პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მიმართავს
თბილისში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე შე­მოწ­მე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, "ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის" მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვე­ბის გამო, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ 17 პუნ­ქტს რე­გის­ტრა­ცია გა­უ­უქ­მა.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ცნო­ბით, თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტსა და დე­და­ქა­ლა­ქის ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ში მდე­ბა­რე სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებს სა­თა­ნა­დოდ არ აწ­ვდიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვა­ლუ­ტის გა­დაც­ვლის ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ.

"კერ­ძოდ, სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტებს არ ჰქონ­დათ მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ყუ­რა­დღე­ბო კურ­სის შე­სა­ხებ და ამით შეგ­ნე­ბუ­ლად ახ­დენ­დნენ მომ­ხმა­რებ­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

მომ­ხმა­რე­ბელს გან­ვუ­მარ­ტავთ, რომ კურ­სი სა­ყუ­რა­დღე­ბოა, თუ ვა­ლუ­ტის ყიდ­ვი­სა და გა­ყიდ­ვის კურ­სებს შო­რის სხვა­ო­ბა აღე­მა­ტე­ბა 3%-ს ან ვა­ლუ­ტის შეს­ყიდ­ვის ან/და გა­ყიდ­ვის კურ­სი 3%-ით ან მე­ტით არის გა­დახ­რი­ლი იმ დღი­სათ­ვის არ­სე­ბულ სხვა ქვეყ­ნე­ბის ვა­ლუ­ტე­ბის მი­მართ ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სი­დან. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სრულ­ყო­ფი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ვის მიზ­ნით, მიმ­დი­ნა­რე წელს ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და რე­გუ­ლი­რე­ბის ახა­ლი წესი და­ამ­ტკი­ცა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვი­სას მომ­ხმა­რე­ბელს მი­ა­წო­დონ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც ვა­ლუ­ტის სა­ყუ­რა­დღე­ბო გაც­ვლი­თი კურ­სი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სი­ოს (ასე­თე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში) ოდე­ნო­ბის, ისე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის 30 წუთ­ში გა­უქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

"მოქ­მე­დი წე­სე­ბით, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან ვა­ლუ­ტის გაც­ვლის ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­დან 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნით და ვა­ლუ­ტის გაც­ვლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ქვით­რის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­ა­უქ­მონ აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცია და და­აბ­რუ­ნონ გაც­ვლი­ლი თან­ხა. ასე­ვე, მომ­ხმა­რე­ბელს უნდა მი­ე­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ტრან­ზაქ­ცი­ის გა­უქ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ქვით­რის მი­ღე­ბი­დან 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ ტრან­ზაქ­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა არ აღე­მა­ტე­ბა 5 000 ლარს ან მის ეკ­ვი­ვა­ლენტს უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­მა­ვალ­შიც, პე­რი­ო­დუ­ლად, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს შე­მოწ­მე­ბას და მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის ზო­მებს მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. მიმ­დი­ნა­რე წელს სა­რე­გის­ტრა­ციო მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, 120 ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტს სა­ჯა­რი­მო სან­ქცია და­ე­კის­რა, ხოლო 85 პუნ­ქტს რე­გის­ტრა­ცია გა­უ­უქ­მდა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რე­ბელს, ვა­ლუ­ტის გა­დაც­ვლის ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და ტრან­ზაქ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბამ­დე გა­და­ა­მოწ­მონ გაც­ვლით კურსთან და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სიო გა­და­სა­ხად­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თვლით, რომ თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა, გთხოვთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ცხელ ხაზ­ზე - 2 406 406 ან მოგ­ვწე­როთ - cp@nbg.gov.ge",- ნათ­ქვა­მია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

თბილისში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მიმართავს

თბილისში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.

ეროვნული ბანკის ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ.

"კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ და ამით შეგნებულად ახდენდნენ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.

მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ კურსი საყურადღებოა, თუ ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისათვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, მიმდინარე წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ.

"მოქმედი წესებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ვალდებულნი არიან ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმონ აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნონ გაცვლილი თანხა. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად, განახორციელებს შემოწმებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მიმდინარე წელს სარეგისტრაციო მოთხოვნების დარღვევის გამო, 120 ვალუტის გადამცვლელი პუნქტს საჯარიმო სანქცია დაეკისრა, ხოლო 85 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge",- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ