საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრიტიკულ მომენტებში ინგუში ინგუშს არ გაწირავს... ეს არის ერი და საზოგადოება" - ემოციური პოსტი მაგასში მიმდინარე აქციის შესახებ
"კრიტიკულ მომენტებში ინგუში ინგუშს არ გაწირავს... ეს არის ერი და საზოგადოება" - ემოციური პოსტი მაგასში მიმდინარე აქციის შესახებ

მა­გას­ში, ინ­გუ­შე­თის პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ცია, რომ­ლის რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე ჩეჩ­ნეთ­თან ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის დად­გე­ნას აპ­რო­ტეს­ტებს. "ბი­ბი­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა და­სამ­შვი­დებ­ლად შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა ჰა­ერ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ის­რო­ლეს.

აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი" გი­ორ­გი ჟღენ­ტი ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"უკვე 2 დღე-ღამე მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­ტინ­გი. ყვე­ლა­ფე­რი მშვი­და­თაა, 30 ათა­სამ­დე ინ­გუ­ში შე­იკ­რი­ბა და ერ­თად ლო­ცუ­ლო­ბენ. გა­ო­ცე­ბას ვერ ვმა­ლავ და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო იმ ინ­გუ­ში მა­მა­კა­ცე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც არ წა­მო­ეგ­ნენ პრო­ვო­კა­ცი­ებს და მო­ხუ­ცებს ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი მო­უ­ტა­ნეს. არა­ნაკ­ლე­ბი გმი­რო­ბა ჩა­ი­დი­ნეს ქა­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ორი დღე-ღამე მი­ტინგზე შეკ­რე­ბილ ხალ­ხს აპუ­რებ­დნენ და აწყნა­რებ­დნენ. უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტი ჩა­ი­დი­ნა ინ­გუ­შე­თის პო­ლი­ცი­ამ, რო­მელ­მაც ჯერ უარი გა­ნა­ცხა­და მი­ტინ­გის დარ­ბე­ვა­ზე, შემ­დგომ რუ­სე­თის სხავ­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი "როს-გვარ­დია" არ გა­ა­ტა­რა და ეხლა მო­მი­ტინ­გე­ებს იცავს. ეს არის ერი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი და დიქ­ტა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­ში ინ­გუ­ში ინ­გუშს არ გა­წი­რავს და რა­მო­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­ბი­ლიზ­დე­ბი­ან სა­კუ­თა­რი ერის და­სა­ცა­ვად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის დათ­მო­ბის მი­უ­ხე­და­ვათ. ინ­გუ­შე­ბი ვერც დაც­ვის გას­რო­ლილ­მა ტყვი­ებ­მა და ვერც რუ­სე­თის გვარ­დი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბამ ვერ შე­ა­ში­ნა.

მე მიყ­ვარს ინ­გუ­შე­ბი", - წერს გი­ორ­გი ჟღენ­ტი.

რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ტა­სის" ცნო­ბით, 4 ოქ­ტომ­ბერს ინ­გუ­შე­თის რე­გი­ო­ნულ­მა პარ­ლა­მენ­ტმა 17 ხმით 3-ის წი­ნა­აღ­მდეგ მხა­რი და­უ­ჭი­რა ინ­გუ­შე­თის და ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რე­ბის, ევ­კუ­რო­ვის და კა­დი­რო­ვის მიერ 26 სექ­ტემ­ბერს ხელ­მო­წე­რილ შე­თან­ხმე­ბას. დო­კუ­მენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ორ რე­გი­ონს შო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის დად­გე­ნას და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ტოლ­ფა­სად გაც­ვლას. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ამ ორ სუ­ბი­ექტს შო­რის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი დავა 90-იანი წლე­ბი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­თან­ხმე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ინ­გუ­შე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ჩეჩ­ნეთ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ინ­გუ­შე­თის­თვის წამ­გე­ბი­ა­ნია. ინ­გუ­შე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მო­წყო­ბის სა­კი­თხე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა გა­და­წყდეს, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"კრიტიკულ მომენტებში ინგუში ინგუშს არ გაწირავს... ეს არის ერი და საზოგადოება" - ემოციური პოსტი მაგასში მიმდინარე აქციის შესახებ

"კრიტიკულ მომენტებში ინგუში ინგუშს არ გაწირავს... ეს არის ერი და საზოგადოება" - ემოციური პოსტი მაგასში მიმდინარე აქციის შესახებ

მაგასში, ინგუშეთის პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია, რომლის რამდენიმე ასეული მონაწილე ჩეჩნეთთან ახალი ადმინისტრაციული საზღვრის დადგენას აპროტესტებს. "ბიბისის" კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დასამშვიდებლად შეიარაღებულმა პირებმა ჰაერში რამდენჯერმე ისროლეს.

აქციასთან დაკავშირებით "ფეისბუქ-მომხმარებელი" გიორგი ჟღენტი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"უკვე 2 დღე-ღამე მიმდინარეობს მიტინგი. ყველაფერი მშვიდათაა, 30 ათასამდე ინგუში შეიკრიბა და ერთად ლოცულობენ. გაოცებას ვერ ვმალავ და დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ინგუში მამაკაცების მიმართ, რომლებიც არ წამოეგნენ პროვოკაციებს და მოხუცებს ყველა საჭირო ნივთები მოუტანეს. არანაკლები გმირობა ჩაიდინეს ქალებმა, რომლებიც ორი დღე-ღამე მიტინგზე შეკრებილ ხალხს აპურებდნენ და აწყნარებდნენ. უპრეცედენტო ფაქტი ჩაიდინა ინგუშეთის პოლიციამ, რომელმაც ჯერ უარი განაცხადა მიტინგის დარბევაზე, შემდგომ რუსეთის სხავდასხვა რეგიონიდან მობილიზებული "როს-გვარდია" არ გაატარა და ეხლა მომიტინგეებს იცავს. ეს არის ერი და საზოგადოება, ტოტალიტარული და დიქტატურული რეჟიმის მიუხედავად, კრიტიკულ მომენტებში ინგუში ინგუშს არ გაწირავს და რამოდენიმე საათში მობილიზდებიან საკუთარი ერის დასაცავად, აბსოლუტურად ყველა პირადი ინტერესების დათმობის მიუხედავათ. ინგუშები ვერც დაცვის გასროლილმა ტყვიებმა და ვერც რუსეთის გვარდიის მობილიზებამ ვერ შეაშინა.

მე მიყვარს ინგუშები", - წერს გიორგი ჟღენტი.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, 4 ოქტომბერს ინგუშეთის რეგიონულმა პარლამენტმა 17 ხმით 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ინგუშეთის და ჩეჩნეთის მეთაურების, ევკუროვის და კადიროვის მიერ 26 სექტემბერს ხელმოწერილ შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს ორ რეგიონს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენას და ტერიტორიების ტოლფასად გაცვლას. რუსეთის ფედერაციის ამ ორ სუბიექტს შორის ტერიტორიული დავა 90-იანი წლებიდან მიმდინარეობს. შეთანხმების მოწინააღმდეგე ინგუშები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთთან გაფორმებული ხელშეკრულება ინგუშეთისთვის წამგებიანია. ინგუშეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს განაცხადა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ტერიტორიული მოწყობის საკითხები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, ამიტომ აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება.

"ბევრჯერ გავაბრაზე, ბევრჯერ ვაწყენინე, ბევრჯერ მაპატია და ბევრჯერ მივხდი, რომ არასწორი ვიყავი" - როგორ ულოცავს გიორგი ვაშაძე ცოლს დაბადების დღეს

"ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, ვიდრე კულტურას წულუკიანი მართავს!" - რას წერს ანიტა რაჭველიშვილი?

"რეალურად, გვერდს მართავდა ჩემი ძმა..." - რას წერს გაბრიელ წულაია "ოცნებასთან" ასოცირებულ "ფეიჯზე", რომელმაც სახელი შეიცვალა?