ავტორი:

2 ათასი ლარი ექვს დღეში... - რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის 29 წლის თავმჯდომარე

2 ათასი ლარი ექვს დღეში... - რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის 29 წლის თავმჯდომარე

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2-3 თვეა იკავებს. მანამდე კი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ პოსტზე 2017 წლის 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში რიჟვაძის შემოსავალმა 2 012 ლარი შეადგინა.

გარდა ამ ფონდისა, რიჟვაძეს საკმაოდ მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს. კერძოდ, როგორც მის მიერ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, გასული წლის 1-ლი იანვრიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში მისმა შემოსავალმა შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიული დირექტორის პოსტზე - 106 764 ლარი; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეობისას 2017 წლის 24 ივლისიდან 15 დეკემბრის პერიოდში - 34 967 ლარი; ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლად მუშაობისას წინა წლის 1-ლი დეკემბრიდან 15 დეკემბრის პერიოდში - 3 914,29 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის თანახმად, რიჟვაძე ფლობს 50 კვადრატული მეტრი ფართობის არაკომერციულ ფართს ბათუმში და 68,76 კვ. მეტრის ბინას თბილისში, რომელიც 2017 წელს 61 000 დოლარად შეიძინა. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები