პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან მაია მიმინოშვილისა და თამარ სანიკიძის შემცვლელები - განათლების მინისტრი კიდევ ერთ მოადგილეს ცვლის
ვინ არიან მაია მიმინოშვილისა და თამარ სანიკიძის შემცვლელები - განათლების მინისტრი კიდევ ერთ მოადგილეს ცვლის

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი - გი­ორ­გი ვა­შა­კი­ძე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი - ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი - ზვი­ად გა­ბი­სო­ნია, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი - სოფო გორ­გო­ძე გახ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა.

"გი­ორ­გი ვა­შა­კი­ძეს გა­აჩ­ნია 10-წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო, კერ­ძო, სა­ჯა­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მე­ნე­ჯე­რულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე.

ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძეს გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გა­აჩ­ნია მუ­შა­ო­ბის 23-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რის რან­გში მიჰ­ყავს სა­მეც­ნი­ე­რო კურ­სი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვი­სა პროგ­რა­მებ­ზე სხვა­დას­ხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში.

ზვი­ად გა­ბი­სო­ნია 19 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწე­ო­და აკა­დე­მი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უმაღ­ლეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში {მათ შო­რის არის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი}. მისი გა­მოც­დი­ლე­ბა მო­ი­ცავს კერ­ძო სექ­ტორ­ში უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბებ­საც.

სოფო გორ­გო­ძეს 14-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. სხვა­დას­ხვა დროს იკა­ვებ­და ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბებს და ეწე­ო­და სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბას რო­გორც სა­ჯა­რო, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, მის მო­ად­გი­ლედ ინიშ­ნე­ბა ნა­თია ზედ­გე­ნი­ძე-ჯიშ­კა­რი­ა­ნი, ხოლო მოქ­მე­დი მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძე მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას 2018 წლის 31 ოქ­ტომ­ბრამ­დე შე­ას­რუ­ლებს.

რო­გორც ბა­ტი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ნა­თია ზედ­გე­ნი­ძე-ჯიშ­კა­რი­ა­ნის სა­კუ­რა­ტო­რო სფე­რო იქ­ნე­ბა სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია და კონ­ტრო­ლი.

"ნა­თი­ას გა­აჩ­ნია 20-წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ა­ზე კერ­ძო სექ­ტორ­ში. ასე­ვე, სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში. მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტე­ტის აპა­რა­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე", - გან­მარ­ტა ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, თა­ნამ­დე­ბო­ბას გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის კი­დევ ერთი მო­ად­გი­ლე ტო­ვებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ში ცოტა ხნის წინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, მის მო­ად­გი­ლედ ინიშ­ნე­ბა ნა­თია ზედ­გე­ნი­ძე, ხოლო მოქ­მე­დი მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძე მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას 2018 წლის 31 ოქ­ტომ­ბრამ­დე შე­ას­რუ­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა 10 სექ­ტემ­ბერს თა­ვი­სი მო­ად­გი­ლე­ე­ბი თე­მურ მურ­ღუ­ლია და ლია გი­გა­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ამა­ვე დღეს გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან: გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მა­ნა­ნა მი­ქა­ბე­რი­ძე, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის, თა­მარ სა­ნი­კი­ძის, გი­ორ­გი მა­ჩაბ­ლი­სა და მა­ნა­ნა მი­ქა­ბე­რი­ძის შემ­ცვლე­ლებს კონ­კურ­სის გზით არ­ჩევ­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სულ 4 პო­ზი­ცი­ა­ზე, 176 გა­ნა­ცხა­დი იყო შე­სუ­ლი.

კერ­ძოდ, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შე­სუ­ლი იყო 45 გა­ნა­ცხა­დი, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე - 46, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - 42, ხოლო ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - 43 გა­ნა­ცხა­დი.

ავტორი:

ვინ არიან მაია მიმინოშვილისა და თამარ სანიკიძის შემცვლელები - განათლების მინისტრი კიდევ ერთ მოადგილეს ცვლის

ვინ არიან მაია მიმინოშვილისა და თამარ სანიკიძის შემცვლელები - განათლების მინისტრი კიდევ ერთ მოადგილეს ცვლის

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - გიორგი ვაშაკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - ბერიკა შუკაკიძე, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი - სოფო გორგოძე გახდა. გადაწყვეტილების შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"გიორგი ვაშაკიძეს გააჩნია 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო, კერძო, საჯარო ორგანიზაციებში მენეჯერულ თანამდებობებზე.

ბერიკა შუკაკიძეს განათლების სფეროში გააჩნია მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება. ასოცირებული პროფესორის რანგში მიჰყავს სამეცნიერო კურსი განათლების მართვისა პროგრამებზე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

ზვიად გაბისონია 19 წლის განმავლობაში ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებაში {მათ შორის არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი}. მისი გამოცდილება მოიცავს კერძო სექტორში უმაღლეს თანამდებობებსაც.

სოფო გორგოძეს 14-წლიანი მუშაობის გამოცდილება გააჩნია განათლების სისტემაში. სხვადასხვა დროს იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს და ეწეოდა საკონსულტაციო მომსახურებას როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში განათლების მართვის მიმართულებით", - განაცხადა ბატიაშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, მის მოადგილედ ინიშნება ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანი, ხოლო მოქმედი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე მინისტრის მოადგილის მოვალეობას 2018 წლის 31 ოქტომბრამდე შეასრულებს.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანის საკურატორო სფერო იქნება სამინისტროს ადმინისტრაციული საქმიანობის ყველა მიმართულების კოორდინაცია და კონტროლი.

"ნათიას გააჩნია 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე კერძო სექტორში. ასევე, საჯარო სექტორში. მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე", - განმარტა ბატიაშვილმა.

ამასთან, თანამდებობას განათლების მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე ტოვებს. შესაბამისი განცხადება სამინისტროში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა.

უფრო კონკრეტულად, მინისტრის განცხადებით, მის მოადგილედ ინიშნება ნათია ზედგენიძე, ხოლო მოქმედი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე მინისტრის მოადგილის მოვალეობას 2018 წლის 31 ოქტომბრამდე შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თავისი მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამავე დღეს გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მაია მიმინოშვილის, თამარ სანიკიძის, გიორგი მაჩაბლისა და მანანა მიქაბერიძის შემცვლელებს კონკურსის გზით არჩევდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, სულ 4 პოზიციაზე, 176 განაცხადი იყო შესული.

კერძოდ, ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შესული იყო 45 განაცხადი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე - 46, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე - 42, ხოლო ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე - 43 განაცხადი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები