ავტორი:

პაატა ბურჭულაძის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

პაატა ბურჭულაძის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანჟელა ვასილენკოს წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

პროკურატურა ვასილენკოს მიერ გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მსჯელობას გეგმავს.

როგორც ფონდ „იავნანას“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროკურორმა ამირან გულუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განაცხადა, ვასილენკოს მიერ სასამართლოში გამოკითხვაზე გამოუცხადებლობით ზიანი ადგება გამოძიების ინტერესებს.

გულუაშვილის თქმით, ბოლო 7 თვეა მოწმედ დასაკითხმა პირმა იცის, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს აქვთ კითხვები კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და არაერთი დაბარების მიუხედავად, ის თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას.

„იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე გამოკითხვაზე უარს აცხადებს, სამართლებრივი პროცედურა არის შემდეგი. საგამოძიებო ორგანო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომ გამოკითხვა მოხდეს სასამართლოში. აღნიშნული განხორციელდა გუშინ.

დღეს ჩაინიშნა სხდომა და მოწმედ გამოსაკითხი პირი არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის სამართლებრივ სტატუსთან და მის მომავალში დაკითხვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყება შემდგომ იმსჯელებს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამით გამოძიების ინტერესებს საფრთხე ადგება და ვერ ხორციელდება ინფორმაციის დროული მიღება, რადგან მოწმე თავს არიდებს გამოცხადებას როგორც საგამოძიებო უწყებაში, ისე სასამართლოში“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე ფონდის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე გამოიკითხა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს