პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაცისტური დროშა იალბუზზე - რატომ სურდა ჰიტლერს სოხუმის დაკავება და რას ითვალისწინებდა ოპერაცია "ედელვაისი"
ნაცისტური დროშა იალბუზზე - რატომ სურდა ჰიტლერს სოხუმის დაკავება და რას ითვალისწინებდა ოპერაცია "ედელვაისი"

1942 წლის 23 ივ­ლისს, დო­ნის როს­ტო­ვის და­ცე­მის შემ­დეგ, ვერ­მახ­ტის გე­ნე­რალ-ფელდმარ­შალ ევალდ ფონ კლა­ის­ტის სა­ტან­კო შე­ნა­ერ­თე­ბი კავ­კა­სი­ის ქე­დის­კენ და­იძ­რნენ.

სამ­თო დი­ვი­ზია “ედელ­ვა­ი­სის” მე­თა­ურ­მა, გე­ნე­რალ­მა ჰუ­ბერტ ლან­ცმა გა­და­წყვი­ტა, საბ­ჭო­თა არ­მი­ის­თვის მდი­ნა­რე ყუ­ბა­ნის ხე­ო­ბი­დან შე­ე­ტია - გა­და­სუ­ლი­ყო მა­რუ­ხი­სა და ქლუ­ხო­რის უღელ­ტე­ხი­ლებ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზუ­რი შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გაჭ­რი­ლი­ყო. გერ­მა­ნელ­თა მე-4 სამ­თო-მსრო­ლე­ლი დი­ვი­ზია კი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ტი­რო­ლე­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვლას სან­ჩა­რის უღელ­ტე­ხი­ლი­დან შე­ე­ცა­და.

დი­ვი­ზია “ედელ­ვა­ი­სის” ფლან­გე­ბის და­სა­ცა­ვად და იალ­ბუ­ზის­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ლი­კის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად, შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი რაზ­მი. 1942 წლის 21 აგ­ვის­ტოს ჰა­უპტ­მან (კა­პი­ტან) ჰა­ინც გრო­ტის რაზმმა კავ­კა­სი­ო­ნის უმაღ­ლეს წერ­ტილ­ზე - იალ­ბუზ­ზე გერ­მა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო დრო­შა აღ­მარ­თა.

ნა­ხე­ვა­რი წლის შემ­დეგ, 1943 წლის 13 თე­ბერ­ვალს, გერ­მა­ნელ­თა დრო­შე­ბი საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ალ­პი­ნის­ტებ­მა ჩა­მოხ­სნეს და ნა­ცის­ტუ­რის ნაც­ვლად საბ­ჭო­უ­რი დრო­შე­ბი და სიმ­ბო­ლო­ე­ბი აღ­მარ­თეს.

ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი მა­მუ­ლია უამ­ბობს AMBEBI.GE-ს მკი­თხველს:

"ჰა­უპტ­მან ჰა­ინც გრო­ტი ცნო­ბი­ლი ალ­პი­ნის­ტი იყო და მან მო­ინ­დო­მა სამ­ხედ­რო მიღ­წე­ვე­ბის­თვის, ალ­პი­ნის­ტუ­რი მიღ­წე­ვე­ბიც და­ე­მა­ტე­ბი­ნა. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად წა­მო­იყ­ვა­ნა სა­უ­კე­თე­სო მთამ­სვლე­ლე­ბი (მის კავ­კა­სი­ის მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში მოქ­მედ სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ სამ­თო-მსრო­ლელ ჯგუფ­ში მხო­ლოდ მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მთამ­სვლე­ლე­ბი შე­დი­ოდ­ნენ) და იალ­ბუ­ზის მწვერ­ვალ­ზე 1942 წლის 14-21 აგ­ვის­ტოს ას­ვლის შე­დე­გად შეძ­ლო იქ გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო დრო­შა აღე­მარ­თა. ეს ძა­ლი­ან დიდ ალ­პი­ნის­ტურ მიღ­წე­ვად ჩა­ით­ვა­ლა, რაც კარ­გად იქნა გა­პი­ა­რე­ბუ­ლი გერ­მა­ნულ პრო­პა­გან­დის­ტულ ქრო­ნი­კებ­შიც.

გრო­ტის რაზმს იალ­ბუზ­ზე ას­ვლი­სას თან ახ­ლდა გერ­მა­ნე­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ტო­რიც, რო­მელ­მაც დაწ­ვრი­ლე­ბით გა­და­ი­ღო რო­გორც ეს ალ­პი­ნის­ტუ­რი მიღ­წე­ვა, ისე თა­ვად დრო­შის აღ­მარ­თვის ცე­რე­მო­ნი­აც. ამ კად­რე­ბის ნა­წი­ლი მა­შინ­ვე შე­ვი­და მთა­ვა­რი გერ­მა­ნუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი კი­ნოჟურ­ნა­ლის “გერ­მა­ნუ­ლი საკ­ვი­რაო მი­მო­ხილ­ვის” (Die Deutsche Wochenschau) ერთ-ერთ გა­მოშ­ვე­ბა­ში, მთე­ლი ფილ­მი კი და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ იქნა გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ხე­ლით “მე­გობ­რე­ბი ედელ­ვა­ი­სის ქვეშ”.

ნა­ხეთ: გერ­მა­ნე­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ტო­რის უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბი

სხვა­თა შო­რის, ალ­ბერტ შპე­ერს, გერ­მა­ნი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბის ყო­ფილ მი­ნისტრს, თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში უწე­რია, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იალ­ბუზ­ზე დრო­შის აღ­მარ­თვა ძა­ლი­ან დიდი ალ­პი­ნის­ტუ­რი მიღ­წე­ვა იყო, ჰიტ­ლე­რი ამ აქ­ცი­ით ფრი­ად უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო. იგი ითხოვ­და ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში გაჭ­რას და სო­ხუ­მის და­კა­ვე­ბას. მისი საყ­ვე­დუ­რი "ედელ­ვა­ი­სის" მებ­რძოლ­თა მი­მართ ის იყო, რომ მათ არ შე­ას­რუ­ლეს მისი ბრძა­ნე­ბა გა­და­ეს­რო­ლათ მთე­ლი ძა­ლე­ბი სო­ხუ­მის ასა­ღე­ბად და ამ­რი­გად კავ­კა­სი­ო­ნის დიდი ქედი გად­მო­ე­ლა­ხათ, არა­მედ მხო­ლოდ იალ­ბუზ­ზე ას­ვლით და სიმ­ბო­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბით დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ...

- სო­ხუ­მის მი­მართ ჰიტ­ლერს რა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და?

- სო­ხუ­მის მი­მართ მისი ინ­ტე­რე­სი ის იყო, რომ ქლუ­ხო­რის, სან­ჩა­რი­სა და მა­რუ­ხის უღელ­ტე­ხი­ლე­ბის დაძ­ლე­ვით, ვერ­მახ­ტი ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში შე­დი­ო­და და ზურ­გში ექ­ცე­ო­და საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის ტუ­აფ­სე­ში მყოფ დაჯ­გუ­ფე­ბას, რო­მე­ლიც, სარ­გებ­ლობ­და რა მომ­გე­ბი­ა­ნი ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბით (ტუ­აფ­სე­დან სო­ხუ­მამ­დე მომ­დი­ნა­რე ვიწ­რო შა­ვის ზღვის სა­ნა­პი­რო ზო­ლით), გზას უღო­ბავ­და გერ­მა­ნელ­თა მე-9 არ­მი­ას, რო­მე­ლიც ნო­ვო­რო­სი­ის­კის აღე­ბის შემ­დეგ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­თი უნდა შეჭ­რი­ლი­ყო.

უკვე 1942 წლის აგ­ვის­ტო­ში ვერ­მახ­ტის 49-ე სამ­თო კორ­პუ­სის ნა­წი­ლებ­მა, რო­მელ­შიც შე­დი­ო­და გერ­მა­ნელ­თა პირ­ვე­ლი და მე­ო­თხე სამ­თო-მსრო­ლე­ლი დი­ვი­ზია, ქლუ­ხო­რის, სან­ჩა­რის და მა­რუ­ხის უღელ­ტე­ხი­ლე­ბი და­ი­კა­ვეს, მაგ­რამ ამ წარ­მა­ტე­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა, მთე­ბის სამ­ხრეთ ფერ­დო­ბებ­ზე დაშ­ვე­ბა და შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გას­ვლა ვერ შეძ­ლეს ბოლ­შე­ვი­კე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა და ცო­ცხა­ლი ძა­ლის და მო­მა­რა­გე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო. გერ­მა­ნელ­თა საბ­რძო­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი უზო­მოდ გა­ი­წე­ლა. სხვა­თა შო­რის, სწო­რედ ეს დრო ემ­თხვე­ვა ჰა­უპტ­მან გრო­ტის რაზ­მის იალ­ბუზ­ზე ას­ვლას, რა­მაც ჰიტ­ლე­რის ასე­თი მძაფ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია იმის გამო, რომ უღელ­ტე­ხილ­თა აღე­ბის შემ­დეგ ყო­ველ ზედ­მეტ ჯა­რის­კაცს მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გაჭ­რი­სათ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში გაჭ­რა და სო­ხუმ­ში შეს­ვლა გერ­მა­ნე­ლებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

- ალ­ბათ, მათ­თვის სამ­წუ­ხა­როდ...

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩვენ­თვი­საც სამ­წუ­ხა­როდ... დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან მი­მაჩ­ნია, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და გერ­მა­ნე­ლებს და­ე­პყროთ ამი­ერ­კავ­კა­სია და სა­ერ­თო­დაც მო­ე­გოთ ომი საბ­ჭო­თა ურჩხუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. ჰიტ­ლე­რის რე­ჟი­მი ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით მა­ინც გან­წი­რუ­ლი იყო. გერ­მა­ნი­ა­ში, ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი და მო­ნო­ლი­თუ­რი სტა­ლი­ნუ­რი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რე­ჟი­მი­სად­მი საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცია არ­სე­ბობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით კონ­სერ­ვა­ტულ და სამ­ხედ­რო წრე­ებ­ში.

შე­სა­ბა­მი­სად, ჰიტ­ლე­რის რე­ჟი­მიც მე არა ტო­ტა­ლი­ტა­რულ, არა­მედ უფრო ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟი­მად მი­მაჩ­ნია, რო­მელ­მაც მხო­ლოდ 1944 წლის ზა­ფხუ­ლი­დან მი­ი­ღო ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი. სრუ­ლი­ად ტო­ტა­ლი­ტა­რულ სტა­ლი­ნურ საბ­ჭო­თა კავ­შირს კი, ქარ­თველ­თა რო­გორც ერის გა­ნად­გუ­რე­ბა სურ­და. ეს კი გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი იყო ქარ­თვე­ლე­ბი­სათ­ვის.

- რა იყო სტა­ლი­ნის პა­სუ­ხი იალ­ბუზ­ზე დრო­შის აღ­მარ­თვა­ზე?

- სტა­ლი­ნის რე­აქ­ცია ცნო­ბი­ლი არ არის. რო­გორც ჩანს, ის ასეთ სიმ­ბო­ლურ აქ­ტებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ ანი­ჭებ­და. ცნო­ბი­ლია, რომ კავ­კა­სი­ას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და სტა­ლი­ნის­თვის და მთლი­ა­ნად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­თვის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ ციმ­ბი­რის ნავ­თობ­სა­ბა­დო­ე­ბი ჯერ კი­დევ აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ იყო და სსრკ-ს ნავ­თო­ბის, ანუ რო­გორც მას მა­შინ უწო­დებ­დნენ, ომის ნერ­ვის 85 პრო­ცენ­ტამ­დე ბა­ქოს, გროზ­ნოს და მა­ი­კო­პის ნავ­თობ­სა­ბა­დო­ებ­ზე მო­ი­პო­ვე­ბო­და. ამ მი­ზე­ზით სტა­ლინ­მა ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლე­ბით გა­და­წყვი­ტა სამ­ხრეთ კა­ვა­სი­ის საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცია შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

სხვა­თა შო­რის, 1942 წელს, რო­დე­საც გერ­მა­ნე­ლე­ბი კავ­კა­სი­ას მო­ად­გნენ, ინ­გლი­სე­ლებ­მა სტა­ლინს შეს­თა­ვა­ზეს, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის და­სა­ცა­ვად რე­გი­ონ­ში ირა­ნი­დან თა­ვის ჯარს შე­იყ­ვა­ნენ. ამა­ზე მან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და, რად­გან მის­თვის სულ ერთი იყო, აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ბაქო გერ­მა­ნელ­თა თუ ინ­გლი­სელ­თა ხელ­ში. … ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ქარ­თველ­თათ­ვის სის­ხლი­ა­ნი სტა­ლი­ნუ­რი რე­ჟი­მი ყვე­ლა­ზე დამ­ღუპ­ვე­ლი გა­მოდ­გა. სტა­ლინ­მა ქარ­თველ­თა პო­ლი­ტი­კურ-კულ­ტუ­რუ­ლი ელი­ტა თით­ქმის მთლი­ა­ნად მოს­პო, რად­გან მისი მი­ზა­ნი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, საბ­ჭო­თა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის ნი­ღაბ ქვეშ ქარ­თველ­თა რუ­სი­ფი­კა­ცია და ასი­მი­ლა­ცია იყო, თა­ნაც მისი ყვე­ლა­ზე უა­რე­სი და ბარ­ბა­რო­სუ­ლი – ბოლ­შე­ვი­კურ-სტა­ლი­ნუ­რი ფორ­მით.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

სტატიაში აღნიშნულია, რომ ჰიტლერი უკმაყოფილო იყო იალბუზზე დროშის აღმართვით. უკმაყოფილო კი არა კინაღამ დაახვრეტინა ის გენერალი, იმ დანაყოფის მიზანი იყო ამიერკავაკასიაში გადასვლა და პლაცდარმის დაკავება, რასაც უპრობლემოდ გააკეთებდნენ, ამათ კი შეცვალეს მიზანი და საქვეყნოდ თავი გამოიჩინეს იალბუზზე უაზროდ დროშის აღმართვით. ნუ სხვა მასშტაბია, მაგრამ შევადარებდი მაგალითად ყარყარაშვილმა რომ ფსოუდან წყალი დალია და აფხაზების დროშა ჩამოაგდო. ცუდის მეტი ამან საქარელოს არაფერი მოუტანა, ისევე როგორც გერმანიას იალბუზზე დროში აღმართვამ.

ავტორი:

ნაცისტური დროშა იალბუზზე - რატომ სურდა ჰიტლერს სოხუმის დაკავება და რას ითვალისწინებდა ოპერაცია "ედელვაისი"

ნაცისტური დროშა იალბუზზე - რატომ სურდა ჰიტლერს სოხუმის დაკავება და რას ითვალისწინებდა ოპერაცია "ედელვაისი"

1942 წლის 23 ივლისს, დონის როსტოვის დაცემის შემდეგ, ვერმახტის გენერალ-ფელდმარშალ ევალდ ფონ კლაისტის სატანკო შენაერთები კავკასიის ქედისკენ დაიძრნენ.

სამთო დივიზია “ედელვაისის” მეთაურმა, გენერალმა ჰუბერტ ლანცმა გადაწყვიტა, საბჭოთა არმიისთვის მდინარე ყუბანის ხეობიდან შეეტია - გადასულიყო მარუხისა და ქლუხორის უღელტეხილებზე და საქართველოს აფხაზური შავი ზღვის სანაპიროზე გაჭრილიყო. გერმანელთა მე-4 სამთო-მსროლელი დივიზია კი, რომელიც ძირითადად ტიროლელებისგან შედგებოდა, საქართველოში გადმოსვლას სანჩარის უღელტეხილიდან შეეცადა.

დივიზია “ედელვაისის” ფლანგების დასაცავად და იალბუზისკენ მიმავალი ბილიკის ხელში ჩასაგდებად, შეიქმნა სპეციალური რაზმი. 1942 წლის 21 აგვისტოს ჰაუპტმან (კაპიტან) ჰაინც გროტის რაზმმა კავკასიონის უმაღლეს წერტილზე - იალბუზზე გერმანული სამხედრო დროშა აღმართა.

ნახევარი წლის შემდეგ, 1943 წლის 13 თებერვალს, გერმანელთა დროშები საბჭოთა სამხედრო ალპინისტებმა ჩამოხსნეს და ნაცისტურის ნაცვლად საბჭოური დროშები და სიმბოლოები აღმართეს.

ოპერაციის შესახებ ისტორიკოსი გიორგი მამულია უამბობს AMBEBI.GE-ს მკითხველს:

"ჰაუპტმან ჰაინც გროტი ცნობილი ალპინისტი იყო და მან მოინდომა სამხედრო მიღწევებისთვის, ალპინისტური მიღწევებიც დაემატებინა. ამ მიზნის მისაღწევად წამოიყვანა საუკეთესო მთამსვლელები (მის კავკასიის მაღალმთიან რაიონებში მოქმედ საგანგებოდ ჩამოყალიბებულ სამთო-მსროლელ ჯგუფში მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მთამსვლელები შედიოდნენ) და იალბუზის მწვერვალზე 1942 წლის 14-21 აგვისტოს ასვლის შედეგად შეძლო იქ გერმანიის სამხედრო დროშა აღემართა. ეს ძალიან დიდ ალპინისტურ მიღწევად ჩაითვალა, რაც კარგად იქნა გაპიარებული გერმანულ პროპაგანდისტულ ქრონიკებშიც.

გროტის რაზმს იალბუზზე ასვლისას თან ახლდა გერმანელი სამხედრო ოპერატორიც, რომელმაც დაწვრილებით გადაიღო როგორც ეს ალპინისტური მიღწევა, ისე თავად დროშის აღმართვის ცერემონიაც. ამ კადრების ნაწილი მაშინვე შევიდა მთავარი გერმანული პროპაგანდისტული კინოჟურნალის “გერმანული საკვირაო მიმოხილვის” (Die Deutsche Wochenschau) ერთ-ერთ გამოშვებაში, მთელი ფილმი კი დაახლოებით 20 წლის წინ იქნა გამოცემული სახელით “მეგობრები ედელვაისის ქვეშ”.

ნახეთ: გერმანელი სამხედრო ოპერატორის უნიკალური კადრები

სხვათა შორის, ალბერტ შპეერს, გერმანიის შეიარაღების ყოფილ მინისტრს, თავის მემუარებში უწერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იალბუზზე დროშის აღმართვა ძალიან დიდი ალპინისტური მიღწევა იყო, ჰიტლერი ამ აქციით ფრიად უკმაყოფილო იყო. იგი ითხოვდა ნებისმიერი საშუალებით ამიერკავკასიაში გაჭრას და სოხუმის დაკავებას. მისი საყვედური "ედელვაისის" მებრძოლთა მიმართ ის იყო, რომ მათ არ შეასრულეს მისი ბრძანება გადაესროლათ მთელი ძალები სოხუმის ასაღებად და ამრიგად კავკასიონის დიდი ქედი გადმოელახათ, არამედ მხოლოდ იალბუზზე ასვლით და სიმბოლური წარმატებით დაკმაყოფილდნენ...

- სოხუმის მიმართ ჰიტლერს რა ინტერესი ჰქონდა?

- სოხუმის მიმართ მისი ინტერესი ის იყო, რომ ქლუხორის, სანჩარისა და მარუხის უღელტეხილების დაძლევით, ვერმახტი ამიერკავკასიაში შედიოდა და ზურგში ექცეოდა საბჭოთა ჯარების ტუაფსეში მყოფ დაჯგუფებას, რომელიც, სარგებლობდა რა მომგებიანი ბუნებრივი პირობებით (ტუაფსედან სოხუმამდე მომდინარე ვიწრო შავის ზღვის სანაპირო ზოლით), გზას უღობავდა გერმანელთა მე-9 არმიას, რომელიც ნოვოროსიისკის აღების შემდეგ ამიერკავკასიაში შავი ზღვის სანაპიროთი უნდა შეჭრილიყო.

უკვე 1942 წლის აგვისტოში ვერმახტის 49-ე სამთო კორპუსის ნაწილებმა, რომელშიც შედიოდა გერმანელთა პირველი და მეოთხე სამთო-მსროლელი დივიზია, ქლუხორის, სანჩარის და მარუხის უღელტეხილები დაიკავეს, მაგრამ ამ წარმატების შემდგომი განვითარება, მთების სამხრეთ ფერდობებზე დაშვება და შავი ზღვის სანაპიროზე გასვლა ვერ შეძლეს ბოლშევიკების გაძლიერებული წინააღმდეგობისა და ცოცხალი ძალის და მომარაგების ნაკლებობის გამო. გერმანელთა საბრძოლო კომუნიკაციები უზომოდ გაიწელა. სხვათა შორის, სწორედ ეს დრო ემთხვევა ჰაუპტმან გროტის რაზმის იალბუზზე ასვლას, რამაც ჰიტლერის ასეთი მძაფრი რეაქცია გამოიწვია იმის გამო, რომ უღელტეხილთა აღების შემდეგ ყოველ ზედმეტ ჯარისკაცს მნიშვნელობა ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში გაჭრისათვის. სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასიის შავიზღვისპირეთში გაჭრა და სოხუმში შესვლა გერმანელებმა ვერ მოახერხეს.

- ალბათ, მათთვის სამწუხაროდ...

- წარმოიდგინეთ, ჩვენთვისაც სამწუხაროდ... დღევანდელი გადასახედიდან მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა გერმანელებს დაეპყროთ ამიერკავკასია და საერთოდაც მოეგოთ ომი საბჭოთა ურჩხულის წინააღმდეგ. ჰიტლერის რეჟიმი ისტორიული თვალსაზრისით მაინც განწირული იყო. გერმანიაში, ტოტალიტარული და მონოლითური სტალინური საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმისადმი საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია არსებობდა, განსაკუთრებით კონსერვატულ და სამხედრო წრეებში.

შესაბამისად, ჰიტლერის რეჟიმიც მე არა ტოტალიტარულ, არამედ უფრო ავტორიტარულ რეჟიმად მიმაჩნია, რომელმაც მხოლოდ 1944 წლის ზაფხულიდან მიიღო ტოტალიტარიზმის გარკვეული ნიშნები. სრულიად ტოტალიტარულ სტალინურ საბჭოთა კავშირს კი, ქართველთა როგორც ერის განადგურება სურდა. ეს კი გაცილებით უარესი იყო ქართველებისათვის.

- რა იყო სტალინის პასუხი იალბუზზე დროშის აღმართვაზე?

- სტალინის რეაქცია ცნობილი არ არის. როგორც ჩანს, ის ასეთ სიმბოლურ აქტებს დიდ ყურადღებას არ ანიჭებდა. ცნობილია, რომ კავკასიას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სტალინისთვის და მთლიანად საბჭოთა კავშირისთვის. მოგეხსენებათ, მაშინ ციმბირის ნავთობსაბადოები ჯერ კიდევ აღმოჩენილი არ იყო და სსრკ-ს ნავთობის, ანუ როგორც მას მაშინ უწოდებდნენ, ომის ნერვის 85 პროცენტამდე ბაქოს, გროზნოს და მაიკოპის ნავთობსაბადოებზე მოიპოვებოდა. ამ მიზეზით სტალინმა ნებისმიერი ძალებით გადაწყვიტა სამხრეთ კავასიის საბჭოთა ოკუპაცია შეენარჩუნებინა.

სხვათა შორის, 1942 წელს, როდესაც გერმანელები კავკასიას მოადგნენ, ინგლისელებმა სტალინს შესთავაზეს, რომ სამხრეთ კავკასიის დასაცავად რეგიონში ირანიდან თავის ჯარს შეიყვანენ. ამაზე მან კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან მისთვის სულ ერთი იყო, აღმოჩნდებოდა ბაქო გერმანელთა თუ ინგლისელთა ხელში. … ისტორიული თვალსაზრისით, ქართველთათვის სისხლიანი სტალინური რეჟიმი ყველაზე დამღუპველი გამოდგა. სტალინმა ქართველთა პოლიტიკურ-კულტურული ელიტა თითქმის მთლიანად მოსპო, რადგან მისი მიზანი, საბოლოო ჯამში, საბჭოთა ინტერნაციონალიზმის ნიღაბ ქვეშ ქართველთა რუსიფიკაცია და ასიმილაცია იყო, თანაც მისი ყველაზე უარესი და ბარბაროსული – ბოლშევიკურ-სტალინური ფორმით.

ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო

როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...

უნიკალური კადრი - ფოტოგრაფმა შტორმის დროს, რომაული წყლის ღმერთის, ნეპტუნუსის "სახე“ აღბეჭდა