პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომაკვდავი დედა მივატოვე და გავიქეცი..." - აფხაზეთის ომგამოვლილი ქალის აღსარება
"მომაკვდავი დედა მივატოვე და გავიქეცი..." - აფხაზეთის ომგამოვლილი ქალის აღსარება

1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო, რო­მე­ლიც 13 თვე­სა და 13 დღეს გაგ­რძელ­და. ომმა 30 000-მდე ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, ხოლო 250 ათას­ზე მეტი, დევ­ნი­ლად აქ­ცია...

27 სექ­ტემ­ბერს სო­ხუ­მის და­ცე­მი­დან 26 წელი შეს­რულ­და. ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი ეკა ლეყ­ვა, რო­მელ­მაც ომი სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სუ­ლის­შემ­ძვრელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მის ტრა­გი­კულ ის­ტო­რი­ას ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

"...25 წლის უკან, დღე­ვან­დელ დღეს, ზუს­ტად ამ სა­ა­თებ­ში, ჩვენს თვალ­წინ დაგ­ცხრი­ლეს, დე... ძლივს მო­ვი­პო­ვე ეს ფოტო, "ოდ­ნო­ებ­ში" მქო­ნია შე­ნა­ხუ­ლი... გპირ­დე­ბი, შენს შე­სა­ხებ მო­ვუყ­ვე­ბი ყვე­ლას... თუ რა ბარ­ბა­რო­სუ­ლად გა­გი­მე­ტეს და ჩაგ­ცხრი­ლეს უდა­ნა­შა­უ­ლო, უმ­წეო ქალი, შვი­ლი და პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის თვალ­წინ... ნა­თელ­ში იყოს შენი სული და შენ­თან ერ­თად, აფხა­ზეთ­ში უმო­წყა­ლოდ, ჩა­ხო­ცილ­თა სუ­ლე­ბი...

27 სექ­ტემ­ბრის სა­ღა­მოს, ბევრ ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რე, აფხა­ზე­თის ომზე გა­და­ღე­ბულს თუ მი­ძღვნილს... ძა­ლი­ან იმოქ­მე­და... ალ­ბად იმი­ტომ რომ, მე­ჩე­მი ის­ტო­რია მაქვს ცალ­კე, და არც თუ ისე, უბ­რა­ლო.... ვერ და­ვი­ძი­ნე და მო­მინ­და აქ, მეთ­ქვა სათ­ქმე­ლი. და­ვი­წყე კი­დეც, წინა პოს­ტში აღ­წე­რა, ჩემი მო­გო­ნე­ბე­ბის და ვერ შევ­ძე­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლად ცუ­დად გავ­ხდი.

...25 წე­ლია, მე ჩუ­მად ვარ. ამ ამ­ბავ­ზე ტაბუ მედო. ალ­ბად იმი­ტომ, რომ სინ­დის ქეჯნას ვერ ვუძ­ლებ­დი და სა­დღაც, ტვი­ნის უფსკრულ­ში, ცხრაკ­ლი­ტუ­ლი მედო. 25 წლის მან­ძილ­ზე, ეს ამ­ბა­ვი ხუთი ადა­მი­ა­ნის­თვის თუ მაქვს მო­ყო­ლი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ორით მეტი იყოს... და ისიც, ეტყო­ბა, ძა­ლი­ან მო­მაწ­ვა მაგ დროს ბურ­თი ყელ­ში... მინ­და გან­ვთა­ვი­სუფ­ლდე ამ ფიქ­რე­ბის­გან, ტან­ჯვის­გან... მი­ი­ღეთ, რო­გორც აღ­სა­რე­ბა.....

...მე დედა, მო­მაკ­ვდა­ვი, სულთმობ­რძა­ვი მი­ვა­ტო­ვე და გა­ვი­ქე­ცი... ფეხ­მოგ­ლე­ჯი­ლი, სის­ხლში მცუ­რა­ვი მი­ვა­ტო­ვეღვთის თუ მტე­რის ანა­ბა­რა და გა­ვი­ქე­ცი... მე მას ვუ­ღა­ლა­ტე. დედა-შვი­ლო­ბას ვუ­ღა­ლა­ტე....

მე თა­ვის საშ­ვე­ლად არ გავ­ქცე­ულ­ვარ ოღონდ.. მე, შვი­ლებს, თამ­თას და ირაკ­ლის გა­ვე­კი­დე... რომ­ლებ­საც... ასე­ვე, დაჭ­რილ­მა და სის­ხლში მცუ­რავ­მა, მათ­მა ბე­ბია (დე­დამ­თილ­მა ჩემ­მა) ხელი ჩა­ავ­ლო და გა­აქ­ცია..." ეკა, მე მივ­დი­ვარ. თუ არ მო­დი­ხარ, დარ­ჩი დე­და­შენ­თან მა­შინ და მი­ხე­დე... მე ბავ­შვე­ბი მიმ­ყავს" - თქვა. აქეთ, იქეთ და­ავ­ლო ხელი ბავ­შვებს და გა­იქ­ცა. არას­დროს ასე­თი არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე, არ და­გა­ყე­ნოთ უფალ­მა არას­დროს, რა­მე­თუ...

მე, დაჭ­რი­ლი დედა, ავიყ­ვა­ნე ხელ­ში, მი­ვაწ­ვი­ნე ლო­გინ­ზე, გა­და­ვუ­ჭი­რე ფეხ­ზე მაგ­რად ნა­ჭე­რი. სის­ხლს ვა­ჩე­რებ­დი ჩემი ჭკუ­ით, თვა­ლებ­ში ვერ ვუ­ყუ­რებ­დი. სული, გული ბავ­შვებს გაჰ­ყვა. 6 და 7 წლის ბავ­შვებს.. და­მი­ცხრი­ლა­ვენ, მო­მიკ­ლა­ვენ, რა ვქნა? არა­და, დედა რო­გორ მი­ვა­ტო­ვო? და ბავ­შვე­ბი? "დე, ბავ­შვებს გა­დავ­მა­ლავ სან­დო ად­გი­ლას და დავ­ბრუნ­დე­ბი. ცოტა მო­ით­მი­ნე, კარ­გი?" პა­სუხს არ ვე­ლო­დე­ბი, სამი თვის ქრის­ტი­ნას, ვი­ტა­ცებ ხელ­ში, ინ­სტიქ­ტუ­რად იქვე მიგ­დე­ბულ, პი­ლი­ონ­კე­ბით სავ­სე, სპორ­ტულ ჩან­თას ვი­კი­დებ მხარ­ზე და მივ­დი­ვარ კა­რე­ბის­კენ...

ზღურ­ბლთან ვქვავ­დე­ბი წა­მი­ე­რად და უკან ვი­ხე­დე­ბი... "უკა­ნას­კნე­ლად შე­ხე­დე დე­და­შენს!" მიბ­რძა­ნა ვი­ღა­ცამ, თით­ქოს გაბ­რა­ზე­ბულ­მა... მი­ვი­ხე­დე... მარ­ჯვე­ნა ფეხი, ხე­ლე­ბით ეჭი­რა. ფეხს, რომ ვამ­ბობ, მუხლს ქვე­მოთ, შუა წვივ­ზე გა­დამ­სხვრე­უ­ლი, ერთ ტყავ­ზე ეკი­და მთე­ლი ტერ­ფით... სის­ხლი? არც იკი­თხოთ... იც­ლე­ბო­და... თავი ჩემ­კენ ქონ­და მობ­რუ­ნე­ბუ­ლი და... თვა­ლე­ბი... თვა­ლე­ბი... იქ­ნებ არ და­მი­ჯე­როთ, მაგ­რამ მე ახლა სიმ­წრის­გან ვყმუი... ვტი­რი, ვღ­მუი და ვაგ­რძე­ლებ წე­რას... უნდა ვთქვა ბო­ლომ­დე, შევ­პირ­დი დღეს, ან­თე­ბულ სან­თელ­თან დე­დას...

თვა­ლე­ბი... იცით რა იყო თვა­ლებ­ში? მი­დი­ხარ? მტო­ვებ? რა მეშ­ვე­ლე­ბა? მე­ში­ნია... არ წახ­ვი­დე, მე­ში­ნია - ეწე­რა თვა­ლებ­ში.... შიში და უი­მე­დო­ბა ეწე­რა. სა­სო­წარ­კვე­თა ეწე­რა... და მე მა­ინც, გა­დავ­დგი ფეხი და გა­ვი­ქე­ცი.. რა­ტომ გა­ა­ჩი­ნე ღმერ­თო, დედა-შვი­ლო­ბა? რა­ტომ დგას ყვე­ლა­ფერ­ზე წინ შვი­ლი? რა­ტომ და­მა­ყე­ნე არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე, რა­ტომ? რა შეგ­ცო­დე ასე­თი მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი?.. მოკ­ლედ, გა­ვე­კი­დე შვი­ლებს, რომ ისი­ნი გა­და­მერ­ჩი­ნა.

29 სექ­ტემ­ბერს, ნა­შუ­ა­დღევს, ჩაის ფაბ­რი­კის, ბი­ნე­ბის უკა­ნა ქუ­ჩას მი­ვა­დე­ქით... სვა­ნე­თის­კენ გზა ვერ გა­ვაგ­რძე­ლეთ და დავ­ბრუნ­დით. სი­ჩუ­მეა, არა­ვინ ჭა­ჭა­ნებს. თურ­მე ყვე­ლა იმა­ლე­ბა ყა­ნებ­ში. ფრთხი­ლად მი­ვა­ბი­ჯებთ ორ­ღო­ბე­ში. გვინ­და სად­მე მო­ვას­წროთ შე­მალ­ვა. უცებ ავ­ტო­ბუ­სი შე­მო­რი­ხინ­და სა­ი­დან­ღაც.. კა­რე­ბი გა­ი­ღო და გად­მო­ვი­და და გად­მო­ვი­და, აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი, მა­გათ მებ­რძოლს რო­გორ ვუ­წო­დებ, მაგ ნა­ძი­რა­ლებს.

გა­მო­იქ­ცნენ ჩვენ­სკენ. წინ ერთი და­წი­ნა­ურ­და და მეგ­რუ­ლად მე­უბ­ნე­ბა.. ჩქა­რა შე­ას­წა­რი სად­მე, და­ი­მა­ლე და და­მა­ლე ბავ­შვე­ბი. თან შებ­რუნ­და და და­ნარ­ჩე­ნებს ეუბ­ნე­ბა: - ცო­და­რე, ცოდა, ბა­ღა­ნებ, იდას... (ცოდ­ვაა, ცოდ­ვა ბავ­შვე­ბი, წა­ვი­დე­სო)..

ვი­ღა­ცის სახ­ლში შე­ვირ­ბი­ნეთ და უკა­ნა მხა­რეს ავე­ფა­რეთ... დე­დამ­თი­ლი, მა­ნამ­დე დაგ­ვშორ­და. ვნა­ხავ, ბი­ნებ­ში რა ხდე­ბა, რო­ინს წა­მო­ვიყ­ვან (მაზლზე თქვა) და მო­ვალ, წა­გიყ­ვანთ, შე­დით მანდ სახ­ლში, მა­ნამ­დე და­ი­მა­ლე­თო. ვერ მო­ვას­წა­რით, მოგ­ვის­წრეს.. ორ-ორად, სამ-სა­მად შე­მო­დი­ოდ­ნენ, დაგ­ვხე­დავ­დნენ, გვა­გი­ნებ­დნენ, გვლან­ძღავ­დნენ და... ამ პა­ტა­რას უმად­ლო­დეთ - ამის თქმით გა­დი­ოდ­ნენ. ეს პა­ტა­რა კი, სამი თვის ქრის­ტი­ნა იყო, ზეწ­რებ­ში გახ­ვე­უ­ლი. იმე­დი მო­მე­ცა, რომ არ დაგ­ვხო­ცავ­დნენ...

უცებ დედა მე­უბ­ნე­ბა, შე­ხე­დე შენი დე­დამ­თი­ლი და­უ­ჭე­რი­ათ, აფხა­ზებს მოჰ­ყავ­თო. გა­ვი­ხე­დე ფან­ჯრი­დან, მო­აპ­რო­წი­ა­ლებ­დნენ. ერთი წუ­თით არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ბავ­შვი­ა­ნად გა­ვი­ჭე­რი გა­რეთ. იმე­დი მქონ­და ქრის­ტი­ნა გა­და­მარ­ჩენ­და.

- რა გვა­რის ხარ, რა გვა­რის ხარ?

- და­მი­წყო ყვი­რი­ლი აფხაზ­მა. სა­ჯა­ია ვე­უბ­ნე­ბი. დე­დამ­თილ­საც იგი­ვე უთ­ქვამს, სა­ჯა­ია ვარ, ქა­ლიშ­ვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბია მან­დო. და­ემ­თხვა, გა­დავ­რჩით. გვე­გო­ნა... გა­მოგ­ვყვა უკან.

- სა­დაა შენი ქმა­რი? ამ ბავ­შვის მამა სა­დაა? ომობ­და ხომ? - ღრი­ა­ლებს სა­ქო­ნე­ლი.

- არა, რას ამ­ბობთ, რუ­სეთ­შია, არც კი იცის შვი­ლი, რომ გა­უჩ­ნდა... ვი­ტყუ­ე­ბი, არა­და ომობ­და, თა­ნაც თეთრ გვარ­დი­ა­ში, "გი­ჟე­ბის ბა­ტა­ლი­ონ­ში".

- დენ­გი ესტ? ზო­ლო­ტა ესტ?..

- ყვი­რის.

- არა, ვე­უბ­ნე­ბით.

ყვე­ლა­ნი სახ­ლს უკან, გა­რეთ ვდგა­ვართ. დედა, იკა, თაკო, დე­დამ­თი­ლი, მე ჩვი­ლით ხელ­ში. კაცი გამ­ხე­ცე­ბუ­ლია. ცის­ფერ თვა­ლებ­ში ეშ­მა­კი უზის. ჭა­ღა­რა, თმე­ბი და წვე­რე­ბი, სა­დღაც ორ თვეს ით­ვლი­ან ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებს. მა­ღა­ლი, მო­სუ­ლი ტა­ნით და ყი­ნუ­ლო­ვა­ნი მზე­რით... შენს სა­ხეს რა და­მა­ვი­წყებს ნა­დი­რო?

- ტი ზნა­ე­ეშ? - დე­დამ­თილს ეუბ­ნე­ბა.

- მაია მამა, ნა ტი­ბია ბილა პა­ხოჟა ი ვაში გრუ­ზი­ნი ზას­ტრე­ლი­ლი იო, ზნა­ე­ე­ეშ?.. ია იხ­ნიი... - და აგი­ნებს უსაშ­ვე­ლოდ, ყვი­რის, ღრი­ა­ლებს. თვა­ლე­ბი ჩა­უ­სის­ხლი­ან­და... გად­მო­ი­ღო კა­ლაშ­ნი­კო­ვის ავ­ტო­მა­ტი, მო­მარ­თა...

- ნუ ი ვზდოხ­ნი ტი ტოჟე, ტვა­იუ მამუ ნა...

და.. გა­ჩერ­და დრო... და­მეხ­შო სმე­ნა. მე ავ­ტო­მა­ტის ხმა არ გა­მი­გია.. და­მი­გუბ­და გო­ნე­ბა, და­მეხ­შო. სრულ სი­ჩუ­მე­ში, უბ­რა­ლოდ, მოძ­რავ ადა­მი­ა­ნებს ვხხე­დავ­დი.. ვხე­დავ­დი დე­დამ­თილ­მა, თვა­ლე­ბი რო­გორ გად­მო­კარ­კლა... მერე, იკას ხელი და­ავ­ლო, კუ­თხე­ში მი­აგ­დო და გა­და­ე­ფა­რა... დედა ას­კინ­კი­ლა ხტუნ­ვით ოთა­ხის­კენ მიხ­ტო­და... ვუ­ყუ­რებ, ამ სი­ჩუ­მე­ში, ამ ყვე­ლა­ფერს. ყუ­რე­ბი წი­ვი­ან. ვუ­ყუ­რებ, ეს რა ხდე­ბა?? ასე, კი­ნოს ფი­რი­ვით რა­ტომ მოძ­რა­ო­ბენ?? რა­ღაც ხმა შე­მო­მეს­მა. ვი­ღა­ცა ღნა­ვის თუ ბლუ­ყუ­ნებს... თურ­მე მე ვარ, ბავ­შვით ხელ­ში, ამ აწო­წილ, ბუ­რძგლი­ან აფხაზს ვე­კი­დე­ბი ყელ­ზე...

ვლუღ­ლუ­ღებ... ვხა­ვი­ვარ.... ნი სტრი­ლი­აი და­რა­გოი, უმა­ლა­იუ, ნი­ნა­და.. და ვუ­კოც­ნი ბინ­ძურ სა­ხეს, ყელს, ვეხ­ვე­ვი, ვე­მუ­და­რე­ბი... გაჭ­რა, შეკ­რთა თით­ქოს... გა­ჩერ­და... იხ­ტი­ბა­რი მა­ინც არ გა­ი­ტე­ხა.. "ჩე­რეზ დვა­ციტ მი­ნუტ ვერ­ნი­უს, ი ესლი, ზო­ლო­ტა ი დენ­გი გა­ტო­ვა ნი ბუ­დეტ, ვსეხ ზას­ტრე­ლიუ ნა ხ..., (იგი­ნე­ბა) სე­რავ­ნო ვა­ი­ნა სპი­შიტ"-ო და გაბ­რუნ­და და გა­ვი­და ეზო­დან... ...ფე­ხი­იი...დე­დაა... დე­დი­კო­ოო, ფე­ხი­იი... - მეს­მის ირაკ­ლის ბღა­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­სკენ გა­მორ­ბის და დაფ­ლე­თილ შარ­ვლი­ან და სის­ხლი­ან მუხლს მაჩ­ვე­ნებს... თვალთ მე­ბინ­დე­ბა...

მახ­სოვს, ქრის­ტი­ნა მა­გი­და­ზე მო­ვის­რო­ლე... მივ­ვარ­დი იკას, გა­დაფ­ლე­თილ, და­ხე­ულ შარ­ვალ­ში ვი­ხე­დე­ბი მუხლთან.. გი­ჟი­ვით ვი­ცი­ნი. სა­ში­ში არა­ფე­რია, ჯინსმა გა­და­არ­ჩი­ნა, ტყვია აის­ხლი­ტა, შარ­ვა­ლი გაფ­ლი­თა და მუხ­ლი გა­და­უ­ტყა­ვა მხო­ლოდ, ძვლამ­დის არ ჩა­ვი­და. ვი­ცი­ნი დე­ბი­ლი­ვით და თვა­ლი, უცებ ძირს დაგ­დე­ბულ დე­დას ამ­ჩნევს. შენ რაღა გჭირს? ვყვი­რი­ვარ.. მომ­კლეს, მომ­კლეს, ვერ ხე­დავ? და ფე­ხის­კენ მა­ხე­დებს.

...არა­ვის, არა­ვის გა­მო­გე­ცა­დოთ ეს სიმ­წა­რე არას­დროს, არას­დროს.. ვი­საც ომი, არ გა­მო­უვ­ლია, მა­გან არ თქვას ვიცი, რა არის ომიო... ომი, რო იცო­დე რა არი, უნდა იწ­ვნიო თავ­ზე.. მა­შინ და­ა­ფა­სებ მშვი­დო­ბას... პე­სი­მის­ტუ­რად ჟღერს ვიცი, მაგ­რამ აქ­სი­ო­მაა ეგ... ...მუხლსა და წვივ შო­რის, არ ვიცი, რამ­დენ­მა ტყვი­ამ ქნა ეს, გა­დაგ­ლე­ჯი­ლი ფეხი, ტყავ­ზე ეკი­და და სის­ხლი თქრი­ა­ლით სდი­ო­და... თუ არ გავ­გიჟ­დე­ბო­დი არ მე­გო­ნა.. დედა, შენ მო­გიკ­ვდი, მო­გიკ­ვდი მეე..

ვი­კივ­ლე და ვეცი... ვი­თომ გა­და­ვუ­ჭი­რე ნაჭ­რით ფეხი, სის­ხლის შე­სა­ჩე­რებ­ლად.. ავიყ­ვა­ნე და ლო­გინ­ზე მი­ვაწ­ვი­ნე... იცით? შე­წუხ­და.. ფეხი გვერ­დზე გას­წია.. სირ­ცხვი­ლია, სხვი­სი ლო­გი­ნი არ გავ­სვა­რო­თო... მაგ დროს, მა­გა­ზე ფიქ­რობ­და.. ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, შენ ვინ მყო­ლი­ხარ, დე, მე­ა­მა­ყე­ბა, შენი გაზ­რდი­ლი რომ ვარ... რო­გორ ამ­ბობ­დი? შო­ბას არა აქ ჭკუა, მთა­ვა­რი გაზ­რდა­ა­ოო... მარ­თა­ლი ყო­ფილ­ხარ, უძ­ვირ­ფა­სე­სო ადა­მი­ა­ნო.

- ...ეკა გა­ვიქ­ცეთ, მობ­რუნ­დე­ბი­ან და ჩაგ­ვხო­ცა­ვენ აქ, გა­ვიყ­ვა­ნოთ ბავ­შვე­ბი...

- მეს­მის ამ მწუ­ხა­რე­ბა­ში დე­დამ­თი­ლის, ცი­ა­ლა დე­დას ხმა - არ­სად არ მოვ­დი­ვარ, რაა, დედა დავ­ტო­ვო­ოო? - ვკი­ვი­ვარ გამ­წა­რე­ბუ­ლი...

"იყა­ვი მა­შინ, მე მიმ­ყავს ბავ­შვე­ბი, დარ­ჩი და შე­ა­კა­ლი თა­ვიო"... - გამ­წა­რე­ბულ­მა მიყ­ვი­რა მა­ნაც... "შე­მომ­ხე­დე, შე­მომ­ხე­დე, მეც დაჭ­რი­ლი ვარ".. ყვი­რის და გა­დაგ­ლე­ჯილ ფეხს და მკლავს მაჩ­ვე­ნებს... "ბავ­შვე­ბი უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, გეს­მის ჩემი?" ყვი­რის... მე ვერ ვაზ­როვ­ნებ, მთლად გავ­გიჟ­დი... ცე­ცხლი მი­კი­დია, ორ მხრივ... ..."მე მივ­დი­ვარ"... მეს­მის გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი. მი­ვი­ხე­დე და ცი­ა­ლაც მი­ე­ფა­რა თვალს ბავ­შვე­ბი­ა­ნად... ...ზღურ­ბლზე ვდგა­ვარ და უკა­ნას­კნე­ლად ვუ­ყუ­რებ დე­დას, მინ­და ჩა­ვი­ბეჭ­დო გო­ნე­ბა­ში, რომ აღა­რა­სო­დეს და­მა­ვი­წყდეს. ვგრძნობ და ზუს­ტად ვიცი, მე­ტად ვერ ვნა­ხავ... გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე, გა­ვე­კი­დე ბავ­შვებს... დავ­ტო­ვე მარ­ტო... შე­ვა­ტო­ვე სიკ­ვდილს ხელ­ში, უნუ­გე­შოდ, უპატ­რო­ნოდ და გა­ვი­ქე­ცი... მა­პა­ტიე, დე...

სი­მინ­დის ყა­ნებ­ში წა­მო­ვე­წიე ბავ­შვებს.. ტყვი­ე­ბი ზუ­ზუ­ნით მოგვზდევ­და.. ჩვენს გვერ­დით, უკან, წინ ტყდე­ბო­და სი­მინ­დის ღე­რო­ე­ბი, წი­ოდ­ნენ ტყვი­ე­ბი ყურ­თან, ცხვირ­წინ. გავ­რბო­დით უკან­მო­უ­ხე­და­ვად. მოგ­ვდევ­და ტყვი­ე­ბი, წი­ვი­ლით,ზუ­ზუ­ნით, მაგ­რამ არ გვე­კა­რე­ბო­და.. სიკ­ვდი­ლი უკვე, მსხვერ­პლს სულს აძ­რობ­და უმო­წყა­ლოდ, ჩვენ­თვის არ ეცა­ლა... შე­ი­წი­რა ჩვენს სა­ნაც­ვლოდ...

...იმ დღეს, უკან ვერ მივ­ბრუნ­დი. გა­დაწ­ვეს და გა­და­ბუ­გეს უკა­ნა ქუჩა. დი­ლამ­დის ის­როდ­ნენ და აფეთ­ქებ­დნენ სახ­ლებს, ძარ­ცვავ­დნენ, ყვლეფ­დნენ, ხო­ცავ­დნენ და ვერ ძღე­ბოდ­ნენ მა­ინც... ეშ­მა­კი ეჯ­დათ სულ­ში და სხე­ულ­ში და არ ინ­დობ­დნენ არა­ფერს და არა­ვის... მე­ო­რე დღე­საც ვერ გა­და­ვე­დი... იწ­ვო­და და ქოთ­ქო­თებ­და იქა­უ­რო­ბა.. ჯო­ჯო­ხე­თი მი­წა­ზე გა­მე­ფე­ბუ­ლი­ყო, სიკ­ვდი­ლი არ ინ­დობ­და, მო­ხუცს, ქალს, კაცს, ბავ­შვს, ღორს, ძაღლს, ძრო­ხას... ყვე­ლა ერ­თად ეყა­რა ქუ­ჩებ­სა თუ ორ­ღო­ბე­ებ­ში...

ში­შის­გან გა­და­ლე­უ­ლი და მწუ­ხა­რე­ბის­გან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, ბავ­შვებს ვერ ვტო­ვებ­დი... თა­ნაც, სტრე­სის­გან რძე გა­მიშ­რა. სამი თვის ბავ­შვი, მში­ე­რი მყავ­და და ვერ ვა­ჩუ­მებ­დი. დე­დამ­თი­ლი ვერ დგე­ბო­და, დაჭ­რი­ლი და სი­ცხი­ა­ნი იწვა. ვი­მა­ლე­ბო­დით, გა­რეთ მხე­ცე­ბი და­თა­რე­შობ­დნენ. ვერ ძღე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი სის­ხლით...

...მე­სა­მე დღეს გა­ვე­პა­რე დე­დამ­თილს და ბავ­შვებს და გა­და­ვე­დი უკა­ნა ქუ­ჩა­ზე, სა­დაც დედა დავ­ტო­ვე... სახ­ლი გა­და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი დამ­ხვდა... შე­ში­ნე­ბუ­ლი, ფე­ხაკ­რე­ფით დავ­დი­ვარ დამ­წვარ სახ­ლში და დე­დას და­ვე­ძებ... ჰმ... მარ­თლა მქონ­და იმე­დი ნე­ტავ, რომ ვი­პო­ვი­დი, და თა­ნაც ცო­ცხალს? უცებ სა­ი­დღა­ნაც, ვი­ღაც კაცი ამე­ტუ­ზა... გული გა­და­მი­ქან­და.

- ვის ეძებ? - მე­კი­თხე­ბა ცი­ვად.

- გუ­შინ­წინ აქ, დაჭ­რი­ლი ქალი დავ­ტო­ვეთ - ვლუღ­ლუ­ღებ დარ­ცხვე­ნი­ლი, რომ დავ­ტო­ვე, მრცხვე­ნია...

- ანა უმერ­ლა, პა­ხა­რა­ნი­ლი მი... (სო­მე­ხი იყო) ბედ­ნა­ია, დვა ჩასა მუ­ჩა­ლას ი უმერ­ლა...

იცით, რას ყვი­რო­და თურ­მე?... არა­ვინ არ ხართ ქრის­ტი­ა­ნი, და­მეხ­მა­რეთ, ღმერ­თი არ გწამ­თო? იცი რას გე­ტყვი, დეე? შენ­ნა­ი­რი სიკ­ვდი­ლი მარ­გუ­ნოს ღმერ­თმა მეც და უპატ­რო­ნოდ მომ­კლას... აი, მა­შინ და­მიმ­შვიდ­დე­ბა სინ­დი­სი... მა­ნამ­დე, რაც არ უნდა ვი­მარ­თლო თავი, ფუ­ჭია... და, არც ერთ ნუ­გეშს, არა აქვს აზრი ჩემ­თვის..." - წერს ეკა ლეყ­ვა.

კილა
0

არ მოვყვები ჩემს ისტორიას ,მაგრამ ცოტას მაინც გავიხსენებ,ომი როგანახლდა.წინა დღის ჩამოყვანილები მყავდნენ მშობლები და შვილები.ვინ ელოდა ომის განახლებას.დაიწყო სკოლების ვითომ რემონტები,დანგრეული შენობების აღდგენაზე იყო საუბარი და ამ სიხარულის მოლოდინში შევყურებდით მთავრობის ხალხს და უცებ არ განახლდა ისევ დასაწვავი ომი.?აი სწორედ მაშინ არ ვიცოდით რა მოგვემოქმედა.ელოდები მშვიდობას და უცებ ტყვიის წინაშე რომ დადგები თან შვილებთან ერთად.ქმარი გინდა არ გინდა წაყვანილი ჰყავდათ საომრად..გზაზე ვიდექით მეზობლები,ერთმანეთს ვულოცავდით ომის ვითომ დამთავრებას და ამ დროს გესვრიან ,არ იცი საით წახვიდე...და მშობლებამდეც ვერ მიდიხარ.ვერ შევბრუნდით სახლებში.ცვიოდა ბომბები თოვლივით.სად უნდა გაიწიო ან რას უნდა შეეფარო რომ არ დაგაცვივდეს.ასე შეშინებული ,ბღავილით.ტირილით.აქედან 3 ბავშვი მომყავს,არ იცი რას შვრები არ იცი სწორად იქცევი თუ არა,ამაზე კი არა არაფერზე არ ფიქრობ,ოღონდ ბავშვები გადაარჩინო.სხვისი ბავშვებიც ინსტიქტურად მოგდევენ რატომ მორბიან პატარებმა არც იციან,მორბიან რათა ხედავს რომ დიდები მივრბივართ.როგორ გადავრჩით ეს მხოლოდ ღმერთმა იცის .........ჩამოგვიყვანეს თბილისში და აქ გვესმის შეგვაწუხა ამ აფხაზეთის ხალხმაო..........მაშინ კი ფხიზლდები ადამიანი არ სჯობდა იქ სიკვდილი? არავინ იცის სად და როდის სჯობია სიკვდილი.თუ ისეთი ცხოვრება ვერ ავაწყვე ,შვილები ხომ გადავარჩინე.......ჩემისთანა და ჩემზე უარესი ისტორია ბევრს ახლავს თან,მაგრამ ვიდრე ამ ტრაგედიაზე ისაუბრო სჯობს თევზივით წყალი ჩავიგუბოთ,არც სხვა ვანერვიულო და მე ხომ ჩემი მემართება მოგონების დროს.

ავტორი:

"მომაკვდავი დედა მივატოვე და გავიქეცი..." - აფხაზეთის ომგამოვლილი ქალის აღსარება

"მომაკვდავი დედა მივატოვე და გავიქეცი..." - აფხაზეთის ომგამოვლილი ქალის აღსარება

1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ომმა 30 000-მდე ეთნიკური ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 250 ათასზე მეტი, დევნილად აქცია...

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა. ფეისბუქ-მომხმარებელი ეკა ლეყვა, რომელმაც ომი საკუთარ თავზე გამოსცადა, სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს. მის ტრაგიკულ ისტორიას ინტერნეტსივრცეში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"...25 წლის უკან, დღევანდელ დღეს, ზუსტად ამ საათებში, ჩვენს თვალწინ დაგცხრილეს, დე... ძლივს მოვიპოვე ეს ფოტო, "ოდნოებში" მქონია შენახული... გპირდები, შენს შესახებ მოვუყვები ყველას... თუ რა ბარბაროსულად გაგიმეტეს და ჩაგცხრილეს უდანაშაულო, უმწეო ქალი, შვილი და პატარა შვილიშვილების თვალწინ... ნათელში იყოს შენი სული და შენთან ერთად, აფხაზეთში უმოწყალოდ, ჩახოცილთა სულები...

27 სექტემბრის საღამოს, ბევრ ვიდეოებს ვუყურე, აფხაზეთის ომზე გადაღებულს თუ მიძღვნილს... ძალიან იმოქმედა... ალბად იმიტომ რომ, მეჩემი ისტორია მაქვს ცალკე, და არც თუ ისე, უბრალო.... ვერ დავიძინე და მომინდა აქ, მეთქვა სათქმელი. დავიწყე კიდეც, წინა პოსტში აღწერა, ჩემი მოგონებების და ვერ შევძელი, სერიოზულად ცუდად გავხდი.

...25 წელია, მე ჩუმად ვარ. ამ ამბავზე ტაბუ მედო. ალბად იმიტომ, რომ სინდის ქეჯნას ვერ ვუძლებდი და სადღაც, ტვინის უფსკრულში, ცხრაკლიტული მედო. 25 წლის მანძილზე, ეს ამბავი ხუთი ადამიანისთვის თუ მაქვს მოყოლილი, შეიძლება ორით მეტი იყოს... და ისიც, ეტყობა, ძალიან მომაწვა მაგ დროს ბურთი ყელში... მინდა განვთავისუფლდე ამ ფიქრებისგან, ტანჯვისგან... მიიღეთ, როგორც აღსარება.....

...მე დედა, მომაკვდავი, სულთმობრძავი მივატოვე და გავიქეცი... ფეხმოგლეჯილი, სისხლში მცურავი მივატოვეღვთის თუ მტერის ანაბარა და გავიქეცი... მე მას ვუღალატე. დედა-შვილობას ვუღალატე....

მე თავის საშველად არ გავქცეულვარ ოღონდ.. მე, შვილებს, თამთას და ირაკლის გავეკიდე... რომლებსაც... ასევე, დაჭრილმა და სისხლში მცურავმა, მათმა ბებია (დედამთილმა ჩემმა) ხელი ჩაავლო და გააქცია..." ეკა, მე მივდივარ. თუ არ მოდიხარ, დარჩი დედაშენთან მაშინ და მიხედე... მე ბავშვები მიმყავს" - თქვა. აქეთ, იქეთ დაავლო ხელი ბავშვებს და გაიქცა. არასდროს ასეთი არჩევნის წინაშე, არ დაგაყენოთ უფალმა არასდროს, რამეთუ...

მე, დაჭრილი დედა, ავიყვანე ხელში, მივაწვინე ლოგინზე, გადავუჭირე ფეხზე მაგრად ნაჭერი. სისხლს ვაჩერებდი ჩემი ჭკუით, თვალებში ვერ ვუყურებდი. სული, გული ბავშვებს გაჰყვა. 6 და 7 წლის ბავშვებს.. დამიცხრილავენ, მომიკლავენ, რა ვქნა? არადა, დედა როგორ მივატოვო? და ბავშვები? "დე, ბავშვებს გადავმალავ სანდო ადგილას და დავბრუნდები. ცოტა მოითმინე, კარგი?" პასუხს არ ველოდები, სამი თვის ქრისტინას, ვიტაცებ ხელში, ინსტიქტურად იქვე მიგდებულ, პილიონკებით სავსე, სპორტულ ჩანთას ვიკიდებ მხარზე და მივდივარ კარებისკენ...

ზღურბლთან ვქვავდები წამიერად და უკან ვიხედები... "უკანასკნელად შეხედე დედაშენს!" მიბრძანა ვიღაცამ, თითქოს გაბრაზებულმა... მივიხედე... მარჯვენა ფეხი, ხელებით ეჭირა. ფეხს, რომ ვამბობ, მუხლს ქვემოთ, შუა წვივზე გადამსხვრეული, ერთ ტყავზე ეკიდა მთელი ტერფით... სისხლი? არც იკითხოთ... იცლებოდა... თავი ჩემკენ ქონდა მობრუნებული და... თვალები... თვალები... იქნებ არ დამიჯეროთ, მაგრამ მე ახლა სიმწრისგან ვყმუი... ვტირი, ვღმუი და ვაგრძელებ წერას... უნდა ვთქვა ბოლომდე, შევპირდი დღეს, ანთებულ სანთელთან დედას...

თვალები... იცით რა იყო თვალებში? მიდიხარ? მტოვებ? რა მეშველება? მეშინია... არ წახვიდე, მეშინია - ეწერა თვალებში.... შიში და უიმედობა ეწერა. სასოწარკვეთა ეწერა... და მე მაინც, გადავდგი ფეხი და გავიქეცი.. რატომ გააჩინე ღმერთო, დედა-შვილობა? რატომ დგას ყველაფერზე წინ შვილი? რატომ დამაყენე არჩევანის წინაშე, რატომ? რა შეგცოდე ასეთი მიუტევებელი?.. მოკლედ, გავეკიდე შვილებს, რომ ისინი გადამერჩინა.

29 სექტემბერს, ნაშუადღევს, ჩაის ფაბრიკის, ბინების უკანა ქუჩას მივადექით... სვანეთისკენ გზა ვერ გავაგრძელეთ და დავბრუნდით. სიჩუმეა, არავინ ჭაჭანებს. თურმე ყველა იმალება ყანებში. ფრთხილად მივაბიჯებთ ორღობეში. გვინდა სადმე მოვასწროთ შემალვა. უცებ ავტობუსი შემორიხინდა საიდანღაც.. კარები გაიღო და გადმოვიდა და გადმოვიდა, აფხაზი სეპარატისტები, მაგათ მებრძოლს როგორ ვუწოდებ, მაგ ნაძირალებს.

გამოიქცნენ ჩვენსკენ. წინ ერთი დაწინაურდა და მეგრულად მეუბნება.. ჩქარა შეასწარი სადმე, დაიმალე და დამალე ბავშვები. თან შებრუნდა და დანარჩენებს ეუბნება: - ცოდარე, ცოდა, ბაღანებ, იდას... (ცოდვაა, ცოდვა ბავშვები, წავიდესო)..

ვიღაცის სახლში შევირბინეთ და უკანა მხარეს ავეფარეთ... დედამთილი, მანამდე დაგვშორდა. ვნახავ, ბინებში რა ხდება, როინს წამოვიყვან (მაზლზე თქვა) და მოვალ, წაგიყვანთ, შედით მანდ სახლში, მანამდე დაიმალეთო. ვერ მოვასწარით, მოგვისწრეს.. ორ-ორად, სამ-სამად შემოდიოდნენ, დაგვხედავდნენ, გვაგინებდნენ, გვლანძღავდნენ და... ამ პატარას უმადლოდეთ - ამის თქმით გადიოდნენ. ეს პატარა კი, სამი თვის ქრისტინა იყო, ზეწრებში გახვეული. იმედი მომეცა, რომ არ დაგვხოცავდნენ...

უცებ დედა მეუბნება, შეხედე შენი დედამთილი დაუჭერიათ, აფხაზებს მოჰყავთო. გავიხედე ფანჯრიდან, მოაპროწიალებდნენ. ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ, ბავშვიანად გავიჭერი გარეთ. იმედი მქონდა ქრისტინა გადამარჩენდა.

- რა გვარის ხარ, რა გვარის ხარ?

- დამიწყო ყვირილი აფხაზმა. საჯაია ვეუბნები. დედამთილსაც იგივე უთქვამს, საჯაია ვარ, ქალიშვილი და შვილიშვილებია მანდო. დაემთხვა, გადავრჩით. გვეგონა... გამოგვყვა უკან.

- სადაა შენი ქმარი? ამ ბავშვის მამა სადაა? ომობდა ხომ? - ღრიალებს საქონელი.

- არა, რას ამბობთ, რუსეთშია, არც კი იცის შვილი, რომ გაუჩნდა... ვიტყუები, არადა ომობდა, თანაც თეთრ გვარდიაში, "გიჟების ბატალიონში".

- დენგი ესტ? ზოლოტა ესტ?..

- ყვირის.

- არა, ვეუბნებით.

ყველანი სახლს უკან, გარეთ ვდგავართ. დედა, იკა, თაკო, დედამთილი, მე ჩვილით ხელში. კაცი გამხეცებულია. ცისფერ თვალებში ეშმაკი უზის. ჭაღარა, თმები და წვერები, სადღაც ორ თვეს ითვლიან ყველაზე ნაკლებს. მაღალი, მოსული ტანით და ყინულოვანი მზერით... შენს სახეს რა დამავიწყებს ნადირო?

- ტი ზნაეეშ? - დედამთილს ეუბნება.

- მაია მამა, ნა ტიბია ბილა პახოჟა ი ვაში გრუზინი ზასტრელილი იო, ზნაეეეშ?.. ია იხნიი... - და აგინებს უსაშველოდ, ყვირის, ღრიალებს. თვალები ჩაუსისხლიანდა... გადმოიღო კალაშნიკოვის ავტომატი, მომართა...

- ნუ ი ვზდოხნი ტი ტოჟე, ტვაიუ მამუ ნა...

და.. გაჩერდა დრო... დამეხშო სმენა. მე ავტომატის ხმა არ გამიგია.. დამიგუბდა გონება, დამეხშო. სრულ სიჩუმეში, უბრალოდ, მოძრავ ადამიანებს ვხხედავდი.. ვხედავდი დედამთილმა, თვალები როგორ გადმოკარკლა... მერე, იკას ხელი დაავლო, კუთხეში მიაგდო და გადაეფარა... დედა ასკინკილა ხტუნვით ოთახისკენ მიხტოდა... ვუყურებ, ამ სიჩუმეში, ამ ყველაფერს. ყურები წივიან. ვუყურებ, ეს რა ხდება?? ასე, კინოს ფირივით რატომ მოძრაობენ?? რაღაც ხმა შემომესმა. ვიღაცა ღნავის თუ ბლუყუნებს... თურმე მე ვარ, ბავშვით ხელში, ამ აწოწილ, ბურძგლიან აფხაზს ვეკიდები ყელზე...

ვლუღლუღებ... ვხავივარ.... ნი სტრილიაი დარაგოი, უმალაიუ, ნინადა.. და ვუკოცნი ბინძურ სახეს, ყელს, ვეხვევი, ვემუდარები... გაჭრა, შეკრთა თითქოს... გაჩერდა... იხტიბარი მაინც არ გაიტეხა.. "ჩერეზ დვაციტ მინუტ ვერნიუს, ი ესლი, ზოლოტა ი დენგი გატოვა ნი ბუდეტ, ვსეხ ზასტრელიუ ნა ხ..., (იგინება) სერავნო ვაინა სპიშიტ"-ო და გაბრუნდა და გავიდა ეზოდან... ...ფეხიიი...დედაა... დედიკოოო, ფეხიიი... - მესმის ირაკლის ბღავილი, რომელიც ჩემსკენ გამორბის და დაფლეთილ შარვლიან და სისხლიან მუხლს მაჩვენებს... თვალთ მებინდება...

მახსოვს, ქრისტინა მაგიდაზე მოვისროლე... მივვარდი იკას, გადაფლეთილ, დახეულ შარვალში ვიხედები მუხლთან.. გიჟივით ვიცინი. საშიში არაფერია, ჯინსმა გადაარჩინა, ტყვია აისხლიტა, შარვალი გაფლითა და მუხლი გადაუტყავა მხოლოდ, ძვლამდის არ ჩავიდა. ვიცინი დებილივით და თვალი, უცებ ძირს დაგდებულ დედას ამჩნევს. შენ რაღა გჭირს? ვყვირივარ.. მომკლეს, მომკლეს, ვერ ხედავ? და ფეხისკენ მახედებს.

...არავის, არავის გამოგეცადოთ ეს სიმწარე არასდროს, არასდროს.. ვისაც ომი, არ გამოუვლია, მაგან არ თქვას ვიცი, რა არის ომიო... ომი, რო იცოდე რა არი, უნდა იწვნიო თავზე.. მაშინ დააფასებ მშვიდობას... პესიმისტურად ჟღერს ვიცი, მაგრამ აქსიომაა ეგ... ...მუხლსა და წვივ შორის, არ ვიცი, რამდენმა ტყვიამ ქნა ეს, გადაგლეჯილი ფეხი, ტყავზე ეკიდა და სისხლი თქრიალით სდიოდა... თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა.. დედა, შენ მოგიკვდი, მოგიკვდი მეე..

ვიკივლე და ვეცი... ვითომ გადავუჭირე ნაჭრით ფეხი, სისხლის შესაჩერებლად.. ავიყვანე და ლოგინზე მივაწვინე... იცით? შეწუხდა.. ფეხი გვერდზე გასწია.. სირცხვილია, სხვისი ლოგინი არ გავსვაროთო... მაგ დროს, მაგაზე ფიქრობდა.. ახლა რომ ვუფიქრდები, შენ ვინ მყოლიხარ, დე, მეამაყება, შენი გაზრდილი რომ ვარ... როგორ ამბობდი? შობას არა აქ ჭკუა, მთავარი გაზრდააოო... მართალი ყოფილხარ, უძვირფასესო ადამიანო.

- ...ეკა გავიქცეთ, მობრუნდებიან და ჩაგვხოცავენ აქ, გავიყვანოთ ბავშვები...

- მესმის ამ მწუხარებაში დედამთილის, ციალა დედას ხმა - არსად არ მოვდივარ, რაა, დედა დავტოვოოო? - ვკივივარ გამწარებული...

"იყავი მაშინ, მე მიმყავს ბავშვები, დარჩი და შეაკალი თავიო"... - გამწარებულმა მიყვირა მანაც... "შემომხედე, შემომხედე, მეც დაჭრილი ვარ".. ყვირის და გადაგლეჯილ ფეხს და მკლავს მაჩვენებს... "ბავშვები უნდა გადავარჩინოთ, გესმის ჩემი?" ყვირის... მე ვერ ვაზროვნებ, მთლად გავგიჟდი... ცეცხლი მიკიდია, ორ მხრივ... ..."მე მივდივარ"... მესმის განწირული ყვირილი. მივიხედე და ციალაც მიეფარა თვალს ბავშვებიანად... ...ზღურბლზე ვდგავარ და უკანასკნელად ვუყურებ დედას, მინდა ჩავიბეჭდო გონებაში, რომ აღარასოდეს დამავიწყდეს. ვგრძნობ და ზუსტად ვიცი, მეტად ვერ ვნახავ... გადაწყვეტილება მივიღე, არჩევანი გავაკეთე, გავეკიდე ბავშვებს... დავტოვე მარტო... შევატოვე სიკვდილს ხელში, უნუგეშოდ, უპატრონოდ და გავიქეცი... მაპატიე, დე...

სიმინდის ყანებში წამოვეწიე ბავშვებს.. ტყვიები ზუზუნით მოგვზდევდა.. ჩვენს გვერდით, უკან, წინ ტყდებოდა სიმინდის ღეროები, წიოდნენ ტყვიები ყურთან, ცხვირწინ. გავრბოდით უკანმოუხედავად. მოგვდევდა ტყვიები, წივილით,ზუზუნით, მაგრამ არ გვეკარებოდა.. სიკვდილი უკვე, მსხვერპლს სულს აძრობდა უმოწყალოდ, ჩვენთვის არ ეცალა... შეიწირა ჩვენს სანაცვლოდ...

...იმ დღეს, უკან ვერ მივბრუნდი. გადაწვეს და გადაბუგეს უკანა ქუჩა. დილამდის ისროდნენ და აფეთქებდნენ სახლებს, ძარცვავდნენ, ყვლეფდნენ, ხოცავდნენ და ვერ ძღებოდნენ მაინც... ეშმაკი ეჯდათ სულში და სხეულში და არ ინდობდნენ არაფერს და არავის... მეორე დღესაც ვერ გადავედი... იწვოდა და ქოთქოთებდა იქაურობა.. ჯოჯოხეთი მიწაზე გამეფებულიყო, სიკვდილი არ ინდობდა, მოხუცს, ქალს, კაცს, ბავშვს, ღორს, ძაღლს, ძროხას... ყველა ერთად ეყარა ქუჩებსა თუ ორღობეებში...

შიშისგან გადალეული და მწუხარებისგან განადგურებული, ბავშვებს ვერ ვტოვებდი... თანაც, სტრესისგან რძე გამიშრა. სამი თვის ბავშვი, მშიერი მყავდა და ვერ ვაჩუმებდი. დედამთილი ვერ დგებოდა, დაჭრილი და სიცხიანი იწვა. ვიმალებოდით, გარეთ მხეცები დათარეშობდნენ. ვერ ძღებოდნენ ჩვენი სისხლით...

...მესამე დღეს გავეპარე დედამთილს და ბავშვებს და გადავედი უკანა ქუჩაზე, სადაც დედა დავტოვე... სახლი გადანახშირებული დამხვდა... შეშინებული, ფეხაკრეფით დავდივარ დამწვარ სახლში და დედას დავეძებ... ჰმ... მართლა მქონდა იმედი ნეტავ, რომ ვიპოვიდი, და თანაც ცოცხალს? უცებ საიდღანაც, ვიღაც კაცი ამეტუზა... გული გადამიქანდა.

- ვის ეძებ? - მეკითხება ცივად.

- გუშინწინ აქ, დაჭრილი ქალი დავტოვეთ - ვლუღლუღებ დარცხვენილი, რომ დავტოვე, მრცხვენია...

- ანა უმერლა, პახარანილი მი... (სომეხი იყო) ბედნაია, დვა ჩასა მუჩალას ი უმერლა...

იცით, რას ყვიროდა თურმე?... არავინ არ ხართ ქრისტიანი, დამეხმარეთ, ღმერთი არ გწამთო? იცი რას გეტყვი, დეე? შენნაირი სიკვდილი მარგუნოს ღმერთმა მეც და უპატრონოდ მომკლას... აი, მაშინ დამიმშვიდდება სინდისი... მანამდე, რაც არ უნდა ვიმართლო თავი, ფუჭია... და, არც ერთ ნუგეშს, არა აქვს აზრი ჩემთვის..." - წერს ეკა ლეყვა.

"მიყვარხარ" - მონიკა ბელუჩის ქალიშვილმა დევა კასელმა, შეყვარებულთან ერთად გადაღებული, ინტიმური ფოტოები გაავრცელა

"ჩემი პირველი ცდა" - ანუკი არეშიძე ფერმაში ცხოველებსა და ფრინველებს უვლის

"მესამე წელია ჩამოვდივართ და იგივე სევდიანი სურათი გვხვდება" - რას წერს ანა იმედაშვილი რომანოვების სასახლეში ყოფნის შემდეგ?