ნათელი ოთახები, გამწვანებული ეზოები და სადარბაზოები, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, ენერგოეფექტურობა, შშმ პირებზე ადაპტირებული გარემო, - ასეთია კომპანია m2 კვადრატის ყველაზე მასშტაბური კომპლექსი m2 იპოდრომთან 2, რომელიც 4 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.
იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში ბინის შეძენის მსურველები რეკრეაციულ სივრცეზე დიდ ყურადღებას ამახვილებენ, კომპანიამ მწვანე გარემოს დიდი სივრცე დაუთმო. შესაბამისად, კომპლექსში როგორც სრულიად გამწვანებული კედელი, რომელსაც დედაქალაქში ვერსად შეხვდებით, ისე საბავშვო სივრცეები, სპორტული მოედნები და მცირე ზომის სკვერებია მოწყობილი.
თამთა სირაძე ერთ-ერთია m2-ის კომპლექსის იმ მცხოვრებთა შორის, ვინც მშენებლობის დასრულების შემდეგ შეძენილი ბინა უკვე ჩაიბარა. თამთას განმარტებით, როდესაც ბინის შერჩევას იწყებდა, მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, სამშენებლო სამუშაოები შეესრულებინა კომპანიას, რომელიც საქმეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდება, სწორედ ამიტომ, არჩევანი m2 იპოდრომი 2-ზე შეაჩერა.
„ბინის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სახლის ისეთი კომპანის მიერ აშენებულ კორპუსში შეძენა, რომელიც თავის საქმეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდება. შესაბამისად, m2 -ის მიერ აშენებული ბინის შეძენა სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ვიცით, რომ ადრე შესრულებული პროექტებიდან მათი ხარისხი ეჭვქვეშ ჯერ არ დამდგარა.
ბინა ერთი წლის წინ შევიძინეთ. ამ დროის განმავლობაში მშენებლობის სრულ პროცესში ვიყავით ჩართულები. უფრო კონკრეტულად, ყველა მესაკუთრეს, ყოველკვირეულად გვაწვდიდნენ ინფორმაციას, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში რა სამუშაოები სრულდებოდა. კომპანიის წარმომადგენლებს ნებისმიერ შეკითხვაზე ჰქონდათ პასუხი“, - იხსენებს თამთა.
როგორც თამთა სირაძისთვის, ისე კომპლექსის დანარჩენი მცხოვრებლებისთვის, m2-მა ბინის ჩაბარების პროცესი დღესასწაულად აქცია. როგორც Ambebi.ge-ს კომპანიის წარმომადგენლებმა უამბეს, ბინის ჩაბარებისას თოთოეულ მობინადრეს სახლში საჩუქრები ხვდება, რათა მათი განწყობა კიდევ უფრო ამაღლდეს.
დასრულებული ბინის ჩაბარების პროცესი თამთამაც გაიხსენა. მისი თქმით, ასეთ მაღალ დონეზე შესრულებულ სამუშაოსა და მსგავს ყურადღებას არ ელოდა.
„როცა უკვე გარემონტებული ბინა ჩავიბარეთ, ხარისხმა მოლოდინს გადააჭარბა. ნამდვილად არ ველოდით ასეთ მაღალ დონეზე შესრულებულ სამუშაოს, შესაბამისად, მიღებული შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ“, - აღნიშნა თამთა სირაძემ.
m²-მა ახალი საცხოვრებელი კომპლექსის, m² იპოდრომთან 2 -ის მშენებლობის დაწყების შესახებ 2015 წლის ივლისში განაცხადა და სამშენებლო სამუშაოებიც ამავე წელს დაიწყო. ნაცვლად 2018 წლის ოქტომბრისა, კომპანიამ 800-მდე ოჯახისთვის სარემონტო სამუშაოების დაგეგმილზე ადრე, ეტაპობრივად ჩაბარება 23 აგვისტოს დაიწყო, 4 ოქტომბერს კი, საცხოვრებელი კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა. კომპანიის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბურდილაძის განმარტებით, ბინების 98% უკვე გაყიდულია და ახლა m2-ის თანამშრომლების ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მესაკუთრეთა სახლები მათი გემოვნებისა და მოთხოვნების შესაბამისად, უმოკლეს დროში გაარემონტონ.
„დღეს აღვნიშნავთ კომპლექსის დასრულებისა და მისი გახსნის ღონისძიებას. ბინების ჩაბარება უკვე დაწყებულია. საკმაოდ ბევრმა თავისი ბინა უკვე ჩაიბარა და იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით ახალი წლისთვის ამ კომპლექსში შესახლდებიან და აქ უკვე იგრძნობა სერიოზული გამოცოცხლება.
m2-მა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტი დაასრულა. ამ კომპლექსში არის 800 ბინა და ჯამში 100 000 კვადატული მეტრი ფართი აშენდა. კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღიც. აშენებული ბინების 98% უკვე რეალიზებულია. ჯამში, აღნიშნულ პროექტში განხორციელდა 60 მილიონ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია. ჩვენ ამ პროექტის დაფინანსებაში გვეხმარებოდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და ფონდი Green for Growth, რომელთაც გამოყვეს დაფინანსება და მათი დაფინანსების გამოყენებით, ჩვენ ამ კომპლექსში ენერგოეფექტურობის კომპონენტის შემატება შევძელით“, - აღნიშნა ირაკლი ბურდილაძემ.
თბილისის მცხოვრებთა კიდევ ერთი, პარკირების პრობლემაც m2-მა იპოდრომის ტერიტორიაზე აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადაჭრა და გარდა მიწის ზედა საპარკინგე ადგილებისა, მოაწყო 4-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც ბინების რაოდენობის შესაბამისად არის დაგეგმარებული. ამასთან, ანტონოვსკაიასა და კარტოზიას ქუჩების მხრიდან გათვალისწინებულია კომერციული ფართები სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისათვის, რაც კომპლექსის მცხოვრებლებისათვის დამატებითი კომფორტს ქმნის.
ვისთვისაც ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანია, m2 იპოდრომთან 2 სწორედ მათთვისაა, რადგან მისი საცხოვრებელი ბინები 23%-მდე ენერგოეფექტურია, რაც მობინადრეებს შესაძლებლობას აძლევს კომუნალური ხარჯები დაზოგონ.
მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის დირექტორის შორენა დარჩიაშვილის თქმით, საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეებს, რომლებიც m2 იპოდრომთან 2-ში უკვე ცხოვრობენ, საშუალება აქვთ, თავიანთი შვილები ეზოში მდებარე საბავშვო ბაღში მიიყვანონ. მისივე თქმით, ბავშვების ამავე ბაღში მიყვანის საშუალება ზოგადად, კარტოზიას ქუჩის ყველა მცხოვრებს აქვს.
როგორც შორენა დარჩიაშვილმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ 801 ბინიდან მხოლოდ 10 დარჩა, მსურველებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, m2 იპოდრომთან 2-ის სამეზობლოს შეუერთდნენ.
„ჩვენს კლიენტებს საშუალება ჰქონდათ, ემუშავათ დიზაინერებთან ერთად და იმ ფართო არჩევანიდან, რაც მათთვის იყო წარმოდენილი, სასურველი შეერჩიათ. რა თქმა უნდა, ბრენდები იყო ევროპული, ხარისხი ძალიან მაღალი და ბინების ინტერიერიც საკმაოდ თანამედროვე დიზაინით გამოვიდა. ახლა ბინების ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს და კომპლექსის უკვე ექსპლუატაციაში მიღებას ველოდებით. გასაღების გადაცემა და შესახლების პროცესი ძალიან მალე დასრულდება, რის მიმართაც ძალიან ამაღლებული განწყობა გვაქვს“, - აღნიშნა შორენა დარჩიაშვილმა.
როგორც m2-ში განმარტავენ, კომპლექსის შესახლების შემდგომი მომსახურება ითვალისწინებს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების, ლიფტებისა და ეზოს დასუფთავებას, გამწვანების მოვლას, ასევე გაქირავების კომფორტულ მომსახურებას კომპანია - m2 რენტის მიერ.
პროექტი m2 იპოდრომთან 2 დაფინანსებული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის IFC -ისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდის Green for Growth Fund – GGF -ის მიერ. ხოლო პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 60,6 მილიონი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, m2-ის დირექტორის, ირაკლი ბურდილაძის თქმით, კომპანია უკვე უბნების მშენებლობაზე გადავიდა, სადაც თანამედროვე, კომფორტული ცხოვრებისთვის აბსოლუტურად ყველა კომპონენტი იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, უბნები, რომლებიც აშენდება მოიცავს პარკებს, ბულვარებს, პლაზებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, რეკრეაციულ სივრცეებს, სავარჯიშო დარბაზებს, საცურაო აუზებსა და სხვა კომპონენტებს.
რაც შეეხება უბნების ადგილმდებარეობას, ირაკლი ბურდილაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორი პროექტი მიმდინარეობს და კომპანია ერთ-ერთი ნებართვას ელოდება, ხოლო მეორე - დაპროექტების ფაზაშია. პირველი მარშალ გელოვანის გამზირზე განხორციელდება, ხოლო მეორე -კახეთის გზატკეცილზე, შს სამინისტროს გვერდით.