ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1763 ადამიანამდე გაიზარდა, ხოლო 5 ათასი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნულ სამმართველოში განაცხადეს. აქამდე საუბარი იყო 1558 დაღუპულზე.
არსებული ინფორმაციით, ინდონეზიის სამაშველო სამსახურები ძებნის ოპერაციას ხუთშაბათს შეწყვეტენ.
7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში 28 სექტემბერს მოხდა. ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია.