დიზაინერი დემნა გვასალია მოდის მოყვარულების გაოცებას განაგრძობს. ამჯერად, Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა ინსპირაცია ავტომობილის აქსესუარებისგან აიღო და მოდის სამყაროს ცხვრის ტყავის ქვედაბოლო შესთავაზა, რომელსაც მანქანის ხალიჩის ფორმა აქვს.
ქვედატანის თავდაპირველი ფასი 1550 დოლარი იყო და სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში მისი მარაგი უკვე ამოიწურა. თუმცა, რამდენიმე საიტზე ფასდაკლებით მისი შეძენა 1330 დოლარადაა შესაძლებელი. ქვედატანის დიზაინი ზუსტად იმეორებს მანქანის ხალიჩის ფორმას.