სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ნატო ჩხეიძემ "თიბისი ბანკიდან" თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით
რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ნატო ჩხეიძემ "თიბისი ბანკიდან" თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით

"თი­ბი­სი ბან­კი­დან" თან­ხის გა­ტა­ნის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას მი­ვა­წო­დე მან­ქა­ნის მარ­კი­სა და ნომ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, - ამის შე­სა­ხებ "ომე­გა ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნატო ჩხე­ი­ძემ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მისი გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. ჩხე­ი­ძის თქმით, მან გა­მო­ძი­ე­ბის კი­თხვებს ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი გას­ცა და მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია მი­ა­წო­და.

"გა­მო­ძი­ე­ბის მიერ დას­მულ კი­თხვებს გა­ვე­ცი სწო­რი და ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი. მი­ვა­წო­დე ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია და აგ­რეთ­ვე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია. ვგუ­ლის­ხმობ მან­ქა­ნის მარ­კა­სა და ნო­მერს "თი­ბი­სი ბან­კი­დან" თან­ხის გა­ტა­ნის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სად გა­და­ი­ტა­ნეს და რაში გა­მო­ი­ყე­ნეს ეს თან­ხა, სწო­რედ ეგ არის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი და დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამას გა­მო­ძი­ე­ბა უპა­სუ­ხებს", - გა­ნა­ცხა­და ნატო ჩხე­ი­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა საქ­მის პრო­კუ­რორ­მაც. გი­ორ­გი ოსა­ძის თქმით, თან­ხის გა­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნატო ჩხე­ი­ძემ ირი­ბად და­ა­დას­ტუ­რა სხვა პი­რე­ბის მხრი­დან მომ­დი­ნა­რე ინ­ფორ­მა­ცია.

"დღეს ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­ი­კი­თხა მოწ­მე ნატო ჩხე­ი­ძე, რო­მელ­საც და­ეს­ვა ყვე­ლა ის შე­კი­თხვა, რაც აინ­ტე­რე­სებ­და გა­მო­ძი­ე­ბას. თან­ხის გა­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნატო ჩხე­ი­ძე­მი­რი­ბად და­ა­დას­ტუ­რა სხვა პი­რე­ბის მხრი­დან მომ­დი­ნა­რე ინ­ფორ­მა­ცია. იგი კონ­კრე­ტულ ფაქტს შეს­წრე­ბუ­ლი არ არის. მოწ­მე­ე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე იგეგ­მე­ბა სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ოსა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ნატო ჩხეიძემ "თიბისი ბანკიდან" თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით

რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ნატო ჩხეიძემ "თიბისი ბანკიდან" თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით

"თიბისი ბანკიდან" თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებას მივაწოდე მანქანის მარკისა და ნომრის შესახებ ინფორმაცია, - ამის შესახებ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ საქალაქო სასამართლოში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ჩხეიძის თქმით, მან გამოძიების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია მიაწოდა.

"გამოძიების მიერ დასმულ კითხვებს გავეცი სწორი და ამომწურავი პასუხები. მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაცია და აგრეთვე გამოძიებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ვგულისხმობ მანქანის მარკასა და ნომერს "თიბისი ბანკიდან" თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით. სად გადაიტანეს და რაში გამოიყენეს ეს თანხა, სწორედ ეგ არის ძირითადი საკითხი და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას გამოძიება უპასუხებს", - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც. გიორგი ოსაძის თქმით, თანხის გატანასთან დაკავშირებით, ნატო ჩხეიძემ ირიბად დაადასტურა სხვა პირების მხრიდან მომდინარე ინფორმაცია.

"დღეს ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის წინაშე დაიკითხა მოწმე ნატო ჩხეიძე, რომელსაც დაესვა ყველა ის შეკითხვა, რაც აინტერესებდა გამოძიებას. თანხის გატანასთან დაკავშირებით, ნატო ჩხეიძემირიბად დაადასტურა სხვა პირების მხრიდან მომდინარე ინფორმაცია. იგი კონკრეტულ ფაქტს შესწრებული არ არის. მოწმეების მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის საფუძველზე იგეგმება სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება", - განაცხადა გიორგი ოსაძემ.

დაკავებულია 6 სასტუმროს მმართველი და კიდევ ორი პირი, რომლებიც ტურისტების თანხებს თაღლითურად ითვისებდნენ

გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს

სუს-ი ვასამბეკ ბოკოვის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს - "კეთდება განცხადებები, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებზე არ არის დაფუძნებული"