­ა­ში, ერა­ყი­დან კი თით­ქმის ბო­ლომ­დე გან­დევ­ნეს. ამის კვალ­დაკ­ვალ ისი­ნი იშ­ლე­ბი­ან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სხვე­ბის გად­მო­ბი­რე­ბის იდე­ო­ლო­გი­ით გა­ნაგ­რძო­ბენ “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” “პრინ­ცი­პე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას”.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ჰო­ლან­დი­ა­ში მას­შტა­ბუ­რი ტე­რაქ­ტი აღ­კვე­თეს, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში იყო გა­მიზ­ნუ­ლი და 100 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღეს. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 34 წლის ერა­ყე­ლი ქურ­თი იყო, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ISIS-ის წევ­რებ­თან ჰქონ­და კავ­ში­რი. ბოლო დროს, არა­ერ­თი ასე­თი ფაქ­ტის შე­სა­ხებ გახ­და ცნობ­ვი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის­გან მო­მა­ვა­ლი საფრ­თხე არ მცირ­დე­ბა, მით უფრო, რომ ბევ­რი მათ­გა­ნი სამ­შობ­ლო­შიც ბრუნ­დე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­დან ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას 50 მებ­რძო­ლი შე­უ­ერ­თდა. ISIS-ის პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სუს­ტე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი ალ­ბათ ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას შე­ეც­დე­ბი­ან.

“ამე­რი­კის ხმის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მათ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­დი­კა­ლი­ზე­ბა­სა და გა­და­ბი­რე­ბა­ზე და­ი­წყონ მუ­შა­ო­ბა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ზო­გა­დად ტე­რო­რის­ტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით, მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვას შექ­მნის.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში ამე­რი­კის ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კე­ნეტ ია­ლო­ვი­ცი, რო­მე­ლიც პან­კი­სის 2001 წლის მოვ­ლე­ნე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და იხ­სნე­ბეს, რომ “მა­შინ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და”. ყო­ფი­ლი ელჩი დას­ძენს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მე­ო­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ამ რე­გი­ონ­ზე კონ­ტრო­ლი უნდა გა­აძ­ლი­ე­როს.

“რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ელჩი ვი­ყა­ვი, რუ­სე­ბი ამ­ბობ­დენ, რომ ჩე­ჩენ მებ­რძო­ლებს პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო მფარ­ვე­ლობ­და და სა­პა­სუ­ხო რე­ა­გი­რე­ბით იმუქ­რე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, მა­შინ თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ - რუ­სებს ვუ­თხა­რით, რომ არ ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ”, - იხ­სე­ნებს ია­ლო­ვი­ცი და დას­ძენს, რომ მა­შინ ამე­რი­კუ­ლი მხა­რე ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის აღ­ჭურ­ვა­სა და წვრთნა­ზე მუ­შა­ობ­და, რათა მათ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ზე კონ­ტრო­ლი და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ.

ყო­ფი­ლი ელ­ჩის მო­საზ­რე­ბით, იმის­თვის, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა ფეხი ვერ მო­ი­კი­დონ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ იქა­უ­რო­ბა­ზე კონ­ტრო­ლი უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

“ვფიქ­რობ, ამ სა­კი­თხზე რუ­სებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბაც შე­იძ­ლე­ბა. რად­გან არ­სე­ბობს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი ამ “ცუდი ტი­პე­ბის” გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად და მათი უკან დაბ­რუ­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. თუმ­ცა, მე ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თებს, თუ რუ­სე­ბი და­ი­წყე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას კი­დევ ერთხელ. ვფიქ­რობ სა­ქარ­თვე­ლო უნდა იყოს ღია და გახ­სნი­ლი და გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი იმის­თვის, რომ ეს პი­რე­ბი არ მოხ­ვდნენ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მე მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ის­წავ­ლოს ის­ტო­რი­ულ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და თუ არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა მებ­რძო­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის, ამას ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­კი­დოს“, - აცხა­დებს ია­ლო­ვი­ცი გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას.

ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის­გან მო­მა­ვალ სარ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი სუ­ფი­ან ჟე­მუ­ხო­ვიც, რომ­ლის თქმი­თაც, “იმ მებ­რძო­ლებს შე­უძ­ლი­ათ თავი რე­ლი­გი­ურ ავ­ტო­რი­ტე­ტად გა­მო­ა­ცხა­დონ და ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ა­ში ახალ იდე­ო­ლო­გი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბას ჩა­უ­ყა­რონ სა­ფუძ­ვე­ლი”.

ამი­ტომ, მისი მო­საზ­რე­ბით, რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­მა, “რუ­სეთ­მა, სა­ქარ­თვე­ლომ და აზერ­ბა­ი­ჯან­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თონ, რომ ეს ხალ­ხი უკან არ დაბ­რუნ­დეს. თუ ისი­ნი მა­ინც მო­ა­ხერ­ხე­ბენ დაბ­რუ­ნე­ბას, ამან შე­საძ­ლოა ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ის ხალ­ხი, ვინც ახლა სი­რი­ა­ში იბ­რძვის, მო­ა­ხერ­ხებს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას. არ­სე­ბობს ახა­ლი ამ­ბო­ხე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რად­გან პრობ­ლემ­ბის ძირი არ გამ­ქრა­ლა, ეკო­ნო­მი­კა უა­რეს­დე­ბა, რუ­სე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი შორს არი­ან სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­გან და ეს ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვევს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას“, - თქვა მან.

გა­მო­ცე­მა მი­იჩ­ნევს, რომ სი­რი­ა­სა და ერა­ყი­დან მებ­რძო­ლე­ბის შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მოს­კოვ­მა თბი­ლის­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის ია­რა­ღად გა­მო­ი­ყე­ნოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა საფრთხეს შეუქმნიან საქართველოს ISIS-დან დაბრუნებული მებრძოლები?

რა საფრთხეს შეუქმნიან საქართველოს ISIS-დან დაბრუნებული მებრძოლები?

რამდენიმე დღის წინ სირიის არაერთ პროვინციასა და რაიონში გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა - ეს ეხება იდლიბთან ახლოს მდებარე ქალაქ ჯისრ-ელ-შუგურს, ასევე ალ-საფას კანიონს, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებებს საკმაოდ მყარი პოზიციები ჰქონდათ იქამდე, ვიდრე მათ ლიდერს მოკლავდნენ. ამასთან, მოსას სამხრეთით, ატ-ტანფის რეგიონის დათმობა-არ დათმობაზე, სამთავრობო ძალებსა და ტერორისტულ დაჯგუფება “ჯეიშ-მუგავირ-ალ-ტაურას” შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე სირიული ორგანიზაცია (SOHR) ირწმუნება, რომ იდლიბის ბუფერული ზონიდან თავისი შეიარაღებული ძალების გაყვანა დაიწყო კიდევ ერთმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ფაილაკ-ალ-შამმა”, თუმცა, მოგვიანებით, მისივე პრეს-სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო. ერთი სიტყვით, საერთაშორისო ექსპერტები უკვე აღარ დავობენ იმაზე, რომ “ისლამური სახელმწიფო” ახლო აღმოსავლეთში ტერიტორიებსა და პოზიციებს კარგავს. მათი პოზიციები სუსტია სირიაში, ერაყიდან კი თითქმის ბოლომდე განდევნეს. ამის კვალდაკვალ ისინი იშლებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც სხვების გადმობირების იდეოლოგიით განაგრძობენ “ისლამური სახელმწიფოს” “პრინციპების განხორციელებას”.

რამდენიმე ხნის წინ ჰოლანდიაში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს, რომელიც კულტურული ღონისძიებების ჩატარების პერიოდში იყო გამიზნული და 100 კილოგრამზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. ეჭვმიტანილი 34 წლის ერაყელი ქურთი იყო, რომელსაც ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ISIS-ის წევრებთან ჰქონდა კავშირი. ბოლო დროს, არაერთი ასეთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისგან მომავალი საფრთხე არ მცირდება, მით უფრო, რომ ბევრი მათგანი სამშობლოშიც ბრუნდება.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან ტერორისტულ ორგანიზაციას 50 მებრძოლი შეუერთდა. ISIS-ის პოზიციების შესუსტების შემდეგ, ისინი ალბათ ისევ საქართველოში დაბრუნებას შეეცდებიან.

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მათ ადგილობრივი მოსახლეობის რადიკალიზებასა და გადაბირებაზე დაიწყონ მუშაობა. გამოცემის ცნობით, ზოგადად ტერორისტების დაბრუნება საქართველოსა და ჩრდილო კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან გამოწვევას შექმნის.

გამოცემასთან საუბარში ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი, რომელიც პანკისის 2001 წლის მოვლენებისას საქართველოში იმყოფებოდა იხსნებეს, რომ “მაშინ რუსეთი საქართველოს ჩრდილო-კავკასიელი ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებდა”. ყოფილი ელჩი დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, დაძაბულობის განმეორების თავიდან ასაცილებლად, ამ რეგიონზე კონტროლი უნდა გააძლიეროს.

“როდესაც საქართველოში ელჩი ვიყავი, რუსები ამბობდენ, რომ ჩეჩენ მებრძოლებს პანკისის ხეობაში საქართველო მფარველობდა და საპასუხო რეაგირებით იმუქრებოდნენ. თუმცა, შეერთებული შტატების დიპლომატიური მუშაობის შედეგად, მაშინ თავიდან ავიცილეთ - რუსებს ვუთხარით, რომ არ ჩარეულიყვნენ”, - იხსენებს იალოვიცი და დასძენს, რომ მაშინ ამერიკული მხარე ქართველი მესაზღვრეების აღჭურვასა და წვრთნაზე მუშაობდა, რათა მათ პანკისის ხეობაზე კონტროლი დაემყარებინათ.

ყოფილი ელჩის მოსაზრებით, იმისთვის, რომ პანკისის ხეობაში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ფეხი ვერ მოიკიდონ, საქართველოს მთავრობამ იქაურობაზე კონტროლი უნდა შეინარჩუნოს.

“ვფიქრობ, ამ საკითხზე რუსებთან ერთად მუშაობაც შეიძლება. რადგან არსებობს საერთო ინტერესი ამ “ცუდი ტიპების” გასანეიტრალებლად და მათი უკან დაბრუნების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, მე ძალიან შემაშფოთებს, თუ რუსები დაიწყებენ საქართველოს დადანაშაულებას კიდევ ერთხელ. ვფიქრობ საქართველო უნდა იყოს ღია და გახსნილი და გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს პირები არ მოხვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს ისწავლოს ისტორიულ გაკვეთილებზე და თუ არსებობს საშიშროება მებრძოლების დაბრუნების, ამას ყურადღებით მოეკიდოს“, - აცხადებს იალოვიცი გამოცემასთან საუბრისას.

ტერორისტული ორგანიზაციიდან დაბრუნებული მებრძოლებისგან მომავალ სართხეებზე საუბრობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სუფიან ჟემუხოვიც, რომლის თქმითაც, “იმ მებრძოლებს შეუძლიათ თავი რელიგიურ ავტორიტეტად გამოაცხადონ და ჩრდილო-კავკასიაში ახალ იდეოლოგიურ მიმართულებას ჩაუყარონ საფუძველი”.

ამიტომ, მისი მოსაზრებით, რეგიონის ქვეყნებმა, “რუსეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს ხალხი უკან არ დაბრუნდეს. თუ ისინი მაინც მოახერხებენ დაბრუნებას, ამან შესაძლოა ახალი შეიარაღებული დაპირისპირებები გამოიწვიოს. ის ხალხი, ვინც ახლა სირიაში იბრძვის, მოახერხებს ადგილობრივების მობილიზებას. არსებობს ახალი ამბოხების პოტენციალი, რადგან პრობლემბის ძირი არ გამქრალა, ეკონომიკა უარესდება, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შორს არიან სამართლიანობისგან და ეს ყველაფერი იწვევს გაღიზიანებას“, - თქვა მან.

გამოცემა მიიჩნევს, რომ სირიასა და ერაყიდან მებრძოლების შესაძლო დაბრუნება, არ არის გამორიცხული, მოსკოვმა თბილისზე მანიპულირების იარაღად გამოიყენოს.

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს