მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით ჰგავს ბელა მირიანაშვილს შვილიშვილი - "სადაც უნდა მივიდეს, პოზიტივს ასხივებს..."
რით ჰგავს ბელა მირიანაშვილს შვილიშვილი - "სადაც უნდა მივიდეს, პოზიტივს ასხივებს..."

ცოტა ხნის წინ ირინ­კა კავ­სა­ძე გა­გა­ცა­ნით - მსა­ხი­ობ კახი კავ­სა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამე­რი­კი­დან დრო­ე­ბით დაბ­რუნ­და. მაგ­რამ მა­შინ არა­ფე­რი გვით­ქვამს იმის შე­სა­ხებ, რომ ამე­რი­კი­დან მე­გაპ­რო­ექ­ტმა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ჩა­მო­იყ­ვა­ნა - ირინ­კა შოუს ერთ-ერთი კონ­კურ­სან­ტი გახ­ლავთ. კონ­კურ­სში მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან, თურ­მე, ყვე­ლა­ზე მე­ტად ბა­ბუა გა­ნიც­დის.

რო­გორც ირინ­კამ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, მისი მსა­ხი­ო­ბო­ბა ყვე­ლა­ზე მა­ტად მის­მა მა­მი­დამ, ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძემ გან­სა­ზღვრა. ძმის­შვილ­ზე სა­სა­უბ­როდ მსა­ხი­ობ ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძეს ვეს­ტუმ­რეთ:

"ირინ­კა მსა­ხი­ო­ბე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, ხში­რად ხდე­ბა, რომ ასეთ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას ირ­ჩე­ვენ. მარ­თლაც გან­სხვა­ვე­ბულ ატ­მოს­ფე­რო­ში გა­ი­ზარ­და. გარ­და ამი­სა, მის შემ­თხვე­ვა­ში, არის გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რიც, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რაც რე­ა­ლუ­რად მარ­თლაც არ­სე­ბობს. ამ ბავ­შვში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ფეს­ვე­ბი შო­რი­დან მო­დის. მისი პა­პის მამა, გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი ლოტ­ბა­რი სან­დრო კავ­სა­ძე გახ­ლდათ. და­თაშ­კა კავ­სა­ძე (ასე­ვე ლოტ­ბა­რი) კი - პა­პის მამა. კა­ხო­ზე (კახი კავ­სა­ძე, - ავტ.) არა­ფერს ვამ­ბობ, ბე­ბი­ის, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის მხრი­დან ფეს­ვებ­ზე - ბე­ლას მამა ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა...

მოკ­ლედ, ირინ­კას გე­ნე­ტი­კა არ­ტის­ტუ­ლი ბუ­ნე­ბით და­ხუნ­ძუ­ლია, მაგ­რამ მას არა მხო­ლოდ გე­ნე­ტი­კუ­რად აქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი, თვი­თონ პი­როვ­ნუ­ლად არის სა­ოც­რად მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მშრო­მე­ლი და ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნა. ხან­და­ხან გვა­ო­ცებს იმით, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­სიყ­ვა­რუ­ლეა. არა­ნორ­მა­ლუ­რად უყ­ვარს თა­ვი­სი არ­ჩე­უ­ლი გზა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კარ­გია, რომ ასე გა­მოს­დის ეს, ამას­თან, სა­შინ­ლად შრო­მის­მოყ­ვა­რეა.

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მი აქვს, რომ პრო­ფე­სი­ა­ში მყა­რად გან­ვი­თარ­დეს. იცის, რომ რთუ­ლია, - ეს მის­თვი­საც მით­ქვამს, თუმ­ცა უკვე დიდი გზა გა­ი­ა­რა. ვა­შინგტონ­ში თე­ატ­რში დი­ლი­დან დი­ლამ­დე შრო­მო­ბენ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან და კარგ პრო­დუქ­ცი­ას ქმნი­ან. ირინ­კა იქ მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრშია... აქე­დან 9 წლის იყო, იქ რომ წა­ვი­და, სა­დაც გა­ი­ზარ­და. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ო­ცებს, ის არის, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თუ­ლი ენა სულ არ და­ვი­წყე­ბია და გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით ლა­პა­რა­კობს.

- თით­ქმის თქვენ გა­რე­შე გა­ი­ზარ­და, რო­გო­რია ემო­ცი­უ­რად ეს თქვენ­თვის?

- არა იმი­ტომ, რომ ახლა მას­ზე ვსა­უბ­რობთ, ირინ­კა ჩვენს ოჯახ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია თა­ვი­სი პო­ზი­ტი­ვით... მას­თან სა­ურ­თი­ერ­თოდ თა­ნა­მედ­რო­ვე კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი (ინ­ტერ­ნე­ტი, ტე­ლე­ფო­ნი) გვეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არის დიდი მო­ნატ­რე­ბა, რა­საც ვუმკლავ­დე­ბით. მათ ჩვენ­ზე მე­ტად უჭირთ, ისი­ნი ხომ აქე­დან ოჯა­ხით წა­ვიდ­ნენ.

- ირინ­კას ბე­ბია მსა­ხი­ო­ბი ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, დე­დათ­ქვე­ნი ვახ­სე­ნეთ. რო­გორ ფიქ­რობთ, ჰგავს თუ არა ბე­ბი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი?

- გა­რეგ­ნუ­ლად არა, უფრო ბა­ბუ­ას ჰგავს. მას დე­და­მი­სის­გან ბევ­რი კარ­გი რამ აქვს აღე­ბუ­ლი და ამას­თან, ჰგავს კი­დეც... ბე­ლას ბუ­ნე­ბით და ხა­სი­ა­თით ვამ­სგავ­სებთ. ყველ­გან, სა­დაც უნდა მი­ვი­დეს, პო­ზი­ტივს ას­ხი­ვებს და ვფიქ­რობ, სწო­რედ ამ მთა­ვარ­ში ბე­ბი­ას ნამ­დვი­ლად ჰგავს.

- ირინ­კას მა­ყუ­რე­ბე­ლი ცოტა ხან­ში მა­სობ­რი­ვად პრო­ექ­ტით "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­იც­ნობს. თქვენ მხა­რი და­უ­ჭი­რეთ მის შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. და­მი­რე­კა და მკი­თხა, - რო­გორ მო­ვიქ­ცეო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­დად არ ვარ შო­უ­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ყვე­ლა შოუს და ნა­მუ­შე­ვარს რა­საკ­ვირ­ვე­ლია ვა­ფა­სებ, პა­ტივს ვცემ. თან­ხმო­ბა თით­ქმის პა­უ­ზის გა­რე­შე ვუ­თხა­რი. ვფიქ­რობ, რომ აქაც უნდა იყოს, იმი­ტომ, რომ აქა­უ­რო­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ მის გო­ნე­ბა­სა და გულ­ში ერთი წა­მი­თაც არ შეც­ვლი­ლა არა­ფე­რი. მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რომ ვუ­თხა­რი, ჩა­მო­დი-მეთ­ქი.

- ე.ი. მისი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფიქ­რობთ, რომ შეძ­ლებს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- ვფიქ­რობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად დაძ­ლევს, შეძ­ლებს. მისი მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებ­ზე ყოფ­ნა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინ­ცდა­მა­ინც გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არ ვართ. მთა­ვა­რია, რომ ღირ­სე­უ­ლად წარ­სდგეს მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე და ზუს­ტად ვიცი, რომ ამას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ა­ხერ­ხებს! და­ნარ­ჩე­ნი მა­ყუ­რებ­ლის გა­და­სა­წყვე­ტია, ასე­ვე ფორ­ტუ­ნა­ზეა და­მო­კი­დებ­ლი, მაგ­რამ მაქ­სი­მუმს რომ გა­ა­კე­თებს და ღირ­სე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე იქ­ნე­ბა, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ.

- რას ამ­ბობს ბა­ბუა, კახი კავ­სა­ძე?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ღე­ლავს. ახლა იმა­ზე წუხს, ძა­ლი­ან იღ­ლე­ბაო... რა­ღაც მი­ზე­ზებს ეძებს, რომ კი­დევ უფრო მეტი ინერ­ვი­უ­ლოს. მე კი ირინ­კას სულ ვე­უბ­ნე­ბი, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლაფ­რის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა იყოს, მაგ­რამ იმ­დე­ნად გუ­ლუბ­რყვი­ლო და სუფ­თა ადა­მი­ა­ნია, რომ თავ­ში არ მოს­დის რა­ი­მე მზაკ­ვრო­ბა და ბო­რო­ტე­ბა.

- თქვენ არ გგავთ?

- მე? არ ვიცი, ალ­ბათ კი... წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და, ვუ­სურ­ვო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რით ჰგავს ბელა მირიანაშვილს შვილიშვილი - "სადაც უნდა მივიდეს, პოზიტივს ასხივებს..."

რით ჰგავს ბელა მირიანაშვილს შვილიშვილი - "სადაც უნდა მივიდეს, პოზიტივს ასხივებს..."

ცოტა ხნის წინ ირინკა კავსაძე გაგაცანით - მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილი, რომელიც ამერიკიდან დროებით დაბრუნდა. მაგრამ მაშინ არაფერი გვითქვამს იმის შესახებ, რომ ამერიკიდან მეგაპროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჩამოიყვანა - ირინკა შოუს ერთ-ერთი კონკურსანტი გახლავთ. კონკურსში მის მონაწილეობას ოჯახის წევრებიდან, თურმე, ყველაზე მეტად ბაბუა განიცდის.

როგორც ირინკამ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, მისი მსახიობობა ყველაზე მატად მისმა მამიდამ, ნანუკა ხუსკივაძემ განსაზღვრა. ძმისშვილზე სასაუბროდ მსახიობ ნანუკა ხუსკივაძეს ვესტუმრეთ:

"ირინკა მსახიობების ოჯახში დაიბადა, ხშირად ხდება, რომ ასეთ ოჯახში დაბადებულები მსახიობის პროფესიას ირჩევენ. მართლაც განსხვავებულ ატმოსფეროში გაიზარდა. გარდა ამისა, მის შემთხვევაში, არის გენეტიკური ფაქტორიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც რეალურად მართლაც არსებობს. ამ ბავშვში სახელოვნებო ფესვები შორიდან მოდის. მისი პაპის მამა, გენიალური ქართველი ლოტბარი სანდრო კავსაძე გახლდათ. დათაშკა კავსაძე (ასევე ლოტბარი) კი - პაპის მამა. კახოზე (კახი კავსაძე, - ავტ.) არაფერს ვამბობ, ბებიის, ბელა მირიანაშვილის მხრიდან ფესვებზე - ბელას მამა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი იყო. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა...

მოკლედ, ირინკას გენეტიკა არტისტული ბუნებით დახუნძულია, მაგრამ მას არა მხოლოდ გენეტიკურად აქვს ეს ყველაფერი, თვითონ პიროვნულად არის საოცრად მოსიყვარულე, მშრომელი და ნიჭიერი გოგონა. ხანდახან გვაოცებს იმით, როგორი ადამიანების მოსიყვარულეა. არანორმალურად უყვარს თავისი არჩეული გზა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ასე გამოსდის ეს, ამასთან, საშინლად შრომისმოყვარეა.

მოკლედ, ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ პროფესიაში მყარად განვითარდეს. იცის, რომ რთულია, - ეს მისთვისაც მითქვამს, თუმცა უკვე დიდი გზა გაიარა. ვაშინგტონში თეატრში დილიდან დილამდე შრომობენ. ძალიან მნიშვნელოვან და კარგ პროდუქციას ქმნიან. ირინკა იქ მოვლენების ეპიცენტრშია... აქედან 9 წლის იყო, იქ რომ წავიდა, სადაც გაიზარდა. რაც ყველაზე მეტად მაოცებს, ის არის, რომ უცხო ქვეყანაში ქართული ენა სულ არ დავიწყებია და გამართული ქართულით ლაპარაკობს.

- თითქმის თქვენ გარეშე გაიზარდა, როგორია ემოციურად ეს თქვენთვის?

- არა იმიტომ, რომ ახლა მასზე ვსაუბრობთ, ირინკა ჩვენს ოჯახში გამორჩეული ადამიანია თავისი პოზიტივით... მასთან საურთიერთოდ თანამედროვე კომუნიკაციები (ინტერნეტი, ტელეფონი) გვეხმარება. თუმცა, რა თქმა უნდა, არის დიდი მონატრება, რასაც ვუმკლავდებით. მათ ჩვენზე მეტად უჭირთ, ისინი ხომ აქედან ოჯახით წავიდნენ.

- ირინკას ბებია მსახიობი ბელა მირიანაშვილი, დედათქვენი ვახსენეთ. როგორ ფიქრობთ, ჰგავს თუ არა ბებიას შვილიშვილი?

- გარეგნულად არა, უფრო ბაბუას ჰგავს. მას დედამისისგან ბევრი კარგი რამ აქვს აღებული და ამასთან, ჰგავს კიდეც... ბელას ბუნებით და ხასიათით ვამსგავსებთ. ყველგან, სადაც უნდა მივიდეს, პოზიტივს ასხივებს და ვფიქრობ, სწორედ ამ მთავარში ბებიას ნამდვილად ჰგავს.

- ირინკას მაყურებელი ცოტა ხანში მასობრივად პროექტით "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნობს. თქვენ მხარი დაუჭირეთ მის შოუში მონაწილეობას?

- რასაკვირველია. დამირეკა და მკითხა, - როგორ მოვიქცეო. მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ ვარ შოუების მოყვარული, ყველა შოუს და ნამუშევარს რასაკვირველია ვაფასებ, პატივს ვცემ. თანხმობა თითქმის პაუზის გარეშე ვუთხარი. ვფიქრობ, რომ აქაც უნდა იყოს, იმიტომ, რომ აქაურობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. უცხოეთში ცხოვრების შემდეგ მის გონებასა და გულში ერთი წამითაც არ შეცვლილა არაფერი. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ვუთხარი, ჩამოდი-მეთქი.

- ე.ი. მისი მონაცემებიდან გამომდინარე, ფიქრობთ, რომ შეძლებს პროექტში მონაწილეობას?

- ვფიქრობ, რომ აუცილებლად დაძლევს, შეძლებს. მისი მოწინავე პოზიციებზე ყოფნა ძალიან გაგვიხარდება, მაგრამ მაინცდამაინც გამარჯვებაზე ორიენტირებულები არ ვართ. მთავარია, რომ ღირსეულად წარსდგეს მაყურებლის წინაშე და ზუსტად ვიცი, რომ ამას აუცილებლად მოახერხებს! დანარჩენი მაყურებლის გადასაწყვეტია, ასევე ფორტუნაზეა დამოკიდებლი, მაგრამ მაქსიმუმს რომ გააკეთებს და ღირსეული მონაწილე იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ.

- რას ამბობს ბაბუა, კახი კავსაძე?

- რა თქმა უნდა, ძალიან ღელავს. ახლა იმაზე წუხს, ძალიან იღლებაო... რაღაც მიზეზებს ეძებს, რომ კიდევ უფრო მეტი ინერვიულოს. მე კი ირინკას სულ ვეუბნები, რომ ფსიქოლოგიურად ყველაფრისთვის მომზადებული უნდა იყოს, მაგრამ იმდენად გულუბრყვილო და სუფთა ადამიანია, რომ თავში არ მოსდის რაიმე მზაკვრობა და ბოროტება.

- თქვენ არ გგავთ?

- მე? არ ვიცი, ალბათ კი... წარმატებები მინდა, ვუსურვო...

"ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა...მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა" - რა სირთულეები მოჰყვა თიკა მახალდიანის ცხოვრებაში "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს

ორსული მეგან მარკლი შვილთან ერთად - პატარა არჩის ახალი ფოტოები, რომელზეც ამბობენ, რომ "მამის ასლია"

ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან