მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ჰიტი აფხაზეთზე, რომელსაც "გერმანიის ხმა" ასრულებს - დათო არჩვაძისა და პეტრე კოლხის ერთობლივი პროექტი
ახალი ჰიტი აფხაზეთზე, რომელსაც "გერმანიის ხმა" ასრულებს - დათო არჩვაძისა და პეტრე კოლხის ერთობლივი პროექტი

დათო არჩვა­ძეს აფხა­ზეთ­ზე სამი სიმ­ღე­რა აქვს და­წე­რი­ლი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონს ბოლო, რომ­ლის ლექ­სი პეტ­რე კოლხს (სვე­ტი­ცხოვ­ლის დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია) ეკუთ­ვნის. სიმ­ღე­რა­ზე ვი­დე­ოც შე­იქ­მნა, რომ­ლის სცე­ნა­რი მამა პეტ­რეს ეკუთ­ვნის და რომ­ლის პრე­მი­ე­რა 2 დღის წინ შედ­გა. ემო­ცი­უ­რი ნა­მუ­შე­ვა­რია, მა­ყუ­რე­ბელ­მა მისი ხილ­ვა ცრემ­ლის გა­რე­შე ვერ შეძ­ლო, რად­გა­ნაც აფხა­ზე­თი ყვე­ლას ტკი­ვი­ლია. კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსა­ხი­ო­ბი მურ­მან ჯი­ნო­რია, გერ­მა­ნი­ის ხმა, მომ­ღე­რა­ლი ნა­თია თო­დუა და პეტ­რე კოლ­ხის უმ­ცრო­სი შვი­ლი - სო­ფია კვა­რა­ცხე­ლია.

"სა­ნამ იქ­ნე­ბო­და სიმ­ღე­რა, ვი­დეო, იდეა, იყო სი­ტყვა და იმ­დე­ნად ძლი­ე­რი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად შემძრა და ეს სა­ინ­ტე­რე­სოდ, ექ­სპრომ­ტად ზუგ­დიდ­ში ჩემი და მამა პეტ­რეს ერ­თობ­ლივ შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ზე მოხ­და, სა­დაც მა­მა­ომ ეს ლექ­სი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად წა­ი­კი­თხა. სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. თით­ქოს მა­შინ­ვე მუზა და­მე­ცა... აფხა­ზე­თი ხომ ყვე­ლას­თვის მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა. შე­მოქ­მე­დი, ხე­ლო­ვა­ნი ვარ და ამ ყვე­ლა­ზე დიდ და­ნა­კარ­გზე, რო­გორც შე­მიძ­ლია, სევ­დას და ტკი­ვილს ისე გა­მოვ­ხა­ტავ... ამ სიმ­ღე­რა­ზე ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც ისე და­ემ­თხვა, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - ნა­თია თო­დუა, მსა­ხი­ო­ბი - მურ­მან ჯი­ნო­რი­აც, მამა პეტ­რეს ლექ­სი, ჩემი მუ­სი­კა სა­ოც­რად შე­ერ­წყა ერ­თმა­ნეთს. სიმ­ღე­რას "ფრთა­მო­ტე­ხი­ლი მაფ­შა­ლია" და­ვარ­ქვით, რო­მე­ლიც ზღვა ემო­ცი­ამ შე­მაქ­მნე­ვი­ნა... ამ ნა­მუ­შე­ვარ­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლია მამა-შვი­ლის ის­ტო­რია, სა­დაც მამა იბ­რუ­ნებს შვილს, ანუ სა­ქარ­თვე­ლო იბ­რუ­ნებს აფხა­ზეთს, ესაა ყვე­ლა­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი რამ. აფხა­ზე­თი დაბ­რუნ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ და­ვას­წა­რით მოვ­ლე­ნებს და ჯერ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად და­ვიბ­რუ­ნეთ", - აღ­ნიშ­ნავს დათო არჩვა­ძე და დას­ძენს, რომ ვი­დეო მარ­თლაც კე­თი­ლი მე­სი­ჯია, არ არის აგ­რე­სია, უბ­რა­ლოდ, დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლია.

პეტ­რე კოლ­ხი:

- დღე­ვან­დე­ლი დღე ალ­ბათ სა­ე­ტა­პოა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გა­ნაც ჩემი პირ­ვე­ლი კლი­პის პრე­მი­ე­რა შედ­გა და ის აფხა­ზე­თის თე­მას ეძღვნე­ბა. მას­ში ამ კუ­თხის შვი­ლი ნა­თია თო­დუა მო­ნა­წი­ლე­ობს, არა იმი­ტომ, რომ ის გერ­მა­ნი­ის ხმა არის, ის აფხა­ზე­თი­დან გახ­ლავთ. ვი­ფიქ­რეთ, რომ ყვე­ლა­ზე ძარ­ღვი­ა­ნად შე­ას­რუ­ლებ­და ამ სიმ­ღე­რას და ასეც მოხ­და... მთე­ლი კლი­პის მსვლე­ლო­ბის პრო­ცეს­ში დარ­ბა­ზი ტი­რო­და. სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მას ევ­რო­პა­ში მშვი­დო­ბის დეს­პა­ნის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. ჩემ­თვის ეს პრო­ექ­ტი უმოკ­ლე­სი გზაა აფხა­ზე­თის­კენ! აუ­ცი­ლებ­ლად და­ვიბ­რუ­ნებთ, ამა­ში ერთი წამი ეჭვი არ მე­პა­რე­ბა და ეს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მოხ­დე­ბა.

ნა­თია თო­დუა:

- ერთი თვეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ და მი­ხა­რია, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ამ პრო­ექ­ტში მო­ვას­წა­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იყო ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბას­თან შე­ხე­ბა, ამის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს. ინი­ცი­ა­ტი­ვა დათო არჩვა­ძის­გან და მამა პეტ­რეს­გან რომ არ წა­მო­სუ­ლი­ყო, ვერ გავ­ბე­დავ­დი, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­და­მედ­გა. ამ ყვე­ლაფ­რით კი გა­ო­ცე­ბუ­ლი და მად­ლი­ე­რი ვარ. თა­ვი­დან შე­ში­ნე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი, ვორ­ჭო­ფობ­დი, მაგ­რამ ტექ­სტი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად რომ წა­ვი­კი­თხე, იმ­დე­ნად ყვე­ლას შეგ­ვე­ხო და იმ­დე­ნად ჩვე­ნი აღ­მოჩ­ნდა, რომ არ მემ­ღე­რა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზი და თბი­ლი კუ­თხეა, ად­გი­ლი, სა­დაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ფევ­და ყო­ველ­თვის. უბ­რა­ლოდ, რა­ღაც შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს ჩვე­ნი მხრი­დან თუ მათი მხრი­დან, არ მინ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ რო­გორც იქა­ურს, იქ გაზ­რდილს, არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა იქა­უ­რო­ბა და ყო­ველ­თვის მექ­ნე­ბა კავ­ში­რი...

- აფხა­ზე­თი იქ გაზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლია.

- ის არ არის მხო­ლოდ ის მხა­რე, სა­დაც ჩემი მშობ­ლე­ბი გა­ი­ზარ­დნენ და აფხა­ზეთ­ზე მიყ­ვე­ბოდ­ნენ. 17 წლამ­დე იქ ვი­ყა­ვი მეც, ამი­ტომ ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, არ მახ­სოვ­დეს, არ ვფიქ­რობ­დე მას­ზე. იქა­უ­რო­ბა რე­ა­ლუ­რად ჩემი სახ­ლია, ჩვენს ოჯახს ხომ დღემ­დე სახ­ლი არც აქვს. ყვე­ლაფ­რი, რაც დავ­ტო­ვეთ, ნან­გრე­ვე­ბიც კი იქ მე­გუ­ლე­ბა... მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო იმის­თვის, რომ იქ მშვი­დო­ბი­ა­ნად დავ­ბრუნ­დე.

ნა­თია 1996 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, 2 წელი მისი ოჯა­ხი გლ­და­ნის დევ­ნილ­თა სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ად­გილმდე­ბა­რე­ბას ხში­რად იც­ვლიდ­ნენ. მერე კი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ბა­კევ­ში დაბ­რუნ­დნენ... ნა­თია, წლე­ბის შემ­დეგ, თბი­ლის­ში მხო­ლოდ სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ჩა­მო­ვი­და, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ა­ბა­რა. შარ­შან კი მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ამ­ბა­ვი მოხ­და - 2017 წელს გერ­მა­ნე­ლებ­მა გერ­მა­ნი­ის ხმად და­ა­სა­ხე­ლეს. ამ ეტაპ­ზე ბერ­ლინ­ში უწევს ყოფ­ნა. ერთი წლის ვა­დით ხე­ლო­ვან­თა ვი­ლა­ში ცხოვ­რობს, სა­დაც რო­გორც მუ­სი­კოსს, გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბევ­რი რამ აქვს და უამ­რავ რა­მეს აკე­თებს. ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლა, ხე­ლო­ვა­ნე­ბის გვერ­დით ცხოვ­რე­ბა იმის შანსს აძ­ლევს, რომ ბევრ რა­მე­ში და­ხე­ლოვ­ნდეს. ასა­კით და გა­მოც­დი­ლე­ბით იქ ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სია. წერს სიმ­ღე­რებს და ცდი­ლობს, ალ­ბო­მი მალე გა­მოს­ცეს, რო­მელ­საც მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ელო­დე­ბა. აქვს ასე­ვე სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში კონ­ცერ­ტე­ბი.

"ყო­ველ ჯერ­ზე გან­სხვა­ვე­ბულ მუ­სი­კო­სებ­თან მი­წევს გა­მოს­ვლა იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი ბენ­დი ჯერ არ მყავს. ამის­თვის დრო მჭირ­დე­ბა, რომ ვი­პო­ვო ბენ­დის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ადა­მი­ა­ნე­ბი... 13 ოქ­ტომ­ბერს ბა­თუმ­ში კონ­ცერ­ტი მე­ლის და ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. თუმ­ცა მა­ნამ­დე ევ­რო­პა­ში რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტის­თვის მი­ვემ­გზავ­რე­ბი", - ამ­ბობს ნა­თია.

რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, ვე­რას­დროს იფიქ­რებ­და, თუ მის ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი რამ მოხ­დე­ბო­და. "ჯერ კი­დევ რო­დე­საც ფი­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად კონ­ცერ­ტე­ბი გვქონ­და, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში დავ­დი­ო­დით. უამ­რა­ვი ხალ­ხი, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მო­დი­ო­და, ფო­ტო­ებს იღებ­დნენ, ავ­ტოგ­რა­ფებს მთხოვ­დნენ. იმ დროს იმა­საც კი ვერ ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დი, რომ ვი­ღა­ცას ჩემ­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა უნ­დო­და... ფი­ნა­ლის­ტე­ბით­ვის ამ­დე­ნი რამ, იქ რომ კეთ­დე­ბა და გა­კეთ­და, მარ­თლაც გა­სა­ო­ცა­რი რამ არის. გული მწყდე­ბა, რომ აქ მსგავ­სი არა­ფე­რია. რო­მე­ლი­მე პრო­ექ­ტი ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს აღ­მო­ა­ჩენს და მერე ვე­რა­ფერს სთა­ვა­ზობს. ცუ­დია, არა­და, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ენ­თუ­ზი­აზ­მით არი­ან სავ­სე. პრო­ექ­ტის მო­გე­ბის იქით მათ ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ხდე­ბა", - გვე­უბ­ნე­ბა ნა­თია, რო­მე­ლიც 2014 წელს "X ფაქ­ტორ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­ი­და­ნაც ხალ­ხმა მა­სობ­რი­ვად გა­იც­ნო, თუმ­ცა გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ამ პრო­ექტს გა­მო­ე­თი­შა, მაგ­რამ მად­ლო­ბე­ლია ჯგუ­ფის "ვა­კის პარ­კი", რო­მელ­მაც ხელი მოჰ­კი­და და მუ­სი­კა­ლუ­რად ბევ­რი მის­ცა. "მათ გამ­ზარ­დეს, მიკრო­ფო­ნის ხელ­ში ჭე­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლეს. მათ­თან ერ­თად ბა­რებ­ში ვმღე­რო­დი", - ამ­ბობს ნა­თია, რო­მელ­საც ახლა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა აქვს, ემ­ზა­დე­ბა ალ­ბო­მის გა­მო­საშ­ვე­ბად და უნდა, რომ ერ­თწ­ლი­ა­ნი კურ­სი ჯა­ზის ინ­სტი­ტუ­ტში გა­ი­ა­როს, სა­დაც კომ­პო­ზი­ცი­ის შექ­მნას და მუ­სი­კის წე­რას მე­ტად და­ე­უფ­ლე­ბა. ასე­ვე უნდა, რომ კონ­ცერ­ტით და­უბ­რუნ­დეს აფხა­ზეთს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ახალი ჰიტი აფხაზეთზე, რომელსაც "გერმანიის ხმა" ასრულებს - დათო არჩვაძისა და პეტრე კოლხის ერთობლივი პროექტი

ახალი ჰიტი აფხაზეთზე, რომელსაც "გერმანიის ხმა" ასრულებს - დათო არჩვაძისა და პეტრე კოლხის ერთობლივი პროექტი

დათო არჩვაძეს აფხაზეთზე სამი სიმღერა აქვს დაწერილი, მაგრამ განსაკუთრებით მოსწონს ბოლო, რომლის ლექსი პეტრე კოლხს (სვეტიცხოვლის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია) ეკუთვნის. სიმღერაზე ვიდეოც შეიქმნა, რომლის სცენარი მამა პეტრეს ეკუთვნის და რომლის პრემიერა 2 დღის წინ შედგა. ემოციური ნამუშევარია, მაყურებელმა მისი ხილვა ცრემლის გარეშე ვერ შეძლო, რადგანაც აფხაზეთი ყველას ტკივილია. კლიპში მონაწილეობენ მსახიობი მურმან ჯინორია, გერმანიის ხმა, მომღერალი ნათია თოდუა და პეტრე კოლხის უმცროსი შვილი - სოფია კვარაცხელია.

"სანამ იქნებოდა სიმღერა, ვიდეო, იდეა, იყო სიტყვა და იმდენად ძლიერი, რომ აბსოლუტურად შემძრა და ეს საინტერესოდ, ექსპრომტად ზუგდიდში ჩემი და მამა პეტრეს ერთობლივ შემოქმედებით საღამოზე მოხდა, სადაც მამაომ ეს ლექსი ძალიან ემოციურად წაიკითხა. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს მაშინვე მუზა დამეცა... აფხაზეთი ხომ ყველასთვის მტკივნეული თემაა. შემოქმედი, ხელოვანი ვარ და ამ ყველაზე დიდ დანაკარგზე, როგორც შემიძლია, სევდას და ტკივილს ისე გამოვხატავ... ამ სიმღერაზე ყველაფერი რაღაც ისე დაემთხვა, შემსრულებელი - ნათია თოდუა, მსახიობი - მურმან ჯინორიაც, მამა პეტრეს ლექსი, ჩემი მუსიკა საოცრად შეერწყა ერთმანეთს. სიმღერას "ფრთამოტეხილი მაფშალია" დავარქვით, რომელიც ზღვა ემოციამ შემაქმნევინა... ამ ნამუშევარში წარმოჩენილია მამა-შვილის ისტორია, სადაც მამა იბრუნებს შვილს, ანუ საქართველო იბრუნებს აფხაზეთს, ესაა ყველაზე ნიშანდობლივი და აუცილებელი რამ. აფხაზეთი დაბრუნდება, უბრალოდ დავასწარით მოვლენებს და ჯერ შემოქმედებითად დავიბრუნეთ", - აღნიშნავს დათო არჩვაძე და დასძენს, რომ ვიდეო მართლაც კეთილი მესიჯია, არ არის აგრესია, უბრალოდ, დიდი გულისტკივილია.

პეტრე კოლხი:

- დღევანდელი დღე ალბათ საეტაპოა ჩემს ცხოვრებაში, რადგანაც ჩემი პირველი კლიპის პრემიერა შედგა და ის აფხაზეთის თემას ეძღვნება. მასში ამ კუთხის შვილი ნათია თოდუა მონაწილეობს, არა იმიტომ, რომ ის გერმანიის ხმა არის, ის აფხაზეთიდან გახლავთ. ვიფიქრეთ, რომ ყველაზე ძარღვიანად შეასრულებდა ამ სიმღერას და ასეც მოხდა... მთელი კლიპის მსვლელობის პროცესში დარბაზი ტიროდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას ევროპაში მშვიდობის დესპანის წოდება მიანიჭა. ჩემთვის ეს პროექტი უმოკლესი გზაა აფხაზეთისკენ! აუცილებლად დავიბრუნებთ, ამაში ერთი წამი ეჭვი არ მეპარება და ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

ნათია თოდუა:

- ერთი თვეა, საქართველოში ვარ და მიხარია, რომ ამ პერიოდში ამ პროექტში მოვასწარი მონაწილეობა. თუმცა ძალიან სახიფათო იყო ქართული სიმღერის შესრულებასთან შეხება, ამის გამოცდილება არ მაქვს. ინიციატივა დათო არჩვაძისგან და მამა პეტრესგან რომ არ წამოსულიყო, ვერ გავბედავდი, რომ ასეთი ნაბიჯი გადამედგა. ამ ყველაფრით კი გაოცებული და მადლიერი ვარ. თავიდან შეშინებულიც ვიყავი, ვორჭოფობდი, მაგრამ ტექსტი ოჯახის წევრებთან ერთად რომ წავიკითხე, იმდენად ყველას შეგვეხო და იმდენად ჩვენი აღმოჩნდა, რომ არ მემღერა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. აფხაზეთი საქართველოსთვის ალბათ ყველაზე განსაკუთრებულად ლამაზი და თბილი კუთხეა, ადგილი, სადაც დიდი სიყვარული სუფევდა ყოველთვის. უბრალოდ, რაღაც შეცდომები დაუშვეს ჩვენი მხრიდან თუ მათი მხრიდან, არ მინდა, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, მაგრამ როგორც იქაურს, იქ გაზრდილს, არასდროს დამავიწყდება იქაურობა და ყოველთვის მექნება კავშირი...

- აფხაზეთი იქ გაზრდილი ადამიანებისთვის მართლაც განსაკუთრებული ტკივილია.

- ის არ არის მხოლოდ ის მხარე, სადაც ჩემი მშობლები გაიზარდნენ და აფხაზეთზე მიყვებოდნენ. 17 წლამდე იქ ვიყავი მეც, ამიტომ ჩემთვის წარმოუდგენელია, არ მახსოვდეს, არ ვფიქრობდე მასზე. იქაურობა რეალურად ჩემი სახლია, ჩვენს ოჯახს ხომ დღემდე სახლი არც აქვს. ყველაფრი, რაც დავტოვეთ, ნანგრევებიც კი იქ მეგულება... მინდა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ იქ მშვიდობიანად დავბრუნდე.

ნათია 1996 წელს თბილისში დაიბადა, 2 წელი მისი ოჯახი გლდანის დევნილთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, თუმცა ადგილმდებარებას ხშირად იცვლიდნენ. მერე კი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაბრუნდნენ... ნათია, წლების შემდეგ, თბილისში მხოლოდ სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა, უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. შარშან კი მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ამბავი მოხდა - 2017 წელს გერმანელებმა გერმანიის ხმად დაასახელეს. ამ ეტაპზე ბერლინში უწევს ყოფნა. ერთი წლის ვადით ხელოვანთა ვილაში ცხოვრობს, სადაც როგორც მუსიკოსს, განვითარებისთვის ბევრი რამ აქვს და უამრავ რამეს აკეთებს. ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა, ხელოვანების გვერდით ცხოვრება იმის შანსს აძლევს, რომ ბევრ რამეში დახელოვნდეს. ასაკით და გამოცდილებით იქ ყველაზე უმცროსია. წერს სიმღერებს და ცდილობს, ალბომი მალე გამოსცეს, რომელსაც მისი გულშემატკივარი ელოდება. აქვს ასევე სხვადასხვა ქალაქში კონცერტები.

"ყოველ ჯერზე განსხვავებულ მუსიკოსებთან მიწევს გამოსვლა იმიტომ, რომ საკუთარი ბენდი ჯერ არ მყავს. ამისთვის დრო მჭირდება, რომ ვიპოვო ბენდისთვის შესაფერისი ადამიანები... 13 ოქტომბერს ბათუმში კონცერტი მელის და ამისთვის ვემზადები. თუმცა მანამდე ევროპაში რამდენიმე კონცერტისთვის მივემგზავრები", - ამბობს ნათია.

როგორც გვეუბნება, ვერასდროს იფიქრებდა, თუ მის ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდებოდა. "ჯერ კიდევ როდესაც ფინალისტებთან ერთად კონცერტები გვქონდა, სხვადასხვა ქალაქში დავდიოდით. უამრავი ხალხი, გულშემატკივარი მოდიოდა, ფოტოებს იღებდნენ, ავტოგრაფებს მთხოვდნენ. იმ დროს იმასაც კი ვერ ვაანალიზებდი, რომ ვიღაცას ჩემთან ფოტოს გადაღება უნდოდა... ფინალისტებითვის ამდენი რამ, იქ რომ კეთდება და გაკეთდა, მართლაც გასაოცარი რამ არის. გული მწყდება, რომ აქ მსგავსი არაფერია. რომელიმე პროექტი ნიჭიერ ადამიანს აღმოაჩენს და მერე ვერაფერს სთავაზობს. ცუდია, არადა, ეს ადამიანები ენთუზიაზმით არიან სავსე. პროექტის მოგების იქით მათ ცხოვრებაში არაფერი ხდება", - გვეუბნება ნათია, რომელიც 2014 წელს "X ფაქტორში" მონაწილეობდა, საიდანაც ხალხმა მასობრივად გაიცნო, თუმცა გარკვეულ ეტაპზე ამ პროექტს გამოეთიშა, მაგრამ მადლობელია ჯგუფის "ვაკის პარკი", რომელმაც ხელი მოჰკიდა და მუსიკალურად ბევრი მისცა. "მათ გამზარდეს, მიკროფონის ხელში ჭერიდან დაწყებული, ყველაფერი მასწავლეს. მათთან ერთად ბარებში ვმღეროდი", - ამბობს ნათია, რომელსაც ახლა ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს, ემზადება ალბომის გამოსაშვებად და უნდა, რომ ერთწლიანი კურსი ჯაზის ინსტიტუტში გაიაროს, სადაც კომპოზიციის შექმნას და მუსიკის წერას მეტად დაეუფლება. ასევე უნდა, რომ კონცერტით დაუბრუნდეს აფხაზეთს.

ორსული მეგან მარკლი შვილთან ერთად - პატარა არჩის ახალი ფოტოები, რომელზეც ამბობენ, რომ "მამის ასლია"

ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან

56 წლის მონიკა ბელუჩის ახალი, შთამბეჭდავი ფოტოები - "ამ ასაკში, კიდევ უფრო სექსუალურია"