პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით დასრულდება მორიგი "ბუნტი" სომხეთში - ქვეყნის პრემიერი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს
რით დასრულდება მორიგი "ბუნტი" სომხეთში - ქვეყნის პრემიერი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში ვი­თა­რე­ბა ისევ და­ძა­ბუ­ლია - ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის მო­წო­დე­ბით, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, ერევ­ნის ქუ­ჩებ­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, გა­დად­გო­მით მას იმის დამ­ტკი­ცე­ბა სურს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა მის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტს იმ იმე­დით ტო­ვებს, რომ ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ხმას მის­ცე­მენ. მი­სი­ვე თქმით, არ­ჩევ­ნე­ბი სომ­ხეთ­ში ნო­ემ­ბრის ბო­ლოს ჩა­ტარ­დე­ბა.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა - ორი პარ­ტი­ის “აყ­ვა­ვე­ბუ­ლი სომ­ხე­თი­სა” და “დაშ­ნა­კცუ­თი­უ­ნის” წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ნის­ტრე­ბი და გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რა­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­სა და მათ მხარ­დამ­ჭე­რებ­ში მღველ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა. ასე­ვე, ფა­ში­ნი­ან­მა ოლი­გარ­ქე­ბი­სა და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ჩხრე­კის ნე­ბარ­თვა გას­ცა. მისი თქმით, ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასო­ბით მი­ლი­ონ დო­ლარს იპა­რავ­დნენ, რის­თვი­საც პა­სუ­ხი უნდა აგონ...

“მივ­მარ­თავ სერჟ სარ­გსი­ან­სა და რო­ბერტ კო­ჩა­რი­ანს - თქვენ ხალ­ხი გა­მო­იწ­ვი­ეთ, თუმ­ცა, ვნა­ხოთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ხალ­ხის პა­სუ­ხი“ - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა მას შემ­დეგ, რაც 11 სექ­ტემ­ბერს, ინ­ტერ­ნეტ­ში სომ­ხე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის არ­ტურ ვა­ნე­ცი­ა­ნი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის სა­სუნ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და, სა­დაც ისი­ნი სომ­ხე­თის ყო­ფილ პრე­ზი­დენტ რო­ბერტ ქო­ჩა­რი­ან­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან იური ხა­ჩა­ტუ­როვ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ვა­ნე­ცი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მოს­კოვ­თან და­ძა­ბუ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი პა­სუ­ხობ­და, რომ ხა­ჩა­ტუ­რო­ვის და­სა­კა­ვებ­ლად ყვე­ლა სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობ­და.

ერთი სი­ტყვით, ბევ­რი მი­ზე­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით – სომ­ხეთ­ში ისევ მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო. ფა­ში­ა­ნი­ა­ნის მომ­ხრე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც პარ­ლა­მენტს ალყა შე­მო­არ­ტყეს ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს ითხო­ვენ. სომ­ხუ­რი ოპო­ზი­ცია კი აცხა­დებს, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ბლო­კი­რე­ბა მათი მი­ზა­ნი არ არის... თა­ვის მხრივ, პრე­მი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს და აცხა­დებს, რომ “სომ­ხეთ­ში კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­ას შან­სი არ აქვს...”

“მათ არ სურთ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რად­გან იცი­ან, რომ ისევ წა­ა­გე­ბენ, ამის დაბ­ლოკ­ვა კი, ხალ­ხის­თვის ომის გა­მო­ცხა­დე­ბაა... უნ­დათ ომი? - ხალ­ხს გან­ვი­თა­რე­ბა და წინსვლა გვინ­და, რაც ამ კო­რუფ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში ვერ მო­ხერ­ხდა და ამი­ტომ უნდა წა­ვიდ­ნენ. დიახ, ისე წა­ვიდ­ნენ, რომ პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი აღარ ჰქონ­დეთ. რა­ტომ უნდა სარ­გებ­ლობ­დნენ მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტე­ბით? არა­ფერს და­ვუთ­მობთ, ეს კი­დევ ერთხელ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა”, - ამ­ბობს AMBEB.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ჰას­მიკ აბ­რა­მი­ა­ნი.

“ახლა ფა­ში­ნი­ან­მა რომ დათ­მოს, ეს კი­დევ ერთი იმედ­გაც­რუ­ე­ბა იქ­ნე­ბა. ამი­ტომ არ უნდა დათ­მოს... ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ საგრსი­ა­ნის კლა­ნის კი­დევ ერთხელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას. და­სა­კარ­გი არა­ფე­რი გვაქვს. ხალ­ხს იმე­დი გა­უჩ­ნდა და ამ იმე­დის ჩაქ­რო­ბა და­ნა­შა­უ­ლია”, - აღ­ნიშ­ნავს TASS-თან სა­უ­ბარ­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე არ­ზონ მირ­ზო­ი­ა­ნი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ პრობ­ლე­მას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს - წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, რომ­ლე­ბიც პო­ზი­ცი­ებს არ თმო­ბენ და რო­მელ­თაც ოლი­გარ­ქე­ბი მყა­რად უჭე­რენ მხარს; უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მათ უკან დგას რუ­სე­თიც, რო­მე­ლიც გა­ფა­ცი­ცე­ბით აკ­ვირ­დე­ბა სომ­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო პრო­ცე­სებს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სომ­ხუ­რი მე­დია იუ­წყე­ბო­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი სომ­ხეთ­ში 2019 წლის და­სა­წყის­ში აპი­რებ­და ჩას­ვლას.

“ეს უფრო წინა თა­ო­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად და ვი­თა­რე­ბის ჩა­სა­ცხრო­ბად გა­კე­თე­ბუ­ლი დე­ლი­კა­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბა იყო, რად­გან უკვე ისე­დაც ცხა­დია, რომ რუ­სეთ­სა და სომ­ხეთს შო­რის ბზა­რი გაჩ­ნდა. ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა, რა მოყ­ვე­ბა მის გა­ჩე­ნას...” - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია და ფა­ში­ნი­ა­ნის სი­ტყვე­ბი მოჰ­ყავს, - “ვფიქ­რობ მომ­დევ­ნო წლის და­სა­წყი­სი ყვე­ლა­ზე მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პუ­ტი­ნის ვი­ზი­ტის­თვის, რად­გან ყვე­ლა სა­ჭი­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­სა და შე­თან­მხე­ბის მომ­ზა­დე­ბა მო­ეს­წრე­ბა”, – აცხა­დებს ის.

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, და­ვიდ ტო­ნო­ი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რუ­სე­თი­დან ახა­ლი, 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სამ­ხედ­რო კრე­დი­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლავს და დას­ძენს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვთ უფ­ლე­ბა ისა­უბ­რონ, კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ხის შე­ი­ა­რა­ღე­ბის შე­ძე­ნას აპი­რებს ერე­ვა­ნი.

Газета.Ru-ს ცნო­ბით, რუ­სე­თის, რო­გორც სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სომ­ხე­თის სა­გა­რეო კურ­სი და ძნე­ლი სათ­ქმე­ლია იძ­ლე­ვა თუ არა მღელ­ვა­რე­ბის სა­ფუძ­ველს ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც “სომ­ხეთს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არ აქვს, რად­გან სომ­ხე­თი უკვე შე­უ­ერ­თდა კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, თუმ­ცა ეს ნიშ­ნავს, რომ სომ­ხე­თი ნა­ტოს­თან გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზად არის...”

ავტორი:

რით დასრულდება მორიგი "ბუნტი" სომხეთში - ქვეყნის პრემიერი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

რით დასრულდება მორიგი "ბუნტი" სომხეთში - ქვეყნის პრემიერი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

მეზობელ სომხეთში ვითარება ისევ დაძაბულია - ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, ერევნის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

ფაშინიანის განცხადებით, გადადგომით მას იმის დამტკიცება სურს, რომ თანამდებობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის და პრემიერ-მინისტრის პოსტს იმ იმედით ტოვებს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმას მისცემენ. მისივე თქმით, არჩევნები სომხეთში ნოემბრის ბოლოს ჩატარდება.

სომხური მედიის ცნობით, ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრემიერ-მინისტრმა - ორი პარტიის “აყვავებული სომხეთისა” და “დაშნაკცუთიუნის” წარმომადგენელი მინისტრები და გუბერნატორები გაათავისუფლა, რასაც წინა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებსა და მათ მხარდამჭერებში მღველვარება მოჰყვა. ასევე, ფაშინიანმა ოლიგარქებისა და მაღალჩინოსნების ჩხრეკის ნებართვა გასცა. მისი თქმით, ისინი წლების განმავლობაში ასობით მილიონ დოლარს იპარავდნენ, რისთვისაც პასუხი უნდა აგონ...

“მივმართავ სერჟ სარგსიანსა და რობერტ კოჩარიანს - თქვენ ხალხი გამოიწვიეთ, თუმცა, ვნახოთ, როგორი იქნება ხალხის პასუხი“ - განაცხადა ფაშინიანმა მას შემდეგ, რაც 11 სექტემბერს, ინტერნეტში სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის არტურ ვანეციანისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სასუნ ხაჩატურიანის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ისინი სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივან იური ხაჩატუროვთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავენ. ვანეციანი აღნიშნავდა, რომ მოსკოვთან დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად, სიფრთხილეა საჭირო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი პასუხობდა, რომ ხაჩატუროვის დასაკავებლად ყველა საფუძველი არსებობდა.

ერთი სიტყვით, ბევრი მიზეზის გათვალისწინებით – სომხეთში ისევ მასშტაბური აქციები დაიწყო. ფაშიანიანის მომხრეები, რომლებმაც პარლამენტს ალყა შემოარტყეს ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. სომხური ოპოზიცია კი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ბლოკირება მათი მიზანი არ არის... თავის მხრივ, პრემიერი დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ “სომხეთში კონტრრევოლუციას შანსი არ აქვს...”

“მათ არ სურთ ვადამდელი არჩევნები, რადგან იციან, რომ ისევ წააგებენ, ამის დაბლოკვა კი, ხალხისთვის ომის გამოცხადებაა... უნდათ ომი? - ხალხს განვითარება და წინსვლა გვინდა, რაც ამ კორუფციული სისტემის პირობებში ვერ მოხერხდა და ამიტომ უნდა წავიდნენ. დიახ, ისე წავიდნენ, რომ პრივილეგიები აღარ ჰქონდეთ. რატომ უნდა სარგებლობდნენ მათი ოჯახის წევრები დიპლომატიური პასპორტებით? არაფერს დავუთმობთ, ეს კიდევ ერთხელ წარსულში დაბრუნება იქნება”, - ამბობს AMBEB.GE-სთან საუბარში ადგილობრივი ჰასმიკ აბრამიანი.

“ახლა ფაშინიანმა რომ დათმოს, ეს კიდევ ერთი იმედგაცრუება იქნება. ამიტომ არ უნდა დათმოს... ჩვენ არ დავუშვებთ საგრსიანის კლანის კიდევ ერთხელ ხელისუფლებაში დაბრუნებას. დასაკარგი არაფერი გვაქვს. ხალხს იმედი გაუჩნდა და ამ იმედის ჩაქრობა დანაშაულია”, - აღნიშნავს TASS-თან საუბარში აქციის მონაწილე არზონ მირზოიანი.

ადგილობრივი მედია წერს, რომ პრობლემას რამდენიმე მიზეზი აქვს - წინა ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიურობა, რომლებიც პოზიციებს არ თმობენ და რომელთაც ოლიგარქები მყარად უჭერენ მხარს; უმეტეს შემთხვევაში, მათ უკან დგას რუსეთიც, რომელიც გაფაციცებით აკვირდება სომხეთში მიმდინარე საგარეო თუ საშინაო პროცესებს.

რამდენიმე დღის წინ, სომხური მედია იუწყებოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სომხეთში 2019 წლის დასაწყისში აპირებდა ჩასვლას.

“ეს უფრო წინა თაობის დასამშვიდებლად და ვითარების ჩასაცხრობად გაკეთებული დელიკატური განცხადება იყო, რადგან უკვე ისედაც ცხადია, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის ბზარი გაჩნდა. ახლა საინტერესოა, რა მოყვება მის გაჩენას...” - წერს ადგილობრივი მედია და ფაშინიანის სიტყვები მოჰყავს, - “ვფიქრობ მომდევნო წლის დასაწყისი ყველაზე მართებული იქნება პუტინის ვიზიტისთვის, რადგან ყველა საჭირო ხელშეკრულებისა და შეთანმხების მომზადება მოესწრება”, – აცხადებს ის.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის, დავიდ ტონოიანის განცხადებით, ქვეყნის ხელმძღვანელობა რუსეთიდან ახალი, 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო კრედიტის მიღების შესაძლებლობას განიხილავს და დასძენს, რომ ჯერჯერობით არ აქვთ უფლება ისაუბრონ, კონკრეტულად რა სახის შეიარაღების შეძენას აპირებს ერევანი.

Газета.Ru-ს ცნობით, რუსეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორისთვისაც მნიშვნელოვანია სომხეთის საგარეო კურსი და ძნელი სათქმელია იძლევა თუ არა მღელვარების საფუძველს ფაშინიანის განცხადება, რომლის თანახმადაც “სომხეთს ნატოში გაწევრიანების არავითარი სურვილი არ აქვს, რადგან სომხეთი უკვე შეუერთდა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, თუმცა ეს ნიშნავს, რომ სომხეთი ნატოსთან გარკვეულ დონეზე თანამშრომლობისთვის მზად არის...”

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე