სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ციხეში გადაიყვანეს - რას აპირებს ექს-პრემიერის ოჯახი?
ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ციხეში გადაიყვანეს - რას აპირებს ექს-პრემიერის ოჯახი?

ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი კლი­ნი­კა „მე­დიქ­ლაბ ჯორ­ჯი­ა­დან" ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ, „მე­დიქ­ლაბ ჯორ­ჯი­ა­ში" ექი­მე­ბის კონ­სი­ლი­უ­მი შე­იკ­რი­ბა.

რო­გორც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მკურ­ნალ­მა ექიმ­მა, თე­რა­პევტმა ელე­ნე ხურ­ცი­ძემ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი, რის გა­მოც ის "მე­დიქ­ლაბ ჯორ­ჯი­ა­ში" და­ტო­ვონ.

მე­რა­ბიშ­ვი­ლის ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თვა­ზე, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­სი­ლი­უმ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­ბო­ლოო დი­აგ­ნოზ­ზე შე­თან­ხმე­ბა, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს არა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ აქვს და­ნიშ­ნუ­ლი.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა და­ი­წყო 3 აგ­ვის­ტოს, რის გა­მოც, მან მკურ­ნა­ლო­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #9 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექიმს. 3 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს ად­გილ­ზე ჩა­უ­ტარ­და 10-მდე სხვა­დას­ხვა გა­მოკ­ვლე­ვა და 5-ჯერ იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი კლი­ნი­კებ­ში დი­აგ­ნოს­ტი­კა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გად, მისი დი­აგ­ნო­ზი მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბო­და და სა­ბო­ლო­ოდ, 12 სექ­ტემ­ბერს მას და­უდ­გი­ნეს ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი, თუმ­ცა ექი­მებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა. მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მის სიმ­ძი­მი­სა, ექი­მებ­მა ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს მხო­ლოდ ყე­ლის ფიქ­სა­ტო­რის ტა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია მის­ცეს.

3 ოქ­ტომ­ბერს, კლი­ნი­კა „მე­დიქ­ლაბ“-ში შე­იკ­რი­ბა სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის ექი­მე­ბის­გან შემ­დგა­რი კონ­სი­ლი­უ­მი, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო დად­გე­ნი­ლი­ყო ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის მი­ზე­ზე­ბი და დღე­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზი. გან­ხილ­ვის შე­დე­გად, კონ­სი­ლი­უ­მი შე­თან­ხმდა, რომ ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით აქვს ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი, თუმ­ცა ექი­მე­ბი ვერ შე­თან­ხმდნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის თა­ო­ბა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად დი­აგ­ნოზ­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მის ნიშ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­დან, მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნის­თვის სა­ჭი­რო კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ­დე გა­ვი­და დიდი დრო, რა­მაც შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვე­ბის დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ვნა. ასე­ვე, კვლე­ვის დაგ­ვი­ა­ნე­ბამ გა­არ­თუ­ლა შე­საძ­ლო ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის დად­გე­ნა.

გარ­და ამი­სა, ექი­მე­ბის ნა­წი­ლი თვლის, რომ შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით გამ­წვავ­დეს და გა­და­ი­ზარ­დოს მე­ნინ­გი­ტში.

ვი­ნა­ი­დან კონ­სი­ლი­უმ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­ბო­ლოო დი­აგ­ნოზ­ზე შე­თან­ხმე­ბა, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს არა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ აქვს და­ნიშ­ნუ­ლი.

ამ­ჟა­მად, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თვა­ზე“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ციხეში გადაიყვანეს - რას აპირებს ექს-პრემიერის ოჯახი?

ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ციხეში გადაიყვანეს - რას აპირებს ექს-პრემიერის ოჯახი?

ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიადან" ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გუშინ, „მედიქლაბ ჯორჯიაში" ექიმების კონსილიუმი შეიკრიბა.

როგორც ვანო მერაბიშვილის მკურნალმა ექიმმა, თერაპევტმა ელენე ხურციძემ გუშინ განაცხადა, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის "მედიქლაბ ჯორჯიაში" დატოვონ.

მერაბიშვილის ოჯახი და ადვოკატები მუშაობენ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე, - ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, კონსილიუმმა ვერ მოახერხა საბოლოო დიაგნოზზე შეთანხმება, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილს არანაირი მკურნალობა არ აქვს დანიშნული.

„ინტერპრესნიუსი“ ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება დაიწყო 3 აგვისტოს, რის გამოც, მან მკურნალობის მოთხოვნით მიმართა სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების ექიმს. 3 აგვისტოს შემდეგ, ივანე მერაბიშვილს ადგილზე ჩაუტარდა 10-მდე სხვადასხვა გამოკვლევა და 5-ჯერ იქნა გადაყვანილი კლინიკებში დიაგნოსტიკაზე. აღსანიშნავია, რომ გამოკვლევების შედეგად, მისი დიაგნოზი მუდმივად იცვლებოდა და საბოლოოდ, 12 სექტემბერს მას დაუდგინეს ჰორნერის სინდრომი, თუმცა ექიმებმა ვერ მოახერხეს აღნიშნული სინდრომის გამომწვევი მიზეზების დადგენა. მიუხედავად აღნიშნული სინდრომის სიმძიმისა, ექიმებმა ივანე მერაბიშვილს მხოლოდ ყელის ფიქსატორის ტარების რეკომენდაცია მისცეს.

3 ოქტომბერს, კლინიკა „მედიქლაბ“-ში შეიკრიბა სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი კონსილიუმი, რომლის მიზანიც იყო დადგენილიყო ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზები და დღეისთვის არსებული დიაგნოზი. განხილვის შედეგად, კონსილიუმი შეთანხმდა, რომ ივანე მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით აქვს ჰორნერის სინდრომი, თუმცა ექიმები ვერ შეთანხმდნენ აღნიშნული სინდრომის გამომწვევი მიზეზების თაობაზე და შესაბამისად დიაგნოზზე.

მიუხედავად ამისა, კონსილიუმის წევრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული სინდრომის ნიშნების გამოვლენიდან, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენისთვის საჭირო კვლევების ჩატარებამდე გავიდა დიდი დრო, რამაც შეუძლებელი გახადა მიზეზების დადგენა. აღნიშნული კვლევების დროულად ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ჰორნერის სინდრომის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ასევე, კვლევის დაგვიანებამ გაართულა შესაძლო ინტოქსიკაციის დადგენა.

გარდა ამისა, ექიმების ნაწილი თვლის, რომ შესაბამისი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, არსებული მდგომარეობა შესაძლოა გაცილებით გამწვავდეს და გადაიზარდოს მენინგიტში.

ვინაიდან კონსილიუმმა ვერ მოახერხა საბოლოო დიაგნოზზე შეთანხმება, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილს არანაირი მკურნალობა არ აქვს დანიშნული.

ამჟამად, ვანო მერაბიშვილის ოჯახი და ადვოკატები მუშაობენ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს