საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ მუშაობს "ინსტაგრამი"?
რატომ არ მუშაობს "ინსტაგრამი"?

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი Instagram არ მუ­შა­ობს. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვერც სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ე­ბი­სა და ვერც სხვე­ბის პოს­ტე­ბის ნახ­ვას ვერ ახერ­ხე­ბენ. ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ფო­ტო­ე­ბის ნაც­ვლად თეთრ ფონს ხე­და­ვენ, რო­მე­ლიც იუ­წყე­ბა, რომ გვერ­დის გა­ნახ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია (cannot refresh feed).

ინ­სტაგ­რა­მის ვებ-გვერ­დიც მი­უწ­ვდო­მე­ლია, თუ სა­ძი­ე­ბო ველ­ში აკ­რეფთ instagram.com-ს გვერ­დი ამო­აგ­დებს შეც­დო­მას "5xx Server Error".

რო­გორც independent.co.uk წერს, სო­ცი­ა­ლურ ქსელს პრობ­ლე­მუ­რი პე­რი­ო­დი უდ­გას. კომ­პა­ნი­ის ორმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა - კე­ვინ სის­ტრომ­მა და მაიკ კრი­გერ­მა რამ­დე­ნი­მე დღეა და­ტო­ვეს Instagram, რაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით უკავ­შირ­დე­ბა Facebook-ის ხელ­მძღვა­ნელ პი­რებ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბას "ინ­სტაგ­რა­მის" მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. "ფე­ის­ბუ­ქის" მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ აპ­ლი­კა­ცი­ას, ამ­ჟა­მად ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავს - Facebook-ის დიდი ხნის თა­ნამ­შრო­მე­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პრო­დუქ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ადამ მო­სე­რი.

მას შემ­დეგ, რაც გა­სულ კვი­რას ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ფე­ის­ბუ­ქის" უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა­ში პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა და შე­საძ­ლოა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ონ მომ­ხმა­რე­ბლის ინ­ფორ­მა­ცია ჰა­კე­რე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა, გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ შე­საძ­ლოა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ინ­სტაგ­რა­მის ან­გა­რი­შებ­საც შექ­მნო­და საფრ­თხე, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მათ "ფე­ის­ბუ­ქის" ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­მო­ი­ყე­ნეს მის შე­საქ­მნე­ლად.

არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, აქვს თუ არა კავ­ში­რი დღე­ვან­დელ შემ­თხვე­ვას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ზე ჰა­კე­რულ თავ­დას­ხმა­ზე, თუ უბ­რა­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რატომ არ მუშაობს "ინსტაგრამი"?

რატომ არ მუშაობს "ინსტაგრამი"?

სოციალური ქსელი Instagram არ მუშაობს. მომხმარებლები ვერც საკუთარი ფოტოებისა და ვერც სხვების პოსტების ნახვას ვერ ახერხებენ. ქსელის მომხმარებლები აპლიკაციაში ფოტოების ნაცვლად თეთრ ფონს ხედავენ, რომელიც იუწყება, რომ გვერდის განახლება შეუძლებელია (cannot refresh feed).

ინსტაგრამის ვებ-გვერდიც მიუწვდომელია, თუ საძიებო ველში აკრეფთ instagram.com-ს გვერდი ამოაგდებს შეცდომას "5xx Server Error".

როგორც independent.co.uk წერს, სოციალურ ქსელს პრობლემური პერიოდი უდგას. კომპანიის ორმა დამფუძნებელმა - კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა რამდენიმე დღეა დატოვეს Instagram, რაც გავრცელებული ინფორმაციით უკავშირდება Facebook-ის ხელმძღვანელ პირებთან შეუთანხმებლობას "ინსტაგრამის" მართვასთან დაკავშირებით. "ფეისბუქის" მფლობელობაში არსებულ აპლიკაციას, ამჟამად ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - Facebook-ის დიდი ხნის თანამშრომელი, სოციალური ქსელის პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადამ მოსერი.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ "ფეისბუქის" უსაფრთხოების სისტემაში პრობლემა შეიქმნა და შესაძლოა სოციალური ქსელის დაახლოებით 50 მილიონ მომხმარებლის ინფორმაცია ჰაკერების ხელში აღმოჩნდა, გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა მომხმარებლების ინსტაგრამის ანგარიშებსაც შექმნოდა საფრთხე, იმ შემთხვევაში, თუ მათ "ფეისბუქის" ავტორიზაცია გამოიყენეს მის შესაქმნელად.

არ არის დადასტურებული, აქვს თუ არა კავშირი დღევანდელ შემთხვევას სოციალურ ქსელზე ჰაკერულ თავდასხმაზე, თუ უბრალოდ ტექნიკური ხარვეზია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს