პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანის კარი გაიღო და გასისხლიანებული ადამიანი გადმოვარდა" - ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროები დაიღუპნენ
"მანქანის კარი გაიღო და  გასისხლიანებული ადამიანი გადმოვარდა" - ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროები დაიღუპნენ

აფხა­ზი ექი­მე­ბი რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ. სო­ხუ­მის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მის და­უ­რის გურ­გუ­ლი­ას ცნო­ბით, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ პა­ცი­ენ­ტის გა­და­სარ­ჩე­ნად, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

4 ოქ­ტომ­ბერს სო­ხუ­მი-ჩი­მა­ი­რის გზა­ზე, აგუ­ძე­რას და­სახ­ლე­ბა­ში, სამ­ხედ­რო ავ­ტო­მო­ბილს, რო­მელ­შიც რუ­სე­თის ФСБ -ს სა­სა­ზღვროს მი­მარ­თუ­ლე­ბის სამ­ხედ­რო პი­რე­ბი ის­ხდნენ, ევ­კა­ლიპ­ტის ხე და­ე­ცა, რის შე­დე­გა­დაც ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა ორი სამ­ხედ­რო, ერთი კი, მას შემ­დეგ, რაც აგუ­ძე­რას კლი­ნი­კა­ში პირ­ვე­ლა­დი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს, სო­ხუ­მის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

აფხა­ზურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რო­დე­საც რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბით დატ­ვირ­თულ УАЗ -ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას ევ­კა­ლიპ­ტის ხე­ი­ვან­ში მი­დი­ო­და, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხი­დან ტოტი ჩა­მო­ტყდა და პირ­და­პირ მან­ქა­ნის სა­ხუ­რავს და­ე­ცა.

სა­ში­ნე­ლი ხმა იყო, - ერ­თდრო­უ­ლად ლა­წა­ნი­სა და და­ცე­მის. მან­ქა­ნა რამ­დე­ნი­მე მეტრზე გა­ცურ­და, შემ­დეგ კი. კარი გა­ი­ღო და იქი­დან გა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გად­მო­ვარ­და... სხვე­ბი შიგ­ნით დარ­ჩნენ. გა­ირ­კვა, რომ ისი­ნი მან­ქა­ნის სა­ხუ­რავ­ზე ხის და­ცე­მი­სა და მისი ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ... ად­გილ­ზე აგუ­ძე­რას სა­ა­ვად­მყო­ფოს მო­რი­გე ექი­მი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლე ზუს­ტად 5 წუთ­ში მი­ვიდ­ნენ, თუმ­ცა, ისი­ნი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა...

პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ით, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ და ისი­ნი თა­ვად და­ე­ჯახ­ნენ ხეს, რის შე­დე­გა­დაც მას ტოტი ჩა­მო­ტყდა და ავ­ტო­მან­ქა­ნას და­ე­ცა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ვერ­სია უარ­ყვეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, - “ნას­ვა­მი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი აფხა­ზეთ­ში ძა­ლი­ან ხში­რია... ხან ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის ღო­ბეს შე­ან­გრე­ვენ და ხა­ნაც – მე­ო­რის. და­ლე­წი­ლი მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი არ გვიკ­ვირს, მაგ­რამ ახლა რა­ხან ევ­კა­ლიპ­ტის ხე­ი­ვან­ში მოხ­და შემ­თხვე­ვა, რა თქმა უნდა, ისი­ნი არი­ან დამ­ნა­შა­ვე და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ყვე­ლა ხე მოჭ­რან, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში მათი უსაფრ­თხო­ე­ბა უმ­თავ­რე­სია.”

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყო­ფი სამ­ხედ­რო უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს თა­ვის ქალა და ხერ­ხე­მა­ლი.

“ახლა, შე­საძ­ლოა, იმ პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს, ვი­საც იქ ხე­ე­ბის გას­ხვლა ევა­ლე­ბო­და. არა­და, არა­ვინ ას­რუ­ლებს აფხა­ზეთ­ში სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მაგ­რამ რად­გან საქ­მე რუს სამ­ხედ­რო­ებს შე­ე­ხო, რა თქმა უნდა, “დამ­ნა­შა­ვე­ებ­საც” იპო­ვი­ან.” – წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში.

ავტორი:

"მანქანის კარი გაიღო და გასისხლიანებული ადამიანი გადმოვარდა" - ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროები დაიღუპნენ

"მანქანის კარი გაიღო და  გასისხლიანებული ადამიანი გადმოვარდა" - ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროები დაიღუპნენ

აფხაზი ექიმები რუსი მესაზღვრეების გადარჩენას ცდილობენ. სოხუმის ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის დაურის გურგულიას ცნობით, ყველაფერს აკეთებენ პაციენტის გადასარჩენად, თუმცა მდგომარეობა მძიმეა.

4 ოქტომბერს სოხუმი-ჩიმაირის გზაზე, აგუძერას დასახლებაში, სამხედრო ავტომობილს, რომელშიც რუსეთის ФСБ -ს სასაზღვროს მიმართულების სამხედრო პირები ისხდნენ, ევკალიპტის ხე დაეცა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა ორი სამხედრო, ერთი კი, მას შემდეგ, რაც აგუძერას კლინიკაში პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, სოხუმის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფხაზურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როდესაც რუსული სამხედროებით დატვირთულ УАЗ -ის მარკის ავტომანქანას ევკალიპტის ხეივანში მიდიოდა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხიდან ტოტი ჩამოტყდა და პირდაპირ მანქანის სახურავს დაეცა.

საშინელი ხმა იყო, - ერთდროულად ლაწანისა და დაცემის. მანქანა რამდენიმე მეტრზე გაცურდა, შემდეგ კი. კარი გაიღო და იქიდან გასისხლიანებული ადამიანი გადმოვარდა... სხვები შიგნით დარჩნენ. გაირკვა, რომ ისინი მანქანის სახურავზე ხის დაცემისა და მისი ჩამონგრევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ... ადგილზე აგუძერას საავადმყოფოს მორიგე ექიმი შემთხვევის ადგილე ზუსტად 5 წუთში მივიდნენ, თუმცა, ისინი უკვე გარდაცვლილი დახვდა...

პირველადი ვერსიით, რუსი სამხედროები ნასვამები იყვნენ და ისინი თავად დაეჯახნენ ხეს, რის შედეგადაც მას ტოტი ჩამოტყდა და ავტომანქანას დაეცა, თუმცა მოგვიანებით ეს ვერსია უარყვეს.

ადგილობრივების თქმით, - “ნასვამი რუსი სამხედროების ავტოსაგზაო შემთხვევები აფხაზეთში ძალიან ხშირია... ხან ერთი ადგილობრივის ღობეს შეანგრევენ და ხანაც – მეორის. დალეწილი მაღაზიის ვიტრინები და დაზიანებული გარემოვაჭრეები არ გვიკვირს, მაგრამ ახლა რახან ევკალიპტის ხეივანში მოხდა შემთხვევა, რა თქმა უნდა, ისინი არიან დამნაშავე და არ არის გამორიცხული, ყველა ხე მოჭრან, რადგან ქვეყანაში მათი უსაფრთხოება უმთავრესია.”

არსებული ინფორმაციით, სოხუმის საავადმყოფოში მყოფი სამხედრო უგონო მდგომარეობაშია, დაზიანებული აქვს თავის ქალა და ხერხემალი.

“ახლა, შესაძლოა, იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვისაც იქ ხეების გასხვლა ევალებოდა. არადა, არავინ ასრულებს აფხაზეთში საკუთარ ვალდებულებას, მაგრამ რადგან საქმე რუს სამხედროებს შეეხო, რა თქმა უნდა, “დამნაშავეებსაც” იპოვიან.” – წერენ აფხაზები სოციალური ქსელებში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ