ავტორი:

გახდება თუ არა ქართველი დიზაინერის Mercedes-Benz-ი რეალობა?

გახდება თუ არა ქართველი დიზაინერის Mercedes-Benz-ი რეალობა?

ქართველი ავტოდიზაინერის - გიორგი თედორაძის მიერ შექმნილი Mercedes-Benz S-Class-ის აქამდე არარსბეული ვარიაცია „ოთხკარიანი კუპე“ ცნობილ დასავლურ გამოცემა carscoops-ის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. გამოცემა წერს, რომ იმ პირობებში, როცა BMW 8-Series პოზიციონირებს ბაზარზე როგორც Mercedes-Benz S-Class Coupe-ს მეტოქე, 8-Series Gran Coupe-ს პასუხი უკვე სულ სხვა ამბავია.

ბავარიელების ეს 4-კარიანი ვარიანტი ჯერ წარმოებაში არ ჩაშვებულა, თუმცა ძალიან მალე დაიწყება და მან სავარაუდოდ, კონკურენცია უნდა გაუწიოს ახალი თაობის CLS-ს, მაშინ როცა მისი M ვერსია დიდი ალბათობით Mercedes-AMG GT 4-Door-ის კონკურენტი იქნება.

„მერსედესის ოჯახი იმდენად დიდია, რომ მის გამაში მოდელები ხშირად პირდაპირ იკვეთებიან ერთამნეთის ტერიტორიაზე (ახალი A-Class სედანი vs CLA), თუმცა კომპანია უარყოფს, რომ ეს ბაზარზე მათ ხელს უშლის. თუ ასეა, კარგი იქნებოდა, კომპანიას ჰყავდეს მაღალ კლასში ოთხკარიანი კუპე, აი ისეთი, როგორიც შექმნა დიზაინერმა გიორგი თედორაძემ“, - წერს გამოცემა. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს