პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ყოყმანობს ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით? - ჯეიმს აპატურაის პასუხი
რატომ ყოყმანობს ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით? - ჯეიმს აპატურაის პასუხი

კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჯე­იმს აპა­ტუ­რაი იმ მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს, რის გა­მოც ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ის მი­ნი­ჭე­ბას ამ ეტაპ­ზე მხარს არ უჭერს.

რო­გორც ჯე­იმს აპა­ტუ­რაი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, ალი­ან­სის წევრთა ნა­წი­ლი ში­შობს, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის რისკს გაზ­რდის.

„რა­საც ისი­ნი ამ­ბო­ბენ არის ის, რომ MAP-ი არ უზ­რუნ­ველ­ყოფს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს. უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს მხო­ლოდ ნატო-ში წევ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს. ისი­ნი ში­შო­ბენ იმის რისკს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, რო­გო­რიც არის MAP-ის მი­ნი­ჭე­ბა, პო­ტენ­ცი­უ­რად გაზ­რდის რისკს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რუ­სე­თის მხრი­დან.

ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რის­კებს ზრდის იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არ არის MAP-ით. ეროვ­ნუ­ლი წლი­უ­რი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბით და ამავდრო­უ­ლად პო­ლი­ტი­კურ რის­კებს არ ვზრდით. დად­გე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც MAP-ი და გა­წევ­რი­ა­ნე­ბა იქ­ნე­ბა. ალი­ან­სის ზო­გი­ერ­თი წევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ეს მო­მენ­ტი დად­გა, ზო­გი­ერ­თი კი მი­იჩ­ნევს, რომ ეს დრო ჯერ არ დამ­დგა­რა. თუმ­ცა, ჩვენ გვაქვს კონ­სენ­სუ­სი ნატო-ს სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ყოფ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე.

თქვენ მკი­თხეთ, თუ რა­ტომ ყოყ­მა­ნობს ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე გი­პა­სუ­ხეთ ამ კი­თხვა­ზე. ეს პა­სუ­ხი ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში წევ­რო­ბის­თვის და­ვეხ­მა­როთ პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით და სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით და ნატო-ს სტან­დარ­ტე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის დახ­ვე­წით. ამის უკან კე­თი­ლი სურ­ვი­ლი დგას“, - აცხა­დებს აპა­ტუ­რაი.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პეპო
0

ვის ჯერა ამათი კეთილი სურვილების? მერკელისა და სარკოზის უსაზღვრო სიკეთის გამო ისჯება დღეს უკრაინა. გამუდმებით გვიდასტურებენ რომ კარი ღიაა, აღიზიანებენ რუსეთს რომ ჩვენ დაგვარტყას, მერე მოგვცემენ იარაღს რომ ჩვენზე თავი შეიქციოს გავეშებულმა რუსეთმა... დასუსტდება რუსეთი, დაალგებენ ესენი პალაჟენიას... უკრაინელები და ქართველები კი გავთხრით ერთ დიდ საძმო საფლავს... 

სინამდვილე!
0

თავს იკლავენ საქართველოსადმი მოსალოდნელ რისკზე. რომ გადაწყვეტენ საქართველოს ტერიტორიის სამხედრო იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად გადაქცევას, მაშინ გვიკრავენ თავს, სადაც არს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რატომ ყოყმანობს ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით? - ჯეიმს აპატურაის პასუხი

რატომ ყოყმანობს ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით? - ჯეიმს აპატურაის პასუხი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ნაწილი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს.

როგორც ჯეიმს აპატურაი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, ალიანსის წევრთა ნაწილი შიშობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი მოსალოდნელი საფრთხის რისკს გაზრდის.

„რასაც ისინი ამბობენ არის ის, რომ MAP-ი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს. უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ ნატო-ში წევრობა უზრუნველყოფს. ისინი შიშობენ იმის რისკს, რომ პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა, როგორიც არის MAP-ის მინიჭება, პოტენციურად გაზრდის რისკს საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან.

ეს საქართველოსთვის რისკებს ზრდის იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი არ არის MAP-ით. ეროვნული წლიური პროგრამის ფარგლებში ჩვენ საქართველოს წევრობისთვის მომზადებაში ვეხმარებით და ამავდროულად პოლიტიკურ რისკებს არ ვზრდით. დადგება მომენტი, როდესაც MAP-ი და გაწევრიანება იქნება. ალიანსის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ ეს მომენტი დადგა, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ეს დრო ჯერ არ დამდგარა. თუმცა, ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ნატო-ს საქართველოში და საქართველოს ნატო-ში ყოფნის გაღრმავებაზე.

თქვენ მკითხეთ, თუ რატომ ყოყმანობს ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით. მე გიპასუხეთ ამ კითხვაზე. ეს პასუხი ემსახურება იმას, რომ საქართველოს ნატო-ში წევრობისთვის დავეხმაროთ პრაქტიკული თვალსაზრისით და საქართველოს უსაფრთხოების შენარჩუნებით და ნატო-ს სტანდარტების დაკმაყოფილების დახვეწით. ამის უკან კეთილი სურვილი დგას“, - აცხადებს აპატურაი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე