სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსიარულე სიურპრიზი იყო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები გარდაცვლილ დიმიტრი ტატიშვილს
"მოსიარულე სიურპრიზი იყო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები გარდაცვლილ დიმიტრი ტატიშვილს

24 სექ­ტემ­ბერს, დიდ დი­ღომ­ში, ჯა­ნი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუს­ში, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი - დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­შინ გა­იც­ნო, როცა კორ­პუ­სის ბავ­შვებს ეზო­ში აუზი და­უდ­გა. მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და ყვე­ლა - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, თუ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ტიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში მის­მა ძმამ იპო­ვა.

გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძე დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ის ამ­ბობს, რომ დი­მიტ­რი თა­ვად იყო სი­ურპრი­ზი და მუ­დამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე ზრუ­ნავ­და.

"დიტო უაღ­რე­სად კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო... ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი უყ­ვარ­და, ჭკუ­ას კარ­გავ­და შვი­ლებ­ზე... რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზია ჰქონ­და. ბო­ლოს წე­რე­თელ­ზე გახ­სნა მა­ღა­ზია და "ბრინ­ტო" და­არ­ქვა. ბავ­შვო­ბა­ში მას ეძახ­დნენ ბრინ­ტოს. ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა შე­არ­ქვა, არა­და, იმ კა­ცის გარ­და, ბრინ­ტოს არა­ვინ ეძახ­და. დი­ტომ ჯერ თა­ვის თუ­თი­ყუშს და­არ­ქვა ბრინ­ტო და მერე მა­ღა­ზი­ას. კი­დევ ერთი ძმა ჰყავს და ალ­ბათ ის ჩა­უდ­გე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს სა­თა­ვე­ში.

...აუ­ზის გა­კე­თე­ბა ყვე­ლას­თვის სი­ურპრი­ზი იყო. მერე იმ აუზს მე­ზობ­ლებ­მა გა­და­უ­ღეს ფო­ტო­ე­ბი და გა­ავ­რცე­ლეს, თო­რემ თვი­თონ არც იტყო­და. უნ­დო­და, ბავ­შვე­ბის­თვის ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა და ასეც მოხ­და.

სხვა ბევ­რი კარ­გი რა­მეც აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ვი­დო­და და ჩემს მე­უღ­ლეს ყვა­ვილს მო­არ­თმევ­და. ამო­ვი­დო­და და ჩა­მე­ხუ­ტე­ბო­და, რად­გან იმ წუ­თას ასე უნ­დო­და. უცებ მე­ტყო­და, მო­ემ­ზა­დე, ხვალ იქ მივ­დი­ვარ­თო. მო­სი­ა­რუ­ლე სი­ურპრი­ზი იყო.

როცა ვინ­მეს ჩემს თავს აც­ნობ­და, ეუბ­ნე­ბო­და, ეს გოგა მი­ქე­ლა­ძეა, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოს ას­წრებს ჩე­მამ­დე მოს­ვლა­სო. ერთხელ მის ბე­ბოს ჰქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა. მე შორს არ ვცხოვ­რობ­დი მათ­გან, სწრა­ფად ჩა­მო­ვირ­ბი­ნე, რომ დავ­ხმა­რე­ბო­დი. ჩემი მის­ვლის მერე მო­ვი­და სას­წრა­ფო და იმის მერე ასე მა­ხა­სი­ა­თებ­და..."

დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მომ­ღე­რალ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს. ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ნო­დი­კო მათი და­მე­გობ­რე­ბის ის­ტო­რი­ას ყვე­ბა:

"დი­მიტ­რის თბი­ლის­ში გა­ნა­თე­ბის ტექ­ნი­კი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზია ჰქონ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ბა­თუ­მის ბი­ნა­ში რე­მონტს ვა­კე­თებ­დი და გა­დავ­წყვი­ტე, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი თბი­ლის­ში შე­მე­ძი­ნა. ერთ-ერთ ძა­ლი­ან კარგ მა­ღა­ზი­ას მი­ვა­დე­ქი, სა­დაც დიდი არ­ჩე­ვა­ნი იყო. შე­ვე­დი მა­ღა­ზი­ა­ში და უცებ ერთი ბიჭი, რო­მელ­საც არ ვიც­ნობ­დი, ჩემ­კენ გა­მო­ე­მარ­თა და გა­და­მეხ­ვია. გაკ­ვირ­ვე­ბა რომ შე­მა­ტყო, უცებ მი­პა­სუ­ხა, მეც ტა­ტიშ­ვი­ლი ვარ და რომ და­გი­ნა­ხე, არ იცი, რო­გორ გა­მი­ხარ­და, რომ ჩემს მა­ღა­ზი­ა­ში შენი ფე­ხით მოხ­ვე­დიო...

ხში­რად ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მუ­დამ იცო­და მო­კი­თხვა, მის ამ­ბავს მეც ვკი­თხუ­ლობ­დი. მუ­დამ მე­კი­თხე­ბო­და, რო­გორ ხარ, რამე ხომ არ გჭირ­დე­ბაო.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე და­მი­რე­კა და მი­თხრა, ახა­ლი მა­ღა­ზია გავ­ხსე­ნი წე­რე­თელ­ზე და მინ­და, გა­ნა­ხოო. ისიც მი­თხრა, შენი დახ­მა­რე­ბაც დამ­ჭირ­დე­ბაო, მა­ღა­ზი­ის გა­პი­ა­რე­ბა­ში. ვუ­თხა­რი, რა თქმა უნდა, შენ გვერ­დით ვარ-მეთ­ქი... ზუს­ტად ერთ კვი­რა­ში ეს სა­ზა­რე­ლი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე. თა­ვი­დან ვერ და­ვი­ჯე­რე, რად­გან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და უწე­სი­ე­რე­სი პი­როვ­ნე­ბა იყო... მის­ნა­ი­რი ბევ­რი რომ გვყავ­დეს, ძა­ლი­ან მა­გა­რი ქვე­ყა­ნა გვექ­ნე­ბო­და".

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე, ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

ლია
5

ვარიანტი არაა ასეთ ადამიანს თავი მოეკლა... ბიზნესი ჰქონდა, გეგმები ჰქონდა... მოიშორეს ალბათ... გამოძიება ჩვენს ქვეყანაში ნულზეა... თვითმკვლელობის ვერსია კი ადვილი დასაწერია, ვიდრე მკვლელის პოვნა... სირცხვილი ჩვენს ერს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"მოსიარულე სიურპრიზი იყო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები გარდაცვლილ დიმიტრი ტატიშვილს

"მოსიარულე სიურპრიზი იყო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები გარდაცვლილ დიმიტრი ტატიშვილს

24 სექტემბერს, დიდ დიღომში, ჯანიაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცი - დიმიტრი ტატიშვილი საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა. მის შესახებ საუბრობდა ყველა - სოციალური ქსელის მომხმარებლები, თუ ტელევიზიები.

არსებული ინფორმაციით, ტატიშვილი გარდაცვლილი საკუთარ სახლში მისმა ძმამ იპოვა.

გიორგი მიქელაძე დიმიტრი ტატიშვილის ბავშვობის მეგობარია. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ის ამბობს, რომ დიმიტრი თავად იყო სიურპრიზი და მუდამ ადამიანების ბედნიერებაზე ზრუნავდა.

"დიტო უაღრესად კარგი ადამიანი იყო... ოჯახი, მეგობრები უყვარდა, ჭკუას კარგავდა შვილებზე... რამდენიმე მაღაზია ჰქონდა. ბოლოს წერეთელზე გახსნა მაღაზია და "ბრინტო" დაარქვა. ბავშვობაში მას ეძახდნენ ბრინტოს. ერთმა მეზობელმა შეარქვა, არადა, იმ კაცის გარდა, ბრინტოს არავინ ეძახდა. დიტომ ჯერ თავის თუთიყუშს დაარქვა ბრინტო და მერე მაღაზიას. კიდევ ერთი ძმა ჰყავს და ალბათ ის ჩაუდგება ამ ყველაფერს სათავეში.

...აუზის გაკეთება ყველასთვის სიურპრიზი იყო. მერე იმ აუზს მეზობლებმა გადაუღეს ფოტოები და გაავრცელეს, თორემ თვითონ არც იტყოდა. უნდოდა, ბავშვებისთვის ესიამოვნებინა და ასეც მოხდა.

სხვა ბევრი კარგი რამეც აქვს გაკეთებული. მოულოდნელად მოვიდოდა და ჩემს მეუღლეს ყვავილს მოართმევდა. ამოვიდოდა და ჩამეხუტებოდა, რადგან იმ წუთას ასე უნდოდა. უცებ მეტყოდა, მოემზადე, ხვალ იქ მივდივართო. მოსიარულე სიურპრიზი იყო.

როცა ვინმეს ჩემს თავს აცნობდა, ეუბნებოდა, ეს გოგა მიქელაძეა, რომელიც სასწრაფოს ასწრებს ჩემამდე მოსვლასო. ერთხელ მის ბებოს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა. მე შორს არ ვცხოვრობდი მათგან, სწრაფად ჩამოვირბინე, რომ დავხმარებოდი. ჩემი მისვლის მერე მოვიდა სასწრაფო და იმის მერე ასე მახასიათებდა..."

დიმიტრი ტატიშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს. ჟურნალ "სარკესთან" ნოდიკო მათი დამეგობრების ისტორიას ყვება:

"დიმიტრის თბილისში განათების ტექნიკისა და აქსესუარების რამდენიმე მაღაზია ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ ბათუმის ბინაში რემონტს ვაკეთებდი და გადავწყვიტე, აქსესუარები თბილისში შემეძინა. ერთ-ერთ ძალიან კარგ მაღაზიას მივადექი, სადაც დიდი არჩევანი იყო. შევედი მაღაზიაში და უცებ ერთი ბიჭი, რომელსაც არ ვიცნობდი, ჩემკენ გამოემართა და გადამეხვია. გაკვირვება რომ შემატყო, უცებ მიპასუხა, მეც ტატიშვილი ვარ და რომ დაგინახე, არ იცი, როგორ გამიხარდა, რომ ჩემს მაღაზიაში შენი ფეხით მოხვედიო...

ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და სოციალურ ქსელში მუდამ იცოდა მოკითხვა, მის ამბავს მეც ვკითხულობდი. მუდამ მეკითხებოდა, როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდებაო.

გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე დამირეკა და მითხრა, ახალი მაღაზია გავხსენი წერეთელზე და მინდა, განახოო. ისიც მითხრა, შენი დახმარებაც დამჭირდებაო, მაღაზიის გაპიარებაში. ვუთხარი, რა თქმა უნდა, შენ გვერდით ვარ-მეთქი... ზუსტად ერთ კვირაში ეს საზარელი ამბავი გავიგე. თავიდან ვერ დავიჯერე, რადგან ფსიქოლოგიურადაც ძალიან გაწონასწორებული ადამიანი და უწესიერესი პიროვნება იყო... მისნაირი ბევრი რომ გვყავდეს, ძალიან მაგარი ქვეყანა გვექნებოდა".

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი "სარკე"

ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით Europcar კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს

რამდენი პაციენტი იმართება დღეს აპარატზე და არის თუ არა სისტემა მზად სასუნთქი აპარატების თვალსაზრისით - რა განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

ამირან გამყრელიძე: "ქეიფმა 22:00 საათის შემდეგ გადაინაცვლა მცხეთაში, ვეთამაშებით ცეცხლს!"