პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წულუკიანი კანონს არღვევს - მინისტრი თანამშრომლებს "პალიტრისთვის" საჯარო ინფორმაციის მიწოდებას უკრძალავს
წულუკიანი კანონს არღვევს - მინისტრი თანამშრომლებს "პალიტრისთვის" საჯარო ინფორმაციის მიწოდებას უკრძალავს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 37-ე და 40-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა სა­ჯა­რო უწყე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის შემ­თხვე­ვა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს პა­სუ­ხი გას­ცეს ან და­უ­ყო­ნებ­ლივ, ან არა უგ­ვი­ა­ნეს 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს, სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს „ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­მა“ (შე­დის „პა­ლიტ­რა­მე­დი­ის“ ნი­უს­რუ­მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში) სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის შე­სა­ხებ 2018 წლის 15-16 თე­ბერ­ვალს მი­მარ­თა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვი­დან 7 თვე­ზე მეტი გა­ვი­და, „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი უწყე­ბე­ბი­დან დღემ­დე ინ­ფორ­მა­ცია არ მი­უ­ღია.

მო­ის­მი­ნეთ აუ­დიო

არა­ერ­თხელ და­ვინ­ტე­რეს­დით, რა­ტომ არ აწ­ვდიდ­ნენ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვა­დებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“, თუმ­ცა ყო­ველ­თვის, რო­დე­საც ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი უწყე­ბე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რებს ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით, ისი­ნი პა­სუხს თავს არი­დებ­დნენ. ბო­ლოს კი, 2018 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში ასე­თი პა­სუ­ხი გაგ­ვცეს:

(სტი­ლი და­ცუ­ლია) „მი­ნის­ტრის მი­თი­თე­ბაა, ოღონდ დღეს კონ­კრე­ტუ­ლად კი არა, ეს არის 2015 წლი­დან. მაგ პე­რი­ო­დი­დან გე­უბ­ნე­ბით მეც, რომ არ ვპა­სუ­ხობთ „პა­ლიტ­რას“, გა­წყვე­ტი­ლი გვაქვს სა­მუ­შაო ურ­თი­ერ­თო­ბა. კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში „პა­ლიტ­რას­თან“ არ ვართ, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ცე­მა არ შეგ­ვიძ­ლია“.

ანუ გა­მო­დის, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­თი­თე­ბით, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო­ო­ბის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­რან­ტი უნდა იყოს, კა­ნონს უხე­შად არ­ღვევს და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბო­ი­კოტს უცხა­დებს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას.

„პა­ლიტ­რა­მე­დია“ გან­მარ­ტე­ბას ითხოვს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­გან, ასე­ვე აპი­რებს მი­მარ­თოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რატს და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და მო­ი­თხო­ვოს რე­ა­გი­რე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან კა­ნო­ნის უხე­შად დარ­ღვე­ვა­ზე.

მო­ის­მი­ნეთ აუ­დიო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

წულუკიანი კანონს არღვევს - მინისტრი თანამშრომლებს "პალიტრისთვის" საჯარო ინფორმაციის მიწოდებას უკრძალავს

წულუკიანი კანონს არღვევს - მინისტრი თანამშრომლებს "პალიტრისთვის" საჯარო ინფორმაციის მიწოდებას უკრძალავს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე და 40-ე მუხლის მიხედვით, ყველა საჯარო უწყება ვალდებულია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს პასუხი გასცეს ან დაუყონებლივ, ან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სერვისების განვითარების სააგენტოს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს „ბიზნესპრესნიუსმა“ (შედის „პალიტრამედიის“ ნიუსრუმის შემადგენლობაში) საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 15-16 თებერვალს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გამოთხოვიდან 7 თვეზე მეტი გავიდა, „ბიზნესპრესნიუსს“ ზემოხსენებული უწყებებიდან დღემდე ინფორმაცია არ მიუღია.

მოისმინეთ აუდიო

არაერთხელ დავინტერესდით, რატომ არ აწვდიდნენ კანონით გათვალისწინებულ ვადებში ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსს“, თუმცა ყოველთვის, როდესაც ზემოჩამოთვლილი უწყებების პრესსამსახურებს ვუკავშირდებოდით, ისინი პასუხს თავს არიდებდნენ. ბოლოს კი, 2018 წლის 2 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ასეთი პასუხი გაგვცეს:

(სტილი დაცულია) „მინისტრის მითითებაა, ოღონდ დღეს კონკრეტულად კი არა, ეს არის 2015 წლიდან. მაგ პერიოდიდან გეუბნებით მეც, რომ არ ვპასუხობთ „პალიტრას“, გაწყვეტილი გვაქვს სამუშაო ურთიერთობა. კითხვა-პასუხის რეჟიმში „პალიტრასთან“ არ ვართ, ინფორმაციის მიცემა არ შეგვიძლია“.

ანუ გამოდის, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მითითებით, იუსტიციის სამინისტრო, რომელიც საჯაროობის და სამართლიანობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი უნდა იყოს, კანონს უხეშად არღვევს და საინფორმაციო ბოიკოტს უცხადებს მედიასაშუალებას.

„პალიტრამედია“ განმარტებას ითხოვს იუსტიციის სამინისტროსგან, ასევე აპირებს მიმართოს პრემიერ-მინისტრის აპარატს და არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოითხოვოს რეაგირება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან კანონის უხეშად დარღვევაზე.

მოისმინეთ აუდიო

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები