პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"7 წელი შვილი არ გვყავდა, ორსულებთან მიწევდა ურთიერთობა და მათ მდგომარეობაში ყოფნას ვნატრობდი" - ცნობილი ექოსკოპისტი ოჯახსა და კარიერაზე
"7 წელი შვილი არ გვყავდა, ორსულებთან მიწევდა ურთიერთობა და მათ მდგომარეობაში ყოფნას ვნატრობდი" - ცნობილი ექოსკოპისტი ოჯახსა და კარიერაზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ რამ­დე­ნი­მე გი­ნე­კო­ლოგ-ექოს­კო­პის­ტია, რო­მელ­თან ვი­ზტიც ხალ­ხმრავ­ლო­ბის გამო რთუ­ლად და­სა­გეგ­მია, სა­მა­გი­ე­როდ, პა­ცი­ენ­ტებ­მა იცი­ან, რომ სან­დო ხელ­ში ხვდე­ბი­ან და ექ­ნე­ბათ დას­კვნა, რო­მელ­საც გა­და­მოწ­მე­ბა არ დას­ჭირ­დე­ბა. გი­ნე­კო­ლოგ-ექოს­კო­პისტ გენ­რი­ე­ტა გა­გო­ში­ძეს დიდი წარ­დგე­ნა არ სჭირ­დე­ბა, რად­გან მისი გვარ-სა­ხე­ლი ტოპ ექ­სო­კო­პის­ტე­ბის სა­მე­ულ­შია. სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­მხრი­ვი კა­რი­ე­რუ­ლი გზა აქვს გავ­ლი­ლი, ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნის გე­ნე­ტი­კურ ცენ­ტრში ნა­მუ­შე­ვარ ექიმს, აქ აღი­ა­რე­ბა სწო­რედ მის­მა სწო­რად დას­მულ­მა დი­აგ­ნო­ზებ­მა მო­უ­ტა­ნა. ქალ­ბა­ტო­ნი გენ­რი­ე­ტას მე­უღ­ლეც გი­ნე­კო­ლო­გია, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა 7 წელი შვი­ლი არ უჩ­ნდე­ბო­დათ, ახლა კი ორი გო­გო­ნა ჰყავთ - 10 და 12 წლის. ცნო­ბი­ლე­ქიმს კა­რი­ე­რულ და მშობ­ლურ სა­კი­თხებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი?

- რო­დე­საც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ცივ­დე­ბოდ­ნენ, ცუ­დად ხდე­ბო­დე­ნენ, ჩემი დე­დი­კო ყო­ველ­თვის და­ე­ძებ­და ან­ტი­ბი­ო­ტიკს. და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ამ­პი­ცი­ლი­ნი, რო­მე­ლიც ახა­ლი შე­მო­სუ­ლი იყო და დე­ფი­ცი­ტში გახ­ლდათ. რო­გორც ჩანს, ეს ჩემ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენ­და, რად­გან ვფიქ­რობ­დი, გავ­ხდე­ბი ექი­მი და უფა­სოდ მივ­ცემ ბავ­შვებს ამ ამ­პი­ცი­ლინს-თქო (იღი­მის). გარ­და ამი­სა, კლას­ში ყო­ველ­თვის მე ვი­ყა­ვი ექი­მი. წი­ნათ სკო­ლა­ში, კლა­სი­დან ერთ-ერთს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ე­თავ­სე­ბი­ნა ექი­მის ფუნ­ქცია, რაც გუ­ლის­ხმობ­და იმას, რომ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი უნდა ჰქო­ნო­და მას. მქონ­და მარ­ლის­გან შე­კე­რი­ლი თე­თე­რი ჩან­თა წი­თე­ლი ჯვრით და თუ ბავ­შვი ხელს, ფეხს იტ­კენ­და, აღ­მო­ვუ­ჩენ­დი ხოლ­მე პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას. პა­ტა­რა­ო­ბი­დან ექი­მის როლ­ში ვი­ყა­ვი და ისე გა­ვი­თა­ვი­სე, რომ მერე არც კი მი­ფიქ­რია რო­მე­ლი­მე სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე, არ­ჩე­ვა­ნის სა­ხი­თაც არ გან­მი­ხი­ლავს სხვა რამ, ისე გავ­ხდი ექი­მი.

- რამ­დე­ნი წე­ლია ამ სფე­რო­ში ხართ?

- 18 წელი.

- ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თარ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და ბუ­ნებ­რი­ვია მე­დი­ცი­ნაც ფეხს უწყობს გან­ვი­თა­რე­ბას, ალ­ბათ შე­იც­ვა­ლა მიდ­გო­მე­ბიც, არა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასეა. მე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე უკ­რა­ი­ნა­ში, ეს იყო ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფის შემ­დე­გო­მი პე­რი­ო­დი, როცა ხალ­ხი ჯერ კიდე იმ­კი­და ჩერ­ნო­ბი­ლის შე­დე­გებს. კლი­ნი­კუ­რი გე­ნე­ტი­კი­სა და პე­რე­ნა­ტა­ლუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კის ცენ­ტრში ვმუ­შა­ობ­დი, 3-მი­ლი­ო­ნი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მხო­ლოდ ეს ერთი გე­ნე­ტი­კუ­რი ცენ­ტრი იყო, სა­დაც თავს იყ­რიდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კე­ბით. იქ მქონ­და უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი იმი­სა, რომ გავმხდა­რი­ყა­ვი ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მი, იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც გე­ნე­ტი­კუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას­თან პირ­და­პი­რი შე­ხე­ბა მქონ­და. მახ­სოვს, ერთი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი სავ­სე იყო ადა­მი­ა­ნე­ბით, რო­მელ­საც ნუ­ნა­ნის პა­თო­ლო­გია ჰქონ­დათ, ყვე­ლა ნუ­ნა­ნი იყო, რამ შე­იძ­ლე­ბა და­გა­ვი­წყოს ეგ მო­მენ­ტი. გე­ნე­ტი­კურ ცენ­ტრში კო­რი­დორ­ში რომ გა­ვივ­ლი­დი, და­ვი­ნა­ხავ­დი სა­ბავ­შვო ეტლს, ჩა­ვი­ხე­დავ­დი მო­სა­ფე­რებ­ლად და მხვდე­ბო­და პა­ტა­რა ხე­ლე­ბის და ფე­ხე­ბის მქო­ნე სხე­უ­ლი, რო­მელ­საც ჰქონ­და დიდი კა­ცის თავი, ზრდას­რუ­ლის სახე, წვე­რით და ყვე­ლაფ­რით... უკ­რა­ი­ნა­ში მუ­შა­ო­ბი­სას თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი პა­თო­ლო­გია ვნა­ხე, რო­გორც მუც­ლად­ყოფ ნა­ყოფ­ზე, ასე­ვე უკვე და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

- რთუ­ლი არ იყო იქ მუ­შა­ო­ბა?

- ეჩ­ვე­ვა ყვე­ლა­ფერს ადა­მი­ა­ნი. თა­ვი­დან მარ­თლა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით ვუ­ყუ­რებ­დი ყვე­ლა­ფერ ამას, იმი­ტომ რომ არ არ­სე­ბობ­და პა­ცი­ენ­ტი პა­თო­ლო­გი­ის გა­რე­შე, გე­ნე­ტი­კურ ცენ­ტრში იყ­რიდ­ნენ თავს მხო­ლოდ გე­ნე­ტი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს ჩემ­თვის დიდი გაკ­ვე­თი­ლი იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი და პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი მი­ვი­ღე, ვთქვი, რა უნდა და­ვუ­წე­რო, ამას ხომ დი­აგ­ნო­ზი არ აქვს, არა­ფე­რი არ სჭირ­და, ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ში ჰქონ­და და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მე ისე­თე­ბი მქონ­და გა­მოვ­ლი­ლი, ეს ჩემ­თვის გა­სა­ო­ცა­რი იყო. უკ­რა­ი­ნა­ში გავ­ლი­ლი ეს დიდი სკო­ლა წი­თელ ხა­ზად სდევს ჩემს კა­რი­ე­რას.

- რა­ტომ წა­მოხ­ვე­დით უკ­რა­ი­ნი­დან?

- ეს უკვე ოჯა­ხუ­რი ამ­ბა­ვია, ჩემი მე­უღ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ასე­თი. ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით უკ­რა­ი­ნა­ში, მე გე­ნე­ტი­კურ ცენ­ტრში, ის - ოპე­რა­ტო­რულ გი­ნე­კო­ლო­გი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე ჩა­მო­ვე­დით და გა­ნა­ცხა­და, ჩვენ აქ ვრჩე­ბით, აქაც და­ვიმ­კვიდ­რებთ თავ­სო. იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ პი­რა­დი ნივ­თე­ბიც კი არ მქონ­და წა­მო­ღე­ბუ­ლი, მერე გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს...გა­ნაგ­რძეთ მუ­შა­ო­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"7 წელი შვილი არ გვყავდა, ორსულებთან მიწევდა ურთიერთობა და მათ მდგომარეობაში ყოფნას ვნატრობდი" - ცნობილი ექოსკოპისტი ოჯახსა და კარიერაზე

"7 წელი შვილი არ გვყავდა, ორსულებთან მიწევდა ურთიერთობა და მათ მდგომარეობაში ყოფნას ვნატრობდი" - ცნობილი ექოსკოპისტი ოჯახსა და კარიერაზე

საქართველოში სულ რამდენიმე გინეკოლოგ-ექოსკოპისტია, რომელთან ვიზტიც ხალხმრავლობის გამო რთულად დასაგეგმია, სამაგიეროდ, პაციენტებმა იციან, რომ სანდო ხელში ხვდებიან და ექნებათ დასკვნა, რომელსაც გადამოწმება არ დასჭირდება. გინეკოლოგ-ექოსკოპისტ გენრიეტა გაგოშიძეს დიდი წარდგენა არ სჭირდება, რადგან მისი გვარ-სახელი ტოპ ექსოკოპისტების სამეულშია. საინტერესო და მრავალმხრივი კარიერული გზა აქვს გავლილი, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, უკრაინის გენეტიკურ ცენტრში ნამუშევარ ექიმს, აქ აღიარება სწორედ მისმა სწორად დასმულმა დიაგნოზებმა მოუტანა. ქალბატონი გენრიეტას მეუღლეც გინეკოლოგია, მიუხედავად ამისა 7 წელი შვილი არ უჩნდებოდათ, ახლა კი ორი გოგონა ჰყავთ - 10 და 12 წლის. ცნობილექიმს კარიერულ და მშობლურ საკითხებზე ვესაუბრეთ.

- რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

- როდესაც პატარა ვიყავი და ჩემი ბიძაშვილები ცივდებოდნენ, ცუდად ხდებოდენენ, ჩემი დედიკო ყოველთვის დაეძებდა ანტიბიოტიკს. დავალებული ჰქონდა, რომ მოეპოვებინა ამპიცილინი, რომელიც ახალი შემოსული იყო და დეფიციტში გახლდათ. როგორც ჩანს, ეს ჩემზე გავლენას ახდენდა, რადგან ვფიქრობდი, გავხდები ექიმი და უფასოდ მივცემ ბავშვებს ამ ამპიცილინს-თქო (იღიმის). გარდა ამისა, კლასში ყოველთვის მე ვიყავი ექიმი. წინათ სკოლაში, კლასიდან ერთ-ერთს აუცილებლად უნდა შეეთავსებინა ექიმის ფუნქცია, რაც გულისხმობდა იმას, რომ პირველადი დახმარების ნივთები უნდა ჰქონოდა მას. მქონდა მარლისგან შეკერილი თეთერი ჩანთა წითელი ჯვრით და თუ ბავშვი ხელს, ფეხს იტკენდა, აღმოვუჩენდი ხოლმე პირველად დახმარებას. პატარაობიდან ექიმის როლში ვიყავი და ისე გავითავისე, რომ მერე არც კი მიფიქრია რომელიმე სხვა სპეციალობაზე, არჩევანის სახითაც არ განმიხილავს სხვა რამ, ისე გავხდი ექიმი.

- რამდენი წელია ამ სფეროში ხართ?

- 18 წელი.

- ამ პერიოდის განმავლობაში ვითარდება ყველაფერი და ბუნებრივია მედიცინაც ფეხს უწყობს განვითარებას, ალბათ შეიცვალა მიდგომებიც, არა?

- რასაკვირველია, ასეა. მე მუშაობა დავიწყე უკრაინაში, ეს იყო ჩერნობილის კატასტროფის შემდეგომი პერიოდი, როცა ხალხი ჯერ კიდე იმკიდა ჩერნობილის შედეგებს. კლინიკური გენეტიკისა და პერენატალური დიაგნოსტიკის ცენტრში ვმუშაობდი, 3-მილიონიან მოსახლეობაში მხოლოდ ეს ერთი გენეტიკური ცენტრი იყო, სადაც თავს იყრიდნენ ადამიანები განვითარების თანდაყოლილი მანკებით. იქ მქონდა უდიდესი პოტენციალი იმისა, რომ გავმხდარიყავი ძალიან კარგი ექიმი, იმდენად რამდენადაც გენეტიკური პათოლოგიების უმეტესობასთან პირდაპირი შეხება მქონდა. მახსოვს, ერთი სამარშრუტო ტაქსი სავსე იყო ადამიანებით, რომელსაც ნუნანის პათოლოგია ჰქონდათ, ყველა ნუნანი იყო, რამ შეიძლება დაგავიწყოს ეგ მომენტი. გენეტიკურ ცენტრში კორიდორში რომ გავივლიდი, დავინახავდი საბავშვო ეტლს, ჩავიხედავდი მოსაფერებლად და მხვდებოდა პატარა ხელების და ფეხების მქონე სხეული, რომელსაც ჰქონდა დიდი კაცის თავი, ზრდასრულის სახე, წვერით და ყველაფრით... უკრაინაში მუშაობისას თითქმის ყველანაირი პათოლოგია ვნახე, როგორც მუცლადყოფ ნაყოფზე, ასევე უკვე დაბადებულ ადამიანებზე.

- რთული არ იყო იქ მუშაობა?

- ეჩვევა ყველაფერს ადამიანი. თავიდან მართლა გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ყველაფერ ამას, იმიტომ რომ არ არსებობდა პაციენტი პათოლოგიის გარეშე, გენეტიკურ ცენტრში იყრიდნენ თავს მხოლოდ გენეტიკურად დაავადებული ადამიანები. ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილი იყო. საქართველოში რომ ჩამოვედი და პირველი პაციენტი მივიღე, ვთქვი, რა უნდა დავუწერო, ამას ხომ დიაგნოზი არ აქვს, არაფერი არ სჭირდა, ყველაფერი ნორმაში ჰქონდა და გაოცებული ვიყავი. მე ისეთები მქონდა გამოვლილი, ეს ჩემთვის გასაოცარი იყო. უკრაინაში გავლილი ეს დიდი სკოლა წითელ ხაზად სდევს ჩემს კარიერას.

- რატომ წამოხვედით უკრაინიდან?

- ეს უკვე ოჯახური ამბავია, ჩემი მეუღლის გადაწყვეტილება იყო ასეთი. ერთად ვმუშაობდით უკრაინაში, მე გენეტიკურ ცენტრში, ის - ოპერატორულ გინეკოლოგიაში. საქართველოში ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვედით და განაცხადა, ჩვენ აქ ვრჩებით, აქაც დავიმკვიდრებთ თავსო. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პირადი ნივთებიც კი არ მქონდა წამოღებული, მერე გამოგვიგზავნეს...განაგრძეთ მუშაობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი