პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია რუსეთის პატრიარქის წერილში, რომელიც ილია მეორემ მიიღო
რა წერია რუსეთის პატრიარქის წერილში, რომელიც ილია მეორემ მიიღო

პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნი, დე­კა­ნო­ზი მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლი ადას­ტუ­რებს, რომ უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის სა­კი­თხზე მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის კი­რი­ლის წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ, ისე­ვე, რო­გორც სხვა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ებ­მა, გუ­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ი­ღო.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა, დე­კა­ნოზ­მა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ წე­რილს პატ­რი­არ­ქი მღვდელმთავ­რებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლავს და წი­ნას­წარ რა­ი­მეს თქმა ნა­ად­რე­ვია.

„რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქო ითხოვს, რომ ასე­თი სა­კი­თხი გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნეს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­თა შეკ­რე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქო­საც ალ­ბათ, მო­უ­წევს გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის მი­ა­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა თქმა უნდა, ამ სა­კი­თხე­ბის შეს­წავ­ლა მოხ­დე­ბა და იქ­ნე­ბა აზრი გა­მოთ­ქმუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნად სწო­რია ამ შემ­თხვე­ვა­ში კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს ან უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია“, – გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა.

მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა კი­რი­ლემ მსოფ­ლი­ოს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბის წი­ნამ­ძღო­ლებს უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის სა­კი­თხზე წე­რი­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო სა­ეკ­ლე­სიო კავ­ში­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე ნი­კო­ლაი ბა­ლა­შო­ვი ავ­რცე­ლებს.

„წე­რი­ლებ­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია ე.წ. უკ­რა­ი­ნუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის სა­კი­თხზე და იმ ნე­გა­ტი­ურ შე­დე­გებ­ზე, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის ქმე­დე­ბებს შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. წე­რი­ლებ­ში ასე­ვე გა­მოთ­ქმუ­ლია შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი გან­ხილ­ვის და­წყე­ბის წი­ნა­და­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლაი ბა­ლა­შოვ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

რა წერია რუსეთის პატრიარქის წერილში, რომელიც ილია მეორემ მიიღო

რა წერია რუსეთის პატრიარქის წერილში, რომელიც ილია მეორემ მიიღო

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ადასტურებს, რომ უკრაინის ეკლესიის საკითხზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის წერილი საქართველოს საპატრიარქომ, ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, გუშინ ოფიციალურად მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, აღნიშნულ წერილს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად განიხილავს და წინასწარ რაიმეს თქმა ნაადრევია.

„რუსეთის საპატრიარქო ითხოვს, რომ ასეთი საკითხი განხილული იქნეს მართლმადიდებელ ეკლესიათა შეკრებაზე. შესაბამისად, მსოფლიო საპატრიარქოსაც ალბათ, მოუწევს განმარტებების გაკეთება, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიანიჭებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ საკითხების შესწავლა მოხდება და იქნება აზრი გამოთქმული საეკლესიო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, რამდენად სწორია ამ შემთხვევაში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ან უკრაინის ეკლესიის პოზიცია“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლებს უკრაინის ეკლესიის საკითხზე წერილები გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლაი ბალაშოვი ავრცელებს.

„წერილებში განმარტებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ე.წ. უკრაინული ავტოკეფალიის საკითხზე და იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც მსოფლიო პატრიარქის ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს. წერილებში ასევე გამოთქმულია შექმნილი სიტუაციის ერთობლივი განხილვის დაწყების წინადადება“, - განაცხადა ნიკოლაი ბალაშოვმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"