კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისიდან ლანჩხუთში გადასახლებული ცნობილი იურისტის ცხოვრებაში სიახლეა - ლია მუხაშავრიამ 9 წლის ბიჭუნა იშვილა
თბილისიდან ლანჩხუთში გადასახლებული ცნობილი იურისტის ცხოვრებაში სიახლეა - ლია მუხაშავრიამ 9 წლის ბიჭუნა იშვილა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ იუ­რის­ტმა ლია მუ­ხა­შავ­რი­ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მე­გობ­რებს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა იშ­ვი­ლა და ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია: "დიდი მად­ლო­ბა ჩემო მე­გობ­რე­ბო, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო, მო­კე­თე­ე­ბო და კე­თი­ლის მსურ­ვე­ლე­ბო მო­ლოც­ვის­თვის. სი­ხა­რუ­ლი, სი­კე­თე და ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სო თქვენ. ვიცი, გა­გი­ხარ­დე­ბათ - 9-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ ვიშ­ვი­ლე 8 წლის ირაკ­ლი. ეს ჩემი მე­ო­რე შვი­ლია და ახლა გუ­რი­ა­ში ერ­თად ვცხოვ­რობთ ორ ძაღ­ლთან, 3 ცხვარ­თან, 3 ქა­თამ­თან და 4 ცი­ცარ­თან ერ­თად. მხი­ა­რუ­ლად და კარ­გად ვცხოვ­რობთ, რო­გორც გუ­რუ­ლებს შე­ე­ფე­რე­ბათ და ეკად­რე­ბათ, ისე. სკო­ლა­შიც შუ­ხუთ­ში დავ­დი­ვართ და ვგუ­რუ­ლობთ, რაც შეგ­ვიძ­ლია. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა და მო­კი­თხვა ყვე­ლას გუ­რი­ი­დან! მიყ­ვარ­ხართ და მე­ი­მე­დე­ბით!" - წერს იგი.

სტა­ტუსს უამ­რა­ვი მი­ლოც­ვა მოჰ­ყვა. მისი სი­ხა­რუ­ლი ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გულ­წრფე­ლად გა­ი­ზი­ა­რა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლი­სი­დან ლან­ჩხუთ­ში, სო­ფელ შუ­ხუთ­ში გა­და­ვი­და. იუ­რის­ტო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, იქ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­საც მიჰ­ყო ხელი. ლან­ჩხუ­თის ცენ­ტრში თხი­ლის სა­ამ­ქრო გახ­სნა და კარ­და­კარ სი­ა­რუ­ლით, კო­ო­პე­რა­ტი­ვიც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. არც ფი­ზი­კურ შრო­მას თა­კი­ლობს, თა­ვი­სი ხე­ლით მოჰ­ყავს ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი; სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით მო­წყო­ბილ მყუდ­რო გა­რე­მო­ში ცხოვ­რობს. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ მას ოჯა­ხი არა­სო­დეს შე­უქ­მნია. მარ­ტო­ხე­ლამ, წლე­ბის წინ პა­ტა­რა გო­გო­ნა იშ­ვი­ლა და დღეს უკვე ორი შვი­ლის დე­დაა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლია, გი­ლო­ცავთ პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას დე­დო­ბას. გვი­ამ­ბეთ მის შე­სა­ხებ.

- ახლა მე­ო­რე შვი­ლი მყავს, ირაკ­ლი და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ირაკ­ლი სექ­ტემ­ბერ­ში 8 წლის გახ­და. ბავ­შვის მშვი­ლე­ბელ­თა რიგს 2009 წელს შე­ვუ­ერ­თდი და იმ­დე­ნი ხა­ნია ვე­ლო­დე­ბი, თით­ქმის და­მა­ვი­წყდა რე­გის­ტრა­ცი­ის დრო. გა­ირ­კვა, რომ თურ­მე, 2009 წლის ივ­ლის­ში დავ­მდგარ­ვარ აღ­რი­ცხვა­ზე და სწო­რედ წელს, ივ­ლის­ში მი­ვი­ღე პირ­ვე­ლად შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. მი­თხრეს, რომ იყო გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი ბი­ჭუ­ნა. ბევ­რი არ მი­ჭოჭ­მა­ნია, ამეყ­ვა­ნა თუ არა. ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, თუ გინ­და პა­ტა­რა იშ­ვი­ლო, ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ერ­თზე მეტი, შე­იძ­ლე­ბა აღარც გქონ­დეს. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, წავ­სუ­ლი­ყა­ვი რუს­თავ­ში, სა­დაც ირაკ­ლი ცხოვ­რობ­და.

- ვის­თან ცხოვ­რობ­და?

- ირაკ­ლი ორი წელი რუს­თავ­ში, მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში იყო მას შემ­დეგ, რაც დედა გარ­და­ეც­ვა­ლა და მარ­ტო დარ­ჩა. ბე­ბია და ბა­ბუა გარ­დაც­ვლი­ლია. ახ­ლობ­ლე­ბიც არ ჰყავ­და და ამი­ტომ გა­და­წყდა მისი გაშ­ვი­ლე­ბა. რუს­თა­ვი­დან ზა­ფხულ­ში წა­მო­ვიყ­ვა­ნე. სა­სურ­ვე­ლი იყო, ადაპ­ტა­ცია ზა­ფხულ­ში მომ­ხდა­რი­ყო, რომ მერე სკო­ლა­ში არ გას­ჭირ­ვე­ბო­და. ირაკ­ლი­ზე ძა­ლი­ან კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა სო­ფელ­მა. აქვს დიდი ეზო, სახ­ლი, ჰყავს ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, ძაღ­ლე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს. მას აქვს მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სივ­რცე, რაც მო­ე­წო­ნა. მეტს ითა­მა­შებს, იმოძ­რა­ვებს და ახალ რა­ღა­ცებს შე­ის­წავ­ლის. შე­ვიყ­ვა­ნე შუ­ხუ­თის სკო­ლა­ში. მე­სა­მე კლას­შია. ვფიქ­რობ, რომ ჯერ მისი ადაპ­ტა­ცი­ის­თვი­საც კარ­გი იქ­ნე­ბა აქვე ია­როს. უფრო იო­ლად შე­ე­გუ­ე­ბა ახალ გა­რე­მოს. კლას­ში სულ 11 მოს­წავ­ლეა. გა­უჩ­ნდე­ბა მე­გობ­რე­ბი. კარ­გი ბავ­შვე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს. ამი­ტომ ად­ვი­ლად მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. თა­ნაც, არ ვა­პი­რებ თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად წას­ვლას და ერ­თად ვი­ცხოვ­რებთ სო­ფელ­ში.

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა რო­გო­რი იყო?

- არც მე მი­ჭირს კო­მუ­ნი­კა­ცია და თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია. წი­ნას­წარ შე­ამ­ზა­და მიმ­ღებ­მა ოჯახ­მა, რომ მოხ­დე­ბო­და მისი გაშ­ვი­ლე­ბა. გა­საც­ნო­ბად რომ ჩა­ვე­დი, ოჯა­ხის წევ­რმა მა­შინ­ვე მიც­ნო და ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, რომ გა­ი­გო, მე ვიშ­ვი­ლებ­დი. სამი ვი­ზი­ტი იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ სოც­მუ­შა­კის თან­დას­წრე­ბით შევ­ხვედ­რო­დით ერ­თმა­ნეთს, რათა მას გა­ე­კე­თე­ბი­ნა დას­კვნა, ერ­თმა­ნეთს შე­ვე­წყვეთ თუ არა, შე­იძ­ლე­ბო­და ჩვე­ნი ერ­თად ცხოვ­რე­ბა თუ არა. ეს ბა­რი­ე­რი მარ­ტი­ვად გა­დავ­ლა­ხეთ და მომ­ცეს უფ­ლე­ბა, ბავ­შვი წა­მო­მეყ­ვა­ნა. რამ­დე­ნი­მე დღე თბი­ლის­ში ვი­ყა­ვით, გა­იც­ნო ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი და მერე წა­მო­ვე­დით სო­ფელ­ში. შუ­ხუთ­ში მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი. ჩემი გო­გო­ნა უკვე 24 წლი­საა და თბი­ლის­შია, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. აქ კი მე და ირაკ­ლი ერ­თად ვიქ­ნე­ბით, ერ­თად გა­ვუ­ძღვე­ბით მე­ურ­ნე­ო­ბას. გარ­და ამი­სა, მექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მივ­ცე, ხელი შე­ვუ­წყო და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეს. სე­რი­ო­ზუ­ლად ვფიქ­რობ, მერე მას ჩა­ვა­ბა­რო ჩემი მე­ურ­ნე­ო­ბა. კო­ო­პე­რა­ტი­ვის წევ­რიც ვარ. თუ გა­მო­ვა კარ­გი აგ­რო­ნო­მი, ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იქ­ნე­ბა ოჯა­ხის­თვი­საც და ქვეყ­ნის­თვი­საც...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

თბილისიდან ლანჩხუთში გადასახლებული ცნობილი იურისტის ცხოვრებაში სიახლეა - ლია მუხაშავრიამ 9 წლის ბიჭუნა იშვილა

თბილისიდან ლანჩხუთში გადასახლებული ცნობილი იურისტის ცხოვრებაში სიახლეა - ლია მუხაშავრიამ 9 წლის ბიჭუნა იშვილა

რამდენიმე დღის წინ იურისტმა ლია მუხაშავრიამ სოციალური ქსელით მეგობრებს შეატყობინა, რომ პატარა ბიჭუნა იშვილა და ამით ძალიან ბედნიერია: "დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო, გულშემატკივრებო, მოკეთეებო და კეთილის მსურველებო მოლოცვისთვის. სიხარული, სიკეთე და ყოველივე საუკეთესო თქვენ. ვიცი, გაგიხარდებათ - 9-წლიანი ლოდინის შემდეგ ვიშვილე 8 წლის ირაკლი. ეს ჩემი მეორე შვილია და ახლა გურიაში ერთად ვცხოვრობთ ორ ძაღლთან, 3 ცხვართან, 3 ქათამთან და 4 ციცართან ერთად. მხიარულად და კარგად ვცხოვრობთ, როგორც გურულებს შეეფერებათ და ეკადრებათ, ისე. სკოლაშიც შუხუთში დავდივართ და ვგურულობთ, რაც შეგვიძლია. კიდევ ერთხელ მადლობა და მოკითხვა ყველას გურიიდან! მიყვარხართ და მეიმედებით!" - წერს იგი.

სტატუსს უამრავი მილოცვა მოჰყვა. მისი სიხარული ბევრმა ადამიანმა გულწრფელად გაიზიარა. საზოგადოებამ იცის, რომ ცნობილი იურისტი უკვე რამდენიმე წელია, საცხოვრებლად თბილისიდან ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში გადავიდა. იურისტობის პარალელურად, იქ სოფლის მეურნეობასაც მიჰყო ხელი. ლანჩხუთის ცენტრში თხილის საამქრო გახსნა და კარდაკარ სიარულით, კოოპერატივიც ჩამოაყალიბა. არც ფიზიკურ შრომას თაკილობს, თავისი ხელით მოჰყავს ნატურალური პროდუქტები; საკუთარი გემოვნებით მოწყობილ მყუდრო გარემოში ცხოვრობს. ისიც ცნობილია, რომ მას ოჯახი არასოდეს შეუქმნია. მარტოხელამ, წლების წინ პატარა გოგონა იშვილა და დღეს უკვე ორი შვილის დედაა.

- ქალბატონო ლია, გილოცავთ პატარა ბიჭუნას დედობას. გვიამბეთ მის შესახებ.

- ახლა მეორე შვილი მყავს, ირაკლი და ძალიან ბედნიერი ვარ. ირაკლი სექტემბერში 8 წლის გახდა. ბავშვის მშვილებელთა რიგს 2009 წელს შევუერთდი და იმდენი ხანია ველოდები, თითქმის დამავიწყდა რეგისტრაციის დრო. გაირკვა, რომ თურმე, 2009 წლის ივლისში დავმდგარვარ აღრიცხვაზე და სწორედ წელს, ივლისში მივიღე პირველად შემოთავაზება. მითხრეს, რომ იყო გასაშვილებელი ბიჭუნა. ბევრი არ მიჭოჭმანია, ამეყვანა თუ არა. ძალიან კარგად მესმის, თუ გინდა პატარა იშვილო, ასეთი შემოთავაზება ერთზე მეტი, შეიძლება აღარც გქონდეს. დაუყოვნებლივ მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი რუსთავში, სადაც ირაკლი ცხოვრობდა.

- ვისთან ცხოვრობდა?

- ირაკლი ორი წელი რუსთავში, მინდობით აღზრდაში იყო მას შემდეგ, რაც დედა გარდაეცვალა და მარტო დარჩა. ბებია და ბაბუა გარდაცვლილია. ახლობლებიც არ ჰყავდა და ამიტომ გადაწყდა მისი გაშვილება. რუსთავიდან ზაფხულში წამოვიყვანე. სასურველი იყო, ადაპტაცია ზაფხულში მომხდარიყო, რომ მერე სკოლაში არ გასჭირვებოდა. ირაკლიზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სოფელმა. აქვს დიდი ეზო, სახლი, ჰყავს შინაური ფრინველები, ცხოველები, ძაღლები ძალიან უყვარს. მას აქვს მეტი თავისუფლება და სივრცე, რაც მოეწონა. მეტს ითამაშებს, იმოძრავებს და ახალ რაღაცებს შეისწავლის. შევიყვანე შუხუთის სკოლაში. მესამე კლასშია. ვფიქრობ, რომ ჯერ მისი ადაპტაციისთვისაც კარგი იქნება აქვე იაროს. უფრო იოლად შეეგუება ახალ გარემოს. კლასში სულ 11 მოსწავლეა. გაუჩნდება მეგობრები. კარგი ბავშვები არიან, ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავს. ამიტომ ადვილად მივიღე ეს გადაწყვეტილება. თანაც, არ ვაპირებ თბილისში საცხოვრებლად წასვლას და ერთად ვიცხოვრებთ სოფელში.

- თქვენი პირველი შეხვედრა როგორი იყო?

- არც მე მიჭირს კომუნიკაცია და თვითონაც ძალიან კომუნიკაბელურია. წინასწარ შეამზადა მიმღებმა ოჯახმა, რომ მოხდებოდა მისი გაშვილება. გასაცნობად რომ ჩავედი, ოჯახის წევრმა მაშინვე მიცნო და ძალიან გაუკვირდა, რომ გაიგო, მე ვიშვილებდი. სამი ვიზიტი იყო აუცილებელი, რომ სოცმუშაკის თანდასწრებით შევხვედროდით ერთმანეთს, რათა მას გაეკეთებინა დასკვნა, ერთმანეთს შევეწყვეთ თუ არა, შეიძლებოდა ჩვენი ერთად ცხოვრება თუ არა. ეს ბარიერი მარტივად გადავლახეთ და მომცეს უფლება, ბავშვი წამომეყვანა. რამდენიმე დღე თბილისში ვიყავით, გაიცნო ჩემი ქალიშვილი და მერე წამოვედით სოფელში. შუხუთში მარტო ვცხოვრობდი. ჩემი გოგონა უკვე 24 წლისაა და თბილისშია, დამოუკიდებლად ცხოვრობს და მუშაობს. აქ კი მე და ირაკლი ერთად ვიქნებით, ერთად გავუძღვებით მეურნეობას. გარდა ამისა, მექნება შესაძლებლობა, კარგი განათლება მივცე, ხელი შევუწყო და უკეთესი ცხოვრება ჰქონდეს. სერიოზულად ვფიქრობ, მერე მას ჩავაბარო ჩემი მეურნეობა. კოოპერატივის წევრიც ვარ. თუ გამოვა კარგი აგრონომი, ეს არაჩვეულებრივი იქნება ოჯახისთვისაც და ქვეყნისთვისაც...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ