სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი მოფარიკავეებზე, რომლებიც ისრაელში არალეგალურად დარჩნენ
რას ჰყვება მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი მოფარიკავეებზე, რომლებიც ისრაელში არალეგალურად დარჩნენ

მოყ­ვა­რულ მო­ფა­რი­კა­ვე­ებს, რომ­ლე­ბიც ის­რა­ელ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად დარ­ჩნენ, პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, მათი გვა­რე­ბიც კი არ ვიცი, - ამის შე­სა­ხებ sportall.ge-სთან სა­უ­ბარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ფა­რი­კა­ვე­თა ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მე­რაბ ბა­ზა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

„ფა­რი­კა­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი მოყ­ვა­რუ­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩვე­ნი მოყ­ვა­რუ­ლე­ბი და­დი­ან ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე. მათ­გან ზოგს ვიც­ნობთ, ზოგს არ ვიც­ნობთ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ ამ ადა­მი­ა­ნე­ბით. რომ გახ­მა­ურ­და ეს ამ­ბა­ვი, მეც მა­შინ გა­ვი­გე. პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი მაგ ხალ­ხს, გვა­რე­ბიც არ ვიცი. მათ არა­ნა­ი­რი თან­ხა არ გა­და­უხ­დი­ათ და არც ფე­დე­რა­ცი­ას და­უ­ხარ­ჯავს რამე. მათ სა­კუ­თა­რი თავი თვი­თონ და­ი­ფი­ნან­სეს“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ზა­ძემ.

კი­თხვა­ზე, მოხ­და თუ არა გა­ნა­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა, ნამ­დვი­ლად არი­ან თუ არა ისი­ნი მო­ფა­რი­კა­ვე­ე­ბი, ბა­ზა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ წე­სით, ვი­ღა­ცას მათ შე­სა­ხებ უნდა სცოდ­ნო­და.

„რო­დე­საც ეს მოხ­და, ჩვენ­მა ფე­დე­რა­ცი­ამ ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე შე­ა­ტყო­ბი­ნა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, იყო საქ­მე ძი­ე­ბა­შიც და ის ორი პი­როვ­ნე­ბა, ვინც ამ სპორ­ტსმე­ნებს გაჰ­ყვა, მათი დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და. ამავდრო­უ­ლად, დაგ­ვა­ჯა­რი­მეს ჩვენ და ებ­რა­უ­ლი მხა­რეც დაკ­მა­ყო­ფილ­და ამ ფაქ­ტით“, - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ფა­რი­კა­ვე­თა ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 6 ქარ­თვე­ლი მოყ­ვა­რუ­ლი მო­ფა­რი­კა­ვე ის­რა­ელ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად დარ­ჩა.აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ას 5000 ფრან­კის ოდე­ნო­ბით სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­და. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ზაზა მჭედ­ლი­ძე და გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და­ვით სახ­ვა­ძე გარ­კვე­უ­ლი დრო­ით დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რას ჰყვება მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი მოფარიკავეებზე, რომლებიც ისრაელში არალეგალურად დარჩნენ

რას ჰყვება მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი მოფარიკავეებზე, რომლებიც ისრაელში არალეგალურად დარჩნენ

მოყვარულ მოფარიკავეებს, რომლებიც ისრაელში არალეგალურად დარჩნენ, პირადად არ ვიცნობდი, მათი გვარებიც კი არ ვიცი, - ამის შესახებ sportall.ge-სთან საუბარში საქართველოს მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბაზაძემ განაცხადა.

„ფარიკაობით საქართველოში უამრავი მოყვარულია დაკავებული. ჩვენი მოყვარულები დადიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მათგან ზოგს ვიცნობთ, ზოგს არ ვიცნობთ. სიმართლე გითხრათ, მე არ დავინტერესებულვარ ამ ადამიანებით. რომ გახმაურდა ეს ამბავი, მეც მაშინ გავიგე. პირადად არ ვიცნობდი მაგ ხალხს, გვარებიც არ ვიცი. მათ არანაირი თანხა არ გადაუხდიათ და არც ფედერაციას დაუხარჯავს რამე. მათ საკუთარი თავი თვითონ დაიფინანსეს“, - განაცხადა ბაზაძემ.

კითხვაზე, მოხდა თუ არა განაცხადების ავტორების შემოწმება, ნამდვილად არიან თუ არა ისინი მოფარიკავეები, ბაზაძემ განაცხადა, რომ წესით, ვიღაცას მათ შესახებ უნდა სცოდნოდა.

„როდესაც ეს მოხდა, ჩვენმა ფედერაციამ ჩამოსვლისთანავე შეატყობინა შესაბამის უწყებებს, იყო საქმე ძიებაშიც და ის ორი პიროვნება, ვინც ამ სპორტსმენებს გაჰყვა, მათი დისკვალიფიცირება მოხდა. ამავდროულად, დაგვაჯარიმეს ჩვენ და ებრაული მხარეც დაკმაყოფილდა ამ ფაქტით“, - აღნიშნა საქართველოს მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, 6 ქართველი მოყვარული მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა.აღნიშნულის გამო საერთაშორისო ფედერაციის მიერ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას 5000 ფრანკის ოდენობით სანქციები დაუწესდა. ასევე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა მჭედლიძე და გენერალური მდივანი დავით სახვაძე გარკვეული დროით დისკვალიფიცირებულები არიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი