ავტორი:

ვერონა ჯგუფის მორიგი სიახლე

ვერონა ჯგუფის მორიგი სიახლე

ავეჯის სახლი “ვერონა”, რომელიც წლიდან-წლამდე ქართველ მომხმარებელს ახალ-ახალი სიურპრიზით ანებივრებს, საზოგადოებას მორიგ სიურპრიზს უმზადებს:

“ვენეტოდიზაინი” - ასე აანონსებენ “ვერონა სჯგუფში პროექტს, რომლისთვისაც სრულიად განსხვავებული სივრცე იქმნება. 2013 წელს აღმაშენებლის ხეივანზე “ვერონა”-ს შოურუმის გახსნისას წარმოდგენილი იყო საძინებელი, კაბინეტისა და მისაღები ოთახების ავეჯი, რომელსაც მალევე სამზარეულოს სრული ინვენტარი და ტექნიკა, ასევე გარე ავეჯის ფართო არჩევანი შეემატა. 2017 წლიდან “ვერონამ” კოლექციის გაფართოებისთვის აქცენტი კლასიკის ხაზზე გააკეთა და მომხმარებელს უბერებელი დიზაინერული გადაწყვეტილებები შესთავაზა.

საშუალოშემოსავლიან მომხმარებელთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად “ვერონამ” სრულიად ახალი პროექტი - “დოგტასი და კელებეკი” წამოიწყო, რომელიც სულ უფრო მეტ ლოიალურ მომხარებელს იძენს.

“ვენეტოს” უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულიად სხვა დანიშნულების პროდუქციას შესთავაზებს მომხმარებელს.

“ამ შემთხვევაში უკვე თვისობრივად სხვა მიმართულება ავიღეთ და მომხმარებლის ინტერესებიც განსხვავებულად გადავაჯგუფეთ. ყველა დეტალს ჯერ არ ვამხელთ, რადგან სიურპრიზია. ერთადერთი, რასაც საზოგადოებას ამ ეტაპზე დაბეჯითებით ვეტყვით, არის ის, რომ “ვერონა” ჯგუფი კიდევ ერთ დიდ სიახლეს ამზადებს და ამისთვის მხოლოდ საუკეთესოს ვარჩევთ,” - აცხადებენ “ვერონას” ჯგუფში

“ვენეტოს” განსაკუთრებით ელიან თვითონ მისი შემქმნელებიც. სპეციალურად ამ პროექტისთვის მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ავეჯის სახლ “ვერონას” მახლობლად, აღმაშენებლის ხეივნის #38-ში მდებარე შენობაში. ამ მიზნებისთვის ბევრისთვის ნაცნობ შენობაზე მოიხსნა ძველი ფასადი და მიმდინარეობს ახალი გადაწყვეტით ჩანაცვლება, იცვლება ინტერიერი და გარდაიქმნება დიზაინერთა მიერ დეკორირებულ შოურუმებად. “ვენეტო” ჩაფიქრებულია არა ძველის კოპირებად, არამედ ახალ სიტყვად დიზაინისა და რემონტის სფეროში.

ავეჯის სახლი “ვერონა” ხუთ წელზე მეტია რაც გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებას გაეცნო, როგორც წამყვანი იტალიური ბრენდების საუკეთესო წარმდგენი. მისაღები, საძინებლისა და კაბინეტის, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ხელწერა, აგრეთვე სამზარეულოებისა და სამზარეულოს ტექნიკის, ხალიჩების, განათებების ფართო არჩევანი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ამ მოკლე პერიოდში “ვერონამ” საზოგადოებას შესთავაზა და ყოველ ჯერზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

“ვენეტოზე” მომუშავე ჯგუფი ამ ჯერზეც ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ ახალი პროექტი მომხმარებლის ინტერესებს აუცილებლად დაემთხვევა და მოლოდინსაც გაამართლებს. ერთი ტენდენცია, რასაც დანამდვილებით უნდა ველოდოთ - სიახლეა, რომელსაც “ვერონას” ჯგუფი არასდროს უღალატებს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი