სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერა ქობალიას ოჯახური ბიზნესი კანადაში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა
ვერა ქობალიას ოჯახური ბიზნესი კანადაში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ვერა ქო­ბა­ლი­ას ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი კა­ნა­დის ბიზ­ნეს ბრწყინ­ვა­ლე­ბის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­და (Canadian Business Excellence Award). ქო­ბა­ლი­ებს ვან­კუ­ვერ­ში საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ცხო­ბი აქვთ - GluteNull Bakery, სა­დაც მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნონ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც გლუ­ტე­ნის გა­რე­შეა.

რო­გორც სა­ცხო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობთ, ისი­ნი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ორ­გა­ნულ, არა­გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას აწარ­მო­ე­ბენ მთე­ლი ოჯა­ხის­თვის. GluteNull Bakery-ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ვე­გა­ნუ­რი და დი­ა­ბე­ტუ­რი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა.

აი, რას წერს ვერა ქო­ბა­ლია ოჯა­ხის წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ:

"იცით რა მოხ­და? GluteNull Bakery კა­ნა­დის ბიზ­ნეს ბრწყინ­ვა­ლე­ბის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­და! გი­ლო­ცავთ ნინა ქო­ბა­ლი და ოთარ ქო­ბა­ლია" - წერს ვერა ქო­ბა­ლია და სა­კუ­თარ მა­მა­სა და დას ულო­ცავს წარ­მა­ტე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დო კა­ნა­და­ში გა­და­ე­ცე­მა კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნეს სტრა­ტე­გი­ას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და მომ­ხმა­რებ­ლის კმა­ყო­ფი­ლე­ბით, ინო­ვა­ცი­უ­რო­ბი­თა და საქ­მე­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით აღწ­ვენ წარ­მა­ტე­ბას.

GluteNull Bakery ქო­ბა­ლი­ებ­მა 2011 წელს და­არ­სეს, თუმ­ცა მათ ბიზ­ნესს უფრო დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს კა­ნა­და­ში. 90-იან წლებ­ში აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­დან კა­ნა­და­ში ჩა­სულ­მა ოთარ ქო­ბა­ლი­ამ პურპრო­დუქ­ტე­ბის ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო, რო­მე­ლიც მალე გახ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ვერა ქო­ბა­ლი­ას მამა ოთარ ქო­ბა­ლია ქა­ლაქ ვან­კუ­ვერ­ში 2001 წლი­დან ფლობ­და სა­კუ­თარ ბიზ­ნესს - ევ­რო­პუ­ლი პუ­რის სა­ცხობს, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი პუ­რის ნა­წარ­მით რამ­დე­ნი­მე ათე­ულ მა­ღა­ზი­ას და რეს­ტო­რანს ამა­რა­გებ­და. ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი მა­მა­მი­სის კომ­პა­ნი­ა­ში გა­ყიდ­ვებს კუ­რი­რებ­და.

"კა­ნა­და­ში არის ფუნ­თუ­შა, თეთ­რი პური და მარ­თა­ლი რომ გი­თხათ, არ არის გემ­რი­ე­ლი. ვი­ჯე­ქით სახ­ლში მა­გი­დას­თან, ვსა­უზ­მობ­დით და ვთქვით, რომ რა­ღაც ბიზ­ნე­სი უნდა და­ვი­წყოთ. მა­მა­ჩე­მი სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლი­და, მა­თე­მა­ტი­კო­სია, მაგ­რამ თა­ვი­დან უნდა ჩა­ა­ბა­რო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და გა­ი­ა­რო ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი, რომ შეძ­ლო იქ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა.

მამა ფიქ­რობ­და, რა ბიზ­ნე­სი და­ვი­წყო, რა გა­ვა­კე­თოო, ფი­ნან­სუ­რა­დაც არ შე­ეძ­ლო, რომ რა­ღაც დიდი საქ­მე წა­მო­ე­წყო. გა­დაწ­ვი­ტა, მოდი პუ­რის სა­ცხობს გა­ვა­კე­თებ, პა­ტა­რა სა­ცხობს, ორი კა­ცით და­ვი­წყებთ და შემ­დეგ ვნა­ხოთ რო­გორ წავა საქ­მე და რა გა­მო­ვაო. რო­გორც კი და­ვი­წყეთ, პირ­ვე­ლი­ვე კვი­რი­დან ჩვენ სა­ცხობ­თან რი­გე­ბი გაჩ­ნდა" - ასე იხ­სე­ნებ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­მის ბიზ­ნე­სის და­სა­წყისს ვერა ქო­ბა­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვერა ქობალიას ოჯახური ბიზნესი კანადაში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

ვერა ქობალიას ოჯახური ბიზნესი კანადაში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას ოჯახური ბიზნესი კანადის ბიზნეს ბრწყინვალების ჯილდოს მფლობელი გახდა (Canadian Business Excellence Award). ქობალიებს ვანკუვერში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული საცხობი აქვთ - GluteNull Bakery, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა სახეობის პროდუქცია, რომელიც გლუტენის გარეშეა.

როგორც საცხობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ისინი მაღალი ხარისხის, ორგანულ, არაგენმოდიფიცირებულ პროდუქციას აწარმოებენ მთელი ოჯახისთვის. GluteNull Bakery-ში შესაძლებელია ვეგანური და დიაბეტური პროდუქციის შეძენა.

აი, რას წერს ვერა ქობალია ოჯახის წარმატების შესახებ:

"იცით რა მოხდა? GluteNull Bakery კანადის ბიზნეს ბრწყინვალების ჯილდოს მფლობელი გახდა! გილოცავთ ნინა ქობალი და ოთარ ქობალია" - წერს ვერა ქობალია და საკუთარ მამასა და დას ულოცავს წარმატებას.

აღნიშნული ჯილდო კანადაში გადაეცემა კომპანიებს, რომლებიც წარმატებულ ბიზნეს სტრატეგიას ახორციელებენ და მომხმარებლის კმაყოფილებით, ინოვაციურობითა და საქმეში თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობით აღწვენ წარმატებას.

GluteNull Bakery ქობალიებმა 2011 წელს დაარსეს, თუმცა მათ ბიზნესს უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს კანადაში. 90-იან წლებში აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოდან კანადაში ჩასულმა ოთარ ქობალიამ პურპროდუქტების ბიზნესი წამოიწყო, რომელიც მალე გახდა წარმატებული. ვერა ქობალიას მამა ოთარ ქობალია ქალაქ ვანკუვერში 2001 წლიდან ფლობდა საკუთარ ბიზნესს - ევროპული პურის საცხობს, რომელიც ქართული და ევროპული პურის ნაწარმით რამდენიმე ათეულ მაღაზიას და რესტორანს ამარაგებდა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მამამისის კომპანიაში გაყიდვებს კურირებდა.

"კანადაში არის ფუნთუშა, თეთრი პური და მართალი რომ გითხათ, არ არის გემრიელი. ვიჯექით სახლში მაგიდასთან, ვსაუზმობდით და ვთქვით, რომ რაღაც ბიზნესი უნდა დავიწყოთ. მამაჩემი სოხუმის უნივერსიტეტში ასწავლიდა, მათემატიკოსია, მაგრამ თავიდან უნდა ჩააბარო უნივერსიტეტში და გაიარო ყველა საფეხური, რომ შეძლო იქ მუშაობის დაწყება.

მამა ფიქრობდა, რა ბიზნესი დავიწყო, რა გავაკეთოო, ფინანსურადაც არ შეეძლო, რომ რაღაც დიდი საქმე წამოეწყო. გადაწვიტა, მოდი პურის საცხობს გავაკეთებ, პატარა საცხობს, ორი კაცით დავიწყებთ და შემდეგ ვნახოთ როგორ წავა საქმე და რა გამოვაო. როგორც კი დავიწყეთ, პირველივე კვირიდან ჩვენ საცხობთან რიგები გაჩნდა" - ასე იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში მამის ბიზნესის დასაწყისს ვერა ქობალია.

უნივერსიტეტებში ყველასთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება

კარანტინის რეჟიმი 8 დღემდე შემცირდება?

"უკვე გაიღვიძა, შოკი აღარ არის" - ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა