ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. იგი ქედის მუნიციპალიტეტში გადაიყვანეს. საგზაო შემთხვევა ქედაში სოფელ მახუნცეთში მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევის დროს სხვა არავინ დაშავებულა. ადგილზე მობიილზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.