Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს მარეგულირებელი კომისიის 2 წევრი, რომლებიც ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელეებს შორის არიან
რა ქონებას ფლობს მარეგულირებელი კომისიის 2 წევრი, რომლებიც ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელეებს შორის არიან

„ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის“ (IDFI) მიერ შექ­მნილ­მა ღია მო­ნა­ცე­მე­ბის პლატ­ფორ­მა - DataLab-მა 2017 წლის შე­მო­სავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მო­ხე­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია. DataLab-ის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, 6 ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად მო­ხე­ლეს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ორი წევ­რი - ელი­სო ასა­ნი­ძე და გი­ორ­გი ფრუ­ი­ძეც მოხ­ვდნენ. ელი­სო ასა­ნი­ძის შე­მო­სა­ვალ­მა 2017 წელს - 235 555 ლარი შე­ად­გი­ნა, ხოლო გი­ორ­გი ფრუ­ი­ძემ ამა­ვე პე­რი­ოდ­ში 234 620 ლა­რის ოდე­ნო­ბის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რია მათი ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა. მიმ­დი­ნა­რე წლის 29 მა­ისს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ასა­ნი­ძე ფლობს სამ ბი­ნას თბი­ლის­ში, რო­მელ­თა­გან ერთი - 2016 წელს 140 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე: სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი გუ­და­ურ­ში; იმა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 300 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და 8 კვ. მეტ­რის სარ­და­ფი დე­და­ქა­ლაქ­ში.

მას­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე - 7 892.48 ლარი და 7 013,55 დო­ლა­რი ჰქონ­და. მას ჰყავს მე­უღ­ლე და 1 შვი­ლი. მისი მე­უღ­ლე ფლობს ბი­ნას თბი­ლის­ში და მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს TOYOTA PRADO-ს. მას­ვე სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე ჯამ­ში, 34 874.56 ლარი; 5 086.79 ევრო და 88.85 დო­ლა­რი ჰქონ­და. ის არის ასე­ვე შპს „კერა თრე­ვე­ლის“ 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც გა­სულ წელს 27 875 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. ამას­თან, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის აპა­რა­ტის სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და ქსე­ლე­ბის მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ო­ბი­სას მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა 75 121,95 ლარი შე­ად­გი­ნა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

რა ქონებას ფლობს მარეგულირებელი კომისიის 2 წევრი, რომლებიც ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელეებს შორის არიან

რა ქონებას ფლობს მარეგულირებელი კომისიის 2 წევრი, რომლებიც ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელეებს შორის არიან

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ შექმნილმა ღია მონაცემების პლატფორმა - DataLab-მა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოხელეების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. DataLab-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 6 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელეს შორის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორი წევრი - ელისო ასანიძე და გიორგი ფრუიძეც მოხვდნენ. ელისო ასანიძის შემოსავალმა 2017 წელს - 235 555 ლარი შეადგინა, ხოლო გიორგი ფრუიძემ ამავე პერიოდში 234 620 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მათი ქონებრივი მდგომარეობა. მიმდინარე წლის 29 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ასანიძე ფლობს სამ ბინას თბილისში, რომელთაგან ერთი - 2016 წელს 140 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე: საცხოვრებელი სახლი გუდაურში; იმავე მისამართზე მდებარე 300 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და 8 კვ. მეტრის სარდაფი დედაქალაქში.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 7 892.48 ლარი და 7 013,55 დოლარი ჰქონდა. მას ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. მისი მეუღლე ფლობს ბინას თბილისში და მსუბუქ ავტომობილს TOYOTA PRADO-ს. მასვე საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 34 874.56 ლარი; 5 086.79 ევრო და 88.85 დოლარი ჰქონდა. ის არის ასევე შპს „კერა თრეველის“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც გასულ წელს 27 875 ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის და ქსელების მთავარ სპეციალისტად მუშაობისას მისმა შემოსავალმა 75 121,95 ლარი შეადგინა. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები