სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიდერლანდებში ГРУ–ს აგენტები დააკავეს - იგეგმებოდა კიბერთავდასხმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წინააღმდეგ
ნიდერლანდებში ГРУ–ს აგენტები დააკავეს - იგეგმებოდა კიბერთავდასხმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წინააღმდეგ

ნი­დერ­ლან­დე­ბის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ГРУ–ს (რუ­სე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს) სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბის მო­პარ­ვა­სა და ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის აკ­რძალ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (OPCW) წი­ნა­აღ­მდეგ კი­ბერ­თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ჰო­ლან­დი­ა­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელ­ჩის პი­ტერ უილ­სო­ნის გან­ცხა­დე­ბით, OPCW-ის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო, შე­საძ­ლოა, ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი და­წეს­დეს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

ჰო­ლან­დი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის წევ­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ.

ნი­დერ­ლან­დე­ბის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ისი­ნი სპეც­საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნებს, ხოლო მო­ბი­ლუ­რი სიხ­ში­რის­თვის კომ­პი­უ­ტუ­რულ სიგ­ნალს იყე­ნებ­დნენ. საქ­მის ძი­ე­ბი­სას და­კა­ვე­ბუ­ლებს სა­ბარ­გულ­ში ტრანსფორ­მა­ტო­რი და რამ­დე­ნი­მე ელე­მენ­ტი აღ­მო­აჩ­ნდათ, ასე­ვე მან­ქა­ნის სა­ლონ­ში ნა­პოვ­ნია ძლი­ე­რი მო­ნა­ცე­მე­ბის კომ­პი­უ­ტე­რი, ან­ტე­ნა და სმარ­ტფო­ნე­ბი. ჰა­კე­რე­ბი მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის კომ­პი­უ­ტე­რებს პა­რო­ლებს ხსნიდ­ნენ და სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებს იპა­რავ­დნენ. ან­ტე­ნა ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის აკ­რძალ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­კენ ჰქონ­დათ მი­მარ­თუ­ლი.

და­კა­ვე­ბამ­დე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­მუ­შაო ტექ­ნი­კის, მათ შო­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ვერ შეძ­ლეს.

ერთ-ერთ და­კა­ვე­ბუ­ლი სარ­გებ­ლობ­და ნო­უთ­ბუ­ქით, რომ­ლი­თაც მა­ლა­ი­ზი­ა­ში, არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი გზე­ბით წვდო­მას ცდი­ლობ­და. ნი­დერ­ლან­დე­ბის კონ­ტრდაზ­ვერ­ვა დე­ტა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვებს.

თუმ­ცა, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტით მო­სარ­გებ­ლე რუ­სე­ბის ვი­ნა­ო­ბა უკვე ცნო­ბი­ლია. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ალექ­სეი მო­რე­ნე­ცი, ევ­გე­ნი სე­რებ­რი­ა­კო­ვი, ოლეგ სოტ­ნი­კო­ვი და ალექ­სეი მი­ნი­ნი. ოთხი­ვე მათ­გა­ნი ე.წ. ГРУ -ს თა­ნამ­შრო­მე­ლია.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ "ჯა­შუ­შო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის" გამო ნი­დერ­ლან­დე­ბის ელჩი და­ი­ბა­რა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, ბიზ­ნე­სის, მე­დი­ი­სა და სპორ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ამ ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იენს სტოლ­ტენ­გერ­გი და გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ იქ­ცე­ვა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მებს უხე­შად არ­ღვევს...

თა­ვის მხრივ გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბო­ლოს დროს "შპი­ო­ნო­მა­ნი­ი­ით" არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი...

რუსი ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით კი, ეს არის "შპი­ო­ნა­ჟის ის­ტე­რია", რო­მელ­საც და­სავ­ლე­თის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­დეგ სან­ქცი­ე­ბის და­კის­რე­ბისთთვის იყე­ნებს და რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს.

ავტორი:

ნიდერლანდებში ГРУ–ს აგენტები დააკავეს - იგეგმებოდა კიბერთავდასხმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წინააღმდეგ

ნიდერლანდებში ГРУ–ს აგენტები დააკავეს - იგეგმებოდა კიბერთავდასხმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წინააღმდეგ

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ГРУ–ს (რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს) საიდუმლო მასალების მოპარვასა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) წინააღმდეგ კიბერთავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს.

ჰოლანდიაში დიდი ბრიტანეთის ელჩის პიტერ უილსონის განცხადებით, OPCW-ის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, შესაძლოა, ახალი სანქციები დაწესდეს. მისი ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირთან კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

ჰოლანდიის ოფიციალური პირების განცხადებით, დაკავებული მოქალაქეები სპეციალური სამსახურების წევრები არიან, რომლებიც დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობდნენ.

ნიდერლანდების კონტრდაზვერვის სამსახურის ცნობით, ისინი სპეცსაქმიანობისთვის საკუთარ ავტომანქანებს, ხოლო მობილური სიხშირისთვის კომპიუტურულ სიგნალს იყენებდნენ. საქმის ძიებისას დაკავებულებს საბარგულში ტრანსფორმატორი და რამდენიმე ელემენტი აღმოაჩნდათ, ასევე მანქანის სალონში ნაპოვნია ძლიერი მონაცემების კომპიუტერი, ანტენა და სმარტფონები. ჰაკერები მათთვის საინტერესო ადამიანების კომპიუტერებს პაროლებს ხსნიდნენ და საიდუმლო მასალებს იპარავდნენ. ანტენა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისკენ ჰქონდათ მიმართული.

დაკავებამდე რუსეთის მოქალაქეები სამუშაო ტექნიკის, მათ შორის მობილური ტელეფონების განადგურებას ცდილობდნენ, რისი განხორციელებაც ვერ შეძლეს.

ერთ-ერთ დაკავებული სარგებლობდა ნოუთბუქით, რომლითაც მალაიზიაში, არასანქცირებული გზებით წვდომას ცდილობდა. ნიდერლანდების კონტრდაზვერვა დეტალების გავრცელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

თუმცა, დიპლომატიური პასპორტით მოსარგებლე რუსების ვინაობა უკვე ცნობილია. დაკავებულები არიან ალექსეი მორენეცი, ევგენი სერებრიაკოვი, ოლეგ სოტნიკოვი და ალექსეი მინინი. ოთხივე მათგანი ე.წ. ГРУ -ს თანამშრომელია.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ჯაშუშობის ესკალაციის" გამო ნიდერლანდების ელჩი დაიბარა. პარალელურად, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური მსოფლიო მასშტაბით პოლიტიკური ინსტიტუტების, ბიზნესის, მედიისა და სპორტის წინააღმდეგ კიბერშეტევების ორგანიზებაში დაადანაშაულა.

ამ ფაქტს გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენგერგი და განაცხადა, რომ რუსეთი უპასუხისმგებლოდ იქცევა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს...

თავის მხრივ განცხადება გაკეთდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბოლოს დროს "შპიონომანიიით" არიან დაკავებული...

რუსი ექსპერტების შეფასებით კი, ეს არის "შპიონაჟის ისტერია", რომელსაც დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა რუსეთის წინააღდეგ სანქციების დაკისრებისთთვის იყენებს და რომელსაც პოლიტიკური საფუძველი აქვს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე