თინეიჯერების პროექტი - "ლიბერთინსი" მალე ხუთი წლის გახდება. ეს ინოვაციური პროექტია, რომელმაც 70-მდე წიგნი სწორედ თინეიჯერების ჯგუფის რეკომენდაციით გამოსცა, უამრავ ბავშვს შეაყვარა კითხვა, შექმნა რიგები წიგნის მაღაზიებთან და ქართულ საგამომცემლო ბაზარის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მის დიდ ოჯახშიც არაერთი თინეიჯერი ჩაერთო. პირველი გამოცემული წიგნი ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" იყო, მას შემდეგ კი უამრავი ბესტსელერი გამოიცა.
"ლიბერთინში" ამჟამად ახალი წევრების შერჩევა მიმდინარეობს. განაგრძეთ კითხვა