სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო გუნდი "დინამო" და მისი საწვრთნელი ბაზა შეიძინა
ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო გუნდი "დინამო" და მისი საწვრთნელი ბაზა შეიძინა

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის” მხარ­და­ჭე­რით, სპორ­ტის, კონ­კრე­ტუ­ლად კი კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დი „დი­ნა­მო“ და მისი საწ­ვრთნე­ლი ბაზა წარ­მა­ტე­ბულ­მა ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა, NBA-ის კლუბ „დეტ­რო­იტ პის­ტონ­სის“ კა­ლათ­ბურ­თელ­მა ზაზა ფა­ჩუ­ლი­ამ შე­ი­ძი­ნა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­დან“ აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ კლუბს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ პატ­რო­ნაჟს რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­და და კლუ­ბის მხარ­და­ჭე­რას კი­დევ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნაგ­რძობს.

„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამ ნა­ბი­ჯით ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სპორ­ტის, კონ­კრე­ტუ­ლად კი კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ გუნ­დი საწ­ვრთნელ ბა­ზას­თან ერ­თად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის, ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვი­და, რო­მე­ლიც 17 წელი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის, ასე­ვე NBA-ის კლუ­ბის ღირ­სე­ბას იცავ­და. სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნდ „დი­ნა­მოს“ საწ­ვრთნე­ლი ბა­ზის­თვის პრო­ფი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მისი სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვით მნიშ­ვნე­ლო­ვან პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. გვინ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვოთ ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას და სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ „დი­ნა­მოს“, - გა­ნა­ცხა­და „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა კახა კიკ­ნა­ვე­ლი­ძემ.

„მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის რაც ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ „დი­ნა­მოს“ გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის წვლი­ლი ზო­გა­დად სპორ­ტის და კა­ლათ­ბურ­თის ხელ­შე­წყო­ბა­ში. სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ „დი­ნა­მოს“ საწ­ვრთნელ ბა­ზას­თან ერ­თად ფლო­ბა მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თად, თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით შე­ვე­ცა­დოთ, კი­დევ ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა, პრო­ფე­სი­ო­ნალ კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბად აღვზარ­დოთ. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს, რომ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­და პატ­რო­ნაჟს ამ გუნდს“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა ფა­ჩუ­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო გუნდი "დინამო" და მისი საწვრთნელი ბაზა შეიძინა

ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო გუნდი "დინამო" და მისი საწვრთნელი ბაზა შეიძინა

„საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საკალათბურთო გუნდი „დინამო“ და მისი საწვრთნელი ბაზა წარმატებულმა ქართველმა სპორტსმენმა, NBA-ის კლუბ „დეტროიტ პისტონსის“ კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ შეიძინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ კლუბს „საქართველოს ბანკი“ პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში განაგრძობს.

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა, რომელიც 17 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრების, ასევე NBA-ის კლუბის ღირსებას იცავდა. საკალათბურთო გუნდ „დინამოს“ საწვრთნელი ბაზისთვის პროფილის შენარჩუნება მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას და საკალათბურთო კლუბ „დინამოს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ განვითარებისთვის. აღსანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავი შრომით შევეცადოთ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს ამ გუნდს“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"შინ მარტო არ ვვარჯიშობ: მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვხალისობ" - როგორ ერთობა ზაზა ფაჩულიას ოჯახი კორონავირუსის იზოლაციის დროს

რამდენით გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, შაქარი, ზეთი და ცხიმი - "საქსტატის" ინფორმაცია